ომი და არაყი: კიევში 19:00 საათამდე მშვიდობაა

ომი და არაყი: კიევში 19:00 საათამდე მშვიდობაა

ინფორმაციის ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის მსოფლიო და, მათ შორის, არც ქართული მედიასივრცე, ამიტომ ომის მიმდინარეობასა და დაკავებული თუ გათავისუფლებული დასახლებული პუქტების შესახებ ბევრს არ ვილაპრაკებ.

შევეცდები ომის „ადამიანური მხარე“ გაგაცნოთ - როგორც თვითმხილველმა, როგორც უკრაინაში უკვე რამდენიმე წელი მცხოვრებმა და ომის დაწყებიდან მოყოლებული, აღმოსავლეთიდან კიევამდე, სხვადასხვა ქალაქში, ორი, ხუთი, თუ ათი დღით ნამყოფმა ადამიანმა.

უკრაინაში ალკოჰოლის გაყიდვა ომამდეც მხოლოდ დილის ათიდან ღამის თერთმეტ საათამდე იყო ნებადართული, ომის დაწყებისთანავე კი საერთოდ აიკრძალა და დარწმუნებით შემიძლია გითხარათ: გამოთქმა რომ არის - „ომი საკუთარ ტყავზე იგრძნო“... ბევრმა აქ სწორედ მაშინ იგრძნო საკუთარ ტყავზე ომი, როდესაც მაღაზიაში მისულს არყის მიყიდვაზე უარი უთხრეს.

ეს ომის დაწყებიდან მეორე თუ მესამე დღეს მოხდა. რა თქმა უნდა, ცოტას ვუტრირებ და მხოლოდ ალკოჰოლის აკრძალვაზე არ არის საქმე, მაგრამ ძალიან ბევრ აქაურს რომ მარილისა და წიწიბურას დეფიციტის, კომენდანტის საათის, ფასების კატასტროფული ზრდისა და ყველა სტელევიზიო არხზე ერთი და იგივე ტელემარათონის უწყვეტად მიმდინარეობის შედეგად გაუჩნდათ იმის შეგრძნება, რომ ქვეყანაში ომია - ეს ფაქტია და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამის წაკითხვის შემდეგ ზოგიერთმა ან „რუსობა“ დამაბრალოს ან „ქოცობა“, რადგან აღფრთოვანებას არ გამოვთქვამ „უკრაინელი ხალხის გმირობისა და ქალიან-ბავშვიანად ტანკის ქვეშ შევარდნისთვის მზადყოფნის“ გამო. უკვე არაერთი წელია რაც უკრაინაში ვცხოვრობ და ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ.

ხაზს ვუსვამ: ვგულისმობ ომის საწყის რამდენიმე დღეს, როდესაც დიდი დაბნეულობა და გურკვევლობა იყო, სანამ საფრთხე უშუალოდ კიევს დაემუქრებოდა. ჯერ გვეგონა, რომ ეს რამდენიმე დღეში დასრულდებოდა, შემდეგ ვიფიქრეთ, რომ ხელისუფლება საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებდა, მერე უცებ გაირკვა, რომ ევროკავშირის ქვეყნები უკრაინიდან ყველა ლტოლვილს მიიღებდნენ და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო! მაგალითად, ჩემ სადარბაზოში 42 ბინაა, დაკეტილი არც ერთი არ იყო, ომის დაწყებიდან მეათე დღეს მხოლოდ 13 ოჯახი დარჩა, 29 ოჯახი გაიქცა! კიევში ასეთი გამოთქმაც გაჩნდა: „ქალაქში მხოლოდ პატრიოტები და ბომჟები დავრჩით“. და ეს ძალიან ახლოს არის სიმართლესთან.

