პრეზიდენტი მთავრობის წინააღმდეგ

პრეზიდენტი მთავრობის წინააღმდეგ

იპოდრომის გამოცდილების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილი 16 ივნისს მომხრეებს ამჯერად ევროპის მოედანზე ეპატიჟება, რომ რიყიდან დავანახოთ ევროპას ქართველი ხალხის ერთობა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საფრთხე ჩნდება იზოლაციის, რომელიც ჩვენ მიერაა შექმნილი და რომელიც ბევრად დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შესახებ შექმნილი მითი. დიპლომატმა, მაგრამ არაპროგნოზირებადმა პრეზიდენტმა საკუთარი სვლა უკვე გააკეთა.

პრიზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება არ არსებობს, ეს არის მოგონილი და ტყუილი, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს, მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს. პრეზიდენტის განცხადებით, უცხოელი პარტნიორების მხრიდან არსად, არც ერთხელ, არასოდეს და არანაირი მოწოდება არ ყოფილა მეორე ფრონტის გახსნის შესახებ.

„მეორე ფრონტის გახსნის საშიშროება არ არსებობს, არის მოგონილი და ტყუილი. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. ერთადერთი, საიდანაც ეს გაისმა, მოდის უკრაინის ხელისუფლების გარკვეული წრეებიდან, სადაც არსებობს გარკვეული კავშირები. „მოსახლეობას ვუთხრათ, რომ შენი არჩევანია: ან მოგივიდეს ის, რაც უკრაინაში ხდება, ან ამ ხელისუფლებას შეეგუო და არაფერი არ მოთხოვო“, - ეს არის ფორმა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობა წნეხის ქვეშ მოაქციოს, არ არსებობს მეორე ფრონტის რისკი და საფრთხე“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილის შეფასებით, უდიდესი შეცდომა მოუვიდა პრეზიდენტს, როდესაც ვერ შეიკავა პირადი წყენა და გაღიზიანება, რაც გამოცდილ დიპლომატს არ უნდა მოსვლოდა და დამამცირებლად მოიხსენია „გორბის“ კვლევა და მის კითხვებზე გამოკითხულთა 67-დან 87 %-მდე აშკარად გამოკვეთილი პოზიცია - რაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სულისკვეთებას წარმოადგენს და იმავე მოსახლეობას მოუწოდა მის გვერდში 16 ივნისს რიყეზე დადგომა.

„თუ ქალბატონ პრეზიდენტს ამ უმრავლესობის ნახვა სურდა 16 ივნისის აქციაზე, მას, როგორც მინიმუმ, უნდა სცოდნოდა და ეგრძნო ამ მოსახლეობის განწყობები, რომელიც პრეზიდენტმა, რბილად რომ ვთქვათ, დამამცირებელ გაღიზიანებულ ტონალობაში მოიხსენია „გორბის“ კვლევების ნაწილში. ამის მერე, მე პირადად, ასეთ დაპატიჟებას ვერ მივიღებ.

ხოლო, თუ აქციის ორგანიზების ეს ფორმა პირიქით, გამიზნულად იყო შერჩეული, რათა სავარაუდოდ, მოეხდინა მმართველი პარტიის დისკრედიტაცია, მისი ამომრჩევლის მიერ მსგავსი დაპატიჟების სრული იგნორირების გამო, ვერც ეს მიზანი იქნება მიღწეული. იმდენი უსამართლო ბრალდება და უარგუმენტო განცხადება მოვისმინე, რომ ამან გადაფარა იმ სამართლიანი კრიტიკის ნაწილიც, რომელიც უდავოდ მის გამოსვლაში იყო. მე მესმის ქალბატონი პრეზიდენტის დაუფარავი მცდელობა, დე-რადიკალიზებული ოპოზიციის ლიდერად ჩამოყალიბდეს, მაგრამ ამის განხორციელება საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ხარჯზე და მის მიერ არჩეული და მხარდაჭერილი ხელისუფლების მიუღებლობით კონტრპროდუქტიულ ქმედებად მიმაჩნია“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.

საათნახევრიან პრესკონფერენციაზე ზურაბიშვილს არ უხესენებია რუსული დეზინფორმაცია, მაგრამ ამაზე საუბრობს აშშ-ის ელჩი. კელი დეგნანის განცხადებით, ის რომ აშშ საქართველოს წინააღმდეგ მუშაობს, ომში ჩათრევას ან მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს, 100%-ით რუსული დეზინფორმაცია არის, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ელჩის თქმით, საომარი მოქმედებების დაწყებამდეც კი, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად მუშაობდა ამ ომის თავიდან ასაცილებლად.

