„იმ რეჟიმს კასტილიანი კაცი ჰყავდა, რომელიც ახალგაზრდებს აუპატიურებდა და იმ რეჟიმის მიმართ არ ჰქონდა ევროპარლამენტს და ევროკავშირს პროტესტი“

„იმ რეჟიმს კასტილიანი კაცი ჰყავდა, რომელიც ახალგაზრდებს აუპატიურებდა და იმ რეჟიმის მიმართ არ ჰქონდა ევროპარლამენტს და ევროკავშირს პროტესტი“

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭების მოახლოვებასთან ერთად ქვეყანაში სიტუაცია სულ უფრო იძაბება. 24 ივნისს საქართველომ ევროპის 27 ქვეყნისგან უნდა მიიღოს პასუხი, გვანიჭებენ თუ არა სტატუსს. ამ ისტორიული გადაწყვეტილების პარალელურად კი სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიამ“ 20 ივნისს აქციის, სახელწოდებით - „შინ, ევროპისკენ“- ჩატარება გადაწყვიტა. თარიღი 2019 წლის 20 ივნისის ცნობილი მოვლენებიდან გამომდინარეა შერჩეული. ხუთშაბათს ენმ-ის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გამოაცხადა, რომ პარტია უერთდება ამ აქციას, რადგან, მისი შეფასებით, ხელისუფლების მოქმედებების გამო ქვეყნის დასავლურ არჩევანს საფრთხე ემუქრება. ამიტომ არაა გამორიცხული, რომ ენმ-მა ეს სიტუაცია ქვეყანაში საპროტესტო მუხტის ასაგორებლად გამოიყენოს. ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყნის შიგნით გაკოტრებული ოპოზიცია ხსნას ქვეყნის გარეთ ცდილობს და ევროპარლამენტარების რეზოლუციის მიღების შემდეგ, მათი რიტორიკა ხელისუფლების წინააღმდეგ სულ უფრო გამძაფრდა.

ოპოზიციის ნაწილი კი მელიას ამ გადაწყვეტილებას ემიჯნება. მაგალითად „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ასეთი აქცია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა დაგეგმავს, არსებული საპროტესტო მუხტს გააქრობს.

„არ ვიცი, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ შეგნებულად ეხმარებიან თუ არა ერთმანეთს, მაგრამ ის, რომ აქციებს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით და მხარდასაჭერად იწყებს „ნაციონალური მოძრაობა“, ამ იდეას აზიანებს თავად. ამიტომ, ამდენი ხნის განმავლობაში ვითხოვ, „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს, რომ ქართველ ხალხს მიეცეს საშუალება, რომ ახალი თავი გადაფურცლოს, მათ შორის იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ნებისმიერ იდეაზე აქციის დაგეგმვა სახელის გატეხვაა, მათ შორის, ამ აქციაზე და დასავლურ ღირებულებებზე სახელის გატეხვაა. ამიტომ, თუ მათ პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ, რაღაცას თავი უნდა დაანებონ და ქართველ ხალხს მისცენ უფლება, მათი ხელმძღვანელობის გარეშე დააორგანიზონ რამე პროტესტი, რომელიც ბუნებრივად წარმოიქმნება და არა ზემოდან პოლიტიკოსების მითითებით და ორგანიზებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება კითხვას, საპროტესტო მუხტი ხალხში როდის უნდა გამოიხატოს? - ხვიჩიას თქმით, ეს უნდა მოხდეს „პირველივე კვირას, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ საფრთხე მოიხსნება“.

„პირველივე კვირას გამოიხატება, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ საფრთხე მოიხსნება. ასეთი რწმენით „ვმოძრაობ“, მაგრამ ხალხს საშუალებას არ აძლევენ, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი პროტესტი. როდესაც ასწრებ, სცენას სხვას არავის არ უთმობ, სცენა გამაგრებული გაქვს, რომ სხვამ არავინ არ დაგასწროს და შენ რომ იქ დადიხარ, შენი მოსმენა არავის არ უნდა, ჩვენს პოლიტიკოსებს სამწუხაროდ, ეს არ ესმით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიერ შერჩეული დრო, 20 ივნისის აქციის გასამართად არასწორი და პოლიტიკურად წამგებიანი ქმედებაა. ისედაც დაძაბულ სიტუაციაში ხალხის გაღიზიანებას გამოიწვევს. ქვეყნის გარშემო რთული ვითარებაა და დაძაბულობა სულ უფრო მატულობს. ამიტომ ოთხი დღით ადრე, როცა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი უნდა მიენიჭოს, თბილისში აქციის გამართვა დაუშვებელია.

