„სასწაული არ მოხდა და რადგანაც ჩვენზე არ გასცეს რეკომენდაცია სტატუსზე, ეს დიდწილად არის ისევ ადგილობრივი დესტრუქციული ძალების და მათი გარე მოკავშირეების ძირგამომთხრელი საქმიანობის შედეგი“, - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რომლის შეფასებით, ამ პროცესში ხელისუფლების ბრალია ის, რომ ზედმეტად უსვამდა თავზე ხელს ამ დესტრუქციულ ჯგუფებს.
ცხადია, რომ საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების დაპირება ერთგვარი გეოპოლიტიკური იარაღი გახდა. მაგალითად, ნახევარი საუკუნის წინ თურქეთმაც მიიღო იგივე დაპირება, რომ გახდება ევროკავშირის ოჯახის წევრი, მაგრამ დღემდე ღია კარში დგას. თურქეთის მსგავსად მოგვიწევს თუ არა ღია კარში დგომა, ეს დამოკიდებულია იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელიც ქვეყანამ მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო იზიარებს იგივე პოტენციალს, რომელიც უკრაინასა და მოლდოვას აქვს, საქართველო ე.წ. ტროიკიდან ამოვარდა. ევროკომისია უკრაინას და მოლდოვას რეკომენდაციას აძლევს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. კომისია რეკომენდაციას უწევს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ დაუბრუნდეს და შეაფასოს, თუ როგორ აკმაყოფილებს საქართველო პირობებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.
ორგვერდიან დოკუმენტში გაწერილ გზავნილებში ვკითხულობთ, რომ ევროკომისია თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციის შესრულებას თვალს 2022 წლის განმავლობაში მიადევნებს და წლის ბოლოს მათ შესახებ ხელახალ დასკვნას მოამზადებს. რაც შეეხება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, პირველი ნაწილი ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრას ეხება და აღნიშნულია, რომ დეპოლარიზაციისთვის ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იმუშაოს და ამ პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება.
რეკომენდაცია ასევე ეხება სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას, მათ შორის სასამართლო სისტემას და აღნიშნულია, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასამართლოს მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა. კიდევ ერთი რეკომენდაცია ეხება მედიას.
ევროკომისია მოუწოდებს საქართველოს უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიაგარემო. ხოლო მედიასაშუალებების მფლობელების შემთხვევევაში, სამართლებრივი დავები წარიმართოს უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტების დაცვით. აქვე ნახსენებია ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების ეფექტური გამოძიება. ასევე, სახელმწიფოს მოსთხოვეს უმცირესობების უფლებების დასაცავად ძალისხმევის გაზრდა.
რეკომენდაციაში ასევე აღნიშნულია ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერებაზე და ყველა ძირითადი ანტიკორუფციული ფუნქციის გაერთიანებაზე ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფციის შემთხვევების წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების მიღების მიზნით; კიდევ ერთი რეკომენდაცია ეხება „დე-ოლიგარქიზაციის“ ვალდებულების შესრულებას - ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გავლენიანი წრეების ჭარბი გავლენების აღმოფხვრის გზით. ასევე, საუბარია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება საფრთხეების დეტალური შეფასების საფუძველზე.
ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ საქართველო იმავე მისწრაფებასა და პოტენციალს იზიარებს, რასაც უკრაინა და მოლდოვა. ამბობს, რომ საქართველოს განცხადებას აქვს სიძლიერე, განსაკუთრებით ბაზრებზე ორიენტირებული ეკონომიკა, ძლიერი კერძო სექტორი, რათა წარმატებას მიაღწიოს. თუმცა, აქვე ამბობს, რომ ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, რათა ნათელი გზა დასახოს სტრუქტურული რეფორმებისა ევროკავშირის მიმართულებით.
„გზაზე, რომელიც ნათლად განსაზღვრავს შესაბამის რეფორმებს, სამოქალაქო საზოგადოებისა და ფართო პოლიტიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით, იმუშაოს საქართველომ. ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ მას კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
დღის ბოლოს ევროკომისიის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, რომლის განცხადებით, ევროკომისიის მოსაზრება საქართველოს შესახებ, ფხიზლად ყოფნის მომენტია. მისი თქმით, როდესაც შედეგებს ვუყურებთ, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ და ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იყოს მიღებული.
