სალომე ზურაბიშვილს არ სჯერა, რომ სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი. შესაბამისად, პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინსვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს პოზიციების დასაცავად ბრიუსელის შემდეგ ვიზიტის განხორციელება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო, რის გამოც ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნება უწევს.
როგორც პრეზიდენტი აცხადებს, პასუხისმგებელია კონსტიტუციის წინაშე, რამეთუ კონსტიტუციის 78-ე მუხლი ავალდებულებს ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ეს პროცესი წინ წაწიოს და ამისთვის ბრუნდება საქართველოში, რომ დაიცვას ამ ქვეყნის მომავალი.
„სამწუხაროდ, ისეთი რეზოლუცია იქნა მიღებული და კიდევ უფრო სამწუხაროდ, ამ რეზოლუციას ისეთი კომენტარები მოჰყვა სახელისუფლებო გუნდიდან, რომელიც რეალურად არ მაძლევს საშუალებას, რომ მე ეფექტურად დავიცვა დღეს ჩვენი კანდიდატურა. მინდოდა კიდევ საფრანგეთში, პოლონეთში ჩასვლა და შესაძლებელია, კიდევ - უკრაინაში, რომელთან ერთად ვართ ამ საქმეში და რომლის მადლიერი უნდა ვიყოთ.
რომ არა ის, არ იქნებოდა ეს კანდიდატურის დაჩქარებული პროცესი, მაგრამ კიდევ ერთი უარი მივიღე ამ მოგზაურობაზე. რადგან მითხრეს, რომ თურმე მთავრობამ ყველაფერი უკვე გააკეთა, ჩვენი კანდიდატურის მხარდასაჭერად და აღარ იყო საჭირო ზედმეტი აქტიურობა, მე თვითონაც ჩავთვალე, რომ ალბათ, არ არის მიზანშეწონილი“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი შეწყალებისთვის ნიადაგს ამზადებს. უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე თვლის, რომ როცა ვსაუბრობთ, ვინ, სად, რატომ თქვა უარი ან განაცხადა თანხმობა ვიზიტებზე, ამას თავისი ფორმალური პროცედურები აქვს. ამასთან, სარჯველაძე მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უკლებლივ ყველა წინაპირობა აქვს.
„თუკი ვინმეზე ევროკავშირის მხრიდან სტატუსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღება, ეს უპირველესად საქართველო უნდა იყოს. არ ვიცი, სხვა პოლიტიკოსები რაზე დაყრდნობით გამოთქვამენ ვარაუდებს, ეკუთვნის თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. თუკი ვინმეს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნის, უპირველესად საქართველოა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის განცხადება უკავშირდება იმას, რომ იგი ერთგვარ შესავალს აკეთებს შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი დისკრეციაა.
„ვფიქრობ, პრეზიდენტის ეს განცხადება უკავშირდება იმას, რომ იგი ერთგვარ შესავალს აკეთებს შეწყალებასთან დაკავშირებით, რომელიც მისი დისკრეციაა. ამაში ვერავინ ჩავერევით. შესაძლოა, ამ განცხადებით რაღაც ამგვარი შესავალი გააკეთა. ერთი ახსნა, ეს შემიძლია ვთქვა. სხვაგვარ ახსნას მე ვერ ვუძებნი. თითქოს, მას სურს, მოხსნას ის ბარიერი, რომელიც სრულიად ხელოვნურად შეიქმნა ევროპარლამენტში ან ის განწყობა გააქარწყლოს. შესაძლოა, ეს იგულისხმა“, - ამბობს ბექა დავითულიანი.
პრეზიდენტის განცხადების შემდეგ ოპოზიციაში გაჩნდა მოლოდინი, რომ საქართველოში დაბრუნებული ზურაბიშვილი გამოიყენებს თავის დისკრეციულ უფლებას და შეიწყალებს ნიკა გვარამიას. „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პრეზიდენტს შეუძლია, მოწოდებებიდან გადავიდეს ქმედებებზე და თუ, რომელიმე ქვეყანაში არ უშვებენ, ოპოზიცია გაუკეთებს შეხვედრებს.
