ურსულა ფონ დერ ლაიენი: რეკომენდაციას ვუწევთ საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეაფასოს

ურსულა ფონ დერ ლაიენი: რეკომენდაციას ვუწევთ საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეაფასოს

საქართველო იზიარებს იგივე პოტენიალს, რომელიც უკრაინასა და მოლდოვას აქვს. მისი განაცხადი ძლიერია. განსაკუთრებით საბაზრო ორიენტაციის, ეკონომიკის, ძლიერი კერძო სექტორის მიმართულებით და წარმატებისთვის ქვეყანამ ახლა პოლიტიკურად უნდა მოახდინოს შეკვრა და განსაზღვროს სტრუქტურული რეფორმების დღის წესრიგი ევროკავშორის მიმართულებით, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გზა დაფუძნებული უნდა იყოს აუცილებელ რეფორმებზე, სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებისა და საერთო პოლიტიკური მხარდაჭერის მიმართულებით.

„რეკომენდაციას ვუწევთ საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ დაუბრუნდეს და შეაფასოს, თუ როგორ აკმაყოფილებს საქართველო პირობებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

რაც შეეხება უკრაინასა და მოლდოვას, ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ ამ ორმა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.