„თუ ქართულ საზოგადოებას აქვს პრეტენზია საზოგადოებად იწოდებოდეს, ის შეურაცხყოფა, რაც ევროპარლამენტმა რეზოლუციით მიაყენა, უპასუხოდ არ უნდა დარჩეს“

„თუ ქართულ საზოგადოებას აქვს პრეტენზია საზოგადოებად იწოდებოდეს, ის შეურაცხყოფა, რაც ევროპარლამენტმა რეზოლუციით მიაყენა, უპასუხოდ არ უნდა დარჩეს“

308 მომხრე 218 წინააღმდეგი - ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის შესახებ. ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამასთან, დოკუმენტში საუბარია „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიაზე და აღნიშნულია, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი საქართველოში ფართოდ აღიქმება, როგორც დღევანდელი ხელისუფლების კრიტიკული ხმის გაჩუმების მცდელობა, ვინაიდან ეს საქმე უკვე უარყოფითად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წელს.

რეზოლუციაში ასევე შევიდა ევროპარლამენტის ჯგუფების „ევროპის სახალხო პარტიის“, „განაახლე ევროპის“ და „ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“ შესწორება, რომელიც წევრ ქვეყნებსა და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს განიხილონ პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილზე.

შესწორების თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და კონტროლის დონეზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის მიერ გამოვლენილი პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ. კრიტიკის ფონზე ევროპარლამენტში არაერთი განცხადება გაკეთდა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერის აუცილებლობაზე. ევროპელი დეპუტატები აცხადებენ, რომ ქართველი ხალხი ევროპული ოჯახის წევრობას იმსახურებს და ვისაც ეს არ სურს მხოლოდ რუსეთია.

ევროპარლამენტარი, ევგენ ტომაკი აცხადებს, რომ საქართველო უნდა გახდეს კანდიდატი ქვეყანა, რადგან ქართველი ხალხი ევროპელი ხალხია და ვის სურს, რომ საქართველო დასუსტდეს და დაშორდეს ევროპულ ოჯახს, ეს მისი თქმით, ვლადიმერ პუტინია.

„ევროკავშირი გაფართოებისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ ვიყოთ უფრო მიზანმიმართული ჩვენს პოლიტიკაში საქართველოს მიმართ. ასევე, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა გაიგონ, რომ ევროკავშირი არ არის პროექტი, რომელსაც ესადაგება დაბალი სტანდარტები. ევროპულ პროექტებში არის ღირებულებები და სტანდარტები, რომელიც საქართველოს ავალდებულებს, რომ მათ პატივი სცეს და ეს ღირებულებები უნდა განხორციელდეს საქართველოში. საქართველო უნდა გახდეს კანდიდატი ქვეყანა“, - აცხადებს ევგენ ტომაკი.

კიდევ ერთი ევროპარლამენტარი რიჩარდ ჩარნეცკი აცხადებს, რომ სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოიწვიოს საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, როგორც კანდიდატი ქვეყნები, ეს რომ არ მოხდეს, ეს იქნება ძალიან ხელსაყრელი პუტინისთვის.

„ჩვენ ვიცით, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი დაესხა თავს 2008 წელს. პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს. მიუხედავად იმისა, რას ვფიქრობ მიმდინარე ხელისუფლებაზე, საქართველო იმსახურებს ადგილს ჩვენს პოლიტიკურ ოჯახში, რომელიც არის ევროკავშირი“, - განაცხადა რიჩარდ ჩარნეცკიმ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რეზოლუცია ამყარებს ცალკეული ექსპერტების მიერ გამოთქმულ ვარაუდს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გახმოვანებულ ვადაზე ადრე მოთხოვნის თემა საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა მოიგონეს, რომ საქართველოსთვის და მისი ხელისუფლებისთვის ხელოვნური სირთულეები შეექმნათ.

„საქართველოს „კეთილმოსურნეებს“ შეიძლება არ მოსწონთ, რომ საქართველოში კანონი კანონობს და არაჟნის კონტეინერით ქვეყანაში შემოპარული სააკაშვილიც და ტელეკომპანიის 7 მილიონით გამძარცველი გვარამიაც დღეს კუთვნილ ადგილას იმყოფებიან. საქართველოს „კეთილმოსურნეებს“ შეიძლება არ მოსწონთ, რომ საქართველო სრულიად საბედისწერო და ფატალურ ომში არ ჩაერთო და ქვეყანა არავის გაანადგურებინა. თუმცა, რაც არ მოსწონთ კრიმინალების მფარველებს, მოსწონს ქართველ ხალხს - ეს არის მშვიდობა, სამართლის უზენაესობა და ეკონომიკური განვითარება.

