„თუ აქციებზე გაჟღერდა ხელისუფლების გადაყენება და არა ხელისუფლებისადმი მოთხოვნა, სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა იმ 12 პუნქტზე, მაშინ ხალხი ოპოზიციას არ გაყვება“

„თუ აქციებზე გაჟღერდა ხელისუფლების გადაყენება და არა ხელისუფლებისადმი მოთხოვნა, სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა იმ 12 პუნქტზე, მაშინ ხალხი ოპოზიციას არ გაყვება“

პარლამენტის წინ ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, ლოზუნგით - „შინ ევროპისკენ“. ასეთი მრავალრიცხოვანი აქცია თბილისს დიდი ხანია არ ახსოვს. მიტინგზე ოპოციური პარტიებიც იყო წარმოდგენილი, თუმცა ისინი პოლიტიკური „მესიჯბოქსების“ გაჟღერებისგან თავს იკავებდნენ. ასეთ ფართომასშტაბიან აქციებს რომ ოპოზიცია სათავისოდ იყენებს და შემდეგ ტრიბუნიდან სხვადასხხვა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, ესეც საზოგადოებისთვის ცნობილია.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ არც ახლა იქნება გამონაკლისი, რომ ოპოზიცია აქციას პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს.

„ასეთი ფართომასშტაბიანი აქცია ოპოზიციამ კი არა, საზოგადოებამ უნდა გამოიყენოს. აქციაზეც ითქვა, რომ იქმნება საზოგადოებრივი ორგანიზაცია, სადაც თითოეული მოქალაქის როლი პოლიტიკურ პროცესებში ამაღლდება. თავად ოპოზიციას რაც შეეხება, შესაძლებელია, ამ შემთხვევაში მათ ისაუბრონ იმაზე, რომ ეს მათ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგია. სამწუხაროდ, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, ამიტომ ოპოზიციას ხალხისთვის უფრო მეტი ექნება სათქმელი. უბრალოდ, მათ საზოგადოებას უნდა აუხსნან, რა დაკარგა საქართველომ, რადგან აქამდე ოპოზიციამ კარგად ვერ აუხსნა. ასეთი ფართომასშტაბიანი აქცია ოპოზიციამ შესაძლოა, არჩევნების დროს გამოიყენოს იმ პირობებში, თუ მმართველი ძალის რეიტინგი დაეცემა, რომ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი გაიზარდოს“, - განუცხადა ანალიტიკოსმა, ნიკა ჩიტაძემ for.ge-ს.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ასეთი მრავალრიცხოვანი აქცია და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.

„ხელისუფლებამ ასეთი მრავალრიცხოვანი აქცია ყურად უნდა იღოს. მმართველ გუნდში უკვე საუბრობენ იმაზე, რომ აქციას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც ესწრებოდნენ. იქამდე ამბობდნენ, რომ აღნიშნული აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილი იყო. ამიტომაც, მმართველი გუნდი გაითვალისწინებს და იძულებული იქნება გარკვეული ნაბიჯები გადადგას. აღნიშნულ აქციაზე კი ოპოზიციის მხარდასაჭერად არ გამოსულა ხალხი, მაგრამ ფაქტია, რომ უფრო მეტი ადამიანი მისცემს იმ პარტიებს ხმას, რომლებიც ქვეყნის ევროპულ კურს მხარს უჭერენ“, - აღნიშნა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიცია არც ახლა იქნება გამონაკლისი და 20 ივნისის აქციას მიითვისებს.

„ოპოზცია ამ აქციის სათავისოდ გამოიყენებს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მეორე საკითხია, რატომ არ უნდა გამოიყენოს?! აქცია მართლაც ფართომასშტაბიანი იყო. უბრალოდ, ოპოზიციას ერთი პრობლემა აქვს - აქციის მასშტაბურობა განაპირობა ორმა რამემ - პირველი - სწორი მიმართვა იყო, ანუ ევროკავშირისადმი ჩვენი დმოკიდებულების გამოხატვა, მეორე - სცენაზე ვინ იდგა, ვინ კულისებში. ოპოზიცია კი შეეცდება აქციის გამოყენებას, მაგრამ სწორად გამოყენება უნდა შეძლოს“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.

კითხვაზე - გაყვება თუ არა ხალხი ოპოზიციის მართულ აქციას? ანალიტიკოსი გვპასუხობს: „თუ საუბარი პერმანენტულ აქციებზე გვაქვს, შესაძლოა, ასეც მოხდეს. ასევე, თუ აქციებზე გაჟღერდა ხელისუფლების გადაყენება და არა ხელისუფლებისადმი მოთხოვნა, რომ მან დაიწყოს სასწრაფოდ მუშაობა იმ 12 პუნქტზე, რომელიც რეკომენდაციით არის გაწერილი, მაშინ ხალხი ოპოზიციას არ გაყვება. თუკი სცენაზე ოპოზიციონერები ავლენ და სხვა თემებს წამოაყენებენ, მაშინ ეს აქციები ჩაქრება. ამასთან არსებობს კიდევ ერთი რამ, საკმაოდ ცუდი დროა პერმანენტული აქციებისთვის. 30 წლის განმავლობაში თბილისში ივლისი-აგვისტო აქციებით არ გამოირჩეოდა, ამიტომ ოპოზიცამ უნდა გათვალოს და სამოქმედო გეგმა ისე განახორციელოს“.

ვახტანგ ძაბირაძე ასევე ხელისუფლებას რჩევას აძლევს, რომ გაითვალისწინოს ასეთი ფართომასშტაბიანი აქცია. მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი საზოგადოებაში იმიჯს კარგავს.

„ხელისუფლებამ ერთი რამ უნდა გაათვიცნობიეროს - მართალია, აქციაზე ხალხმრავლობა გამოწვეული იყო სხვადასხვა ფაქტორებით, მაგრამ მთლიანობაში, იქ მყოფ ადამიანთა უმრავლესობა ოპოზიციური ამომრჩეველია. ამიტომ, მმართველმა გუნდმა ეს უნდა გაითვალისწინოს და ძალიან ყურადრებით უნდა გაითვალისწინოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება უკვე მოსახლეობაში იმიჯს კარგავს, რომელიც მათთვის ცუდია. ამასთან აღნიშნული აქციის სიმრავლე მმართველი გუნდისთვის გამაფრთხილბელი სიგნალია. შემდგომი ასეთი აქციები აუცილებლად ხელისუფლების წინააღმდეგ იქნება მიმართული“, - განუცხადა for.ge-ს ძაბირაძემ.

Aburjga Tasmanieli ის პუნქტი არ დაგეკარგოთ სადაც გენდერზე და უმცირესობების უფლებებზეა ლაპარაკი! დაიკარგეთ აქედან! 12 პუნქტი თითონ ევროპამ შეასრულოს თორემ მოვა ძია სემი და დააჭრის ყურებს!
2 წლის უკან
leviko კავკასიელობა გვირჩევნია ევროპელობას
2 წლის უკან