20 ივნისს დაანონსდა აქცია, რომლის მთავარი ორგანიზატორი ახალგაზრდა „ნაციონალების“ ორი დაჯგუფებაა, თუმცა მათ შორის ისეთი დაპირისპირება დაიწყო, რომ ერთმანეთს საჯაროდ აგინებენ. აქცია კი, როგორც თავად ამბობენ, საქართველოს ევროპისკენ სვლაა, რადგან მათი მტკიცებით, ხელისუფლება ქვეყნის ამ გზიდან აცდენას ცდილობს. თუმცა ამ ევროპაზე გულანთებულ ახალგაზრდებს დაპირისპირება მიკროფონის გამო აქვთ და ერთმანეთს სოციალურ ქსელში დედას მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობის გამო აგინებენ. ენმ-ის აქტივისტებს დაპირისპირება პოლიტიკოსების მიმართაც აქვთ და მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს აქცია მათგან დისტანცირებული უნდა იყოს.
ყველაფერი კი, როგორც ჩანს, ბაკურიანის შეხვედრაზე დაიგეგმა. 6-8 აპრილს ბაკურიანის Rooms Kokhta-ში ჩატარდა შეხვედრა, რომლის მთავარი გმირი, ტრენერი და მოდერატორი პიტერ აკერმანი - ამერიკელი პოლიტტექნოლოგი იყო. სავარაუდოდ, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი და ის აქცენტები, რომელიც ამ რეზოლუციაში იქნა გახმაურებული, აკერმანის მიერ დაიგეგმა. სწორედ ამ ადამიანებმა მიაწოდეს, მაგალითად ის ვერსია, რომ „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს ცემის შედეგად გარდაიცვალა. არადა მათივე დაქირავებული ექსპერტის ალექსანდრე გეჯაძის თქმით, ის ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით გარდაიცვალა.
20 ივნისს დაანონსებული ნაცსექტის აქცია კი, როგორც ჩანს, ამ რეზოლუციის ფინალია, რომლის მთავარი ორგანიზატორი ახალგაზრდა ნაციონალების ორი დაჯგუფებაა. პირველი, „სირცხვილია“, ხოლო მეორე დაჯგუფება კი - „ტალღა“, რომელიც სწორედ ბაკურიანის შეკრებაზე შექმნეს.
სწორედ, ამ ორი ჯგუფის წარმომადგენლები უპირისპირდებიან ერთმანეთს. ტელეკომპანია „ფორმულას“ დირექტორი მიშა მშვილდაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ სახემ, ფარნაოზ ჭკადუამ ერთმანეთს საჯაროდ აგინეს. ე.წ. „პატრიოტები“ 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე მიკროფონს ვერ იყოფენ:
ჭკადუა, სოციალურ ქსელში, 20 ივნისს დაანონსებულ აქციას ეხმიანება, რითაც მიშა მშვილდაძის, ნოდარ რუხაძის და მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერების ორგანიზატორობიდან ჩამოშორებას ითხოვს.
როგორც ჭკადუა აღნიშნავს, თუ მიშა მშვილდაძეს და ნოდარ რუხაძეს სადმე დაინახავს მიკროფონით ხელში, „თავზე დაგახურავთ ერთიანად“!
„ძღნერის კასრი მიშა მშვილდაძე, აგენტ-პროვოკატორი ნოდარ რუხაძე და კიდე ერთი ორი პიჟონი #სირცხვილია ლიდერი კვირის ბოლომდე საჯაროდ ბოდიშს თუ არ მომიხდის ისეთ ფაქტებს დავდებ რომ თავი არსად არ ექნებათ გამოსაყოფი ამ პეტრიოტებს. მოაშორეთ ესენი აქციის ორგანიზატორობას.
მიშა მშვილდაძეს და ნოდარ რუხაძეს ან ანწუხელიძეს მაგინებელ პუშკინა დიღმელაშვილს სადმე დავინახავ მიკროფონით ხელში და თავზე დაგახურავთ ერთიანად! 20 ივნისს ეს ცენზორი იბღავლებს და ოცნება დაიქცევა და ევროპაში მიგვიღებენ?
ამ ძღნერის კასრმა #მიშამშვილდაძე-მ განსხვავებული აზრის გამო მაგინა და ამას გადაეცით მალე ვნახავ და პასუხს მოვთხოვ ადგილზე!
წარმოიდგინეთ ეს რომ ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს განსხვავებული აზრისთვის ალბათ ადგილზე დაგხვრიტავს ან გადაგვასახლებს!
სიმართლე მოხვდა და აეწვა!
