„უკრაინელი მილიონი ჯარისკაცი უდრის რუსების 3-4 მილიონ ჯარისკაცს, რადგან რუსებს ომი არ უნდათ, უკრაინელები მზად არიან, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იომონ“

„უკრაინელი მილიონი ჯარისკაცი უდრის რუსების 3-4 მილიონ ჯარისკაცს, რადგან რუსებს ომი არ უნდათ, უკრაინელები მზად არიან, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იომონ“

„რუს მიცვალებულთა ფოტოები რომ ვნახე, სუყველას ხელზე საიუველირო მაღაზიებიდან მოპარული ოქროს ბეჭდები და ოქროს საათები ეკეთათ, 18-20 წლის რუს „პარჩაკ“ სოფლის ბიჭებს. უკრაინაში ყველაზე მეტი რაოდენობით იბრძვიან ჩრდილოეთ კავკასიიდან, ძირითადად დაღესტნიდან, ამას მოსდევს მორდვა ტუვა. ეს არის დეპრესირებული რეგიონები, სადაც ორი შანსი აქვს ახალგაზრდა ბიჭს, ან ძალიან მაგარი სპორტსმენი უნდა იყოს, რომ ფული იშოვოს და იცხოვროს, ან სამხედრო კარიერა გაიკეთოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.

სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინას შეუძლია მოიგოს ეს ომი, რადგან რუსეთმა ვერ აიღო კიევი, უკან იხევს ხარკოვის გარშემოც, რუსები შეჩერდნენ დონბასშიც. სტოლტენბერგის პროგნოზი რომც გამართლდეს, ყველაფერი შედეგით ფასდება და ამდენი მსხვერპლის ფასად ღირდა ეს გამარჯვება? გამუდმებით გვესმის, რომ უკრაინამ ამდენი რუსი სამხედრო გაანადგურა, მაგრამ იღუპებიან უკრაინელი სამხედროებიც, მოხალისეებიც, მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები, ქალები, გადარჩენილებს კი ომის კოშმარის გამო ფსიქიკა ერყევათ. ამდენად, ხომ არ ფიქრობთ, 140-მილიონიანი რუსეთისთვის რუს სამხედროთა განადგურება არაფერია უკრაინელთა ფიზიკურ და სულიერ გენოციდთან მიმართებით?

- უკრაინა საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის გენოციდთან დაკავშირებით ხმამაღლა საუბრობს, ჰააგის სასამართლოს 80 მოსამართლე ადგილზე იკვლევს რუსების მიერ ჩადენილ დანაშაულს, მარტო ერთი ბუჩას „ქეისი“ იმხელაა, ხუთ საერთაშორისო სასამართლო პროცესს ეყოფა. რაც შეეხება უღირთ თუ არა უკრაინელებს ამ ფასად გამარჯვება? უკრაინელებმა ჩათვალეს, რომ თავისუფლება მათთვის ყველაზე მთავარია. ისინი ნებისმიერ ფასს გადაიხდიან თავისუფლებისთვის. ცხადია, ზოგიერთები ფიქრობენ, რომ მთავარია ადამიანთა სიცოცხლე, რომ უკეთესი იყო კომპრომისი, მაგრამ ეს დავა არასდროს დასრულდება, მსგავსად იმისა, ქათამი უფრო ადრე გაჩნდა, თუ კვერცხი. მახსოვს, ჩემი სტუდენტობის დროს ამერიკას ჰყავდა გაეროში ბრწყინვალე დიპლომატი ქალბატონი ჯინ კირკპატრიკი, პროფესორი, რომელმაც საჯარო განცხადება გააკეთა გაეროს უშიშროების საბჭოზე, რომ „არსებობს მშვიდობაზე უფრო მეტი ღირებულება“. საბჭოთა კავშირში ამის გამო ატყდა ერთი წივილ-კივილი, ჩვენ, სტუდენტებს, ვინ გვეკითხებოდა, მაგრამ ეს მოდა იყო, ხელმოწერები შეგროვდა, ჩვენც მოგვაწერინეს ხელი, თურმე როგორ შეიძლებოდა ასეთი განცხადების გაკეთება, მთავარი მშვიდობააო. ასეთ თემებს ზოგიერთი რეჟიმი ბოროტად იყენებს, მაგრამ რუსეთში იმდენად საშინელი იყო მეორე მსოფლიო ომი, რომ მერე რუსეთის ხელისუფლება მშვიდობიანობის თემას სათავისოდ წარმატებით იყენებდა: აი, ცუდად ცხოვრობთ? სამაგიეროდ, მშვიდობაა. პური არ არის? მშვიდობაა. გზები არ არის? მშვიდობაა.