„როგორც უკვე ვთქვი, ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია და როგორც ადრინდელი გაფართოების პროცესების ისტორიამ და გამოცდილებამ აჩვენა, საბოლოოდ, ბურთი თითოეული ცალკეული ქვეყნის მოედანზეა. იმ პროცესში, რამაც ევროკავშირში მკვეთრი გაფართოება და 2004 წელს 10 ახალი წევრის შეერთება გამოიწვია, განმცხადებლების უმეტესობას აღმავლობებისა და ჩავარდნების თავისი წილი შეხვდათ.
რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, როგორც აღნიშნული იყო კომისიის მოსაზრებაში - ისევე, როგორც უკრაინასთან და მოლდოვასთან დაკავშირებით, მთავარია არ იყოს ზეგავლენა ქვეყნის დემოკრატიაზე და საბაზრო ეკონომიკაზე. გამოწვევები ყველა ქვეყანაში არის განსხვავებული, ისევე როგორც მიდგომები ამ გამოწვევების დაძლევასთან დაკავშირებით.
ეს არის ცხადი საკითხების ჩამონათვალი, მაგრამ ამჟამად, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს მზადყოფნა და უნარი, შეუდგეს მუშაობას პრიორიტეტების ამ ჩამონათვალის შესასრულებლად, რაც მოითხოვს ყველა პოლიტიკური პარტიის, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო ორგანოების, ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების და ასევე სხვების ჩართულობას“, - აცხადებს კარლ ჰარცელი.
პარტია „ქართულო ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ წაყენებული პირობები ზუსტად ემთხვევა ასოცირების დღის წესრიგს, ისედაც გვქონდა ვალდებულება აღებული და შესაბამისი რეფორმები განხორციელდება. რაც შეეხება ერთ-ერთ რეკომენდაციას, სადაც საუბარია დეოლიგარქიზაციაზე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი, დღეს ის ციხეშია და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა.
„ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცხრა წელი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. მაგალითად, სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი და შეგახსენებთ, რომ დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა, მან თავისი ნებით გააკეთა პრინციპში ეს ყველაფერი, თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში, ეს ერთი. კეზერაშვილი, მეორე ოლიგარქი, რომელზეც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და, რა თქმა უნდა, დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია, ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი.
ყველა საკითხს შევეხებით ბუნებრივია, ოლიგარქების დასრულება არის ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. როდესაც საუბარია ოლიგარქიზაციაზე, აქ არ არის ნაგულისხმევი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ბიზნესმენი თავისი კონკრეტული წარსულით. თუმცა იმ ადამიანებმა, რომლებმაც ძარცვეს ქვეყანა ცხრა წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, იქნება საუბარი ამ დოკუმენტში და არა მარტო ამ დოკუმენტში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ამ ოლიგარქებისგან ჩვენი ქვეყანა გავათავისუფლოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის შეფასებით, კითხვები მრჩება, ორ მოცემულობას შორის, როდესაც 2020 წლის სექტემბერში ევროკომისარმა ჟოზეფ ბორელმა მიწასთან გაასწორა უკრაინაში მიმდინარე რეფორმების ტემპი, უმწვავესი ციტატით, რომ „უკრაინა EU-ს მხოლოდ ბანკომატად განიხილავს“, ის უფრო მართალი იყო, თუ ევროკომისარი დღეს, რომელმაც აქო და ადიდა უკრაინული რეფორმირების 70%-იანი შესრულების მაჩვენებელი.
„მტყუან/მართლის ძიებაში ვარ. როდესაც ქალბატონმა ურსულამ უკრაინის სასამართლო სისტემის და ანტიკორუფციული სამსახურის სრულყოფილებაზე ისაუბრა, დავინტერესდი - ევროპის რომელ ქვეყანაში შეიძლება განვითარებულიყო შარშანდელი მოვლენები, როდესაც კიევის ცენტრში ანტიკორუფციული სამსახურის ეკიპაჟები დაედევნენ ქვეყნის უშიშროების სამსახურის ეკიპაჟებს, იქიდან კორუმპირებული მოსამართლის გამოხსნის მიზნით. კიდევ ერთხელ ვულოცავ უკრაინას, თუნდაც პირობადადებულ, ამ გამარჯვებას.
ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა, ვიზიარებ საქართველოს EU-ს წევრობის პერსპექტივის აღიარებას, მიუხედავად იმისა, რომ არც გეოგრაფიულად ვყოფილვართ თურმე ევროპაში და არც ომი მიმდინარეობს ჩვენთან. ვნახოთ, რითი დასრულდება ეს ჩვენი პერსპექტივა ომის გარეშე, მშვიდობიან პერიოდში, მით უმეტეს, რომ გეოგრაფიულად ჩვენ ისევ იქ ვრჩებით, სადაც აქამდე ვიყავით“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.