„პრეზიდენტს შეუძლია, შეწყალების მექანიზმები გამოიყენოს. მას ბევრი რამ შეუძლია. დამერწმუნეთ, მართალია, კონსტიტუციაში მინიმალური უფლებებია დატოვებული პრეზიდენტისთვის, მაგრამ მაინც არის ასეთი უფლებამოსილებები. ამიტომ ვფიქრობ, ორი კვირა რომ არის დარჩენილი, რა ვქნათ, კიდევ მოვუწოდოთ, შევაგონოთ ერთმანეთს, თუ ქმედებებზე გადავიდეთ?! ახლა ნომერ პირველი ამოცანაა, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, მთლიანად დასავლეთში გაიმიჯნოს ერთმანეთისგან საქართველო, როგორც სახელმწიფო და ქართველი ხალხი ერთ მხარეს, მეორე მხარეს „ქართული ოცნება“. ეს უნდა იყოს პრეზიდენტის გზავნილიც“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
იაგო ხვიჩიას შეფასებით, ინტეგრაციასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ იქცევა ისე, თითქოს მას არ უნდა, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს ამ ფრონტზე. როგორც „გირჩის“ ლიდერი აცხადებს, არ უნდა ამის დაჯერება, მაგრამ ასეთი ეჭვები ჩნდება.
„ეჭვები ჩნდება საზოგადოებაშიც და არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტსაც ასეთი ეჭვები გასჩენოდა. ჩემი აზრით, პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ფუნდამენტურად მართალია, როცა ამბობს, რომ საქართველოს ინტერესები არ უნდა გადავაყოლოთ არც გვარამიას, არც სააკაშვილს, არც ბიძინა ივანიშვილს. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნათქვამი და ნათქვამი, რომლის უგულებელყოფა ამ ქვეყანაში ძვირად დაუჯდება ყველა ხელისუფლებას და უნდა დაუჯდეს კიდეც, თუ ჩვენ ვართ ქვეყანა.
პრეზიდენტს გავუგებდი იმ შემთხვევაში, რომ საერთოდ არაფერი მოსწონებოდა ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ რიტორიკიდან, რომელიც საქართველოში დასავლურ ინტეგრაციას ეხება. ვიზიტიბზე წარმოდგენა არ მაქვს, ეს სრულად აუხსნელი ამბავია, ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი რიტორიკა დასავლურ ინტეგრაციაზე“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ არ იცის რა აქვს პრეზიდენტს ჩაფიქრებული, მაგრამ ისურვებდა, გაცილებით გაბედული ნაბიჯები გადაედგა. მისი თქმით, წარმოუდგენელია ის, რომ პრეზიდენტს ვიზიტით არ უშვებენ უკრაინაში, პოლონეთსა და საფრანგეთში, რადგან ეს არის სამი ქვეყანა, რომლებსაც ამ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.
„იცით, რომ პრეზიდენტმა დუდამ დაიწყო უკრაინისთვის მხარდასაჭერად სამხრეთ ევროპის ქვეყნებში ტურნე და ეს არის უმძიმესი, მათ შორის ამ ისტორიულ მომენტში, როცა იგრძნობა, „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება და იანუკოვიჩიზაციის გზა, რომელზეც „ქართული ოცნება“ ახლა დგას. რაც შეეხება მის განცხადებას, ვისურვებდი, რომ გაცილებით უფრო გაბედული ნაბიჯები გადაედგა. ვიცი, რომ მან სტატუსი დაწერა, რომ არასდროს შეიწყალებს და შეწყალება არ განიხილება, მაგრამ ნიკას შეწყალება პირველ ეტაპზე ამ გაბედულებისთვის არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
საგანგებო განცხადების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა უკვე სოციალურ ქსელში დაწერა: „არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!“, - ასეთია ხელისუფლებაზე გაბრაზებული სალომე ზურაბიშვილის რიგით მეორე განცხადება. თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოში დაბრუნებული ზურაბიშვილი, ამ ეტაპაზე უცნობია.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, გასაგებია პრეზიდენტის ნახევრად იდუმალი მუქარა.