ვისაც ეს არ მოსწონს, საქართველოს მეგობრად და კეთილმოსურნედ ნამდვილად ვერ იწოდება. რეზოლუციას, რომელიც ქართული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების მტრების - სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებისკენ მოგვიწოდებს და ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან დღეს სრულად არის დისტანცირებული და რომელმაც ქართველ ხალხს 2012 წელს დემოკრატია, მედიის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი დაუბრუნა, ქართული დემოკრატიის ლამის მთავარ პრობლემად აცხადებს და მის სანქციერებას ითხოვს, არაფერი აქვს საერთო ევროპულ ღირებულებებთან და ასეთ რეზოლუციას, პირდაპირ ვიტყვით, ჩალის ფასი აქვს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, შექმნილ სიტუაციაში, პოლიტიკა უკვე უკან არის გადაწეული. მთავარი სიტყვა ეკუთვნის ხალხს. მისი თქმით, თუ ქართულ საზოგადოებას აქვს პრეტენზია საზოგადოებად იწოდებოდეს, მან უნდა გამოხატოს საკუთარი პოზიცია. ანალიტიკოსი თვლის, რომ ის შეურაცხყოფა რაც ევროპარლამენტმა, თავის რეზოლუციით, დღეს მიაყენა ქართულ საზოგადოებას, არ უნდა დარჩეს უპასუხოდ.

„ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტი დიდწილად მოქცეულია იმ ინფორმაციის ტყვეობაში, რასაც მას აწვდის „ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიციური პარტიები და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. როგორც ჩანს, სანდო წყაროდ ითვლებიან და შესაბამისად, ევროპარლამეტი არ ცდილობს გადაამოწმოს ეს ინფორმაცია, რომ გაერკვეს რეალურ სიტუაციაში, მათ შორის მედიის თავისუფლების კუთხით თუ რამდენი ოპოზიციური ტელეარხი მაუწყებლობს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

შესაბამისად, ევროკავშირის ამ რეზოლუციის შინაარსიც და პათოსიც ერთიანად გამსჭვალულია „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების მიერ ჩაწოდებული ინფორმაციით. ისინი ცდილობენ ერთმანეთს დაუპირისპირონ ქართველი მოსახლეობა და ხელისუფლება, რადგან ქართველი მოსახლეობა არის ევროპის მომხრე და თურმე, მის მიერ არჩეული ხელისუფლება არის ევროკავშირის წინააღმდეგ. თავად ხედავთ რამდენად ალოგიკურია ასეთი გზავნილი.

იგივე სოციალური ქსელით თუ ვიმსჯელებთ, ვხედავთ, რომ ძალიან ნეგატიური განწყობაა ევროკავშირის მიმართ. რაც არ არის კარგი, მაგრამ ეს არის საზოგადოების განწყობა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირის ეს რეზოლუცია ასე უკვალოდ არ ჩაივლის და საზოგადოებას ამაზე, ალბათ, უნდა ჰქონდეს რეაქცია“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

მისი თქმით, შეუძლებელია გაატარო ის, რომ ნიკა გვარამიას აცხადებდნენ მედიის დამოუკიდებლობის სიმბოლოდ, ასე უპირობოდ ითხოვდნენ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ისე, რომ ჯერ კიდევ არაა ცნობილი სამედიცინო დიაგნოზი, რაც ევროსკეპტიკურ განწყობებს აღვივებს საქართველოში.

„როგორც ჩანს, ევროკავშირი ამას ვერ აცნობიერებს და მოქმედებს ვიწრო, მოკლევადიანი კონიუნქტურით. ისინი თვლიან, რომ, თუ ჩვენ მივიღებთ მკაცრ რეზოლუციას, ამით „ქართული ოცნება“ შეშინდება და დაიწყებს ისეთი რამეების გაკეთებას, რაც ჩვენ გვინდა. თუ „ქართული ოცნება“ ამას გააკეთებს, მე ვფიქრობ, რომ ის დაკარგავს თავისი ამომრჩევლის დიდ ნაწილს. თუ „ქართული ოცნების“ ლიდერების გამონათქვამებით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მაინცდამაინც არ აპირებენ იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელსაც მას რეზოლუცია უსახავს.

ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ ეს რაუნდი მოიგო. ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურმა გუნდმა, მათთვის სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ იმუშავა, რომ ეს განწყობები გაენეიტრალებინა. მოდით, ესეც ვთქვათ, ვიცით ვინ არის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური გუნდი, ამიტომ, ყველაფერს ოპოზიციას ნუ დავაბრალებთ. ხელისუფლების წვლილიც არის იმაში, რომ მათ ვერ მიიტანეს საკუთარი სიმართლე ევროპელი პარტნიორების ყურამდე. ამიტომ, ეს ყველაფერი რაც მოხდა, უნდა მივიღოთ როგორც ფაქტი და უნდა დაველოდოთ ევროკომისიის გადაწყვეტილებას.

