„სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს“

„სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს“

ფსევდომოძრაობა და ხალხის მოსატყუებლად შექმნილი სახალხო ეროვნული მოძრაობა, რომლის უკანაც, დიდი ალბათობით, ამოფარებას საზოგადოებაში დისკრედიტირებული და გაკოტერბული პოლიტიკური ძალა „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს. ძალა, რომელმაც 20 ივნისს რუსთაველზე პარლამენტთან მისულ მრავალრიცხოვან ჩვენს მოსახლეობასთან გამოჩენა მხოლოდ იმიტომ ვერ გაბედა, რომ აქცია მათ გამო არ დაშლილიყო.

აქციის ორგანიზატორებმა ისინი, უბრალოდ, გადამალეს, თუმცა, როგორც ჩანს, ხალხის მისვლით გაყოყოჩებულმა პოლიტიკოსებმა ფსევდომოძრაობას ამოფარება გადაწყვიტეს. ადამიანებს, რომლებსაც აქციაზე დგომის მანდატიც კი არა აქვთ, ხელისუფლებაში უკან დაბრუნება სურთ. უფორ მეტიც, იძულებულები გახდენენ, რომ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც კი ხალხის დასანახად უარი ეთქვათ. სააკაშვილის ბანერი სცენაზე გამოსვლისთანავე მოხსნეს.

მაშ, რა ამცნო მოძრაობა „სირცხვილიას“ ვითომ დამოუკიდებელმა ხელმძღვანელმა შოთა დიღმელაშვილმა საზოგადობას, რომელიც კონსტიტუციის არშესრულების შემთხვევაში, ხელისუფლებას გადაგდებით ემუქრება? ვისი დახმარებით აპირებს ის ამის გაკეთებას და რეალურად ვინ იქნება ამ მოძრაობას ამოფარებული?

მმართველი გუნდისთვის ევროპული კურსის მხარდასაჭერად მისული საზოგადოების რეაქცია მისაღებია, თუმცა კატეგორიულად მიუღებელია განცხადებები, რომელიც შეკრებაზე გაკეთდა. „ხელისუფლების ცვლილება“, „ვადამდელი არჩევნები“ და „დეოლიგარქიზაცია“ - ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ მაშინ როდესაც ქვეყანა ბრიუსელის საბოლოო პასუხის მოლოდინშია, მსგავსი მოწოდებები მხოლოდ საზოგადოების გახლეჩვას იწვევს.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გუშინ გამართულ შეკრებაზე ბევრი ადამიანი გამოვიდა, თუმცა დამატებით 3 მილიონზე მეტი მოქალაქეა, რომელიც ევროპას უჭერს მხარს.

„ამ შეკრებაზე გამოვიდა საზოგადოება, რომელსაც უნდა ევროპა. როგორც მოგეხსენებათ, ევროპა უნდა ბევრად მეტს, ვიდრე, თუნდაც გუშინ იყო გამოსული. გუშინ, ბევრი ადამიანი იყო რუსთაველზე გამოსული, თუმცა საქართველოში დამატებით 3 მლნ და მეტი ადამიანია, რომელიც მხარს უჭერს ევროპას. ეს არის საქართველოს მოსახლეობის 85%. ამასთან, ევროინტეგრაციის მიზანი პირდაპირაა დაფიქსირებული საქართველოს კონსტიტუციაში.

გასული კვირების განმავლობაში გვიტრიალებენ იმ მუხლს, რომელიც ჩვენი ხელით ჩავწერეთ კონსტიტუციაში და ამ ადამიანებმა ხმა არ მისცეს - ცინიზმი აქაა და ვინაა ევროპის მომხრე რეალურად და ვინ არა, აქედან კარგად ჩანს. გუშინ დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა - პოლიტიკურ გზავნილებს არ აჟღერებდნენ, რათა ხალხი არ დაშლოდათ, მაგრამ ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა. გეგმა, რომელიც ითვალისწინებს „შულავერის კომიტეტის“ გამომზეურებას და რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას. ეს იყო ტერმინი, რომელიც გამოიყენა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა. სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს. ქვეყნის წალეკვის მორიგი მცდელობაც იქნება წარუმატებლად დასრულებული, საქართველოში იქნება მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, რის გარეშეც ევროპაში ვერ შევალთ“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ 2017 წელს „ნაციონალური მოძრაობისგან“ ჩრდილოვანი კაბინეტის იდეა გაჟღერდა. 2020 წელს კი ნათელაშვილის ფანჩატურში ალტერნატიული პარლამენტის შექმნის თაობაზე გვამცნეს. 20 ივნისს კი დაუბრუნდნენ ამ თემას და საუბარი უკვე ტექნიკური მთავრობის აუცილებლობაზე მიდის.

„წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობისგან“ ვითომ რაღაცა კრეატიული იდეები გვესმის, არადა რეალურად ეს არის იმის მცდელობა, ხელისუფლებაში როგორ და რა ფომით უნდა დაბრუნდნენ. ამით ენმ-ს სურს გადაფაროს ყველა ის გამოვლენილი შეცდომა, რომელიც საშუალებას არ აძლევთ სანუკვარ ოცნებას მიაღწიონ. ძალიან კარგად ესმით, რომ მოსახლეობის უმრავლესობას ფიზიკურად ეზიზღება. ამიტომ კულისებს მიღმა დამალულები, რაღაცა ფსევდო მოძრაობით ცდილობენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. ახლა მიდის მორიგი მცდელობა, რომ რაღაცა რაღაცაში შეფუთონ. ვითომ ამ სახალხო მოძრაობით საზოგადოების და ჩვენი პარტნიორების მოტყუება უნდათ. არადა რეალურად „ნაციონალები“ ცდილობენ სახე და ფერი იცვალონ. ვითომ რაღაცა საზოგადოების ჩართულობით ქვეყანაში ახალი ფსევდომოძრაობა ააგორონ. აბა, 20 ივნისს მოტყუებით მიყვანილი ხალხის მართლა გულწრფელი სურვილი ევროპისკენ რაღაცაში ხომ უნდა გამოიყენონ. ძლივს გარეთ გამოსული ხალხი დაინახეს. არადა, რეალურად, ამ ჩანაფიქრს განხორციელება არ უწერია. უკვე ფანტაზიაც აღარ მყოფნის „ნაციონალები“ ხალხის დასაჯერებლად რას მოიგონებენ. ჩვენი მოსახლეობა და „ოცნების“ ამომრჩეველი ბრძენია. ამიტომ ვერც სახელწოდებების შერწყმით და ვერც ამ რაღაცა ტექნიკური თუ ჩრდილოვანი მთავრობების იდეებით ვერ მოატყუებენ. ასევე ჩანს ვინ და რა ძალა დგას ამის უკან“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, „ნაციონალების“ ჩანაფიქრია, რომ დასავლეთს აჩვენონ თითქოს ქვეყანაში ხალხმა ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით საზოგადოებრივი მოძრაობა დაიწყეს. აჩვენონ, რომ ქვეყანაში დაძაბული სიტუაციაა და „ოცნების“ ხელისუფლებაზე დასავლეთიდან ზეწოლა გაძლიერდეს. ისინი ფსევდომოძრაობებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ ილუზიის შემქნას ცდილობენ, რომ ვითომ ხალხი ქუჩაში ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის.

„სამწუხაროდ ერთიანი დასავლეთი, რომელსაც ერთიანი პოლიტიკა აქვს, თუნდაც საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს. თუ საუბარი მიდის იმ დასავლეთზე, რომელიც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ფრთას წარმოადგენს, რომლის ტყვეობაში იგივე ამერიკის შეერთებული შტატებია, მაშინ - კი ბატონო. ამ ფრთაზე ზემოქმედება „ნაციონალებს“ ნამდვილად შეუძლიათ. თუმცა მეორე აზრი მებადება, ხომ არ არის დასავლეთის აი, ამ ფრთის ზუსტად პირდაპირი დაკვეთა, რომ ჩვენს ქვეყანაში ეს პროცესები დაიწყოს?!

