„არახამიებს, არისტოვიჩებსა და პოდოლიაკებს თუ გამბედაობა აქვთ, ილაპარაკონ იმ მრავალმილიარდიან კონტრაქტებზე, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის არის დადებული“

„არახამიებს, არისტოვიჩებსა და პოდოლიაკებს თუ გამბედაობა აქვთ, ილაპარაკონ იმ მრავალმილიარდიან კონტრაქტებზე, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის არის დადებული“

უკრაინიდან საქართველოს მიმართ კვლავ ბრალდებები ისმის. ახლაც, მბრალდებელი რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ლიდერი დავით არახამიაა.

მისი მტკიცებით, რუსები „ქართულ ბანკებს, ფინანსურ სისტემას, ქართულ კომპანიებს და ა.შ.“ დასავლეთის სანქციების რეჟიმის თავიდან ასაცილებლად იყენებენ.

„თუ ხარ სანქცირებული რუსი, შედიხარ ინტერნეტში, ხსნი ქართულ კომპანიას, დისტანციურად ხსნი საბანკო ანგარიშს და იწყებ დამუშავებას“, - აღნიშნა არახამიამ.

არახამია ვაშინგტონს მოუწოდებს, მიიღოს ზომები, რათა სანქციებისგან თავის დაძვრენის საშუალება დახუროს.

„ხალხის მსახურის“ ლიდერის განცხადება ქართველმა პოლიტიკოსება შეაფასეს. როგორც აღმოჩნდა, ამ შემთხვევაში მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთ პოზიციაზე არიან და არახამის მოუწოდებენ ბრალდებასთან ერთად მტკიცებულებები წარადგინოს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, არახამიას ნამეტანი მოსდის. მისივე თქმით, არ შეიძლება ბრალდებების ხელაღებით ფანტვა, ან უნდა წარმოადგინოს არგუმენტი, ან უკან უნდა წაიღოს თავისი სიტყვები.

„დავით არახამიას არ ვიცნობ, მაგრამ მიუხედავად ამისა, რაღაც გარკვეული პატივისცემის და იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებასა და ზოგადად, მის მოქალაქეებს არ უნდა ჩაეძიო ნათქვამში, ეს უკვე ნამეტანია. ნამეტანი მოსდის ამ ადამიანს, არ შეიძლება ბრალდებების ხელაღებით ფანტვა, ან უნდა წარმოადგინოს არგუმენტი, ან უკან უნდა წაიღოს თავისი სიტყვები, უკვე საზღვრებს სცილდება ნამდვილად“, - აღნიშნა სერგეენკომ.

უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის თქმით, თუ არა მავნებლობა და მტრობა საქართველოსი, როგორ შეიძლება ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის მრჩეველმა იკადროს და შეერთებული შტატების მაღალი ფორუმიდან სრულიად დაუსაბუთებელი და აბსოლუტურად უარგუმენტო განცხადებები გააკეთოს?!

„მაშინ, როდესაც საქართველო ელოდება უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის წევრობის სტატუსს, მაშინ როდესაც საქართველოს მხარე აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებს, რომ მავნე აღქმებს, რაც არახამიას მეგობარმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დათესა და გააჩინა ევროკავშირის კულუარებში, ფაქტები დაუპირისპირისპიროს და მთელ მსოფლიოს აჩვენოს, რომ საქართველო „ქართულო ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის პირობებში ყველაზე ახლოს დგას ევროპასთან, ყველაფერია გაკეთებული ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ ევროკავშირმა სამართლიანად, ღირსეულად მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ამ დროს არახამია აკეთებს ასეთ დანაშაულებრივ განცხადებას. როდესაც ბრალდებას უყენებენ ვინმეს, ამ ბრალდების მტკიცებულებაც უნდა წარმოადგინონ და როდესაც მტკიცებულების ნასახი არ არის და ვერც იქნება ბუნებაში და ამას მაინც არაერთგზის იმეორებ, აშკარაა, რომ ეს გზავნილი, ეს გზა არის რუსული პოლიტიკის და რუსული სურვილების ახდენა. არახამია და ისეთი აღქმების შექმნას ცდილობს, რომ რუსული პოლიტიკა ითამაშოს, ანუ, საქართველომ ვერ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ეს ყველაფერი მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

„გირჩის“ წევრს, ალექსანდრე რაქვიაშვილს არ სჯერა, რომ არახამიას ნათქვამი სიმართლეა.