ვიცი, საჯარო სივრცეში ჩაშვებულია ასეთი ინფორმაციები, რომ უკრაინას და მოლდოვას მისცენ სტატუსი, ხოლო საქართველო გამოყონ და მას რაღაცა დათქმები დაუწესონ. ამით ოპიზიციას მისცენ კოზირი, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ ორიენტაციას და აბა, მიდით და შეცვალეთ ხელისუფლება. მე მაინც არ მგონია, რომ ევროპამ ასეთი მძიმე შეცდომა დაუშვას“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია ორი ძირითადი მიზეზითაა განპირობებული. პირველი - საქართველო არ უერთდება სანქციებს და არ ერთვება ომში, ანუ არ მიდის ფიზიკურ სიკვდილზე; მეორე - საქართველო ეწინააღმდეგება ლგბტქ+-ს და გეი აღლუმს, ანუ არ მიდის სულიერ სიკვდილზე. მისი თქით, საქართველოს არ უნდა ფიზიკური და სულიერი სიკვდილი ევროკავშირში შესვლის აშკარად თაღლითური შეპირების სანაცვლოდ.

„სუიციდის აშკარა სინდრომით შეპყრობილი ეს სუპერგაერთიანება თვითონ მალე გაიზიარებს ბაბილონის გოდოლის ბედს. დიდი ევროპული კულტურის შემოქმედი ერები ახალ ცივილიზაციურ პარადიგმას შექმნიან. რაც შეეხება ამ აპოკალიფსური მეძავის აქაურ მსახურებს და თაყვანისმცემლებს, ისინი, უბრალოდ, კოლექტიური დავით ჩუთლაშვილები არიან, რომელმაც გმირულად განაცხადა, რომ თუ ევროკავშირში შესვლას მისი გეიდ გახდომა დასჭირდება, ის მზადაა, გახდეს გეი.

პოლიტიკურად ხომ უკვე ასეც მოიქცა 15 პარტია. ეს კარგად გაიაზრონ იმათმა, ვინც რუსეთის ჯინაზე გადავითჩუთლაშვილდნენ და ვერ აცნობიერებენ, რომ ერთი ანეკდოტის არ იყოს, იმ ქამარ-ხანჯლიან მთიელს დაემსგავსნენ, რომელსაც აუპატიურებენ და ხანჯალი იმისთვის მაქვს, შეურაცხყოფა რომ არ მომაყენონო-იძახის. გასაგებია, რომ საგარეომ ვერ იმუშავა, მაგრამ სულ სხვა სიტუაცია არის. გეოპოლიტიკური საკითხია და ამ გეპოლიტიკურ დიდ ომში საქართველოს ფუნქცია იმთავითვე იყო განსაზღვრული“, - ამბობს სოსო მანჯავიძე.

როგორც ანალიტიკოსი ამბობს, ევროპარლამენტი ეს არის ადეკვატურობიდან გამოსული სუპერ სისტემა, რომელიც თავის ინტერესებს ვერ ახორციელებს, ვინაიდან იმყოფება აღმოსავლური სამყაროს გავლენის ქვეშ.

„ვუსურვებ, რომ გათავისუფლდნენ ამ იდეოლოგიური და პოლიტიკური იმპოტენციისგან, რომელიც დაემართათ. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ მათი მართვის სქემა ასეთია - გვარამიები, სააკაშვილები, მეცნიერების და მრეწველობის დანგრევა, ნულოვანი ზრდა, ელგებეტე პრაიდები, ეს არის ნეოლიბერალიზმით გადაგვარებული ევროპა, რომელიც ასეთი მოქმედებით ცდილობს დომინირებას, ეს ყველასთვის მიუღებელი გახდა.

ეს არის ღირებულებათა სისტემის განადურება. ამან პირველ რიგში, თვითონ ევროპას მოუტანა უმძიმესი შედეგი. ნეოლიბერალურმა იდეოლოგიამ შიგნიდან გამოფიტა ეს სუპერ გაერთიანება, ზუსტად ისე, როგორც საბჭოთა კავშირი გამოფიტა კომუნისტურმა იდეოლოგიამ, აი, ზუსტად იგივე ხდება.

