„ის „ვორდის ფაილები“, რომელიც „ტვ პირველმა“ გამოაქვეყნა, გახდა საფუძველი, რომ რეზოლუციაში მოხვედრილიყო, თითქოს ქვეყანაში უკანონო მოსმენები დღესაც ხდება“

„ის „ვორდის ფაილები“, რომელიც „ტვ პირველმა“ გამოაქვეყნა, გახდა საფუძველი, რომ რეზოლუციაში მოხვედრილიყო, თითქოს ქვეყანაში უკანონო მოსმენები დღესაც ხდება“

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს მოუწოდებენ, ვეტო დაადოს „ფარული მიყურადების გაუარესებულ კანონმდებლობას“.

განცხადებას ათამდე სამოქალაქო სექტორი აწერს ხელს.

„2022 წლის 7 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად მნიშვნელოვნად უარესდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების დროს ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის სტანდარტი. მიღებული კანონი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ნორმებს და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. საკანონმდებლო ცვლილებები არაერთი ხარვეზით ხასიათდება, მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვადასთან და პირისათვის ფარული საგამოძიებო მოქმედებების შეტყობინებასთან დაკავშირებული ახალი წესები, კერძოდ, ფარული მოსმენები 77 დანაშაულზე შეიძლება უვადოდ განხორციელდეს და რიგი დანაშაულების შემთხვევაში პირმა შესაძლოა 30 წელიც ვერ შეიტყოს, რომ მის მიმართ ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. შესაბამისად, ვერასდროს გამოიყენოს გასაჩივრების უფლება, ვერ ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით და ვერ დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალური ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება და დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც ფარული თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს, 27 ნაკლებად მძიმე დანაშაულიც ემატება. მიღებული კანონი აზრს უკარგავს იმ დადებით ცვლილებებს, რომელიც კანონმდებლობაში 2014 წელს განხორციელდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ევროპის საბჭოს ექსპერტების აქტიური ჩართულობით“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

ანალიტიკოსებისთვის სამოქალაქო სექტორის მიერ გავრცელებული განცხადება მიუღებელია. ისინი იმ პერიოდს იხსენებენ, როდესაც წინა ხელისუფლების პერიოდში ხდებოდა უკანონო მოსმენები - გავრცელება, ხოლო „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, აღნიშნული ფაილები სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით განადგურდა.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელი არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოური გავლენის ქვეშ არიან და რომ ისინი ქვეყნის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.

„საქართველოში დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების 90% უცხოური გავლენის ქვეშ არიან. ამ უცხოური გავლენის აგენტებს არ სურთ, მათი ნასაუბრები (ტელეფონზე იქნება თუ სხვადასხვა საშუალებებით), გამოაშკარავდეს და მათ დაუმტკიცდეთ ის, რომ ისინი ქვეყნის მოღალატეები არიან და ქვეყნის საწინააღმდეგოდ რომ მოქმედებენ“, - აღნიშნა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი თუ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, სამოქალაქო სექტორის განცხადება არ უნდა გაითვალისწინოს და კანონპროექტს ვეტო არ უნდა დაადოს.

„ვფიქრობ, თუ პრეზიდენტი საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე იხელმძღვანელებს, ვეტო არ უნდა გამოიყენოს. მგონია, სალომე ზურაბიშვილს ეყოფა ჭკუა და გამოცდილება იმისა, რომ მან ასეთი პრეცედენტი არ ჩაიდინოს. თუ ის ვეტოს გამოიყენებს, ეს გამოიწვევს პიროვნულად პრეზიდენტისადმი ისედაც შერყეული დამოკიდებულების კიდევ უფრო შერყევას“, - განუცხადა გვენეტაძემ for.ge-ს.

