მიხაილო პოდოლიაკი:  კარგია, რომ სანგრებში მყოფ უკრაინელებს „დავოსის პანიკიორების“ მოსასმენად დრო არ აქვთ

მიხაილო პოდოლიაკი: კარგია, რომ სანგრებში მყოფ უკრაინელებს „დავოსის პანიკიორების“ მოსასმენად დრო არ აქვთ

კარგია, რომ სანგრებში მყოფ უკრაინელებს „დავოსის პანიკიორების“ მოსასმენად დრო არ აქვთ, ისინი ცოტათი დაკავებულნი არიან თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვით , - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანის ჰენრი კისინჯერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც უკრაინა უნდა დაეთანხმოს თავისი ტერიტორიის ნაწილის რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად დათმობას.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კისინჯერის რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთა და აშშ-ის ყოფილი პირველი დიპლომატის განცხადებას ასე გამოეხმაურა.

პოდოლიაკმა ისიც აღნიშნა, რომ კისინჯერი პოლონეთის ან ლიეტუვის მიტაცების უფლებას მისცემდა.