„თუ ადრე ტენდენცია იყო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა უკანასკნელ ჯარისკაცამდე, ასეთი დამოკიდებულება ნელ- ნელა იცვლება“

„თუ ადრე ტენდენცია იყო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა უკანასკნელ ჯარისკაცამდე, ასეთი დამოკიდებულება ნელ- ნელა იცვლება“

მსოფლიოს ეგონა, სანქციებით დაასუსტებდა პუტინს, პუტინი კი პირიქით უყენებს ცივილიზებულ სამყაროს ულტიმატუმს, რომ მსოფლიო სასურსათო კრიზისი დაიძლევა მაშინ, თუკი რუსეთს სანქციებს შეუმსუბუქებენ. მხოლოდ ამის სანაცვლოდ მოხდება შავი ზღვის გავლით უსაფრთხო დერეფნის შექმნა და უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის განხორციელება.

„მოსკოვი მზად არის მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევაში, თუ დასავლეთი გააუქმებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს“, - აცხადებს პუტინი, რომელსაც ბლოკირებული აქვს უკრაინის პორტები.

საპასუხოდ, აშშ-ში აცხადებენ, რომ არ განიხილავენ რუსეთისთვის სანქციების გაუქმებას ცარიელი დაპირებების საპასუხოდ მანამ, სანამ უკრაინაში ომი გრძელდება.

რუსეთისთვის სანქციების შერბილებასა და მოხსნას არ ეთანხმებიან უკრაინელები. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის მზარდ გლობალურ სასურსათო კრიზისთან. მისი თქმით, დეფიციტის, ფასების ზრდის და შიმშილობის საფრთხის ერთადერთი მიზეზია ის, რომ რუსმა სამხედროებმა ფიზიკურად დაბლოკეს უკრაინული პორტებიდან 22 მილიონი ტონა საკვების ექსპორტი, ამიტომ ეს ბლოკადა უნდა შეწყდეს.

სადამდე აიტანს მსოფლიო გლობალურ სასურსათო კრიზისს და მოუხსნის თუ არა სანქციებს რუსეთს?

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, ცხადია, მსოფლიოს პასუხი ადეკვატური უნდა იყოს ამგვარი ულტიმატუმების და შეფარული მუქარის მიმართ, რაც რუსეთის მხრიდან მომდინარეობს, მსოფლიომ ამას სათანადო პასუხი უნდა გასცეს და ეს პასუხი არ უნდა იყოს სანქციების შერბილება.

„დარწმუნებული ვარ, მსოფლიო არც აპირებს სანქციების შერბილებას რუსეთისთვის თუნდაც გლობალური სასურსათო კრიზისის მომიზეზებით, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი უარეს ქმედებაზე გადავა. ყოველგვარი დათმობა ტერორისტისადმი ნიშნავს მის წაქეზებას მომავალში უარესი ქმედებისთვის. არის სხვა საშუალებებიც, რომლითაც შეიძლება სასურსათო კრიზისი აღმოიფხვრას მსოფლიოში. ამას არ სჭირდება რუსეთის განსაკუთრებული კეთილი ნება, ამას სჭირდება ტექნიკური საშუალებების მობილიზაცია, რათა უკრაინის რესურსი სათანადოდ იქნას გამოყენებული“,- მიიჩნევს ირაკლი მენაღარიშვილი.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემა ოდესის პორტიდან მარცვლეულის გატანაა, რამაც სერიოზული პრობლემა შეიძლება შექმნას მთელ მსოფლიოში ხორბლით მომარაგების თვალსაზრისით.

