ჩვენც

ჩვენც "ჩათრეული" აღმოვჩნდით

„ფაქტია, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, როგორც ევროპაში იქცა ცხელი დებატების თემად, ასევე ჩვენთანაც გახდა მორიგი რყევების საბაბი.

რისთვის მოიგონა ევროპამ, ამ გაგანია ომის დროს, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ორდენივით გადასაცემი ჯილდოა? რა იყო ეს, შეცდომა, გულუბრყვილობა თუ გათვლა?

ხომ კარგად იცოდნენ ტრიოს სამივე ქვეყნის ევროკავშირთან თავსებადობის და ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების განსხვავებული დონეების შესახებ?

ჯერ უნდა გამოეცხადებინათ მივანიჭოთო და შემდეგ ემსჯელათ მიენიჭებინათ თუ არა, თუ ჯერ კულუარებში უნდა შეთანხმებულიყვნენ და შემდეგ გამოეცხადებინათ?

საქართველოზე არაა საუბარი, ისედაც 2024-ში ვაპირებდით შეტანას, იმ გათვლით, რომ ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ, 2028-30 წლებში წევრობაზე მსჯელობა რეალური გამხდარიყო.

უკრაინაზე ვაკეთებ აქცენტს. როცა ომის ქარცეცხლში გახვეულ ქვეყანას სათანადოდ იარაღით და ფულით ვერ ეხმარები, ან ამ დახმარებას უგვიანებ, მორალურ ჯილდოს დაპირდები და შემდეგ ამ საკითხსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებ, ამას რა ჰქვია?

ცნობილია, რომ ჯერ მხოლოდ დაახლოებით 20 ქვეყანაა თანახმა. ომის დასრულებას დალოდებოდით, ან თუ ასწიეთ თემა, მაშინ მიანიჭეთ კიდეც.

რაც შეეხება საქართველოს და მოლდოვას. ეთქვა ევროპას, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინას ეხება, რადგან ომში იმყოფება და თქვენ ჯერ დაიცადეთო?!

მაგას ვერ იტყოდნენ, რადგან ომი არ შეიძლება წევრობის ბილეთი იყოს. ანუ, ჩვენც "ჩათრეული" აღვმოჩნდით.

ხომ გახსოვთ როგორი აჟიოტაჟი ატეხა ოპოზიციამ, ხელისუფლება არ აპირებს ამ ფანჯრით ისარგებლოს, განაცხადი არ შექვთო და ა.შ. არადა, განაცხადი განა მოკლე ტექსტური შეტყობინებაა, მობილურში აკრიფო და მიშელს გაუგზავნო?! მას შეთანხმება სჭირდება, შემდეგ გაფორმება და გადაცემა.

ხელისუფლებამაც შეიტანა. არა ვინმეს ზეწოლით, არამედ შეთანხმებით და პროცედურების დაცვით. თუ გინდათ, ზეწოლას დააბრალეთ. თუმცა, კარგად იცით, რომ თავად რომ არ ჰქონიდათ სურვილი, თქვენს ზეწოლას როგორმე გაუძლებდა.

წარმოიდგინეთ, განაცხადი რომ არ შეეტანა მთავრობას, იმ მოტივით, რომ 2024-ში გქონდა დაგეგმილი, აქ რა ამბავი ატყდებოდა, ევროპულ გზას გადაუხვიესო, კონსტიტუცია დაგვამხესო და ა.შ..

შეიტანეს განაცხადი და ცარიელ ადგილას ეძებენ სარევოლუციო თემას.

მერე ხომ გახსოვთ, კითხვარების შევსებაზე ატყდა ხმაური, ჩაგვრთეთ შევსებაშიო. რა შუაშია ოპოზიცია კითხვარებთან, როცა პასუხისმგებელი მთავრობაა? მაგრამ მიზეზი მხოლოდ პროცესის გაწელვა შეიძლებოდა ყოფილიყო, რათა მერე ეთქვათ, ხელისუფლწბამ ვადები შეგნებულად დაარღვიაო.

ხომ იცით ძველი გამოთქმა, მოედანზე ქალს სიყვარულს ვერ აუხსნიო?! ოპოზიციის მიზანიც ეს იყო. განხილვებით და რჩევებით ჩააფლავებდნენ პროცესს. დაიწყებოდა ამ ათასობით კითხვის ღამის თუ დილის ეთერებში, ტიკშოუებში განხილვები.