„ერთ მწკვრივში ჩააყენო სააკაშვილი, გვარამია და ივანიშვილი - ბრავო, ქალბატონო სალომე, ეს „გეომეტრია“ სექტასაც არ მოსვლია აზრად! გასაგებია თქვენი ნახევრად იდუმალი მუქარა - ჩამობრძანდით და „დაა-ტრიგერეთ“ ისედაც თავისი ლოგიკური ფინიშისკენ მიმავალი სიტუაცია. ჩვენც დავიღალეთ და თქვენც. ერთ მხარეს მართლაც რომ ჰორიზონტალურ სიბრტყეში ხართ ჩამწკვრივებული - ფსევდოლიბერალიზმის „გვარდიელები“. ხოლო ჩვენ - იმ ვერტიკალს წარმოვადგენთ, ადამიანს უფალთან რომ აერთიანებს და ამ, თქვენთვის დაუძლეველ სინერგიას რომ ქმნის უზენაეს ძალასთან.
ვერაფრით ვერ შეგვაშინებთ და ვერ დაგვაშანტაჟებთ - თავმოყვარეობა და ღირსება ამპარტავნებაში არავის შეეშალოს. ეს უკანასკნელი თქვენი დაღუპვის საწინდარია, ხოლო ჩვენი დასაცავი კატეგორიები მემკვიდრეობად გვერგო ფარნავაზ მეფიდან დღევანდელობამდე“, - სოციალური ქსელით მიმართავს დავით ქართველიშვილი პრეზიდენტს.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ზურაბიშვილმა ეს ნაბიჯი გადადგას და შეიწყალოს გვარამია, ვინაიდან ერთ-ერთი თემა, რომელზედაც ჩვენი მოკავშირეები ლაპარაკობდნენ და რომელიც გაჟღერდა სააკაშვილთან ერთად, ეხებოდა მედიის თავისუფლებას.
„პრინციპში, უკვე ისე ითქვა რეზოლუციებს მიმღებს და გამომსვლელებს შორის, რომ რაღაცა ნაბიჯი საქართველომ უნდა გადადგას. როგორც ჩანს, ზურაბიშვილი რაღაცა ნაბიჯისთვის ემზადება. მისთვის მოსახერხებელი და რაც მას შეუძლია გააკეთოს, ეს არის სწორედ გვარამიას შეწყალება და ამ ნაბიჯით იმის თქმა, რომ საქართველოში ყველა ისე არ ფიქრობს, როგორც ხელისუფლება და ამ ხელისუფლებაშიც არიან ინსტიტუციები, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობ. ეს იქნება, ალბათ, ყველაზე სწორი ნაბიჯი ამ შემთხვევაში.
დამოუკიდებელი ინსტიტუტია და პრეზიდენტი იმ გადაწყვეტილებას ღებულობს, რასაც საჭიროდ თვლის. გამოსავალი მთავრობას გარდა იმპიჩმენტისა არ აქვს და იმპიჩმენტის დაწყების საფუძველიც არ აქვს. დავა, რომელიც დაიწყო პრეზიდენტის კომპეტენციების გამიჯვნასთან დაკავშირებით, როგორც არ უნდა დასრულდეს, ეს იმპიჩმენტის საფუძვლად არ გამოდგება.
გასაგებია, რომ ტკბილი ურთიერთობა არ არის. დამოუკიდებელი ინსტიტუცია არის პრეზიდენტის ინსტიტუტი და მთავრობამ რაც არ უნდა გააკეთოს, ის ვერ შეძლებს წინ აღუდგეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, თუ სალომე ზურაბიშვილი ამ ნაბიჯს გადადგამს, ხელისუფლებას ისღა დარჩენია, რომ ზურაბიშვილის ამ ვერდიქტს შეეგუოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ზურაბიშვილი მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატია, არაპროგნოზირებადი პიროვნებაა. თუმცა, მისი არაპროგნოზირებადობა კარგად ბალანსდება მისი პრაგმატული გათვლებით, რადგან იცის რა გარემოში ცხოვრობს, რომელ ქვეყანაშია, რა საზოგადოებაშია.
