უკრაინა - განწყობის თეორია და მოულოდნელი პრაქტიკა

უკრაინა - განწყობის თეორია და მოულოდნელი პრაქტიკა

რა ხდება უკრაინაში იმ ოფიციალური ცნობების მიღმა, რომლებსაც მთელი მსოლიო ყურდღები ადევნებს თვალს? როგორ შეიცვალა რიგითი უკრაინელების ცხოვრება? როგორია მათი განწყობა-დამოკიდებულება ომის მიმართ, იმედი თუ უიმედობა უახლოეს მომვალთნ დაკავშირებით? შევეცდები მოკლედ მოგითხროთ იმის შესახებ, რასაც ვხედავ და ვისმენ აქ - უკრაინაში.

თავიდანვე მინდა ვთქვა და უფრო გასაგები რომ იყოს, პარალელს ქართულ რეალობასთან გავავლებ: წარმოიდგინეთ - ერთი მხრივ „კონსერვატიული მოძრაობის“ გაგანია მხარდამჭერი და „ალტ-ინფოს“ მუდმივი მაყურებელი, თანაც ეთნიკურად რუსი და მეორე მხრივ - „ნაციონალური მოძრობის“ წევრი და სააკაშვილზე ლოცვაში მუხლებგადატყაული „ევროქართველი“... ერთი მისხალითაც კი არ ვაჭარბებ: ზუსტად ისეთივე განსხვავება იყო ომამდე, სტანდარტულ აღმოსვლელ უკრაინელსა და სტანდარტულ დასავლელ უკრაინელს შორის რუსეთისადმი დამოკიდებულებაში.

რუსებმა, თავისი იდიოტიზმამდე მისული მხეცობის წყალობით, იმას მიაღწიეს, რომ აღმოსავლეთუკრაინელი რუსები და რუსულენოვანი უკრაინელებიც „რუსსკი მირის“ მოძულეთა გრძელ სიაში ჩაწერეს.

მე, სხვადასხვა გარემოებათა გამო, ომის დაწყებიდან მოყოლებული, აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე ქალაქში მომიხდა ყოფნა: სუმის, ზაპორიჟიას, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის ოლქებში - ზოგან ორი, ზოგან ხუთი და ზოგანაც ათი დღით, იმ ქალაქებში, სადაც ომამდეც ჩავდიოდი ხოლმე. ამიტომ ძნელი არ იყო ჩემთვის დაკვირვება და ზემოთგამოთქმული დასკვნის გამოტანა.

ერთ მაგალითს მოვიყვან: სუმის ოლქში არის ქალაქი შოსტკა. უკრაინული საზომებით დიდი ქალაქი არ არის, რაიონული ცენტრია, მაგრამ ჩოხატაურისგან თუ წალკისგან განსხვავებით, 80 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. რუსეთის საზღვრამდე ერთი ხელის გაწვდენაა. „საბჭოთა მოქალაქეებს“ კარგად უნდა გვახსოვდეს: მაშინდელი ფილმების (მათ შორის ქრთული ფილმების) ბოლო ტიტრი იყო არა „ფილმის დასასრული“, არამედ „ფილმი გადაღებულია შოსტკის საწარმოო გაერთიანება „სვემას“ ფირზე“, ხოლო ვინც ფოტოგრაფიით ვიყავით გატაცებული ან ე.წ. ბაბინებიანი მაგნიტოფონი გვქოდა, იმისთვის „სვემა“ კიდევ ურო ახლობელი გახლდათ.

მოკლედ, სწორედ იმ ქალაქზე გიყვებით თვალსაჩინოებისთვის: შოსტკაში უფროსი (არასასკოლო) ასაკის მოსახლეობის 90 პროცენტი რუსულენოვანია (ადრე 100 პროცენტი იყო). „არასასკოლოს“ იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ სუმის უნივერსტეტის შოსტკის ფილიალშიც, ორ იქაურ კოლეჯშიც, ოთხ პროფსასწავლებელშიც და 15 საჯარო სკოლაშიც სწავლება მხოლოდ უკრაინულ ენაზე მიმდინარეობს და შესაბამისად იზრდება უკრაინულენოვანი უფრო ზუსტად - ორენოვანი თაობა. ადრე ყველა ზემოთჩამოთვლილთაგან მხოლოდ ერთი (!!!) სკოლა იყო უკრაინული. სწორედ ასეთი ქალაქების იმედი ჰქონდათ რუსებს - ყვავილებით დაგვხვდებიანო. და ჰქონდათ კიდეც საფუძველი.