მიკლედ, მოახერხეს, დროულად შეავსეს და ჩააბარეს განაცხადიც და კითხვარებიც. ეს თემები რომ გამოეცალათ ხწლიდან ოპოზიცია სხვა მცრივ დაირაზმა, ეს მთავრობა არ იმსახურებს კანდიდატობასო.

ამ თვეებში იმდენი ვიზიტი განახორციელეს ევროპაში, რამდენიც ჯამურად არ ჰქონიათ ამ 10 წლის მანძილზე. ვის სჯერა, რომ სასიკეთოდ დადიოდნენ, როცა ამათ ვიზიტებს მოჰყვა ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუცია და ნაცმოძრაობის მოკავშირე პოლიტიკოსების ორკესტრირებული განცხადებები?!

მოსახლეობის დიდ ნაწილს არ ესმის როგორაა მოწყობილი ევროკავშირი, რა სტრუქტურებია, როგორ მოქმედებენ პარტიები და ვერ წვდებიან სიღრმეებს. არც მე მესმის ყველაფერი.

თუმცა, ვინ ვერ დაინახა, რომ ამ თემას ეს გამარგინალებული ოპოზიცია სიტუაციის ასარევად და რევანშისთვის იყნებს?!

ვინ ვერ მოისმინა და ვერ გაიგო "პერესტროიკელი" კუბილიუსის და იუკნიავიჩენეს, ასევე ნაცმოძრაობასთან დიდი ხნის წინ დაკავშირებული ევროდეპების მოწოდებები, თუ ვერ მიიღო საქართველომ კანდიდატობა, ხალხმა უნდა თქვათ სათქმელიო?!

ეს არ იყო არეულობისკენ და ხელისუფლების უკანონო გზით შეცვლისკენ ღია მოწოდება, რაც კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, ქვეყნის შიდა საკითხებში ჩარევას და პოლიტკორექტულობას რომ თავი დავანებოთ?!

ახლაც ყოველ დღე სხედან სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიებში და რევოლუციურ მოწოდებებს აკეთებენ.

ანუ, რა გამოდის, კანდიდატის სტატუსის მონიჭების თემა ქვეყნის ამოსატრიალებელი ძალაყინია? ვინმე წელში არ გადატყდეთ?!

კანდიდატის სტატუსის თემა რომ არასწორად გამოიყენება ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, ეს მისაღები უნდა იყოს?

ზოგიერთ ოპოზიციონერს მიაჩნია, რომ თურმე, სკკპ-ს პოლიტბიუროსავით, ევროკავშირის რომელიმე სტრუქტურის ან პოლიტიკოსის მიმართ კრიტიკის გამოთქმა არ შეიძლება.

თემა რაშია, ეს ე.წ. შესაძლებლობის ფანჯარა თუ "ფორთოჩკა" რომ არ გახსნილიყო, ასოცირების ტრიოს წევრობას, ლიდერობას ვიმსახურებდით და უცებ, რამდენიმე დღეში რაღაც შეიცვალა და აღარ ვიმსახურებთ?

ომში ჩათრევას რაც შეეხება, ახლა ომში რომ ვიყოთ, ყველაფერი კარგად იქნებოდა და აღარ დაგვყოფდნენ ომში და ომს მიღმა მყოფებად?

ახლა რომ გაიძახიან, ომისკენ როდის მოგიწოდეთო, დანა-ჩანგლის არ იყოს, რომელიც მთელმა ქვეყანამ მოისმინა, ბლუებად გვთვლიან, მოგვესმა მოწოდებები?

ომის თემას დავუბრუნდები შემდეგ პოსტებში, შეთავაზება მაქვს ზოგიერთი ქვეყნისთვის.

მოგწონთ ან 20 ივნისის აქციის ორგანიზატორები ან მათ შორის დაწყებული საჯარო კინკლაობა შეჭმული ან აწი საშოვარი ფულის გამო?

თურმე რომელიღაცა აქციის 200 ათასი შეუჭამიათ, მეორე აქციის მილიონი... ესაა ოპოზიციის და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების სახე?

აქციას რაც შეეხება, რა პრეტენზიაა ხელისუფლებასთან, რა არის სარევოლუციო, იანუკოვიჩი რომ დაუხვევიათ?

რამდენჯერმე დავწერე, მოიძიონ ინტერნეტში, ან ჩემი პოსტი ნახონ, რა მოხდა 2014-ში? გარტყმაში არაა აქაურ დღევანდელ სიტუაციასთან. ვინმემ უარი თქვა წევრობაზე, როგორც იანუკოვიჩმა? რა თემას კერავთ?