„ჩვენ აბსოლუტურად არ გვსურს საქართველო ამ ომში ჩათრეული ვიხილოთ. ჩვენი აზრით, რასაც ევროკავშირი და ნატო იცავს, არის მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს ევროპის ყველა ქვეყანაში, ჩრდილოეთ ამერიკაში - სტაბილურობა, კეთილდღეობა და მშვიდობა, რაც თან ახლავს ევროატლანტიკური საზოგადოების წევრობას. ჩვენ ეს გვინდა საქართველოსთვისაც. ჩვენ ვიცით, რომ ასე უნდა ქართველ ხალხსაც. ასე რომ, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ საქართველოს სუვერენიტეტის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში სრული ინტეგრაციისადმი მტკიცე ერთგულება“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

განსხვავებულია მთავრობის მეთაურის პოზიცია. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას რომ არ გამოეჩინა წინდახედულობა, მოესმინა მტრებისთვის, რომლებიც ქვეყნის ომში ჩართვას ითხოვდნენ, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდისა და ინვესტიციების ნაცვლად, აღარაფერი იქნებოდა. ღარიბაშვილის თქმით, რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებით რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებიც დაზარალდებოდნენ.

„წარმოვიდგინოთ, რომ მთავრობას არ გამოეჩინა წინდახედულობა, რომ არ გაეტარებინა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების პოლიტიკა, მოქალაქეების სასარგებლო პოლიტიკა და რაღაც გაუაზრებელი ემოციური გადაწყვეტილება მიგვეღო, მოგვესმინა ჩვენი ქვეყნის მტრებისთვის, შიდა მტრებისთვის, რომლებიც ითხოვდნენ ქვეყნის ჩართვას პირდაპირ ომში, ვინმეს აქვს ილუზია, რომ დღეს ქვეყანაში რაიმე ეკონომიკური ზრდა და ინვესტიციები იქნებოდა? - აღარაფერი იქნებოდა.

რას ნიშნავდა, რომ უნდა შეგვეწყვიტა ვაჭრობა, ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან. მილიონი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, ვინმეს საერთოდ ახსენდება ეს ადამიანები როგორ შრომობენ, როგორ მოღვაწეობენ იქ, რა ბედი ელით? აღარ ვსაუბრობ იმაზე, 4 მილიონი ჩვენი მოქალაქე, რომელიც დღეს ქვეყანაში ცხოვრობს, იმათ რა ბედი ელით, რა მოხდებოდა მათ წინააღმდეგ? ევროკავშირი რუსეთს ყოველდღე უხდის ერთ მილიარდ დოლარს. ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში შევიდა 90 მილიარდი დოლარი ვაჭრობის შედეგად, რომელიც რუსეთს დღემდე აქვს ევროპასთან. ჩვენ არ გვაქვს ეროვნული ინტერესები, თუ ჩვენთან არ ცხოვრობენ ადამიანები? თუ ქართველმა ხალხმა ისევ უნდა მოითმინოს, დაიჩაგროს, ომში ჩაებას, დავკარგოთ ტერიტორიები, დავკარგოთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა? მე ამ კითხვებს ღიად ვსვამ და ამ კითხვებს კიდევ უფრო ხმამაღლა დავსვამთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით სამართლიან გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი ამბობს, რომ აშშ-ის ელჩის განცხადებები მისასალმებელია და ამავე დროს უკეთესიც იქნება, თუკი ასეთ განცხადებებს მოვისმენთ კიდევ არაერთი სხვა პოლიტიკოსის მხრიდან.

„ჩვენ არაერთი განცხადება მოგვისმენია ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან, მოგვისმენია ძალიან მკაფიოდ და ღიად უკრაინელი პოლიტიკოსების, უკრაინის ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან და მოგვისმენია არაერთი ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი პოლიტიკოსების, თუ პოლიტოლოგების მხრიდან. მაგალითად, ასეთი იყო ილვესი, ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა, რომ საქართველო ჩართულიყო ომში. მსგავსი განცხადებები მეტ-ნაკლები სიმკვეთრით, მაგრამ კარგად გასაგები, გაკეთებული იყო იან კელის მიერ, რომელიც საქართველოში ამერიკის ელჩი იყო, ასევე დევიდ კრამერის, მეთიუ ბრაიზას და არაერთი სხვა ყოფილი, თუ მოქმედი პოლიტიკოსის მიერ.

