"ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე ბუზალაძე „შიდა ქართლის სპორტულ თამაშებს“ დაესწრო

"ქართული ოცნების" გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი და მერის მოვალეობის შემსრულებელი, კონსტანტინე ბუზალაძე, შიდა ქართლის სპორტულ თამაშებს“ დაესწრო, რომელიც გორში გაიმართა.

მისი განცხადებით, "შიდა ქართლის სპორტული თამაშები" უკვე რამდენიმე წელია მუნიციპალიტეტში ტარდება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოლულარიზაციას უწყობს ხელს. 

"განსაკუთრებული დღე გვქონდა გორში. თქვენმა ენერგიამ და შემართებამ ჩვენს ქალაქს სიცოცხლე და პოზიტიური ემოციები შემატა.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მარათონი მხოლოდ შეჯიბრება არ არის, ეს არის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის დადასტურება.

დღეს აქ წარმოდგენილი თითოეული მონაწილე გამარჯვებულია.

განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც დღეს საუკეთესო შედეგი აჩვენა და საპრიზო ადგილები მოიპოვა.

შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ რამდენიმე წელია აერთიანებს ჩვენს მუნიციპალიტეტებს და ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას." - წერს კონსტანტინე ბუზალაძე სოციალურ ქსელში.

გიული გუბაზაძე. …და რა მოხდა მერე რომ იგი დაესწრო სპორტულ ღონისძიებას? ხალხს , უბრალო და შეძლება მოკლებულ ხალხს უნდა შეხვდეს ყოველ დღე და ყოველსაათს, მოისმინოს მათი პრობლემები, დაპირდეს დახმარებებს და დახმარებების სიები და ადრესატები უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურად ინტერნეტში, მისივე ხელის მოწერებით! ენის ტარტალის დრო წარსულს უნდა ჩაბარდეს! საქმე და მხოლოდ საქმე!
47 წუთის უკან