მოსკოვში ვცხოვრობდი, ვსწავლობდი და მახსოვს, რიგითი ადამიანები, იქაური მოსახლეობის 90% ფიქრობდა, ოღონდ მშვიდობა იყოს, ყველაფერს ავიტანთ, მონობასაც ავიტანთო.

ისე, უცნაურია, ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე უკრაინელებმა გადაიტანეს ჰოლოდომორი, მასობრივი შიმშილი, რუსებთან შედარებით ბევრად უარეს დღეში იყვნენ და ამ დროს დღემდე რუსები არიან მზად, მონობაში იცხოვრონ.

- კი, ასეა, მაგრამ არის ხალხი, რომელიც მზადაა, გაწყდეს, ოღონდ არ დათმოს თავისუფლება. 300 სპარტელი იდგა კლდესავით და თქვეს, გავწყდებით ყველანი, ოღონდ მტერს არ გავატარებთ.

თქვენც სტოლტენბერგის მსგავსად ხედავთ პროცესებს, რომ ომს უკრაინა მოიგებს?

- ომი უკვე გადავიდა ახალ სტადიაში, ეს არის რესურსების ომი. უკრაინა რომ იყოს პატარა ქვეყანა, 3-მილიონიანი, 5-მილიონიანი, მას ვერავითარი რესურსი ვერ უშველიდა, რადგან ცოცხალი მეომარი ძალა არ ეყოფოდა, მაგრამ უკრაინა 45-მილიონიანი ქვეყანაა. თანაც, რუსეთის რესურსები მილევადია. რუსეთს მალე რაკეტებიც გაუთავდება. ერთი რაკეტა- „კალიბრი“, რომელსაც რუსეთი ისვრის, 7 მილიონი დოლარი ღირს, წარმოიდგინეთ, რამდენი რაკეტა უნდა ისროლოს რუსეთმა. „ლენდ ლიზმა“ ყველაფერი გადაწყვიტა. ჩვენთან იძახიან, „ლენდ ლიზი“, „ლენდ ლიზიო“, მაგრამ ჯერ კიდევ გააზრებული არ აქვთ, რა არის „ლენდ ლიზი“, თანაც უვადო „ლენდ ლიზი“. მათ არ იციან, რა გააკეთა „ლენდ ლიზმა“ მეორე მსოფლიო ომის დროს. უკრაინას უკვე რესურსი აღარ დაელევა ომის დამთავრებამდე. დიდი შვიდეულის ბოლო შეხვედრაზე ევროკავშირმა და დიდმა შვიდეულმა ერთად მიიღეს განცხადება, რომ უკრაინისთვის სრული დახმარება იქნება მანამდე, სანამ საჭირო იქნება, ანუ ეს იქნება უვადო დახმარება.

ზელენსკი კმაყოფილია, რომ მარშალის გეგმა და „ლენდ ლიზი“ რეალური იქნება უკრაინისთვის. ევროპის რეკონსტრუქცია იმ დროს 13 მილიარდი დოლარი დაუჯდა ამერიკას, ახლა კი უკრაინა მიიღებს ულევ თანხას.

- რასაკვირველია, ამ უვადო დახმარებას კიდევ დაემატება დავოსის კონფერენცია, რომელიც ძირითადად მიეძღვნება უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენას.

საბოლოოდ პუტინი გაიმეორებს ხრუშჩოვის გზას? ხრუშჩოვსაც რუსებმა მიაკითხეს „დაჩაზე“ და უთხრეს, „მორჩა, ნიკიტა, ამიერიდან საქმეს ჩვენ მივხედავთო“. ასეთი ფინალი მოსალოდნელია?

- ეგ არავინ დაიჯეროს, ვინაიდან პუტინი არის საბჭოთა პირველი ლიდერი, თავიდან ფეხებამდე ჩეკისტი. აქ შეიძლება ქართული ანდაზა გავიხსენოთ, „მსუბუქი ყოფაქცევის დედამთილს რძალი არ გ...აო“, ამიტომ პუტინს შეთქმულებას ვერავინ მოუწყობს, გამორიცხულია. ზოგიერთი უკრაინელი და რუსი მიმომხილველი დაბეჯითებით ამბობს, რომ პუტინი ავადაა, სიმსივნე აქვს, მე არ ვიცი, ავად არის თუ არა, მაგრამ არ მჯერა ასეთი პროგნოზების. ბრეჟნევის დაავადებასთან დაკავშირებით პირველი განცხადება ამერიკელებმა გააკეთეს, კომპიუტერული გამოკვლევით მის სახეს დააკვირდნენ და დაასკვნეს, რომ ბრეჟნევს სჭირდა დაავადება. იმ დროს ჯერ კიდევ არავინ იცოდა ბრეჟნევის დაავადების შესახებ. ახლა კი ამერიკელებს ჯერ არაფერი უთქვამთ პუტინის დაავადების შესახებ.