„თუ არახამიას მართლა სურს, რომ შეწყვიტოს რაღაც პრაქტიკა, ის, უბრალოდ, დაასახელებდა ფაქტს, იტყოდა, რომ ეს კომპანია რაღაც გზით დაეხმარა რუსულ კომპანიას ასეთ საქმეში და მოქალაქეები მოვაგვარებდით ამ პრობლემას, პოლიტიკური წნეხი იქნებოდა და მოვაგვარებდით, თუმცა ასეთი ფაქტი არ იყო დასახელებული. იდეაში, როდესაც ბრალდებას წარადგენ, ამას მტკიცებულებაც უნდა მოაყოლო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც იცი, რომ ეს რაღაც პოლიტიკურ გავლენას იქონიებს. მეორე საკითხია, რომ როდესაც უკრაინელები ომში არიან, მათ ეპატიებათ ბევრი რაღაც, შეიძლება, ზოგადად, არ ეპატიებოდეთ, სხვა შემთხვევაში შეიძლება ეჩხუბო და, ალბათ, ომი რომ დამთავრდება, ბევრი სალაპარაკო გვექნება, მაგრამ ამის გამო განსაკუთრებული რამის გაკეთება მგონი ზედმეტი იქნება. თუმცა, ურიგო არ იქნება ჩვენი მთავრობის წარმომადგენელი პერიოდულად კიევში იყოს და ამ ხალხს ელაპარაკებოდეს. ზოგადად, თუ მთავრობა ღიაა, ეროვნული ბანკი ფინანსურ საკითხში ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ღიაა, მე მგონი, საბოლოო ჯამში ბრალდებებს არავინ დაიჯერებს და ყველაზე მეტი რაც შეიძლება დაბრალდეს, არის ჩვენს შიდა პოლიტიკურ ამბავში ამ საკითხების გამოყენება. მაგრამ ეს მხოლოდ იმ პოლიტიკური ძალების პასუხისმგებლობა იქნება, ვინც აკეთებს. მე, უბრალოდ, არ მჯერა, რომ არახამიას ნათქვამი სიმართლეა, ყოველ შემთხვევაში იქამდე, სანამ მტკიცებულება არ იქნება წარმოდგენილი, მით უმეტეს, რომ პირველად არ გაკეთებულა ასეთი განცხადება“,- აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება.

„ბატონ არახამიას მინდა ვუთხრა, რომ ჯერჯერობით, ჩვენ ამის შესახებ არც ერთი დადასტურებული ფაქტი არ გვინახავს. მე ვარ ჩემი სამშობლოს შვილი და ვიდრე ფაქტს არ ვნახავ, ვერანაირ განცხადებას ვერ დავეყრდნობი“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

რაც შეეხება ანალიტიკოსების შეფასებას, მათ ზელენსკის მრჩევლის საქართველოსადმი მორიგი ბრალდება არ გაჰკვირვებიათ. ანალიტიოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ უკრაინის მაღალჩინოსნებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ბრალდებების „თამაში“ კვლავ გრძელდება. თამაშში ექსპერტი გულისხმობს იმას, რომ არახამია ვაშინგტონიდან ადანაშაულებს საქართველოს, ხოლო თბილისიდან კი ბანს ელენე ხოშტარია აძლევს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ სააკაშვლის პარტიის წარმოამდგენლები უკრაინიდან კვლავ აგრძელებენ აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებების ნიაღვარს, რომელსაც არანაირი მტკიცბულება არ აქვს. საქართველოსა და რუსეთს შორის რაიმე უკანონო ქმედება რომ ყოფილიყო, დასავლეთის ქვეყნები დაიწყებდნენ უკმაყოფილობის გამოთქმას. ამას არ აკეთებენ იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს ასეთი რამ. დააკვირდით ერთ რამეს - არახამიამ ბრალდება ვაშინგტონიდან გააჟღერა, აქედან კი ბანი მისცა იმ ელენე ხოშტარიამ, რომელიც რუსეთიდან ფინანსდება. თამაში გრძელდება - მოკავშირეები კიევში ჰყავთ, რომლებიც თემას წამოწევენ და აუცილებლად „ნაციონალური მოძრაობის“ ფრთა აქედან პოლიტიკურ ბანს აძლევს. ეს მაინც არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას გმირ უკრაინელი ხალხისადმი. ხელისუფლებები მიდიან, მოდიან, მაგრამ ჩვენი საუკუნოვანი ურთიერთობა რჩება. რაც შეეხება ბრალდებებს, არახამიებს არისტოვიჩებსა და პოდოლიაკებს მინდა შევახსენო, რომ თუ გამბედაობა აქვთ, მაშინ ილაპარაკონ იმ მრავალმილიარდიან კონტრაქტებზე, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის არის დადებული. ვგულისხმობ, ენერგორესურსებს, სასუქებს, სხვადასხვა მეტალებს, ხორბალსა და ა.შ. თუ ამის შნო აქვთ, დასავლეთი გააკრიტიკონ“, - აღნიშნა აბაშიძემ.