.მადლობა ნაცებს ----რაც მე მაგათთვის მიგინებია, თითქმის გამოასწორეს..
მართალია 2007 წლიდან კოლუმბი ძალიან მიყვარს მაგრამ მაინც....------ესე დებილებივით რო მოგვატყუეს და ქინძებივით მოექცნენ საქართველოს მაგით უფრო გამაბრაზეს...
ამ ყველაფერში რა არის კარგი იციით?--- ხალხმა რომ ოპტომ დაინახა სად და ვის ეტენებიან ტრაკში
ბავშვს რომ ატყუებენ კარგად მოიქეცი და კამფეტს მოგცემო და ბოლოს უთხრეს.......... ფააააფუუუ-ვო ..
ზუსტად ესე გაგვიკეთეს,,
,არა ცუდი არააა რაც მოხდა, მაგრამ საქართველოს მოექცნენ ძაან ცუდად........დაგვამცირეს
სახაროვისა და კომუნიზმისა არ იყოს---- კომუნიზმი ჰორიზონტივითაა ..რაც ახლოს მივდივართ ის უფრო შორს მიდისო...
.მიდის და წავიდეს მაგათი კეთილებიც
მთელი ეს წლები თავის ჭკვაზე გვარეფორმირეს, ამ რეფორმებით მართლა გადაგვარეფორმირეს, ათასი უბედურება დაგვმართეს(იმას რა ჩამოთვლის-- ტომები უნდა) და ეხლა გვეუბნებიან თქვენ ევროპა არა ხააართო
გუშინ ევროპა ვიყავით და დღეს აღარა ვააართ ?/
იციით ამ ჩვენი მთავრობების რა მოკვიირს, მაინც და მაინც მონები უნდა ვიყოთ და ვიღაცის ტრაკში უნდა ვიყოთ შემძვრალებიიი??
მაშინ იმ რუსის ტრაკს რას ერჩოდით???(ყველა მხრივ)...
ეს ამდენი ხოცვა--ჟლეტა, საქართველოს განახევრება........მოსახლეობა მესმედი, ქართველი ყველანაირად დაცემული,--სხვები გრიალებენ,, განათლება ნოლზე დაიყვანეს, საზოგადოება მოშლილ-=--გადაგვარებული...............
და ამისთვიის?????????????????--რო ვიღაცის ტრაკში შეტენვას მთელი ძალით ვცდილობდეეთ--ვოცნებობდეეეთ??
ხეირი ევროპაში უვიზოდ მოგზაურობა და რუსულის მაგივრად ინგლისურიიი??????..
ეგაააა ჩვენი გაევროპელებააა?
დანგრევა გამიგია როცა ახალი და უკეთესი უნდა აააშენო, ანუ რაც იყო იმაზე კარგი, მაგრამ თუ უფრო ცუდი უნდა აგვეშენებინა, ის ძველი რას დავანგრიეთ.....^
აფსუსსსს 9 აპრილების ხალხი......... მაშინდელი ქართული გული, მაშინდელი განათლება.........რისთვის რისთვის ???
აი ეგრე მოიქეცით... აი იგრე მოიქეცით...... აი არასამთავროები, აი პიდარასტები..... აი დედა ერთი-- მამა ორი,,............, რა აღარ გადაგვატარეს, როგორ აღარ აურიეს საქართველოს მოსახლეობას ტვინები, როგორ აღარ გაუჭირვეს ქართველ კაცს ყველაფერი და........................ბოლოს ნივრიანიიიი???
ქართული საზოგადოება დაშალეს დაააქქუცმაცეს, გადააგვარეს ლამის აღარ არსებობს, ( სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი)
რა გახდა ერთი კაი ქართველი სათავეში, რომ განათლებული და კაი ქართველი ხალხიც(5-6 კაცი) შემოიკრიბოს გარშემო. ეს ღარიბაშვილი ცდილობს რაღაცას, მაგრამ ზვიადისა არ იყოს, მაგასაც იმდენი ჩათლახი და მედროვე ხალხი ახვევია გარშემო, რომ ეგ ქართულს საქმეს ვერ იზამს
არადა დროშის ფრიალიდან დაწყებული სუ ხვალინდელი დღის იმედი მქონდა---- აი ეხლა დალაგდება, აი ეხლა გამოსწორდება, აი ეხლა, აი ხვალ ..აღარ დადგა ის ხვალ
იმ ბაზალეთის ტბიდან კიდევ რით ვეღარ ,,ამოიღეს,, ის აკვანი......., ვერ ვიგებ ერში აღარააა ქართული ჯიგარიიიი??