ჩემი ორი წლის ურთიერთობის მანძილზე მე თვითონ ხმის იოგების ჩაწყვეტამდე მიკამათია იქაურებთან იმაზე, რომ პუტინი „ველიკი პრეზიდენტი“ კი არა, ჩათლახია და თქვენც ფეხებზე კიდიხართ და თქვენი რუსული სკოლაც-მეთქი, მაგრამ მერე შევეშვი, აზრი არ ჰქონდა... წარმოიდგინეთ ჩემი ხმის იოგების მდგომარეობა მას შემდეგ, რაც იგივე ადამინებმა „მისაყვედურეს“, რომ საქართველო პუტინის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება!!!

რუსებმა მთელი სუმის ოლქი დაიკავეს და მოზრდილი ქალაქებიდან მხოლოდ ეს იყო დარჩენილი. ისე მოხდა, რომ მაშინ იქ ვიყავი და ალყაშემორტყმულ ქალაქში ჩავრჩი. უკრაინელებმა სასწრაფოდ ააფეთქეს ქალაქში შემოსასვლელი გზები და ხიდი, ასევე - სამხედრო მასალების ქარხნის საწყობები. სუმის ოლქი ისე გათავისუფლდა, რომ შოსტკაში რუსები ვერ შემოვიდნენ. მაგრამ ჩემს თვალწინ მოხდა საოცარი მეტამორფოზა: ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც, რომ მეგონა, პურმრილით შეხვდებოდნენ რუსებს, ალყის პირველი დღიდან მოყოლებული, თანდათან, მიმდებარე სოფლებიდან და დაბებიდან ნაცნობ-ნათესავების მიერ მოყოლილი ამბების კვალდაკვალ, როგორ ტრანსფორმირდებოდნენ უკრაინის თავგადაკლული პატრიოტებად იმის შიშით, რომ ველურები მოვიდოდენ და ყველას გაატყავებდენ და შეჭამდნენ.

ემოციურად მიყვებოდა ერთი იქაური ნაცნობი: თანაკლასელს ველაპარაკე ტელეფონით, აქვე სოფელში ცხოვრობს, რუსები მისულან და უნიტაზისთვის ჯერ სურათები გადაუღიათ და მერე დაულეწავთ - რად გინდათ ტუალეტი სახლში, ჩვენთან თუ არ არის სოფლებში, არც აქ უნდა იყოსო...

რაც უფრო მატულობდა ინფორმაცია ტელევიზიით, ინტერნეტით, თუ ზეპირად, მით უფრო იზრდებოდა მოხალისე ახალგზრდების რიგი კომისარიატთან.

რატომ მოვყევი ეს ამბავი იცით? რატომ და, ომმა, და ალბათ სხვა ყველა უბედურებამაც, თურმე, მიჩვევა, მობეზრება და დაღლა იცის (თუ უშუალოდ სახლში არ უვარდება ადამიანს, ან თუ მართლა ბავშვობიდან არ აქვს შესისხლხორცებული პტრიოტიზმი, როგორც ჩვენთან). რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ ფაქტია - ათი დღის წინ, ანუ იმ დღეებიდან ორთვენახევრის შემდეგ შოსტკაში ჩასულს სრულიად სხვა ვითარება და განწყობები დამხვდა: აღარც ის ეიფორია, აღარც ის საყოველთაო აღშფოთება, აღარც ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილი ხალხი და საომარი სიტუაციების განხილვა (არადა ფრონტზე ახლა უფრო უარესი სიტუაციაა, მაშინ უკრაინას გამარჯვების მეტი იმედი ჰქოდა)... მოკლედ, მიდი-მოდიან თავიანთ პატარ-პატარა საქმეებზე და ფეხებზე ჰკიდიათ მეზობელ ხერსონში რუსული დროშა ფრიალებს, თუ მოზამბიკური.

და ზუსტად მივხვდი: ის შემართება და წინააღმდეგობის სურვილი უკრაინის სიყვარულით კი არა, „უნიტაზის დამტვრევის“ შიშით იყო გამოწვეული, რადგან ყველაზე კარგად სწორედ აქაურმა, უკრაინაში მცხოვრებმა რუსებმა (რომლებსაც მჭიდრო კავშირები აქვთ რუსულ პროვინციებში მცხოვრებ თვისტომებთან) იციან, რა ნეხვშიც ცხოვრობს მთელი საპუტინეთი (რამდენიმე ქალაქის გარდა) და რადგან ეს საფრთხე უშუალოდ სუმის ოლქს აღარ ეხება (ჯერჯერობით მაინც) სულაც არ ადარდებთ არც ხერსონი, არც მარიუპოლი და, საერთოდ, არც სრულიად უკრაინა.