სამაგიეროდ, ამერიკელები ირწმუნებიან, რომ პუტინი კაპიტულაციისთვის ემზადება, მაგრამ როგორ გამოძვრეს ამ სიტუაციიდან, ალბათ, ამაზე უფრო მეტს ფიქრობს, ვიდრე უკრაინაში შეჭრის დროს ფიქრობდა.

- როგორ გამოძვრეს და, სლენგით რომ ვთქვათ, პუტინმა უკვე სტოპერიოდი დაიჭირა, როცა წინასწარ გამოაცხადა, მე ვეომები მთელ დასავლეთს. ამიტომ, თუ დამარცხდა, იტყვის, მთელ დასავლეთთან დავმარცხდით. 53 ქვეყანა სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინას, დანარჩენმა ცივილიზებულმა სამყარომ, მათ შორის, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა, მსოფლიოს ყველაზე მდიდარმა ქვეყნებმა მთავარ მიზნად დაისახეს, არ დაუშვან უკრაინის დამარცხება, უფრო სწორად, არ დაუშვან რუსეთის გამარჯვება. ევროკავშირს და დიდ შვიდეულს ჩვენზე მეტი სანდო ინფორმაცია აქვს, მათი წინა განცხადებები ეხებოდა იმას, რომ უნდა აღდგეს 24 თებერვლამდე არსებული საზღვარი, მაგრამ სულ ახლახანს მიღებულ საერთო განცხადებაში წერია, რომ უნდა აღდგეს 2014 წლის დასაწყისამდე საზღვრები, ეს ნიშნავს, რომ უკრაინას უნდა დაუბრუნდეს ყირიმიც და მთლიანად დონბასი, თავისი ლუგანსკით, ეს არის საბოლოო მიზანი. ევროპაში ფანტაზიორები არ არიან, ეტყობა, აქვთ სადაზვერვო მასალა, რუსეთის რესურსებზე უფრო ზუსტი წარმოდგენა აქვთ. გარდა ამისა, აქ მთავარია მოტივაცია. თავის დროზე ნაპოლეონი ესპანეთში მწყემსებმა დაამარცხეს. ანდრე მასენა, ნაპოლეონის გენიალური მარშალი, უბრალო მწყემსებმა დაამარცხეს, რომლის შესახებაც წერენ, რომ შესაძლოა, ის ნაპოლეონის დონის სტრატეგი იყო. დაამარცხეს იმიტომ, რომ მწყემსებს მოტივაცია ჰქონდათ.

მოტივაციაზე როცა საუბრობთ, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისეების დაკვირვებით, უკრაინელები ისეთ განწყობაზე არიან, შეიძლება ომი რუსეთის ტერიტორიაზე კონტრშეტევით დაასრულონ.

- ესეც მოსალოდნელია, რადგან 15 მაისს უკრაინის ერთ-ერთი ბატალიონი უკვე გავიდა საზღვარზე რუსეთთან, გამოაქვეყნეს ვიდეო, როგორ დგამენ ბოძს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე. მაინც არა მგონია, უკრაინამ მიზნად დაისახოს რუსეთში შეჭრა, რადგან ეს ავანტურა იქნება. ხანძრები რომ ჩნდება რუსეთში, ეს ერთია, საზღვრისპირა რაიონების დაბომბვაც გაძლიერდება, როდესაც უკრაინა მიიღებს ამერიკულ უახლეს ჰაუბიცებს, ქვემეხებს. ჰაუბიცების მთელი ეშხი იმაშია, რომ ისინი 20-30 კილომეტრით უფრო შორს ისვრიან რუსულ ანალოგებთან შედარებით, უკრაინელებს შეუძლიათ ბომბონ სანაპირო, სასაზღვრო ზონები, სადაც არის ნავთობსაცავები, სადაც გროვდებიან რუსი ჯარისკაცები, სადაც ემზადებიან შესაჭრელად, რუსების ქვემეხები მათ ვერ მისწვდებიან, მაგრამ უკრაინული ჯარის შეჭრა რუსეთში არა მგონია. ამ ეტაპზე მთავარია „აზოვსტალის“ მებრძოლები, უკვე ეს ისტორიის საკუთრებაა.