ასეთი ფსევდო ინტელექტუალები, ფსევდო ლიბერალები, ფსევდო პატრიოტები ყველა გასაშვებია რუსკი ვაენი კარაბლის მიმართულებით და მერე შეიძლება გვეშველოს.
P.S ეს კლავიატური ლომი თბილისში მარტო ვერ დადის, მთელი თბილისი დედას აგინებს და ჩემთან დიდგულზეა“, - ეს არის ფარნაოზ ჭკადუას „ფეისბუქპოსტი“, რომელიც ავტორისეული „სტილის“ დაცვით შემოგთავაზეთ.
თავის მხრივ მიშა მშვილდაძემაც გამოიჩინა თავი და ჯაბანი რომ არავის მოსჩვენებოდა, ფარნაოზ ჭკადუას საჯარო სივრცეში დედა აგინა: „ფარნაოზ მოგატყუე აგიტან თქო, ვერ აგიტან შენი დედას შევე@ი“.
პარლამენტთან დაგეგმილი აქცია ასევე სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ურთიერთბრალდებების მიზეზი ხდება, როგორც ჩანს, ამ აქციის სრულად ხელში ჩაგდება ამ მოძრაობას სურს.
მოძრაობის წევრები ამტკიცებენ, რომ ევროკავშირში განაცხადზე პასუხის მოლოდინში, აქცია აპოლიტიკური უნდა იყოს.
აქციის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ტრიბუნაზე გამომსვლელი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას პოლიტიკურ ელფერს მისცემენ. ასევე, მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მთავრობის გადადგომას.
„აქციაზე სიტყვით არ გამოვლენ ოპოზიციის წარმომადგენლები და არ დადგება მწვავე პოლიტიკური მოთხოვნები, თუმცა ჩვენი გზავნილია ხელისუფლებისადმი, რომ ის ვალდებულებები, რომელიც ნაკისრი აქვს ხელისუფლებას, ასოცირების შეთანხმებით თუ შარლ მიშელის დოკუმენტით, ეს პასუხისმგებლობები უნდა შესრულდეს და ჩვენი ევროინტეგრაციის გზა იყოს წარმატებული.
ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ პარტიას და ნებისმიერი პარტიის მხარდამჭერს შეუძლია, რომ აქციას შემოუერთდეს და საკუთარი ლოზუნგითა თუ ბანერით დადგეს, თუმცა, ამ დღეს პოლიტიკოსებს არ ვიხილავთ სცენაზე“, - განაცხადა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა აქტივისტმა.
იდეას არ იზიარებს ოპოზიციის ნაწილი, რასაც სოციალურ ქსელში მათი დაპირისპირებაც მოწმობს.
„20 ივნისს იქნება კონკრეტული დაფიქსირება, რომ ჩვენს ქვეყანას სურს, ვიყოთ ევროპის ოჯახი და არ ვიყოთ რუსეთის გუბერნია, როგორც ეს ბატონ ხუნდაძეს წარმოუდგენია. ამიტომ კონკრეტული მოთხოვნები იქნება თუ არ იქნება, ამაზე საუბარიც კი არ მიდის. ერთადერთი მთავარი შინაარსი აქვს ამ აქციას, რომ ვუთხრათ ცივილიზებულ სამყაროს, ჩვენ ნამდვილად გვინდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები.
მათი (აქციის ორგანიზატორები) მხრიდან წამოვიდა კონკრეტული თავდასხმა ჩემდა სამწუხაროდ, ვწუხვარ, მგონია რომ მათ უნდა ჰკითხოთ, რას მერჩიან“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.
„კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ 20 ივნისამდე დაპირისპირება უკიდურესად დიდი შეცდომაა.