თავს ისევ ბაქრაძის ნათქვამით ვიმშვიდებ ....ერი თავის ლიდერს, (და არა ბელადს) როცა ვითარება ამისთვის მზად არის, ერი თვითონ გამოაჩენსო.......................ალბათ^ ესეც იქნება მაგრამ..... გვიანდება..... გვიანდება
(ისტორიის გაკვეთილი მომავლიდან)
მე თქვენ მოგიყვებთ ისეთ ქვეყანაზე,
ერთ დროს რომ ცხოვრობდა ხალხი,
თურმე, ჩახუტება ჰქონდათ ჩვეულებად
ყველას, მომღიმარი სახით.
მოყვასს პირზე კოცნით, თურმე ხვდებოდნენ და
თვლიდნენ ღვთის გზავნილად სტუმარს,
დღესასწაულებსაც ერთად უმღეროდნენ,
ვერავის ნახავდით მდუმარს.
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ ქვეყანაზე,
ყველას რომ უყვარდა ცეკვა,
ისეთ სკოლებზე და ისეთ გაკვეთილზე,
ზარის რომ ისმოდა რეკვა ...
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ ეზოებზე,
სადაც მეზობლობა ქუხდა,
ეზოს შეფენილი გოგო-ბიჭებისგან
რწმენა და სიცოცხლე დუღდა.
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ თამაშებზე,
ბურთით ერთობოდნენ სადაც,
დაჭერობანას და დამალობანაზე,
ორდროშობანაზე, ანდაც...
ვიცი, ზღაპარსა ჰგავს, უნდა დამიჯეროთ,
თურმე, სამჯერ ჭამდნენ დღეში,
იცით? მდინარეში თევზი დაცურავდა,
ჩიტი დაფრინავდა ტყეში...
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ ქვეყანაზე,
მზე რომ ანათებდა მისით,
წყაროს წყალი ჰქონდათ, თურმე, დასალევად
ზღვაზე ბანაობდნენ დღისით.
ღამით სეირნობდნენ, თურმე, მთვარის შუქზე,
სუფრას უმშვენებდათ ღვინო,
იცით? საოცრებად სულაც არა თვლიდნენ
დავითს თუ უყვარდა ნინო.
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ სიყვარულზე,
კონტრაქტს რომ არ დებდა არვინ,
უფალს დიდებაო - ასე იძახოდნენ,
ბოლოს ამატებდნენ - ამინ...
ნეფეს მიჰყვებოდა, თურმე, მაყრიონი
ტაძარს უწოდებდნენ ღვთის სახლს,
დაე, ფერფლად მექცეს მთელი გალაქტიკა
თუკი, ვამატებდე მისხალს.
ჰოდა, მოგიყვებით ისეთ რაინდებზე,
ადგილს რომ უთმობდნენ ქალებს,
იცით? არშიყობას, თურმე, უწოდებდნენ
ვნებით გაკვესებულ თვალებს...
მე თქვენ მოგიყვებით ისეთ ქვეყანაზე,
მიწას რომ ეძახდნენ მამულს,
იცით? გულში ჰქონდათ, თურმე, სიბრალულიც
მხარში უდგებოდნენ ჩაგრულს...
გული რა არის და ერთ დროს მარცხნივ გვქონდა
რაღაც... დრაივერის მსგავსი,
მერე აღმოჩნდა, რომ გახდა უსარგებლო,
როგორც ემოციის გარსი...
ჰოდა, ამ ქვეყანას საქართველო ერქვა
ქვაზე ეწერაო ქოლოსს...
რა მოუვიდა და ერთმანეთის ჯიბრის
ბოღმამ შეიწირა ბოლოს.
09.12.2020 წ. ირაკლი ნადარეიშვილი
ქოლოსი —ქოლოსის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი რაჭა ლეჩხუმში. (შქმერის თემის სოფელ ხარისთვალთან).
გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა:
--დამჩაგრეს, ბატონო, მიშველეთ უდედმამოს!--
თხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს.
ლექსი იციო?!-- ჰკითხეს საქართველო,
პატარა საქართველოს, პატარას---თვალცრემლიანს...
ვიციო!--უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა;
--პატარა საქართველოს პალეროიალში
შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს.
-ყოჩაღ!-მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა,-
ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!..
ბოლოს როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა
პატარა საქართველო,ობოლი საქართველო
მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;
გაპარებოდა ხოლმე მამობილსა
და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო
უკვე მეორედ გვათქმევინეს თანაც სუ გამოთქმით..პლიუს რეფორმებით................................................................................... ხეირი ??/