ავღანეთში, ბაზა „ორბზე“ თავდასხმის შედეგად დაჭრილი 42-ე ბატალიონის 7 სამხედრო მოსამსახურე ბაზა „ბასტიონის“ სამხედრო ჰოსპიტლიდან უკვე გამოწერეს. ამერიკელი სამხედრო ექიმების შეფასებით, სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი სტაციონარში ყოფნას აღარ საჭიროებენ. 42-ე ბატალიონის სამხედრო ექიმის, მაიორ ზურაბ ზაქარაიას განცხადებით, ისინი ამ დროისთვის საცხოვრებელ კარვებში არიან გადაყვანილი.
6 ივნისს ქართულ ბაზაზე განხორციელებული ტერაქტის დროს 9 დაჭრილი ჯარისკაციდან ორი გერმანიაში განაგრძობს მკურნალობას.