ანალიტიკოსი საზოგადოებას პოდოლიაკის განცხადებას ახსენებს, სადაც უკრაინის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ის ბელარუსის სპეცსამსახურთან თანამშრომლობდა და იქიდან ფულს იღებდა. ასევე, გია აბაშიძე მეტად საყურადღებო თემაზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ის for.ge-თან საუბრისას აცხადებს, დასავლთიდან უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო შეიარაღება მესამე ქვეანაში, აფრიკაში იგზავნება.

„საკითხავია რა საერთო ბიზნეს კავშირები აქვთ „ნაცმოძრაობასა“ და პოდოლიაკს. პოდოლიაკი თავისი საჯარო გამოსვლებში არ მალავს, რომ ის თანამშრომლობდა ბელარუსის სპეცსამსახურებთან და ასევე ითანამშრომლებს ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც მას ფულს გადაუხდის. აქედან გამომდინარე, არაფერი მიკვირს. ასევე გავიხსენოთ არესტოვიჩის რამდენიმე დღის წინანდელი განცხადება. მისი თქმით, იარაღი შედის უკრაინაში, მაგრამ ფრონტის ხაზზე არ მიდის. ძალიან საინტერესოა, სად მიდის ეს დიდძალი მძიმე ტექნიკა, რომელსაც დასავლეთი უკრაინას უგზავნის? აქაც ხომ არ არის ის სცენარი, რომელიც 2008 წელს მოხდა, კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს? არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ძალიან საფუძვლიანი ეჭვები ჩნდება, რომ უკრაინაში შესული სამხედრო შეიარაღება მესამე ქვეყნებში მიდის - ვგულისხმობ აფრიკას. კორუმპირებული ცალკეული ჩინოვნიკები კი ამით ხელს ითბობენ“, - აღნიშნა გია აბაშიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ჯობია მთავრობამ არახამიას არგუმენტირებული პასუხები გასცეს.

„არახამიას ბრლადებებს, გარკვეულწილად, მთავრობაში უპასუხეს. თუ არ ვცდები, ჩვენ გარკვეული ტვრითები დავაკავეთ, რომელიც რუსეთში უნდა გასულიყო, თუმცა მთლიანი გადაზღვევა ვერ მოხერხდებაო. როგორც ჩანს, უკრაინულ მხარეს გარკვეული ინფორმაცია აქვს, რომ საქართველოდან რუსული სანქცირებული ტვირთები გადის. არახამიას კი არ უნდა უპასუხონ, არამედ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ დავაზღვიოთ ტვირთები ისე, რომ ის რუსეთში არ მოხვდეს. ეს პრობლემა უნდა გამოვასწოროთ და ასე უნდა ვუპასუხოთ არახამიას“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

ჯარჯი არამარტო გამბედაობა. მიზეზთა გამო, სურვილიც არ ექნებათ))
2 წლის უკან
ლაზი ამათ გარკვევით უთხრა მაკრონმა, არაფერი სტატუსი არ გეკუთვნოდათ, მაგრამ ომის საკომპენსაციოდ მოგეცითო. ამის შემდეგ ვიღაცების ღრიალი, მუქარა და სახის ხოკვა, მხოლოდ სპეკულაცაა და მეტი არაფერი. არ გამოვა მაქედან რევოლუცია. ან იმათ რას მისცემს ის სტატუსი მაგასაც მალე ვნახავთ. ომი დამთავრდება, უკრაინის აქტუალობაც თან მიჰყვება. მოლდოვა ხომ საერთოდ გაუგებრობაა. მაგათაც თურქეთივით დაუძველდებათ სტატუსი.
2 წლის უკან
trampi საბრალო საქართველო, ობოლი ბავშვივით,
გამვლელს და გამომვლელს მუხლებზე ეხვეოდა:
--დამჩაგრეს, ბატონო, მიშველეთ უდედმამოს!--
თხოვდა ხან საფრანგეთს, ხან რუსეთს.

ლექსი იციო?!-- ჰკითხეს საქართველო,
პატარა საქართველოს, პატარას---თვალცრემლიანს...
ვიციო!--უპასუხა, ცრემლები მოიწმინდა;
--პატარა საქართველოს პალეროიალში
შოთა რუსთაველის ლექსი ათქმევინეს.

-ყოჩაღ!-მხარზე ხელი დაჰკრა საფრანგეთმა,-
ამ ბავშვს მომავალი დიდი ექნებაო!..

ბოლოს როგორც იქნა, რუსეთმა იშვილა
პატარა საქართველო,ობოლი საქართველო
მაგრამ მამობილი მკაცრი გამოადგა;
გაპარებოდა ხოლმე მამობილსა
და დედის საფლავზე ტიროდა საქართველო
2 წლის უკან