ინგლისური „გარდიანის“ ინფორმაციით უკრაინის არმია ყოვედღიურად კარგავს 600-1000 მებრძოლს დახოცილებისა და დაჭრილების სახით, დაახლოებით იგივე მონაცემებს ავრცელებს რუსული გენშტაბი. ცხადია, რუსების დანაკარგებიც დიდია, მაგრამ გაცილებით ნაკლები, ვიდრე უკრაინელების, ავიაციაში, არტილერიაში და სხვა ტექნიკური საშუალებებში დიდი უპირატესობის გამო. ამის გარდა, კატასტროფული მსხვერპლი და განუწყვეტელი ალყაში მოქცევები განპირობებულია აბსურდული ტაქტიკით და სტრატეგიით, რასაც უკრაინა აწარმოებს და რისკენაც უბიძგებენ მოკავშირეები.
უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, რუსეთი უნდა დამარცხდეს - ასეთია დასავლეთის პოზიცია. მნიშვნელოვანია საქმე და არა სიტყვები. 2008 წელს რომ დასავლეთს სწორი რეაგირება ჰქონოდა, არ იქნებოდა 2014 წელს ყირიმში შეჭრა და 2014 წელს რომ სწორად გვემოქმედა, არ იქნებოდა 2022 წლის შეჭრა. იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ შემდგომი ომი,0 დასავლეთი აცნობიერებს, რომ საჭიროა წინასწარ მეტი ძალების განთავსება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბალტიის ქვეყნები.
არ არსებობს იმის პროგნოზირება, თუ როგორ და როდის დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, შესაბამისად, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინელები მზად უნდა იყვნენ, რომ გააგრძელონ ბრძოლა დიდი ხნით, ხოლო ნატო გააგრძელებს მხარდაჭერას. როგორც გენერალური მდივანი ამბობს, ნატოს მოკავშირეები უკრაინას მრავალი წლის განმავლობაში უჭერენ მხარს. 2014 წლიდან მათ გაწვრთნეს და აღჭურვეს ათიათასობით უკრაინელი ჯარისკაცი და ოფიცერი, რომლებიც ახლა ფრონტზე არიან და ებრძვიან რუსეთის სასტიკ შეჭრას.
„დიახ, უკრაინას მეტი მძიმე იარაღი უნდა ჰქონდეს. ისინი მთლიანად მასზე არიან დამოკიდებულები, რომ შეძლონ რუსეთის სასტიკი შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ნატოს მხრიდან უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაწევა არა პროვოკაცია, არამედ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მხარდაჭერაა. ეს არის ომი, რომელიც პუტინმა გადაწყვიტა აწარმოოს დამოუკიდებელი და სუვერენული ერის წინააღმდეგ და, რასაც ნატო ევროპაში მრავალი წლის განმავლობაში აკეთებს არის სუვერენული დამოუკიდებელი სახელმწიფოს, უკრაინის მხარდაჭერა“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივნის განცხადება ადასტურებს, რომ ეს არის გამოუცხადებელი NATO-რუსეთის ომი უკრაინის ტერიტორიაზე. ანალიტიკოს 0სოსო მანჯავიძის შეფასებით, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს გამოუცხადებელი ომი კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის. ამ ომს მრავალი ასპექტი აქვს და შეიძლება განვიხილოთ როგორც ერთგვარი ჯანყი ერთპოლუსიანი სამყაროს წინააღმდეგ, ომი მსოფლიოს გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური გადანაწილებისათვის.
„ეს ომი არის ერთგვარი ტრიგერი, რომელსაც შეიძლება მოყვეს სხვა კონფლიქტური კერების აფეთქება, რომელთაგან ყველაზე დიდი დამანგრეველი პოტენციალი ტაივანის გამო ჩინურ-ამერიკულ დაპირისპირებას და ირან-ისრაელის მტრობის ცხელ სტადიაში გადასვლას აქვს. ამავე დროს შეიძლება ძალიან სწრაფად აქტუალიზდეს სხვა კერები, რომლებიც თითქოს თვლემენ და უეცრად ვულკანივით შეიძლება ამოხეთქონ. ასეთია, მაგალითად, ინდოეთში მუსულმანების აჯანყება, რომელიც ასევე დიდ დამანგრეველ პოტენციალს ატარებს თუ მონაწილეთა შესაძლო რაოდენობას და ისლამური ქვეყნების მოსახლეობის ჩართვის პერსპექტივას გავითვალისწინებთ. ასეთი გეოპოლიტიკური ტექტონიკური ზონები ჩვენს პლანეტაზე ათობითაა.