„ქართველებს ასე რომ დაუდგეთ საკითხი, შევიდეს ქვეყანა ევროკავშირში და ხელისუფლებაში „ნაციოანლური მოძრაობა“ მოიყვანონ, თუ არ შევიდეს ევროკავშირში და „ნაციონალები“ არ დაბრუნდნენ, ჩვენი მოსახლეობა ამ ორ მოცემულობას შორის რომელ არჩევანს გააკეთებს? დარწმუნებული ვარ, ხალხი იტყვის, რომ ოღონდ ესენი უკან არ დაბრუნდნენ და ევროკავშირი არ გვინდაო. ხალხს ამ მავნებელი პარტიისგან ბევრი სიმწარე ახსოვს და თავიდან ძლივს მოიშორეს, ამიტომ ოპოზიცია ძალიან ცუდ თამაშში ერთვება. ამ რეჟიმს კასტილიანი კაცი ჰყავდა, რომელიც ხელმოწერის გამო ახალგაზრდებს აუპატიურებდა.

აი, ამ რეჟიმის მიმართ არ ჰქონდა ევროპარლამენტს და ევროკავშირს პროტესტი. ხალხს ახსოვს გვარამია და კეზერაშვილი რასაც წარმოადგენენ. ეს ხალხი მედიამენეჯერები არ არიან. როცა ჩვენი ევროპელი პარტნიორები ასეთ შეცდომებს უშვებენ, შესაძლოა, ცუდი შედეგი მიიღონ. ამით საქართველო დაზიანდება. დასავლელ პოლიტიკოსებს ასეთი აკვიატება ჰქონდათ, რომ კოსოვო უნდა ვაღიაროთო. პუტინმა გააფრთხილა, აღიარებთ და იგივეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გავაკეთებო. შედეგი რაც დადგა ვნახეთ. ამის შედეგია ის, რომ მინიმუმ, დღეს კავკასიაში რუსული ბაზებია შემოყვანილი, რაც დარწმუნებული ვარ, დასავლელი პოლიტიკოსების სურვილი არ იყო. ამიტომ საქართველოსთან დაკავშირებითაც ახლა საბედისწერო შეცდომა კიდევ არ უნდა დაუშვან. რუსეთის საქმე თავად ევროპამ არ უნდა გააკეთოს“,-ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ოპოზიცია შეცდომას დაუშვებს, თუკი ამ თემით სპეკულაციას დაიწყებს და აქედან პოლიტიკური დივიდენდების დაწერას შეეცდება. ომის გამო ხალხი ისედაც შეშინებულია და ასეთ სიტუაციაში ხელისუფლების იმედი უფრო აქვს. ამიტომ შესაძლოა, ამან უკურეაქცია გამოიწვიოს და ხალხი ქუჩაში არა ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ ოპოზიციის წინააღმდეგ გამოვიდეს.

„აგრესია ხალხს იმ პოლიტიკოსების მიმართ გაუჩნდება, ვინც ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. უკვე მერამდენე რაუნდია, როცა ოპოზიცია ქვეყნის წინააღმდეგ მახეებს აგებს. ჩვენ ისტორიას მსგავსი მეფეები ახსოვს. მაგალითად, ერეკლე პირველი, რომელიც ერეკლე მეორემდე იყო. მას ქართველები საერთოდ არ ახსენებენ. რატომ? იმიტომ, რომ უცხოელი ჯარი შემოიყვანა იმისთვის, რომ გამეფებულიყო. უცხოელებზე დაყრდნობით აქ გამარჯვების მცდელობა ყველასთვის კრახით დასრულებულა. იგივე მოუვა ოპოზიციას. ეს ხალხი ქვეყნის შიგნით გაკოტრებულები არიან. ამიტომ ხელისუფლებაში დაბრუნებას უცხოელების დახმარებით ცდილობენ. ამიტომ ეს ისეთივე ნაბიჯია, რომგორც ერეკლე პირველის მიერ მტრის ჯარის საქართველოში შემოყვანა“, - ამბობს საყვარელიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ თუკი ოპოზიცია ახლა რაღაცა საპორტესტო მუხტის აგორებას შეეცდება, ეს მათვის კიდევ ერთი მარცხი იქნება. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ პირიქით, მათ ახლა ყველა ტრიბუნა უნდა გამოიყენონ იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მიიღოს.