დაახლოებით იგივე სიტუაციაა კიევშიც: როდესაც ჩემი წინა კორესპონდენცია გამოქვეყნდა საიტზე, ერთმა ქალბტონმა ფეისბუკზე დააკომენტარა - უკრაინელებს რატომ საყვედურობთ, ჩვენთან, საერთოდ, რესტორნებში ქეიფობდა ხალხი 2008-ს ომის დღეებშიო. არ ვიცი, რომელი რესტორანი ნახა გაღებული იმ მკითხველმა აგვისტოს ომის დასრულებიდან თუნდაც 10 დღის განმავლობში, ყოველ შემთხვევაში ჰარი-ჰარალე ნამდვილად არ ისმოდა (განსხვავებით 92-93 წლებისგან). აი, კიევში კი, ყველა რესტორანს, მათ შორის ქართულ რესტორნებს, „გუგუნი გაუდით“ და თუკი „დასწრება მაღალი არ არის“, მხოლოდ იმიტომ, რომ რესტორანში გრიალის შესაძლებლობის მქონეთაგან უმეტესობა ახლა ევროპაში და საქართველოში ერთობა, ხოლო აქ დარჩენილებს შემოსავალი მოაკლდთ ომის გამო...

ერთადერთი დისკომფორტი ამ მხრივ ის არის, რომ 11-დან კომენდანტის საათია და საღამოს ათ საათზე ყველ რესტორანი იკეტება, თუმცა „დილის საარამდე ქეიფს“ აქ ვერც ომამდე ქაჩავდნენ.

რესტორნები - რესტორნებად, და რაზეც ზემოთ დავწერე აღმოსავლეთ უკრაინის შესახებ, დაახლოებით იგივე ხდება კიევში: ისევ მთელ ხმაზე ისმის მანქანებიდან თუ მაღაზიებში ჩართული რადიოებიდან „ძველი კეთილი რუსული ესტრადა“ თავისი დიმა ბილანებით და „ა-სტუდიოებით“ და როგორ ვთქვა ზუსტად... აი, არავითრი „ჯანსაღი სიძულვილი“ არ იგრძნობა მტრის მიმართ (ახლა, ალბათ, შემოვარდება კომეტარებში ვინმე „რომის პაპზე უფრო კათოლიკე“ და დამარიგებს - „გიყვარდეს მტერი შენიო“), უფრო კორექტულად თუ გინდათ, არ არის ის „გაბრაზება“, რასაც ტელევიზორში ვხედავთ.

არა, გაბრაზება არის, მაგრამ უფრო იმის გამო, რომ ავტობუსი ისევ ფასიანი გახდა, ხოლო „მარშუტკით“ მგზავრობა შუა ომის და უფულობის დროს 50%-ით გააძვირეს (ისე აქ „მარშუტკაც“ ავტობუსია, მაგრამ ამაზე შემდეგში დავწერ); კიდევ იმის გამო, რომ დროებით შეჩერებული კომპანიებმა კომუნალური გადასახადები უკვე მოითხოვეს, რადგან სახელმწიფომ კომპენსაციებზე უარი თქვა; კიდევ იმის გამო, რომ ჰუმიტარული დახმარების სახით მოსული სურსათი მეტროების წინ ბაზრობებზე იყიდება უაქციზო სიგარეტებთან ერთად და ა.შ. და არა იმიტომ, რომ მტერი გენერალური შეტევისთვის და დაპყრობილ ოლქებში საფუძვლიანად ფეხის მოსაკიდებლად ემზადება...

ომის პერიოდი ხომ ყველზე ხელსყრელი დროა ყველა ჯურის კრიმინალისთვის და არნახულად მოიმატა თაღლითების მიერ საბანკო ბარათებიდან თანხების მოპარვის შემთხვევებმა - აქამდეც იყო, მაგრამ ახლა მთელს უკრაინას ლამის ეპიდემიასავით მოედო (თუმცა ამაზეც შემდეგ წერილში გიამბობთ).