შეიქმნა ე.წ. ტერიტორიული თავდაცვის შტაბები („ტერობორონა“), სადაც ომის პირველ დღეებში იარაღს კანფეტებივით არიგებდენ, ხოლო როდესაც მტერი კიევს მოადგა, საბუთსაც კი არ ითხოვდნენ, გვარსაც კი არ იწერდენ, ვისზე გასცეს ავტომატი თუ ხელყუმბარა... დამთავრდება ომი, იმ იარაღის სრულად დაბრუნება შეუძლებელი გახდება და სადღაც აუცილებლად გამოყოფს ლულას - სამწუხაროა, მაგრამ ქართველებს ამის გამოცდილება მოჭარბებით გვაქვს...

შემდეგ, როდესაც უშულოდ კიევის დაპყრობის საფრთხემ გადაიარა და ეიფორია (უფრო ზუსტი იქნებოდა „პანიკა“ გვეთქვა) დაცხრა, „ტერობორონის“ საქმეებიც „დალაგდა“, რაც იმაში გმოიხატა, რომ ხელფასები დანიშნეს და იქ მოხვედრა „ჩაწყობის“ გარეშე შეუძლებელი გახდა. ამ ხალხმა დიდი საქმე გააკეთა კიევში (და სხვაგანაც), განსაკუთრებით დასაწყისში, როდესაც, პირდაპირ შეიძლება ითქვას, აქაურობა გადავსებული იყო შემოპარული დივერსანტებით, ადგილობრივი მოღალტეებითა და მოროდიორებით: მხოლოდ კიევში დღე-ღამეში ასიდან ორასამდე შემოპარულსა თუ მათ ადგილობრივ ჯაშუშს იჭერდნენ, რომლებიც ინფორმაცის გადასცემდნენ, ან ამოსაცნობ ნიშნებს ტოვებდნენ მტრისთვის საინტერესო ობიექტებზე, ან აგიტაციას ეწეოდნენ, ან კიდევ სხვების გადაბირებას ცდილობდნენ.

მაგრამ, როგორც აღვნიშნე, ამ საფრთხემ უკვე გადაიარა, ყოველ შემთხვევაში რუსებს აქ იმდენი და ისეთი წვრილფეხა დივერსანტი და აგენტი ნამდვილდ აღარ დარჩათ, რომ „ტერობორონელმა“ ბიჭებმა ქუჩებში სდიონ, ეს უკვე სახელმწიფო უშიშროების საქმეა, მაგრამ აღნიშნული ფორმირება დარჩა, მიდი-მოდიან ქალაქში იარაღით, პოსტებზე დგანან, ხადახან მანქანებს ამოწმებენ... ერთი სიტყვით - არაფერს არ აკეთებენ, ხელფასს იღებენ და ღმერთმა ქნას, ეს ომი მალე დამთავრდეს, მაგრამ ნებისმიერ ქართველს, რომელსაც 90-იანები გამოვლილი აქვს, არ შეიძლება „დეჟავიუ“ არ გაუჩნდეს და „ნამხედრიონალი“ თბილისი არ დაუდგეს თვალწინ...