რაც შეეხება სტოლტენბერგის ამ განცხადებას, მან მანამდე განაცხადა, რომ უკრაინას მოუწევს ტერიტორიების დათმობა და ნატოს ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დარჩეს დემოკრატიას და თავისუფლებას. ბაიდენის განცხადებაც გავიხსენოთ - მან თქვა, რომ აფრთხილებდა ზელენსკის, მაგრამ ამ უკანასკნელმა არ დაუჯერა. პირველი სერიოზული ზალპი ამ მიმართულებით გახლდათ ამერიკული პოლიტიკის პატრიარქის, ჰენრი კისინჯერის განცხადება დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, რომ უკრაინას მოუწევს ტერიტორიული მთლიანობის დანაკარგთან შეგუება“, - აცხადებს ანალიტიკოსი.
რაც შეეხება ნატოს და რუსეთის ომს, სოსო მანჯავიძე თვლის, რომ ეს ომი არაა კონვენციური, ეს ჰიბრიდული ომია პროქსი ქვეყნის, უკრაინის მეშვეობით. მას აქვს თავისი სპეციფიკა-დასავლეთის ამოცანაა მაქსიმალურად გამოფიტოს რუსეთი ისე, რომ არ მიიყვანოს საქმე თერმობირთვულ ომამდე. მისი თქმით, მთელი დასავლური პოლიტიკა, რომლის სათავეშიც, ცხადია, დგას აშშ. - ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ მიმდინარე მოვლენები.
„ცხადია ომის მიმდინარეობისას ორივე მხარე ცდილობს ზიანი მიაყენოს მოწინააღმდეგეს ისე, რომ თავად არ მიიღოს გამოუსწორებელი დარტყმა. ამ მიზნით მიმდინარეობს იარაღის უწყვეტი მიწოდება უკრაინისათვის, მის ტერიტორიაზე სხვადასხვა მონაცემით, ომობს 15000-20000 მოხალისე, უკრაინისთვის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების მასშტაბები უპრეცენდენტოა. თუმცა, ამ გლობალური გეოპოლიტიკური დაპირისპირების ბედი მაინც ბრძოლის ველზე წყდება.
იქ კი ვხედავთ დონბასის რეგიონში დისლოცირებული უკრაინის არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილების მეთოდური განადგურების პროცესს. ამის შესახებ უკვე ლაპარაკობენ არა მხოლოდ რუსული საინფორმაციო საშუალებები, არამედ დასავლელი ექსპერტები, ოფიციალური პირები ვლადიმერ ზელენსკი და მისი მრჩეველი არესტოვიჩიც კი“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.
სოსო მანჯავიძის შეფასებით, თანამედროვე ომის პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგეს აქვს საარტილერიო, საავიაციო, ტექნიკური უპირატესობა ე.ი. Festung-ების, ანუ სიმაგრეების სტრატეგია, როდესაც შენ თავს იცავ და განუწყვეტლივ ექცევი ალყებში, წინასწარ განწირულია, რაც, მისი თქმით, თვალნათლივ ჩანს.
„ასევე უნდა ითქვას პარადოქსალური ვითარების შესახებ- რუსეთის მიერ უკრაინაში შეყვანილ კონტინგენტს არ აქვს საკმარისი ადამიანური რესურსი, უხეში გათვლებით იქ ომობს 80-დან 100 ათასამდე ჯარისკაცი და ოფიცერი. უკრაინის არმია გაცილებით მრავალრიცხოვანია, მობილიზაციის სამი ტალღა გაკეთდა. სამხედრო დახმარების მასშტაბებსაც ვხედავთ. ასეთ ვითარებაში თითქოს არ უნდა ყოფილიყო შეუძლებელი იმ უმძიმესი მდგომარეობის თავიდან აცილება, რაც არის შექმნილი დონბასში და რუსეთის არმიას არ მისცემოდა საშუალება, ალყაში მოქცევის რალური საფრთხის წინაშე დაეყენებინა უკრაინის ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანი შენაერთები, მით უმეტეს, რომ მან აქამდე ვერ მოახერხა იარაღისა და სურსათის მიწოდების არხების გადაკეტვა მათთვის.
დასავლელ ლიდერებს, როგორც ჩანს, ესმით, რომ დონბასის დაჯგუფების განადგურების შემთხვევაში რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მადა გაეხსნება და შეტევას ნიკოლაევის, ოდესის და ხარკოვის მიმართულებით განავითარებს, ხოლო მარცხისგან მორალურად გატეხილი და დეზორგანიზებული უკრაინული არმია მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. ამგვარი განვითარების თავიდან ასაცილებლად ჩადის კიევში სამი ევროპელი პრეზიდენტი, რაც მე ძალიან მაგონებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს და რომელთა ვიზიტის შედეგების შესახებ მალე შევიტყობთ“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი იზიარებს იმ პოზიციას, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი, ეს არის ნატოსა და რუსეთის ფედერაციას შორის საბრძოლო მოქმედებები. მისი თქმით, როდესაც პირდაპირი განცხადება კეთდება, რომ ომი არ უნდა შეწყდეს, ეს ნიშნავს, რომ ეს არის პირდაპირი მოწოდება გარკვეული სახელმწიფოების მიმართ, მიიღონ მონაწილეობა ამ კონფლიქტის განგრძობადობაში. როგორც კუხალაშვილი აცხადებს, მოვლენებისა და ფაქტების ანალიზი იძლევა შესაძლებლობას დასკვნაზე, რომ უკრაინასთან დაკავშირებული საომარი კონფლიქტი, ევროკავშირის ჩამოშლის, დოლარის გამყარების და სხვა მიზნებითაც ხორციელდებოდეს.