მესმის, რომ ისინი არ არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, მაგრამ გარკვეულ საზოგადოებრივ აზრს ქმნიან და როდესაც იგივე „გორბის“ გამოკითხვაში, გარკვეულწილად, ასეთი ხალხის ნაწილი ფიქრობს, რომ ამერიკას უნდა საქართველოს ომში ჩართვა, ეს შეიძლება, სწორედ ამ ადამიანების განცხადებებს უკავშირდებოდეს. ასეთ ფონზე, როდესაც ხალხზე ამ ადამიანების და რუსული პროპაგანდაც ახდენს გავლენას, ქალბატონი კელი დეგნანის მსგავსი მკაფიო განცხადებები ძალიან მისასალმებელია და თუ ამას მოვისმენთ, კიდევ არაერთი სხვა პოლიტიკოსის მხრიდან, მით უმეტეს, ზემოთ ჩამოთვლილი ბატონების მხრიდანაც, უკეთესი იქნებოდა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ოპოზიციაში კი თვლიან, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, არა თუ პუტინის რუსეთის, არამედ თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ მუშაობს. ასევე, ოპოზიცია ავითარებს ვერსიას, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლებისთვის ქვეყნის ევროპულ მომავალსაც გაწირავს და ეს საზოგადოებამ არ უნდა დავუშვათ. თუმცა, ივანიშვილის რომელი ქმედებით დასტურდება, რომ საკუთარი ძალაუფლებისთვის ქვეყნის მომავალს სწირავს, აქ უკვე ოპოზიციას მტკიცებულები არ გააჩნია.

რომან გოცირიძის განცხადებით, აშშ- ის ელჩის განცხადება ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ალიანსში მხილება იყო, ხელისუფლება დადანაშაულებული იქნა რუსული ჰიბრიდული ომის წარმოების თანამონაწილეობაში.

„ხელისუფლება, ფაქტობრივად, დასავლეთს, ამერიკასა და ევროკავშირს ომის პროვოცირებაში ადანაშაულებდა და სწორედ ამის საპასუხო იყო ელჩის განცხადება. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ელჩის ამ კომენტარს მალევე მოჰყვა საელჩოს კიდევ ერთი განცხადება, სადაც ხელისუფლებას აშშ-მა კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ ვინ აწარმოა ომი საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის პირდაპირი შეხსენება არცთუ ისე დიპლომატიური ფორმით იმის, რომ დღეს საქართველო არ იარსებებდა, რომ არა ამერიკის ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა“, - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ სახეზე გვაქვს უმძიმესი და უბოროტესი შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მისი თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით გააქტიურებულია რუსული აგენტურული ქსელები, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ საზოგადოებაში.

„რაც ყველაზე საგანგაშოა, მათი იდეოლოგიური წყარო არის „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები, სწორედ ის ანტიდასავლური, ანტიეროვნული და ანტიქართული განცხადებები, რომელიც გვესმის „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან. დავდივართ რაიონებში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მოქალაქეების განწყობა არის ერთიანი ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით.

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა წერტილი დაუსვა ერთ-ერთ ყველაზე დიდ დეზინფორმაციას და სპეკულაციას, რომელსაც „ქართული ოცნება“ თავისი საცეცების მეშვეობით რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად ავრცელებდა საქართველოს მასშტაბით, რომ თითქოს ამერიკას და დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა უნდა. ეს არის 100%-ით დეზინფორმაცია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ანალიტიოსის დავით ქართველიშვილი განცხადებით, აშშ-ის ელჩის განცხადება იყო სამარცხვინო, რომლითაც ელჩმა საქართველოსთან მიმართებაში საკუთარ სახეს ახადა ფარდა.