„აზოვსტალის“ მებრძოლებმა თითქოს 300 არაგველის და 300 სპარტელის გმირობა გაიმეორეს, მაგრამ ამ ბრძოლაში ისინი მაინც მიტოვებულად გამოიყურებოდნენ.

- მადლობა ღმერთს, დღეს მობილური ტელეფონი არსებობს, მაინც კონტაქტი აქვთ და ეს მორალური მხარდაჭერაა. „აზოვსტალის“ მებრძოლებმა უკვე თავიანთი სახელები უკვდავყვეს. ზელენსკის მიკვირს, „აზოვსტალში“ მყოფი 500 თუ 600 კაცი უკრაინის გმირებად უნდა გამოაცხადოს.

თეორიული გათვლებით, თუ ასე გაგრძელდა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და დახმარება, რასაკვირველია, უკრაინა გაიმარჯვებს. რუსეთის მთავარი უპირატესობა ცოცხალი ძალის არაფრად ჩაგდებაა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ გერმანელებმა დათვალეს, რომ ერთი გერმანელი ჯარისკაცის მოკვლა საბჭოთა კავშირს 27 წითელარმიელის სიცოცხლედ უჯდებოდა. თუ ისე მიდგა საქმე, რომ უკრაინელ ერთ ჯარისკაცზე 50 რუსი ჯარისკაცი მოვიდა, მაშინ ძნელი იქნება იმის მტკიცება, რომ უკრაინა ნამდვილად გაიმარჯვებს. დღეს უკრაინისთვის გამარჯვება გარანტირებული არ არის, მაგრამ ყველა ლოგიკური გათვლით, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. თუმცა ვინც ისტორია იცის, უამრავი შემთხვევა ყოფილა, რომ რეალობა ხშირად თავდაყირა აყენებს თითქოს ყველაზე ზუსტ გათვლებს. ამ ეტაპზე ყველა მომგებიანი კოზირის კარტი უკრაინელთა ხელშია. რუსეთის უპირატესობა რაც არის დღეს, ეს ცოცხალი ძალაა. ამით ვერავინ დაეხმარება უკრაინას. ამერიკელები მზად არიან, ყველანაირი დახმარება აღმოუჩინონ უკრაინას, მაგრამ არავის არ უნდა, თავად იომოს უკრაინაში. მოხალისეების იმედზე ყოფნა კი არ შეიძლება. თავის დროზე, 1939 წელს მოხალისეებით ესპანეთმაც ვერ გაიმარჯვა, თუმცა ესპანეთში გაცილებით მეტი მოხალისე იბრძოდა, ვიდრე დღეს უკრაინაში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა საინტერესო განცხადება გააკეთა, ჩვენ მილიონიანი არმია უნდა შევქმნათო, უკრაინას დემოგრაფიული ვითარება ამ მხრივ ხელს უწყობს, 45- მილიონიან ქვეყანას თავისუფლად შეუძლია მოტივირებული მილიონიანი ჯარისკაცი გამოიყვანოს. უკრაინელი მილიონი ჯარისკაცი კი უდრის რუსების 3-4 მილიონ ჯარისკაცს, რადგან რუსებს ომი არ უნდათ, უკრაინელები მზად არიან სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იომონ. რუს მიცვალებულთა ფოტოები რომ ვნახე, სუყველას ხელზე საიუველირო მაღაზიებიდან მოპარული ოქროს ბეჭდები და ოქროს საათები ეკეთათ, 18-20 წლის რუს „პარჩაკ“ სოფლის ბიჭებს. უკრაინაში ყველაზე მეტი რაოდენობით იბრძვიან ჩრდილოეთ კავკასიიდან, ძირითადად დაღესტნიდან, ამას მოსდევს მორდვა, ტუვა... ეს არის დეპრესირებული რეგიონები, ისინი არ იომებენ რეალურად, მათ თვეში 200 ათას მანეთს ჰპირდებიან ხელფასს. დაღესტანში მხოლოდ ორი შანსი აქვს ახალგაზრდა ბიჭს, ან ძალიან მაგარი სპორტსმენი უნდა იყოს, როგორც ხაბიბი ჰყავდათ, მოკრივე, რომ ფული იშოვოს და იცხოვროს, ან სამხედრო კარიერა გაიკეთოს, ასევეა მორდვა, ტუვა. მხოლოდ მოსკოვი და პეტერბურგი აშენდა, თორემ რუსეთის მოსახლეობის 80%-ს გაზი არ აქვს. აღმოსავლეთ ციმბირში, სადაც პირდაპირი მნიშვნელობით გაზზე ცხოვრობენ და სახლის ქვეშ მილიონობით ტონა გაზია, ბარაკებში გაზი არ აქვთ, მეორე მსოფლიო ომამდე აშენებულ ბარაკებში ცხოვრობენ, რომლებიც უკვე დალპა.