„მოსახლეობის 80% მართალია ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს და აქედან ორი მესამედი ხელისუფლების მოწინააღმდეგეა, მაგრამ იმის თქმა, რომ თუ სტატუსი არ მოგვცეს ოპოზიცია აქედან საპროტესტო ტალღას ააგორებს, მცდარია. ეს წამგებიანია არა მხოლოდ პროპაგანდის თვალსაზრისით, არამედ რეალობიდან გამომდინარე. კი, ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება არის, მუხტიც შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ იმდენად ძლიერია ფსიქოლოგიური ზეწოლა უკრაინის ომიდან გამომდინარე, რომ ეს პროტესტი ქუჩაში არ გადმოვა. ხალხს ახლა მიუხედავად „ოცნების“ მიმართ გარკვეული უკმაყოფილებისა, ოპოზიციის ნდობა არ აქვს. მათ უყურებს, როგორც ქვეყნის ამრევ ძალას, რომელსაც ხელისუფლებაში დაბრუნება სურს. ეს მესიჯი გვინდა თუ არა, მუშაობს. საზოგადოების ნაწილი ამას იჯერებს. პროტესტი ქუჩაში არ გადმოინაცვლებს. ამიტომ თუ ოპოზიცია ჩათვლის, რომ ეს მუხტი სასწრაფოდ უნდა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს, ოპოზიციისთვისვე წამგებიანი იქნება, პერმანენტულ აქციებს და ხელისუფლებაზე ზეწოლას ვერ განახორციელებენ. ამაზე ხალხი ოპოზიციას არ აყვება. ომის და არეულობის შიში ხალხში მძაფრად არის გამჯდარი. ოპოზიციას არევა რომც უნდოდეს, ამას ვერ შეძლებს. თუკი ევროკავშირი სტატუსს არ მოგვცემს, ამას ხელისუფლება ოპოზიციას და ევროპარლამენტარებს დააბრალებს, ხოლო ოპოზიციის აქციები ამ ბრალდებას გაამყარებს“, - ამბობს ძაბირაძე.

 