ცობილია, რომ ომი აშიშვლებს ყველას და ყველაფერს - ადამინებსაც და სახელმწიფოსაც. ცხადია, აქაც გამოჩდნენ საოცარი ადამინები, რომლებმაც ყოველგვრი მითითების და ზემოდან ორგანიზების გარეშე უამრავი უმწეო ადამიანი დააპურეს, სიცივით სიკვდილისგან იხსნეს (დიდი ყინვები იყო რამდეიმე დღე) მაგრამ იყო მეორე მხარეც და ეს არის ის, რის გამოც დავთანხმდი საიტის რედაქციას, დამეწერა ის, რაც საკუთარი თვლით ვნახე და ვხედავ, და არა ის, რასაც ვკითხულობ სოციილურ ქსელებსა თუ ქართული პრესის ნაწილში: რა მაგარი ხალხია უკრაინელები და რა ცუდები ვართ ქართველები, როგორ გაერთიანდა მთელი უკრინა და როგორ „ვჭამთ“ ქართველები ერთმანეთს... არა იმიტომ, რომ უკრაინელები ვლანძღო, არმედ იმიტომ, რომ მანდ გავაგებინო ზოგიერთს - უკრინელების ქება საკუთარი ხალხის ლანძღვის ხარჯზე არ არის სწორი და, რაც მთავარია: თუ მართლა შევადარებთ, ზუსტად ვიცი, ქართველები „დიდი ანგარიშით მოვიგებთ“ პატრიოტობაშიც, ერთმანეთის თანადგომაშიც, პატიებაშიც და თუნდაც ბრძოლაში... სიამრთლე კი ისაა, რომ საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ზემოთნახსენები კეთილი ხალხის მიერ პურის უფასოდ დარიგებისას ერთმანეთის ჭამა არა, მაგრამ კბენა კი (პირდპირი მნიშვნელობით), რიგიდან ბავშვების გამოგდებაც, მძღოლის მიერ მოხუცის ავტობუსიდან ჩაგდებაც, რადგან უფასოდ მგზავრობის საბუთი სახლში დარჩა, დანარჩენი მგზავრების გულგრილობაც ამის მიმართ და იგივე მგზავრების ზიზღიანი მზერა ჩემდამი, როდესაც „მეტიჩარა ქართველმა“ გადავუხადე იმ მოხუცს და ავტობუსში დავაბრუნე (პირდაპირ ასე მომაძახა ერთმა - „ვისკოჩკა გრუზინ“).

ასე რომ, ძვირფასო ქართველო მპოსტავებო, არ არის აქ ყველაფერი ისე, როგორც თქვენ სააგიტაციო თუ სოციალურ კლიპებში ხედავთ: არც „ჩერვონა კალინას“ მღერის ყველა და არც „სლავა უკრაინათი“ ესალმებიან ერთმანეთს. სიმართლე ისაა, რომ ამათ რომ მართლა ჰქონდეთ ის პატრიოტიზმი, ის ურთიერთთანადგომა და ის ბრძოლისუნარიანობა, რაც ქართველებს გვაქვს, ახლა ფრონტზეც უკეთესად იქნებოდა საქმე და ზურგშიც.

(ფრონტისა და ზურგის ამბებს, უკრაინელთა „ევროკავშირისკენ სწრაფვაზე“ მოარულ ხმებსა და დადასტურებულ ფაქტებს, საკუთარი თვალით ნანახსა და სანდო ხალხის მოყოლილს მომავალ წერილებში გაგაცნობთ.)

ომი კი, ალბათ, მართლა მთავრდება... ყოველ შემთხვევაში, ბევრს ასე სჯერა, რადგან ერთი თვის წინ ალკოჰოლის გაყიდვა ისევ დაუშვეს, ოღონდ - დღის ოთხ საათამდე. ერთი კვირის წინ ეს დრო უკვე საღამოს შვიდამდე გააგრძელეს და კიდევ უფრო განმტკიცდა რწმენა - შვიდიდან თერთმეტამდე რაღა დარჩა, მალე ამ ოთხ საათსაც „დააბრუნებენ“ და ომიც დამთავრდება, აბა, რა...

trampi ეს ,, პუტინის აგენტი,, რეებს წერს??...ეს როგორ შეიძლება ??---ამან პირიქით უნდა თქვას დღე--დღეზე მოსკოვს აიღებენო ....მართალი მაშინ იქნება
ეს ნაცებმა არ წაიკითხონ, თორემ ეგრევე მაგადანში ამოაყოფინებენ თავს

ჯიგაროოოო..........ვიცით აქაურებმა ეგ ყველაფერი ვიცით... ხუთ ენაზე მაინც ვუყურებ საინფორმაციოებს.(სინქრონში თარგმნილს).........
..თან კომუნისტების ,,ნასწავლ,, მეთოდს ვიყენებ-------------ყველაფერს უკურმა ვატრიალებს და .................. იასნი ხდება ყველაფერი
2 წლის უკან