...სამაგიეროდ, უკრაინას ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიანიჭეს (უფრო ზუსტად - აჩუქეს) და ამაშიც, რა ვქნა - როგორ არ შევადარო საქართველოს: დაახლოებით 30 კაცს ვკითხე აზრი და მინიმუმ ოცს წარმოდგენა არ ჰქონდა, რა მოხდა. დანარჩენების (ორი გახარებული ახალგზრდა კაცის გარდა) ყველას პოზიცია ერთნაირი იყო: გვატყუებს ევროპა - ჩვენი სიმდიდრეების მითვისება და საკუთარი კანონების თავზე მოხვევა უნდათო. წარმოვიდგინე, ჩვენთვის რომ მოეცათ ეს სტატუსი (რასაც უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად კი არა, უკვე იქ რომ არიან, იმათგან ზოგიერთზე მეტადაც ვიმსახურებთ), რა რეაქცია ექნებოდათ ჩვენს მოქალაქეებს, და გული დამწყდა...

ზემოთ უაქციზო სიგრეტი ვახსენე და ნეტავ თუ იცის იმან, ვინც ევროკომისარს „სეფე-სიტყვა“ დაუწერა უკრაინის სტატუსის წარდგენაზე და ისიც ჩაუწერა - ქვეყანამ წარმატებას მიაღწია საბაჟო რეფორმებშიო, რომ დიდი პოეტისა არ იყოს, „ახლა როცა ამ სტრიქონს ვწერ“, ფანჯრიდან ვხედავ პირდაპირ მაიაკოვსკის პროსპექტზე (ეს „ტროეშჩინაა“ - აქაური „გლდანი“, ყველაზე მრავალრიცხოვანი რაიონი), ტროტუარზე მდგარ ჯიხურს, სადაც უაქციზო სიგარეტი იყიდება. ვაზუსტებ: ჩუმად და დახლს ქვემოთ კი არა, ღიად და თავხედურად, ანუ იქ სხვა არაფერი იყიდება! და პოლიცია აივლის, ჩაივლის, ხანდახან ჩრდება და... სიგარეტს ყიდულობს.

თუმცა, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ალბათ, სიგარეტს არ ეწევა...

 

 

DDDzia ავტორო, კიევიდან!
რას მიედ-მოედები თუ იცი?
შეეშვი რა სისულელეების წერას.
კიევი ჩვენც ვიცით და უკრაინა ჩვენც ფეხით გვაქვს შემოვლილი.
2 წლის უკან
ზ.გელოვანი კონკრეტულად რას მივედ-მოვედები, იქნებ თქვა? რომელი წინადადებაა ტყუილი? "კონკრეტულად" იცი რას ნიშნავს, ხო?