„20 ივნისამდე დაპირისპირება უკიდურესად დიდი შეცდომაა. სულ მუნჯად და მორჩილად ვიდგები სადღაც, როგორც მოსამსახურე ჩვენი ქვეყნის. აუცილებლად ვაპირებ მისვლას. არანაირად არ ვაპირებ გულუბრყვილო ახალგაზრდების, თუ შეცდომაში შეყვანილი, თუ განზრახ ვიღაცის გეგმას აყოლილი რამდენიმე ადამიანის აზრს დავემორჩილო. ეს არ არის კომუნისტური რეჟიმი. უგულებელყოფა იმ 7 პუნქტისა არ შეიძლება. დაჩაგრო ადამიანები ამას ჰქვია, რომ პოლიტპატიმრები გყავს და არ ახსენო, ამიტომ შეცდომა იქნება“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
აქციის ფორმასთან და შინაარსთან დაკავშირებით კამათი და ურთიერთბრალდებები სოციალურ ქსელში კვლავაც გრძელდება.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ენმ-ის შიგნით აქციის ფორმასთან და ორგანიზატორებთან დაკავშირებით დაპირისპირება გამოწვეულია პარტიაში დაგროვილი სერიოზული კომპლექსით. ისინი აქციას ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენით იწყებენ და ამას დაპატიმრებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და ახლა უკგე ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნას აბამენ. ეს კი საზოგადოების დიდ ნაწილში პროტესტს აჩენს და, საბოლოო ჯამში, იღებენ იმ ფაქტს, რომ მათ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ხალხი, როგორი მნიშვნელოვან თემაზეც არ უნდა იყოს, არ მიდს. როგორც ჩანს, პარტიის ცოტა მოაზროვნე ნაწილში ამას ხვდებიან და რადიკალურ ფრთასთან დაპირისპირება დაიწყო.
„არაერთხელ გვაქვს მოსმენილი, რომ აქციები მრავალათასიან სახეს მიიღებს და ქვეყანაში რევოუცია მოხდება. გვინახია „უვადო“ არა ერთი შიმშილობა. როგორც ჩანს, პარტიის შიგნით თუ მათ აქტივისტთა ნაწილში, მწირმა ინტელექტუალურმა შესაძლებლობამ თავი იჩინა. როგორც იქნა მიხვდნენ, რომ ხალხს სწორედ მათი რადიკალიზმი აფრთხობს. უკვე 10 წელია რაღაცა ისე არ მიდის. როგორი მნიშვნელოვანი თემაც არ უნდა იყოს, ხალხი ქუჩაში ვერ გამოჰყავთ. ვერც არჩევნების გზით ახრეხებენ ვერაფერს და მით უმეტეს ბელადის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხომ სიტუაცია საერთოდ არეული აქვთ.
მათი მედიაგებელსიც დააპატიმრეს, მაგრამ ხალხი ყურს არ იბერტყავს. როგორც ჩანს, ვიღაცამ დასვა კითხვა - რა ხდება? რატომ ვერ ვრაზმავთ ამ ხალხს? ეს მუხტი ვერა და ვერ დაძრეს. ენმ-ის პოლიტიკოსები იმედნად მარგინალიზებულები არიან, რომ აქციას კი არ ავსებენ, შლიან. ამას ვიღაცები მიხვდნენ და ეს დაპირისპირება სწორედ ამის ბრალია. არც 20 ივნისს არ გამოვა ხალხი. ყველა კარგად ხვდება და ხედავს, რომ ქვეყნის და ევროკავშირის თემით ამ მარგინალიზებულ ძალას მათი გამოყენება უნდა. ამიტომ ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება“, - ამბობს დავით ქართველიშვილი.
მისივე თქმით, „ნაციონალები“ ჩქარობენ, რადგანაც ამ უარყოფითი რეზოლუციის გამოყენება უნდათ. ვაი თუ 24 ივნისს საქართველოსთან დაკავშირებით დადებითი პასუხი იქნას მიღებული, მაშინ ეს ოპოზიცია საერთოდ ფსკერისკენ ეშვება. ყველა ბერკეტი ხელიდან ეცლებათ და 2024 წლამდე პოლიტიკურად საერთოდ გაკოტრება ემუქრებათ.
„მოსახლეობა კარგად ხედავს, რომ ეს რეზოლუცია ამ მავნებელი ხალხის ნამუშევარია. მათ მოახერხეს და ქვეყნის ინტერესები ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ დააზიანეს. ეს, როგორც იქნა, გამოუვიდათ, მაგრამ შესაძლოა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით არ გამოუვიდეთ. ამიტომაც ამ ამბიდან სარგებლის ნახვა უნდათ. მუხტის აგორება უნდათ, რომ როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. კანდიდატის სტატუსი თუ მოგვანიჭეს, ხელიდან ყველანაირი ბერკეტი ეცლებათ. უმძიმეს სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ფსკერზე ეშვებიან და საპროტესტო მუხტის შექმნა უნდათ. თუმცა საქართველოს მოსახლეობა უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც კი, ფაქტს შეეგუება. ჩათვლიან ქვეყანა იმისთვის დასაჯეს, რომ ომში არ ჩაერთო. ყველა ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება. ამიტომ ოპოზიციას ორივე შემთხვევაში კოვზი ნაცარში ჩაუვარდება. ამ თემით რაიმე საპროტესტო მუხტის აგორება ძალიან გაუჭირდებათ“, - ამბობს ქართველიშვილი.