„როდესაც პრემიერ-მინისტრი საუბრობს საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის სახელით და სრულიად საქართველოს მოსახლეობისთვის ზრუნავს იმაზე, რომ საქართველოში არ მოხდეს ომი, რომ ქვეყანა ვითარდებოდეს, ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, მშვიდობა, ეს პროქართული ეროვნული სულისკვეთება როგორ შეიძლება წარმოაჩინო როგორც რუსული დეზინფორმაციის ნაყოფი? რომელ ეტიკეტზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც კითხულობთ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც ცილისწამებზე, სიცრუეზე და ფეიკზე არის აგებული? ამიტომ, ყველაფერმა დაკარგა თავისი პირვანდელი სახე“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, ის ძალა, რომლისგანაც ითხოვ დიპლომატიურობას და ობიექტურობას, არღვევს დიპლომატიას და არაეთიკურად გეპყრობა. ძალა, რომლისგანაც ითხოვ სამართლიანობას, დემოკრატიულობას და ასევე ობიქტურობას, გამოდის სიცრუის ძალის კიდევ ერთი ობიექტი, მაგრამ უკვე საერთაშორისო მასშტაბით.

„რომელ ობიექტურობაზეა ლაპარაკი, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ძველი ბიჭის პოზიციებიდან კი არა, არამედ პატრუშევ-მერაბიშვილის ორმაგი აგენტის პოზიციებიდან მიმართავს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის თანაშემწე, ამხანაგი პოდოლიაკი. რომელ ეთიკაზეა საერთოდ საუბარი? მსოფლიო მიდის გლობალური გადაფორმატების გზაზე, ეს პროცები დაწყებულია და ამ მესამე მსოფლიო ომის პირობებში, რომელზეც ღიად ისაუბრა რომის პაპმა, ეს ომი ეხება საინფორმაციო მხარეს, საბრძოლო მოქმედებების მხარეს. ომში ვართ და როდესაც აშკარა მტერთან გაქვს საქმე, აქ უკვე ეთიკაზე, ობიექტიურობაზე და სამართლიანობაზე საუბარი ზედმეტია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

დემეტრე რატომ დაგვღალეთ პრეზიდენტო?! რატომ დაემატეთ მწვალებლებს?!
2 წლის უკან
DDDzia ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის პოსტი:
აშკარაა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკვე მიიღო მყარი გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელ მხარეს დგას ორპოლუსიან ქართულ პოლიტიკაში.

✅ ამ შემთხვევაშიც, ყველაფერი გარედან იმართება:

❗ თეიმურაზი, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, კვალიფიკაციითა და უნარებით არაფრით გამორჩეული და სრულიად გამოუცდელი კადრია, ჯერ საფრანგეთის პრეზიდენტის მრჩევლად, ხოლო შემდეგ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურ მრჩევლად დაუნიშნეს ამერიკისა და აზიის საკითხებში

❗ქეთევანი, რომელიც ფრანს24-ის ერთი უბრალო სპორტული რედაქტორი იყო, უსწრაფესად დაუწინაურეს და თეთრ სახლსა და ვაშინგტონში კორესპონდენტად დაუნიშნეს - შედეგიც სახეზეა: ახლა სწორედ ევროპა და ამერიკა ამუშავებს სალომე ზურაბიშვილს, ნაციონალური მოძრაობის მხარდამხარ, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ

❗სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გახადა ჯერ დეპუტატი და შემდეგ პრეზიდენტი, 30 ვერცხლად გაიყიდა და ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას დაუპირისპირდა
----–----------------------------------------------------------
სცენა "ხარება და გოგიადან".
ჩაფრები წავიდნენ ილო მებურიშვილის დუქნიდან და ილოს დამხმარე ჭაჭია ეკითხება - რაო, რა გვინდაო?
მებურიშვილი პასუხობს - რაო და კაცობას თავი დაანებე და ბო-ობა დაიწყეო.
ჭაჭი, დაკეტე ეს ოხერი დუქანი, ამის პატრონის დედა ვატირე.

ჩვენი პრეზიდენტიც გა-ოზდა.
თუმცა რა გასაკვირია ასეთი გენეტიკის პატრონისგან?
ნისი მშობლებიც ასევე გა-ოზდნენ, როდესაც საქართველოდან გაიქცნენ და ქვეყნის ეროვნული განძი თან გაიყოლეს.
მართლეი იყვნენ კომუნისტები, როდესაც კაგებეში და მილიციაში დასანიშნ კანდიდატებს მეშვიდე თაობამდე ამოწმებდნენ, რომ არავის არაფერი ჰქონოდა ჩადენილი.
2 წლის უკან