ავტორი
2 წლის უკან
DDDzia სტატია მთლიანდ ტყუილზეა აგებული.|
ყველაზე დიდი ტყუილია ის, რომ ომი 24 თებედვალს დაიწყო.|
ეს ზელენსკის ბანდის მტკიცებაა და მხარს უჭერენ ყველა, ვინც დონბასიდან შორს იმყოფებიან.
ომი 2014-ში დაიწყო და მარტო დონბასში 15 000 კაცი შეიწირა. მანამდე იყო ოდესაში პროფკავშირების სასახლეში 48 ციცხლად გამომწვარი. აღარ ვიხსენებ "ბერკუტელებს".
მაგრამ მთავრობის პროპაგანდით დონბასში ხომ მხოლოდ კრიმინალები ცხოვრობენ?
ჰოდა მათი დახოცვა წმინდა საქმეა მიუხედავად იმისა, რომ ამ 15 000-ში დაახლოებით 1000 ბავშვია და ამ ბავშვებიდან რამდენიმე ასეული თოთო ბავშვი. ისინიც კრიმინალების შვილები არიან და დიდი ამბავი?!
ზუსტად ასე იყო ფაშისწურ გერმანიაშიც. სანამ ომი გერმანიის საზღვებს გარეთ იყო და გერმანელ მოსახლეობას არაფერი ემუქრებოდათ - ეს ომი სწორი ომი იყო, რადგან ბარბაროსებს ანადგურებდა და უმაღლესი რასისთვის საცხოვრებელ არეალს ათავისუფლებდა.
სიმხეცეო - სიმხეცეები აზოვსა და სიდარს აქვს ჩადენილი იმავე დონბასელი ე.წ. კრიმინალების წინააღმდეგ, თორე რუსების სიმხაცეები იმ სიმხეცესთან შედარებით ბავშვური გულუბრყვილობაა. ხოლო თუ მხედველობაში ბუჩაა, მაშინ ვერ გაგახადებ. ბუჩაც ძალიან სათუაო საკითხის - ბმული /> მსჯელობის პათოსი სტატიაში ისეთივეა, როგორც ზელენსკის პროპაგანდის ჟლობებზე. გათვლილი მსჯელობა.
თურმე რუსებსაც კი იარაღი აუღიათ ხელში და პუწინის არმიას ებრძვიან უკრაინის გადასარჩენად. რაღაც ვერ ვხედავ რუსების მიერ უკვე დაკავებულ ტერიტორიებზე ადგილობრივი რუსების აქტივობას. შესანიშნავად ხვდებია ისინი რუსებს და სხვა რუსებიც, რომლებიც ჯერ კიდევ დაუკავებელ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ასევე შეხვდებიან რუსებს.
ასე იყო ყირიმში, ასეა დონბასში, ასე იქნება მთლიანად მთელ ნოვოროსიაში და არა მარტო იქ.
დიდი ალბათობით მთელ მალოროსიაშია ასე იქნება ზოგიერთი დასავლეთ რეგიონის გამოკლებით>
თუ არა და ვნახოთ.
ალილო და ხვალეო.
ფაშიზმი უნდა განადგურდეს - იქნება ეს გერმანული, იტალიური, უკრაინული, თუ ქართული.
2 წლის უკან
ზ.გელოვანი DDDzia-ს
პირველი: მაშინვე მივხვდი რომ ნაბოზრი რუსების ღორის გაგდებული პუტინის მხარდამჭერი ხარ.
მეორე: ირპენში ჩემი სახლის ფოტოს დავურთავ შემდეგ წერილს (აქ ვერ ჩავაგდებ კომენტარში, ტექნიკურად შეუძლებელია) და ბუჩაში და ირპენში სპექტაკლია დადგმული თუ რაელობაა - მკითველმა გადაწყვიტოს.
მესამე: გითხარი კონკრეტულდ თქვი რა არის სტატიაში ტყუილი მეთქი (იხ. ზედა კომენტარი) და ამის მაგივრად ბოდილობ რაღაცას. რაღაც ეგეთს ველოდი და იქ იმიტომ გკითხე ხაზგასმით - სიტყვა "კონკრეტული" ხომ იცი რასაც ნიშნავს-მეთქი. არ გცოდნია.
მეოთხე: ყველა მიხვდება, რომ ჩემი განწყობა უკრაინისადმი კრიტიკულია და სულაც არ მომწონს რომ მისგან იმას ხატავენ, რაც სინამდვილეში არ არის, მაგრამ ღრუსებთან რომ სამართლინ თავდაცვით-გამათავისუფლებელ ომს აწარმოებენ ამას იდიოტის მეტი ყველა ხედავს.
მეხუთე: გასაგებია შენი აზრი, რომ უკარინა 2014-ში დონბასში "შეიჭრა"/ მაინტერესებს: საქართველოც შეიჭრა ცხინვალში დ სოხუმში?
მეექვსე: კიევი ვიცი და უკრაინა ფეხით მაქვს შემოვლილიო - იტყუები. არაფერი არ იცი და ნამყოფიც არ ხარ. თუ გინდა, საჯაროდ დაწერე სამი ნაცნობის სახელი და ტელეფონი, მე გადავამოწმებ და თუ მართალი იქნები საჯაროდვე მოგიხდი ბოდიშს.
მეშვიდე: რუსეთი და პუტინი საქართველოს მტერია და ვინც სადმე რამე საქმეში ჩვენი მტრის მხარეს არის, იმას რა??? სწორია :)
2 წლის უკან
dimpi ზ.გელოვანი
აქ ტუალეტი დორბლების საყრელი ტუალეტი არ არი, რამხელა ზეწარიც არ უნდა დადო, აარასექტანტი ავტორი მადლობას გადაუხდიდა ზეწრის წამკითხველს
2 წლის უკან
dimpi DDDzia
სალამი, საინტერესო განცხადებები გააკეთეს პუტინმაც და ყაზახეთის პრეზიდენტმაც, თუ არ გინახია ნახე უტუბის ვიდეო "პეტერბურგის ევრაზიურ ეკონომიკური ფორუმი", ისედაც საინტერესო იყო, ეკონომიკა განიხილეს
2 წლის უკან
2 წლის უკან
dimpi ესეც საინტერესო ლინკია, უკრაინელი ადვოკატი მონტიანი განიხილავს მასმედიას(რუსულს):
ბმული
2 წლის უკან
ზ.გელოვანი dimpi
ოპა, მეორე პუტინელიც გამოვიდა პირველის დასახმარებლად :) მადლობა კი არა, სუფრას გაგიშლით, არ გინდათ? :(
რა "ზეწარიც" მომწერა, იმითვე ვუპასუხე. იმ განსხვავებით, რომ მე სიმართლეს ვამბობ და ეგ კი წესიერ ყვეყანაში ციხეში უნდა იჯდეს მტრის ფეიკებით პროპაგანდისთვის.
კიდე მე ვარ სექტანტი?! თქვენი კომენტარებისგან გამორთული კომპიუტერიდანაც კი რუსული საღორის სუნი მოდის :)
ჩემს "ავტორობას" რაც შეეხება - მე არც ჟურნალისტი ვარ და არც პოლიტიკოსი, მთხოვეს რადგან მანდ ხარ დაწერე რასაც ხედავო და ვწერ. ამიტომ სულ არ მაინტერესებს პროფესიონალი ჟურნალისტი მადლობას ეტყოდა თუ არა ეგეთ მკითხველს. მე პირადად სახლი დამიბომბეს რუსებმა ირპენში (უფრო ზუსტად ის სახლი, რომელშიც ჩემი ბინა იყო) და მაგათ ყველა მყვარებელს დიდი სიამოვნებით მივახრჩობდი - "ჟურნალისთური ეთიკა" არ მზღუდავს...
...ისე, არ მგონია საქართველოში თქვენსავით კიდე ვინმე უჭერდეს მხარს რუსეთს, ამიტომ ერთი კაცი მგონიხარ, რომელიც ორი სახელით წერ.
2 წლის უკან
კ ა ხ ე ლ ი დიდი მადლობა ამ შესანიშნავი წერილებისათვის. სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკარაინელ ხალხს. დიდება უკრაინელ მეომრებს. ძირს რუსეთი და პუტინ ხუილო, რასკვირველია. არ ღირს გაბრაზება მათზე, ვინც არა უწყის, რას ამბობს. უკრაინა გაიმაჯვებს!
2 წლის უკან
dimpi კ ა ხ ე ლ ი
ზეწრით ხარ აღრფთოვანებული? ასე გაგიჭირდათ კახელებს? შენც იმ სექტის წევრი ხო არა ხარ ერკლეზე რო იძახიან გამყიდველიო?
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მტარვალი, დედამიწის მტარვალი ევროპა და მისი განაყოფი აშშ! მალე დაღლილ ფეხებს დაასვენებენ, ჩექმებს გაიხდიან რუსი და უკრაინელი ძმები, გარეცხავენ პარტიანკებს სენაში, ეიფელის კოშკზე გააბმენ "პროვოლკას" და იმაზე გაკიდებენ გასაშრობად!
2 წლის უკან
DDDzia dimpi
Яков Кедми - Когда и чем всё кончится на Украине? 17.06.2022