Aburjga Tasmanieli რა სისულელეა! ევროკავშირს კაცების გაუპატიურებაზე, ახალგაზრდის თუ მოხუცის, რა პროტესტი უნდა ჰქონოდათ?! ევროპაში კაცის კაცტან და ქალის ქალთან ცხოვრება კანონიერი, ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო მოვლენაა! იმათ ეგ არ უკვირთ, პირიქით სიამოვნებთ. თანაც იმ კასტილიანი კაცის დამქირავებელი, იმ დამქირავებლის დამქირავებელი, პრეზიდენტის მეთაურობით სწორედაც რომ ევროკავშირის და აშშ-ს დავალებებს ასრულებდნენ! ჩვენს ყოფილ "მოკეთე" უკრაინაში მათივე აღიარებით ყოველ დღე 100 მათი და 20 მდე რუსი სამხედრო იღუპება, 10-11 მილიონი უკრაინელი ლტოლვილია, ხვნა - თესვა ვერ ტარდება! აგერ საცაა მესამე მსოფლიო ომი ყოველწამს შეიძლება ზესახელმწიფოების ბირთვულ დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს, ამ დროს ევროკავშირმა და აშშ-მ მიიცალეს, გაგვინაპირს და მსოფლიო მასშტაბის ლგბტ ფესტივალის ჩატარებას აპირებენ და მერე სად, საქართველოში??!! რა გეფესტივალებათ თქვე ჩათლახებო, რა დროს ფესტივალია გინდ გეი და გინდ ..... თქვე დედამიქინძულო ლიბერალებო გადაუთარგმნეთამ დებილ დასავლეთელ ელჩებს ვაჟას პოემა ბახტრიონი, ეგებ მოვიდნენ გრძნობაზე?! თუ მაგდენი ინგლისური ვერ ისწავლეთ, მხოლოდ ჰაი და სენქ იუ იცით?! ალბათ ბახტრიონი თქვენც არ გაქვთ წაკითხული?! ვიცი ლ. ბერძენიშვილს კი აქვს წაკითხული, მაგრამ რად გინდა, ეტყობა როგორც სხვა დანარჩენი, ისე ეს ნაწარმოებიც ვერ გაიგო!
2 წლის უკან
trampi დაჟე ზოგზოგ აქაურებსაც კი,,...... ევროპა ჩვენი მშველელი ეგონათ....
არადა სუ ვკითხულობდი რუსის ტრაკში სუნი არ ვარგა და ევროპის ტრაკში ფრანგული დუხის სუნია მეთქიიი?/
იმიტომაც გავიძახოდი ქუნემ კოლუმბი მეთქი....
ისე კი ამ ევროებმა ამ რეზოლუციით კაი მაგარი საქმე გაგვიკეთეს, ყველა ოპტომ დაააფრთხეს ვინც კი ევროპისკენ იყო მიდრეკილ --მოდრეკილი..........ამათ რეზოლუციასთან შედარებით ჩემი ძახილი სპილოზე კოღოს ნაკბენივით იყო.... ძალიან პატარა შედეგს იძლეოდა
ამათ კი უცებ გამოაღვიძეს ეს ხალხი და უცებ ყველას ოპტომ დააწყებინეს ქუნემ კოლუმბის ძახილი ..
მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს---- მოგვცემენ კანდიდატობას --რო დაინახავენ საქართველო ხელიდან გვეცლებაო, მაგით დაგვაბამენ--მიგვიბამენ უკანალზე....
2 წლის უკან
trampi უკრაინა მეორე ფრონტის გახსნას ითხოვსო....
ესენი ვერ არიან კარგად ----------ესენი თავს ისულელებენ
დათვსა ხედავდნენ და მაინც დათვის კვალს ეძებდნენო.......
რქები უჩანდა (კაი ხანია)...ქოჩორიც....... ეგე ეხლა ეშმაკმა სახეც დაგვანახა (სხვა რამეც)....და კიდე მასზე იძახით მეგობარიაო ??
როგორ..................... თქვენ მართლა უკრაინის მოთხოვნა გგონიათ მეორე ფრონტის გახსნაააა??
უკრაინას ვინ ეკითხება ბალი ათიშაურიაო? უკრაინა კი არა ამას უკრაინის სახელით ამერიკა ითხოვს, ამერიკა!!!
ვერა ხადააავთ რო უკრაინის ნებისმიერი ჩინოვნიკი, გერმანიისა მთელ მთავრობას(პრეზიდენტს, კანცლერს) შნირებივით ელაპარაკება და ყველას ტრაკში ისმეევს??...
განა ვინააა უკრაინა რო გერმანიას ასე ექცევა?/ ვისი ტრაკიტ, ვისი ტრაკით ატრაკებს ასე??
ან ჩვენგან ელჩის გაწვევა???
ჰოოოოო.......................ესეა, ესე ......... და ეს ყველაფერი თქვენ გადასარევად იცით მაგრამ კულტურულად ნე ვიჟუს აკეთებთ??

ჰოოდა ....................... ჯერ ბოლომდე ხელში არა ვყევართ ჩაგდებულებიო და ეგეთ ამბავში ვყევართ და რომ ჩაგვიგდებეეეეენ.....თქვენ მერე ნახეთ რას გვიზამენ ........პლიუს ყველა სხვა ბედნიერებასთან ერთად, ყველას ლგბტ--ებს გაგვხდიან---საცა მოუნდებათ და როცა მოუნდებათ ყველას იქ
და მაშინ გადაგვკუზავენ ( პირდაპირი და გადატანით მნიშვნელობით)
2 წლის უკან