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს წარსულს ახსენებს. მისი თქმით სამოქალაქო სექტორმა „ნაციონალური მოძრაობის“ ის პერიოდი უნდა გაიხსენოს, როდესაც უკანონო მოსმენა და შემდეგ გავრცელება ხდებოდა. ბოჟაძე არასამთავრობოებს ახსენებს იმ პერიოდსაც, თუ როგორ განადგურდა ყოფილი ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩაწერილი ფაილები.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფოლების ყოფნის პერიოდში, სწორედ ფარული მიყურადება და პირადი ცხოვრების გადაღება-გავრცელება იყო შანტაჟისა და პოლიტიკური წარმოების მეთოდი. ამ მიმართულებით თუ რამ გაკეთდა, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გაკეთდა. დღეს, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე მიყურადება-მოსმენა კანონმდებლობით აკრძალულია. სამწუხაროდ, ის „ვორდის ფაილები“, რომელიც „ტვ პირველმა“ გამოაქვეყნა, გახდა საფუძველი იმისა, რომ ევროპარლამენტში რეზოლუციაში მოხვედრილიყო, თითქოს ქვეყანაში უკანონო მოსმენები დღესაც ხდება. სხვათა შორის, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, სწორედ სამოქალაქო სექტორის მოთხოვნით აღნიშნული ფაილები საჯაროდ გაანადგურა. ახლაც ამ თემით აპელირება, განცხადების გავრცელება, თუ პრეზიდენტისადმი მოწოდება ემსახურება ერთადერთ მიზანს - ვინმემ დაიჯეროს ამ ქვეყანაში, რომ ვინმე ვინმეს უკანონოდ უსმენს. სამწუხაროდ, ახლა არასამთავრობო ორგანიზაბიები არა მარტო „ქართული ოცნების“ მიმართ, არამედ საკუთარი ქვეყნის მიმართ არიან კრიტიკულად განწყობილნი“, - განაცხადა ბოჟაძემ.

მისივე თქმით, თუკი პრეზიდენტი აღნიშნულ თემას ვეტოს დაადებს, მაშინ ხელისუფლება კანონის გათვალისწინებით მოიქცევა, ან ზურაბიშვილის მითითებას გაითვალისწინებს, ან კიდევ ვეტოს დაძლევს.

„პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი ინსტიტუციურადაც და პოლიტიკურადაც, ამიტომ რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, ეს მისი გადაწყვეტილება იქნება. დაველოდოთ რას იზამს, თუ ვეტო იქნება დადებული, სავარაუდოდ, პარლამენტი იფიქრებს ან პრეზიდენტის დასაბუთებელი შენიშვნების გათვალისწინებაზე, ან ვეტოს გადალახვაზე. დაველოდოთ, ნუ ვიჩქარებთ, თუმცა პრეზიდენტის პოზიციაზე არაა საუბარი. პრეზიდენტის პოზიციაზე მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის განცხადება, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ვინმეს უსმენენ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა for.ge-თან საუბრისას.

დემეტრე - აეწვათ უცხო ქვეყნის აგენტებს!!!
2 წლის უკან
trampi უკრაინა მეორე ფრონტის გახსნას ითხოვსო....
ესენი ვერ არიან კარგად ----------ესენი თავს ისულელებენ
დათვსა ხედავდნენ და მაინც დათვის კვალს ეძებდნენო.......
რქები უჩანდა (კაი ხანია)...ქოჩორიც....... ეგე ეხლა ეშმაკმა სახეც დაგვანახა (სხვა რამეც)....და კიდე მასზე იძახით მეგობარიაო ??
როგორ..................... თქვენ მართლა უკრაინის მოთხოვნა გგონიათ მეორე ფრონტის გახსნაააა??
უკრაინას ვინ ეკითხება ბალი ათიშაურიაო? უკრაინა კი არა ამას უკრაინის სახელით ამერიკა ითხოვს, ამერიკა!!!
ვერა ხადააავთ რო უკრაინის ნებისმიერი ჩინოვნიკი, გერმანიისა მთელ მთავრობას(პრეზიდენტს, კანცლერს) შნირებივით ელაპარაკება და ყველას ტრაკში ისმეევს??...
განა ვინააა უკრაინა რო გერმანიას ასე ექცევა?/ ვისი ტრაკიტ, ვისი ტრაკით ატრაკებს ასე??
ან ჩვენგან ელჩის გაწვევა???
ჰოოოოო.......................ესეა, ესე ......... და ეს ყველაფერი თქვენ გადასარევად იცით მაგრამ კულტურულად ნე ვიჟუს აკეთებთ??

ჰოოდა ....................... ჯერ ბოლომდე ხელში არა ვყევართ ჩაგდებულებიო და ეგეთ ამბავში ვყევართ და რომ ჩაგვიგდებეეეეენ.....თქვენ მერე ნახეთ რას გვიზამენ ........პლიუს ყველა სხვა ბედნიერებასთან ერთად, ყველას ლგბტ--ებს გაგვხდიან---საცა მოუნდებათ და როცა მოუნდებათ ყველას იქ
და მაშინ გადაგვკუზავენ ( პირდაპირი და გადატანით მნიშვნელობით)
2 წლის უკან