ბმული
2 წლის უკან
dimpi ვიცი კედმი, მაგას რეალობასთან მიახლოებული ვიდეო აქვს სტალინის შესახებ თორე ისე სხვა ვიდეოები სულ აბსურდითაა გამოტენილი, ხოლო როგორ განვითარდება მოვლენები ჯერ ადრეა პროგნოზი, აგერ წეღან თქვეს საინფორმაციოში ლატვიას გადაუკეტია კალინგრადის ლიანდაგი
პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმს თუ უყურე? ეგეც საინტერესოა
2 წლის უკან
dimpi პ.ს. კედმის კიარა ხაზინის ანალიზებია საინტერესო, კედმის სტალინის შესახებ ანალიზის გარდა
ბმული
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli dimpi, ყველფერს ვუყურებ, შენ რომ მოგწონს სწორედ ისეთებს!
2 წლის უკან
dimpi Aburjga Tasmanieli
ესეც საინტერესო ვიდეოა, რეალურ ამბებს ყვებიან მებრძოლები, კონფერეცია ჩაუტარებიათ:
ბმული
2 წლის უკან
ანტიპუტინი DDDzia, dimpi, Aburjga Tasmanieli
თქვენი და ზემოდან კიდე პუტინის დედები მოვტყან!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
2 წლის უკან