ანალიტიკოსის თქმით, იმის გამო, რომ ხორბლის წარმოების მესამედი მოდის უკრაინასა და რუსეთზე, ხორბლის კრიზისი განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებს ემუქრება, რომლებიც მთლიანად არიან დამოკიდებულნი უკრაინულ და რუსულ ხორბალზე. საქართველოც არის დამოკიდებული უკრაინულ და რუსულ ბაზარზე, მაგრამ ჩვენთან ლარსის გზა ღიაა და ფქვილი შემოდის. ყოველ შემთხვევაში, ფქვილი არ არის სანქცირებული საქონელი რუსეთში, მაგრამ პრობლემაა მისი გამოტანა.

„რუსულ ტრანსპორტს, რუსულ გემებს შეზღუდული აქვთ საქონლის გადატანა, აზოვის ზღვის ყველა პორტი უკვე რუსეთის ხელშია, ყირიმი რუსების ხელშია, უკრაინას რჩება ნიკოლაევის და ოდესის პორტები. ოდესის პორტიდან უნდა მოხდეს საბოლოოდ ხორბლის გატანა, რომელიც ბლოკირებულია, დანაღმულია რუსების მიერ, რუსები კი პირიქით ამბობენ, უკრაინელების დანაღმულიაო. მეორე მხრივ, რუსეთის სამხედრო ფლოტი ბლოკავს ტვირთების გატანას. პრაქტიკულად, პუტინი ულტიმატუმს აყენებს, ის არ ითხოვს სანქციების მოხსნას, ის ითხოვს სანქციების შერბილებას. პუტინი ამბობს, თუ შეგვირბილებთ სანქციებს, ჩვენ დაგეხმარებით სასურსათო პრობლემის მოხსნაში“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი for.ge- სთან საუბარში და ეჭვობს, მსოფლიო დათანხმდეს რუსეთისთვის სანქციების შერბილებას.

თუმცა ანალიტიკოსი იმასაც ამჩნევს, რომ ვითარება ისეთი აღარ არის მსოფლიოში, როგორიც იყო ომის დასაწყისში, როცა რუსეთის ცალსახა ბლოკირება და ანტირუსული პოლიტიკა იქცა საერთაშორისო ურთიერთობის ქვაკუთხედად. ვითარება უკვე შეიცვალა, უცხოურ წამყვან პრესაში გამოჩნდა სერიოზული სტატიები, რომელიც დასავლურ ტენდენციას აჩვენებს. თუ ადრე ტენდენცია იყო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა უკანასკნელ ჯარისკაცამდე, ასეთი დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება. თანაც, ჯერ კიდევ საკითხავია, ვინც უფრო დიდი ხნით დაზიანდება ამ სანქციებით - დასავლეთი თუ რუსეთი? მით უმეტეს, ლაპარაკია გლობალურ ეკონომიკურ კრიზისზე, სასურსათო კრიზისზე.

„იმედი მაქვს, დასავლეთი არ შეურბილებს რუსეთს სასანქციო პოლიტიკას, მაგრამ ომის შემდგომი ბედია პრობლემური. 40- მილიარდიანი „ლენდ ლიზი“ შეიძლება ამოიწუროს წლის ბოლომდე და მერე რა იქნება, არავინ იცის. „ნიუ იორკ თაიმსის“ სარედაქციო წერილში, რომელიც გამოხატავს ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ტენდენციას, პირდაპირ წერია, რომ უკრაინისთვის საგარეო დახმარება პრაქტიკულად ზღვარზეა, ამის მერე უკვე კომპრომისის ძებნა უნდა დაიწყოს უკრაინამ რუსეთთან. ქვეტექსტი ასეთია, აჰა, თქვენ 40 მილიარდი, მაგრამ, ბოდიში და, მერე ვეღარ დაგეხმარებით“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

 

trampi არავითარ შემთხვევაში --ისევ ბოლო უკრაინელებამდე უნდა იბრძოლონ, ანუ რუსეთის გამოფიტვამდე....მერე ვნახოთ ვის მოე----ვნება დედის პჭჭჭჭი.....
ყველა ვარიანტში საქართველო გამარჯვებული გამოვა და ..............................დანარცენები ქუნემ
2 წლის უკან