„სამწუხაროდ, ეს არის გარკვეული სტრატეგია, რომელიც მიმართულია საომარი კონფლიქტის განგრძობადობის ორგანიზებისათვის, რათა საერთაშორისო ურთიერთობებში სარგებლის მიღების მიზნით „ვაჭრობის“ განმხორციელებელმა სახელმწიფოებმა მიიღონ მნიშვნელოვანი სარგებელი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საომარი მოქმედების დროს ქვეყნებს ეძლევათ საშუალება, გაასაღონ, გამოცადონ თავიანთი იარაღი, გაწვრთნან გარკვეული ტიპის ადამიანები, ჩანერგონ კონფლიქტში პირები მოხალისეების სახით, მაგრამ რეალურად ისინი საკუთარი სახელწიფოს ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენონ სადაზვერვო ინფორმაციის შეკრების მიზნით.
საომარი კონფლიქტის დროს ხელ-ფეხი აქვს გახსნილი სამხედრო მრეწველობას, დასაწყობებული იარაღი, როგორც ლეგალური, ისე არალეგალური ბაზრების გამოყენებითი ობიექტი სახელმწიფოს მიერ ნებით ან იძულებით ათვისებას ექვემდებარება. შესაბამისად, მსოფლოს მასშტაბით არსებობებენ დაინტერესებული სახელმწიფოები, სამხედრო ხასიათის ლეგალური და არალეგალური ინდუსტრის ჯგუფები, რომელთა ინტერსშიც კონფლიქტების ინსპირირება, განგრძობადობა შედის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.
ანალიტიკოსის ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, რუსეთ-უკრაინის ომი ვერანაირი კრიტერიუმით ვერ აკმაყოფილებს მსოფლიო ომის განსაზღვრებას, მაგრამ მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე მიდის რუსეთის და ნატოს როგორც სამხედრო ალიანსის დაპირისპირება მათი შეიარაღების და საომარი რესურსების სახით. როგორც ანჯაფარიძე ამბობს, ნატოც და რუსეთიც უკრაინის ტერიტორიას რეალურად იყენებენ არა მხოლოდ საკუთარი გეპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არამედ ცდიან იქ რეალურ საბრძოლო ვითარებაში საკუთარ უახლეს შეიარაღების სისტემებს.
„მესამე მსოფლიო ომს ამას ვერ დავარქმევდი. მსოფლიო ომი არის მაშინ, როდესაც ომი ეხება ძალიან ბევრ ტერიტორიას. ჩვენ ვიცით რა იყო პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი. მსოფლიო ომს აქვს თავისი კრიტერიუმები, თავისი განსაზღვრება, რატომაც უწოდებენ მას მსოფლიო ომსს, თორემ ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ომი არ მიმდინარეობს. ომი მიმდინარეობს მხოლოდ ერთადერთი ქვეყნის ტერიტორიაზე და ეს არის უკრაინა. შესაბამისად, ამას როგორ დაერქმევა მსოფლიო ომი, ცოტა რთული წარმოსადგენია.
ვერანაირი კრიტერიუმით ეს ვერ აკმაყოფილებს მსოფლიო ომის განსაზღვრებას, მაგრამ ფაქტია ის, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მიდის რუსეთის და ნატოს როგორც სამხედრო ალიანსის დაპირისპირება მათი შეიარაღების და საომარი რესურსების სახით. ცინიკურად შეიძლება გამომივიდეს ეს შეფასება, რომ ნატოც და რუსეთიც უკრაინის ტერიტორიას რეალურად იყენებენ არა მხოლოდ საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არამედ ცდიან იქ რეალურ საბრძოლო ვითარებაში საკუთარ უახლეს შეიარაღების სისტემებს, თავის მხრივ რუსეთი და თავის მხრივ ნატო, ამ ყველაფერს ეწირება უკრაინის მოსახლეობა და მისი ინფრასტრუქტურა - რეალურად ეს არის. როდესაც ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდება, ეს ფაქტიურად არის იმის განაცხადი, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ომი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.
მტარვალ ევროპას
კიდევ,
აგემე შენი წიხლი!