გასაგებია, რომ აკერმანი გარდაიცვალა, მაგრამ ის ხომ მარტო არ იყო. აკერმანის უკან დგას ზუსტად ის ფსევდოლიბერალური პოლიტიკური ფრთა, რომლის წიაღშიც ბევრი აკერმანია. მისი იდეოლოგიური თანამოაზრეები არიან სწორედ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც შლეიფივით ენმ-ს წლების განმავლობაში დაყვებიან. მათი რიტორიკა არ შეცვლილა და 20 ივნისის აქციაზე ჩართვისას პირდაპირ ევროპარლამენტარებმა ხალხს მოუწოდეს, რომ თქვენი ხელისუფლება დაამხეთო. ამიტომ არაფერი გამოსარიცხი არ არის“, - აცხადებს ქართველიშვილი for.ge-სთან.

პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ეს მოძრაობა ერთი დიდი ფარსია, რომლითაც ქართველი ხალხის მოტყუება სურთ. არადა მის უკან სახელმწიფოს მიმართ დესტრუქციული ძალებია ამოფარებული, რომელთაც სურთ, რომ ხალხი ქუჩაში გამოიყვანონ და სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ. მათ კარგად იციან, რომ ხელისუფლებაში მხოლოდ ამ ფორმით თუღა დაბრუნდებიან.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთა. ეს ადამიანები იმ შავი ფულით ფინანსდებიან, რომელიც თავის დროზე ქართველ ხალხს სააკაშვილმა, კეზერაშვილმა მოპარა. ასევე ნაყოფიას რუსული ფული, რომლის აღებაზეც წარბიც კი არ უტოკდებათ. ყველამ კარგად დაინახა ვითომ კულისებს მიღმა დამალული ეს მარგინალიზებული პოლიტიკოსები აქციის წამყვანებს პოლიტიკურ მესიჯებს როგორ აჟღერებინებდნენ. ეს ხალხი რომ წინ გამოვიდეს და მიკროფონი ხელში დაიკავონ, იქიდან ხალხი წამებში გაქრება. ეს კარგად იციან, ამიტომ რაღაცა ფსევდო მოძრაობებით, ისევ საზოგადოების მოტყუებას ცდილობენ. იმდენად ტოქსიკური ძალაა, რომ ხალხთან გამოსაჩენი პირიც არა აქვთ. შეხედეს ეს 10 წელი ვერაფერი მოახერხეს, ამიტომაც ახლა შენიღბულები ხალხის საპროტესტო მუხტის აგორებას ცდილობენ. იმ თემით მანიპულირებენ, რომელიც ქართველი ხალხისთვის მართლა მნიშვნელოვანია, თუმცა ასე დამალულები დიდხანს როდემდე გაძლებენ?“,-აცხადებს გვენეტაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ამ დესტრუქციული ძალისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ეს ის ხალხია, რომელიც 2019 წლის 20 ივნისს სახელმწიფოს უმაღლეს ორგანოს შტურმს ახორციელებდა. ეს ის ხალხია, რომელთა ბელადმა თქვა, რომ ცოტა დაგვაკლდა და ხელისუფლებას ხელში ავიღებდითო. ანალიტიკოსი ამბობს, რომ ახლაც ციხეში მყოფი სააკაშვილი დირექტივებს იძლევა, ვინ რა უნდა გააკეთოს და ვითომ ცუდად მყოფი ერთი წუთით არ წყვეტს სახელწმიფოს გადატრიალებაზე ოცნებას.

„ეს ადამიანები არიან პუტჩისტები. მათი მამები, ბაბუები ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ განხოციელებულ პუტჩში მონაწილებოდნენ და მათ ხალხის სისხლში აქვთ ხელები გასვრილი. მათ შორის არიან მამა-შვილი გაბაშვილები, ძმები ბერძენიშვილები, მამა-შვილი ხოშტარიები. ელენე ხოშტარიას მამას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმ უბედურებაში, რომელიც საქართველოში დატრიალდა. იგივე ბუბა კიკაბიძე და დევი ჭანკვეტაძე. ესენი ყველანი სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან და თავის დროზე არ დაისაჯნენ. ამ ძალისგან ყოველ წუთს ქართული სახელმწიფოს მიმართ საშინელებაა მოსალოდნელი. ამიტომ ქართველმა ხალხმა ეს კარგად იცის და ისინი მათ მართვას ვერ შეძლებენ“, - ამბობს გვენეტაძე for.ge-სთან.