„მე ვფიქობ, საკუთარი თავის მტერი არ არის, რომ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც მას ქართული საზოგადოებიდან საბოლოოდ გარიყავს. თუკი რამე პოზიტიური შერჩა მის იმიჯს და მის პოლიტიკურ ბიოგრაფიას, ამას დაასამარებს. ამიტომაც, მე მგონია, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე შეიძლება არ წავიდეს იმიტომ, რომ ეს უკვე ღია გამოწვევა იქნებოდა მთელი ქართული საზოგადოების და საკუთარი სიტყვის გადათქმის. მით უმეტეს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში არ ყოფილა ასეთი კატეგორიული მოთხოვნა, რომ სააკაშვილი გაათავისუფლეთო, არამედ საუბარი იყო მის მკურნალობაზე.
მაგრამ რაც შეეხება გვარამიას, არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება მისი შეწყალების. დავუშვათ, მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ ნიკა გვარამია არის კრიმინალი და ის მან შეიწყალა. არ მგონია, რომ მის ინტერებში შედიოდეს ციხიდან გამოვიდეს, როგორც შეწყალებული კრიმინალი“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.
რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ საქართველოს პოზიციების დასაცავად ბრიუსელის შემდეგ ვიზიტის განხორციელება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო, ანალიტიკოსის განცხადებით, ფაქტია, რომ ზურაბიშვილი ძალიან გაბრაზებულია „ქართულ ოცნებაზე“, თუმცა არ იცის რა მიზეზით არ გაუშვა მთავრობამ პოლონეთში და საფრანგეთში.
„კი ბატონო, მთავრობა ამბობს, რომ მოვაგვარეთო, მაგრამ წასულიყო, გააფუჭებდა რამეს? არ ვიცი. ძალიან მტკივნეულად რეაგირებს ასეთ საკითხებზე, როცა მთავრობა მას არ უშვებს. როგორც გითხარით, არაპროგნოზირებადია. შეიძლება ადგეს და რაღაცა ჩაიდინოს ცხელ გულზე. მაგრამ არ მგონია, რომ დარტყმის ქვეშ დააყენოს თავისი იმიჯი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.
ესენი ვერ არიან კარგად ----------ესენი თავს ისულელებენ
დათვსა ხედავდნენ და მაინც დათვის კვალს ეძებდნენო.......
რქები უჩანდა (კაი ხანია)...ქოჩორიც....... ეგე ეხლა ეშმაკმა სახეც დაგვანახა (სხვა რამეც)....და კიდე მასზე იძახით მეგობარიაო ??
როგორ..................... თქვენ მართლა უკრაინის მოთხოვნა გგონიათ მეორე ფრონტის გახსნაააა??
უკრაინას ვინ ეკითხება ბალი ათიშაურიაო? უკრაინა კი არა ამას უკრაინის სახელით ამერიკა ითხოვს, ამერიკა!!!
ვერა ხადააავთ რო უკრაინის ნებისმიერი ჩინოვნიკი, გერმანიისა მთელ მთავრობას(პრეზიდენტს, კანცლერს) შნირებივით ელაპარაკება და ყველას ტრაკში ისმეევს??...
განა ვინააა უკრაინა რო გერმანიას ასე ექცევა?/ ვისი ტრაკიტ, ვისი ტრაკით ატრაკებს ასე??
ან ჩვენგან ელჩის გაწვევა???
ჰოოოოო.......................ესეა, ესე ......... და ეს ყველაფერი თქვენ გადასარევად იცით მაგრამ კულტურულად ნე ვიჟუს აკეთებთ??
ჰოოდა ....................... ჯერ ბოლომდე ხელში არა ვყევართ ჩაგდებულებიო და ეგეთ ამბავში ვყევართ და რომ ჩაგვიგდებეეეეენ.....თქვენ მერე ნახეთ რას გვიზამენ ........პლიუს ყველა სხვა ბედნიერებასთან ერთად, ყველას ლგბტ--ებს გაგვხდიან---საცა მოუნდებათ და როცა მოუნდებათ ყველას იქ
და მაშინ გადაგვკუზავენ ( პირდაპირი და გადატანით მნიშვნელობით)