ეს ომი უბრალოდ მიზეზი გაუხდათ, თორე სინამდვილეში მაინც უარს გვეტყოდნენ
ბოლო ბოლო ,,კაცურ,, მიზეზს თუ ვერ გვიპოვნიდნენ , მერე გვეტყოდნენ --- რატო ქუდი არ გახურიათო...
ისე კი ხალხო---------------------- რუსისს ტრაკიდან იმიტომ გავმოვძვერით რომ ამათ ტრაკში შევმძვრალიყავიით??
რათა?? მართლა დამოუკიდებლები რომ ვიყოთ და არავის ტრაკში არ შევძვრეთ, არ შეიძლებაააა???ამდენი ჯახირ ჯახირი იმიტომ გამოვიარეთ რომ რუსების მერე, ფრანგული დუხის სუნისთვის , ეხლა ევროპის ტრაკში ვდურთოთ თავიიი?/
ისე კი ძალიანაც კაი რომ არ მიგვიღეს........................................პირდაპირ ააააააააააააააააღღღღღღღღღღრრრფრთოვანებული ვარ
ეხლა ფანდარასტების ცემის უფლება გვაქვს ----ევროპაში მიღებით ვეღარ დაგვამუნათებენ.....
მოკლედ მალადეც და დიდი მადლობა........ კანდელაკებს, სამადაშვილებს, ქუთელიებს და ყველა ჩათლახ ნაცს-----საქრთველოში ევრო რემონტი რომ არ ჩააატარებინეს.... წარმოიდგინეთ ჯერ მაგ სიფანდი ევრო ევრო და ნატო ნატოს ძახილით რა დედას გვტირობდნენ და ევრორემონტი რო ჩაეტარებინათ, მერე რაღას გვიზამდნენ??
მოკლედ მაღარიჩი, მაღარიჩი გვეკუთვნის
ხალხნოოო................. მაგათი სულიერი და სისხლისმიერი შვილები ნაცები არიან, ნაცები......ისევ ისინი უნდა გვტირობდნენ დედას, ისევ მიშასეული
დემოკრატია უნდათ მაგათ საქართველოში და იმიტომაც ცდილობებ თუნდაც არეულობით, ნაცების ხელისუფლებაში დაბრუნებას.../.იმიტომაც უჩხიკინებენ ამ დებილებს, იმიტომაც არ მოსწონთ ამათი არაფერი...იქნებ როგორმე გადააგდონ ეს ხელისუფლება, რომ ნაცები მოიყვანონ
პლიუს ატკაცებს დაიბრუნებენ
აუჰჰჰ რამდენი რამის თქმა მინდა და უკვე წერის ხალისიც აღარა მაქვს ...არადა ადრე ამ ამერიკაზე სუ ვერხისტყაოსნებს ვწერდი ხოლმე
ეხლა უკვე იშტაც გამიქრა....
სეროჟა თავის ძმაკაცს, ვიღაცა თავიააანთ უბნელზე ეუბნება ...წამო ვცემოთ---ატრაკებსო
იმან კიდევ შეიცხადა ...ეეეე .... ეეე, რას ამბობ ეგ ორივეს ერთად გვცეეემსო.....
სეროჟამ კიდევ აღშფოთებულმა....რათა იმის დედა ვატირე---- რა დავუშავეთ, რად უნდა გვცემოსო...
ესე იგი თუ ის სცემდა იმ ვიღაცას, კაი იქნებოდა, მაგრამ როგორც კი ძმაკაცმა უთხრა პირიქით, ის ორივეს აქეთ გვცეეემსო-- ეგრევე არ მოეწონა
ზუსტად ესეა ამ ნატო რუსეთის და უკრაინის ამბავი
როგორც კი რუსეთმა ეგენი ფეხქვეს გაიგდო ეგრევე აწკავწკავდნენ--აი დემოკრატია, აი თვითგამორკვევის უფლება , აი დევნილები და ესეთი რაღაცეები
არადა სინამდვილეში ეს რუსეთი ამ ჩხიკინ --ჩხიკინით თვითონვე გაააგიჟეს( იმათ რაღა გაგიჟება უნდოდა) სროლა დაააწყებინეს და ეხლა იძახიან ეგ უზრდელი ეგა, რატო თავი არ გვაცემინაო
და თუ გააგრძელებენ ამ რუსებზე ჩხიკინს, ეგენი უფრო დიდ ჩიტს დაიჭერენ, უფრო დიდს, მერე თქვან გიჟი ყოფილაო
რათააა??? იმიტომ რომ რუსია, რუსი....
რუსებს ნიღაბი ჩამოუვარდაო....
როდის ეკეთა როო??....ნიღაბი რუსეთს კი არა, მაგათ ჩამოუვარდათ, მაგათ...რუსეთის ჯარი მაგათ ჰუსეინას კადაფის და ასადის ჯარები ეგონათ....