ჩვენ გვყავს გმირები, ჩვენი ისტორიის იდეალები არიან ადამიანები, რომლებმაც რწმენის გულისთვის თავი გასწირეს და ესენი გვეუბნებიან, რომ ევროკავშირში, ამ მითიური გაერთიანების სანაცვალად უარი ვთქვათ ქრისტიანულ ღირებულებებზე და დავნერგოთ გენდერული თეორია თავისი ყველაზე უფრო უკუღმართი ფორმებით. იმდენად არიან ხიბლიში გახლართულები, რომ ვერც ხვდებიან, რატომ აქვს ქართველ ხალხს ეს წინააღმდეგობა, რაც ადასტურებს მათ დეგენერაციას. ევროპელების პოლიტიკა იყო პერიფერიების დეგენერაცია და თვითონ გამოდეგენერატდნენ“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

trampi მოკლედ ძალიან ძალიან გახარებული ვარ ამ რეზოლუციით ...მალადეც სამადაშვილი, კანდელაკი და კიდევ სხვებიც ..მართლაც მალადეც
რაც მაგათ გააკეთეს მაგას ვერანაირი მამულიშვილი ვერ მოახერხებდა ---- რო ქართველი ხალხი ესე ოპპტომ გამოეღვიძებინა
კოლუმბის ძახილმა ვერა და იქნებ ეხლა ამ ძვირფასმა რეზოლუციამ მაინც გაიღვიძოს ქართველმა ხალხი და ეხლა ,მაინც დაადონ ნივრიანი ამ ე.წ. კოლექტიურ დასავლეთს!!
ქუნემ კოლუმბი მეთქი.....
მომწიფდა...... მომწიფდა, იქნებ გვეშველოს ....
,,ღმერთო ღმერთო ეს ხმა ტკბილი, გამაგონოს ჩემს მამულში,, ---ზუსტად ესეა ზუსტად....კაია კაი
მალადეც ევროპა მალადეც
ბიჯოოოო .............. რაში დახარჯავს პუტინი აქ ფულებს ??ისედაც ევროპელები მუქთად მიერეკებიან საქართველოს რუსეთისაკენ....(.ეხლა განსაკუთრებით ომში არ ჩავებით)
მაგრამ იქ რომ უკვე ვიყავით?/
ვაააა ............. ცირკია ცირკი..... რამდენი მაქვს ამ წლების მანძილზე აქ ამ თემაზე ნაგუგუნარ--ღამეებ ნათენები და ...მაინც ისე მიდის საქმე, როგორც არ უნდა წასულიყო, არა
ჰოოოეეეე .;.............................. ევროპააააა................................ ნიღბები ჩამოგივარდათ, ნიღბები ....თუმცა კი, რუსებისა არ იყოს ნიღბები არც თქვენ გკეთებიათ
2 წუთის უკან
2 წლის უკან
trampi მოკლკედ პარადი მაქვს, პარადი
კიდევ რამდენი ქუნემ კოლუმბი უნდა მეძახა.....ცოტა შვება მომეცემა
2 წლის უკან
trampi ოღონდ ეხლა ევროპაში არ მიგვიღონ და ნაცების 50 % ს (მეზობლებს) ძველ დანაშაულებეს ვაპატიებ(ყველას ვერა, ბევრი უპატიებელი ჩატლახი ურევია)
2 წლის უკან
trampi უკრაინა მეორე ფრონტის გახსნას ითხოვსო....
ესენი ვერ არიან კარგად ----------ესენი თავს ისულელებენ
დათვსა ხედავდნენ და მაინც დათვის კვალს ეძებდნენო.......
რქები უჩანდა (კაი ხანია)...ქოჩორიც....... ეგე ეხლა ეშმაკმა სახეც დაგვანახა (სხვა რამეც)....და კიდე მასზე იძახით მეგობარიაო ??
როგორ..................... თქვენ მართლა უკრაინის მოთხოვნა გგონიათ მეორე ფრონტის გახსნაააა??
უკრაინას ვინ ეკითხება ბალი ათიშაურიაო? უკრაინა კი არა ამას უკრაინის სახელით ამერიკა ითხოვს, ამერიკა!!!
ვერა ხადააავთ რო უკრაინის ნებისმიერი ჩინოვნიკი, გერმანიისა მთელ მთავრობას(პრეზიდენტს, კანცლერს) შნირებივით ელაპარაკება და ყველას ტრაკში ისმეევს??...
განა ვინააა უკრაინა რო გერმანიას ასე ექცევა?/ ვისი ტრაკიტ, ვისი ტრაკით ატრაკებს ასე??
ან ჩვენგან ელჩის გაწვევა???
ჰოოოოო.......................ესეა, ესე ......... და ეს ყველაფერი თქვენ გადასარევად იცით მაგრამ კულტურულად ნე ვიჟუს აკეთებთ??

ჰოოდა ....................... ჯერ ბოლომდე ხელში არა ვყევართ ჩაგდებულებიო და ეგეთ ამბავში ვყევართ და რომ ჩაგვიგდებეეეეენ.....თქვენ მერე ნახეთ რას გვიზამენ ........პლიუს ყველა სხვა ბედნიერებასთან ერთად, ყველას ლგბტ--ებს გაგვხდიან---საცა მოუნდებათ და როცა მოუნდებათ ყველას იქ
და მაშინ გადაგვკუზავენ ( პირდაპირი და გადატანით მნიშვნელობით)
2 წლის უკან