სირცხვილიელები რომ ამბობენ, პოლიტიკოსების აქცია არააო, ეს ხომ ამ წლებში ბევრჯერ ვნახეთ?!

როცა მიხვდა ნაცმოძრაობა, რომ ხალხი მათ მისვლას აქციებზე არ იღებს, ბევრჯერ მოვისმინეთ მათგან, ჩვენ არ ვატარებთ აქციასო. მერე ვხედავდით აქციის ახლო-მახლოს, ტროტუარებზე, თუმცა კამერებში მოხვედრას მაინც ცდილობდნენ, ჩვენც აქ ვართო. ეშინიათ, მიკროფონიანებმა არ ჩაანაცვლონ უმიკროფონოები. მერე ვეღარ ითმენდნენ და ავარდებოდნენ სცენაზე.

ახლაც იგივეა. შეიძლება იეშმაკონ და არ გამოჩნდნენ აქცუაზე, მაგრამ თუ ფული ნაცმოძრაობისაა, აბა ვისი აქციაა? ოღონდ ხალხი მოიყვანონ და ყველანაირ ცბიერებაზე წავლენ.

ვინც გინდა იმას დააბრალონ საკუთარი აქცია. გაუგებარი ისაა, რას ითხოვენ.

თან გაჰკივიან ამ ხელისუფლებას არ მისცეთ კანდიდატობაო, თან რევოლუციას კერავენ, ხელისუფლებამ დასავლურ კურსს გადაუხვიაო. თუ გადაუხვია, განაცხადი როგორაა ბრიუსელში?

გამოსცადონ ამ ხელისუფლების საგარეო კურსი. აიღონ და მიანიჭონ საქართველოს კანდიდატის სტატუსი. თემაც მოგიკვდებათ.

მაგრამ თუ თემა არ იქნება, რა ქნას ამ მარგინალმა პარტიებმა?! სხვა თემა არ აქვთ. ვერც უკეთეს ეკონომიკურ გეგმებს სთავაზობენ საზოგადოებას, ვერც სხვა მხეივ არიან მიმზიდველები.

რჩებათ მხოლოდ რყევები, ძიძგილაობა, მოგონილი პრობლემები.

მთავრობას, რომელმაც გააფორმა ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისიფალი ვაჭრობა, შეასრულა წევრობისთვის საჭირო ვალდებულებათა ნახევარი და ამ ვითარებაში კანდიდატობაზე განაცხადი შეიტანა, დასავლურ კურსს და კონსტიტუციის ნორმებს გადაუხვიაო, რომელი ჩანაწერიც თავად გააკეთა, როგორ ტენით, ბნელა?!

ჰოდა, სანამ უნდა უყუროს საზოგადოებამ ამ ოპოზიციას და მის დღის წესრიგს? 30 წელია ერთი  და იგივე წრეზე ვტრიალებთ - მთელი ოპოზიცია ხელისუფლებას ეძიძგილავება.

ორჯერ შევცვალეთ ხელისუფლება ძალადობრივი გზით და ორივეჯერ მძიმე შედეგები მივიღეთ.

არავინ გაძალებთ დღევანდელ ხელისუფლებას, ვისაც არ მოგწონთ. იქნებ სხვა გზით წავიდეს საზოგადოება და ხელისუფლებასთან ძიძგილაობის ნაცვლად, მის საპირწონედ უკეთესი ოპოზიციის შექმნაზე იფიქრონ?!

რაც შეეხება ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მიუხედავად ატეხილი აჟიოტაჟისა და ყოვლად უმსგავსო რეზოლუციისა, ევროპის მხრიდან ალოგიკურ გადაწყვეტილებას არ ველოდები. არ შედის ევროპის ინტერესებში არც ევროსკეპტიციზმის გაძლიერება, არც ანტიდასავლური განწყობების გაღვივება, არც იმედგაცრუების გამოწვევა, არც  საქართველოში რყევების წახალისება. კანდიდატის თემის ინიცირებამ კი ზუსტად რყევების საბაბი შექმნა. ამიტომ მსურს ოპტიმისტურად ვიყო განწყობილი.

P.S. ოპოზიციის მხრიდან დასავლური კურსის ირგვლივ ზედმეტი აჟიოტაჟის ერთ-ერთი მიზანი, სავარაუდოდ, კრემლის ყურადღების მიქცევა და საფრთხეების გაზრდაა. კრემლის მედიის, საგარეო უწყების ბოლო აქტივობები აქაური დუღილის გამოხმაურებაა“.