 

Aburjga Tasmanieli რა გჭირს ბატონოი სოსო, ალაგ-ალაგ ხართ უკვე?! არა და ბებია მყავდა ცინცაძე! აფსუს!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli რა გჭირს ბატონოი სოსო, ალაგ-ალაგ ხართ უკვე?! არა და ბებია მყავდა ცინცაძე! აფსუს!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბმული
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ამხელა პროფესორმა კაცმა იმდენი კი უნდა იცოდე, რომ უკრაინელები ისეთივე რუსები არიან, როგორც ნოვგოროდელი, ფსკოველი და ვოლოგდელი რუსებია! რუსებია, რუსები ყველა, როგორ შეგიყვანოთ ტვინში, შპრიცით ხომ ვერ შეგასხამთ?!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბმული
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ოტო ფონ ბისმარკი (გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის იმპერიის დამაარსებელი და პირველი რაიხსკანცლერი.) უკრაინელების შესახებ -
"არაფერია ეგრეთ წოდებულ "უკრაინელებზე" უფრო საზიზღარი და ამაზრზენი! პოლონელების მიერ რუს ხალხიში არსებული ყველაზე ამაზრზენი ნაძირლებისგან (მკვლელები, კარიერისტები, ინტელიგენციის ხელისუფლების წინაშე მცოცავი) გამოზრდილი ეს ღელე მზადაა მოკლას საკუთარი მამა და დედა ძალაუფლებისთვის და მომგებიანი ადგილისთვის!
ეს ხისთავიანები მზად არიან გაანადგურონ თავიანთი თანატომელები და არა მოგების მიზნით, არამედ თავიანთი ძირეული ინსტინქტების დაკმაყოფილების მიზნით, მათთვის არაფერია წმინდა, ღალატი მათთვის ნორმაა, ისინი გონებით უბედურები არიან, მანკიერი. , შურიანი, განსაკუთრებული ეშმაკობით ცბიერი. ამ არაადამიანებმა ისე შთანთქეს რუსების, პოლონელებისა და ავსტრიელების ყველა უარესი და საზიზღარი თვისებები, რომ მათ სულში კეთილი თვისებების ადგილი აღარ დარჩა. ყველაზე მეტად მათ სძულთ თავიანთი კეთილისმყოფელები, ისინი, ვინც მათ სიკეთე გაუკეთეს და მზად არიან მუცელზე იხოხონ ამა ქვეყნისა ძლიერთა წინაშე.
მათ არ აქვთ რაიმე სერიოზულის გაკეთების უნარები და შეუძლიათ მხოლოდ პრიმიტიული საქმის შესრულება. ისინი ვერასოდეს შექმნიან საკუთარ სახელმწიფოს. ბევრი ქვეყანა მათ აბურთავებდა მთელ ევროპაში, მონური ინსტინქტები ისე იყო ჩადებული მათში, რომ მთელი მათი არსი ამაზრზენი წყლულებით დაფარეს!” !!!!
ეს მე არ მითქვამს, ეს ყველაფერი გერმანიის კანცლერმა ფონ ოტტო ბისმარკმა თქვა 150 წლის წინად! თითქმის ყველაფერი რაც აქ მოყვანილ ციტატაშია საოცრად შეესაბამება უკრაინის დღევანდელობას! საქართველოსთან უკრაინის დამოკიდებულებას ზუსტად ეხმიანება შემდეგი პასაჟი - „ყველაზე მეტად მათ სძულთ თავიანთი კეთილისმყოფელები, ისინი, ვინც მათ სიკეთე გაუკეთეს და მზად არიან მუცელზე იხოხონ ამა ქვეყნისა ძლიერთა წინაშე“.
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბმული
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ცნობილია გამოთქმა - უკრაინელი არის რუსი, რომელიც პოლონელმა დაკბინა!
2 წლის უკან
DDDzia ჰოოო, ბატონო სოსო!
სოსო ბატონье!
როგორც ჩანს - Старость не в радость.
Джентльмены удачи-ში რომ არის - Здесь помню, а здесь не помню.
თქვენგან არ ველოდი.
2 წლის უკან
ჯარჯი რა უაზრობებს ამბობს ცინცაძე? გამოდის, 200 000 რუსისთვის 60 000 უკრაინელს კუდით ქვა უნდა ესროლინებინა. თან, ლამის ნახევარი მსოფლიო აწვდის იარაღს...რადგან ეს არ ხდება, უკრაინელებს ის 60 ათასიც არ ჰყავთ?
2 წლის უკან