„დააკვირდით ზელენსკისა და არესტოვიჩის 5 წლის წინანდელ განცხადებებს, ისინი რუსეთთან ომისთვის ემზადებოდნენ“

„დააკვირდით ზელენსკისა და არესტოვიჩის 5 წლის წინანდელ განცხადებებს, ისინი რუსეთთან ომისთვის ემზადებოდნენ“

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ დაძაბულობა უკრაინით არ დასრულდება და შემდეგი აუცილებლად ნატოს წევრი ქვეყანა იქნება. „აშშ აპირებს გერმანიიდან ბირთვული იარაღის ნაწილი გადმოიტანოს პოლონეთში და მასთან ერთად სარაკეტო სისტემებიც განალაგოს“, - წერს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, პოლონეთი დასავლეთ უკრაინაში შეჭრაზე ღიად საუბრობს, რაც ავტომატურად კრიზისის უდიდეს კერად იქცევა. როგორც დემურ გიორხელიძე for.ge-თან ინტერვიუში აღნიშნავს, პოლონელები გამოყენებულები იქნებიან იმისთვის, რომ რუსეთთან ნატოს ომი შედგეს.

დემურ გიორხელიძე: სოციალურ ქსელში ადრე დავწერე, რომ მიმდინარე მოვლენების ლოგიკა ისეთი იყო, ის უკრაინის ომს აუცილებლად გასცდებოდა. უკრაინა დაპირისპირების საგანი არაა, ის გლობალურ თამაშში საკუთარი ნებით შეწირული მსხვერპლია და საერთოდ განადგურდება.

რაც შეეხება ჩემს პოსტს, არავისი არც სიმპათიით და არც სიძულვილით არ დამიწერია. უბრალოდ, ვიცოდი რა იყო დავის საგანი, ვიცოდი პოზიციები და ვიცოდი, რომ კრიზისი მოლაპარაკებებით ვერ დასრულდებოდა. უკრაინის შემდეგ, ყველაზე მძიმე პერიოდი იწყება და ნატოს ქვეყნები აუცილებლად დაპისპირების ქვეშ იქნებიან.

უკრაინა ამერიკის გეგმებს შეეწირა?

- არავინ არავის არ ეწირება, უკრაინისთვის არავის დაუძალებია იმ ფუნქციის აღება, რა ფუნქციაც მან 2014 წლის შემდეგ აიღო. ისინი ომისთვის საკმაოდ დიდი დაფინანსებით ემზადებოდნენ. ვერ ვხედავ რატომ უნდა ემზადებოდე ომისთვის, როდესაც ომის საფრთხე არ გაგაჩნია. ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა ხარ და დიდი პოტენციალი გაგაჩნია. დღეს, უკრაინა გერმანიაზე უფრო ძლიერი ქვეყანა უნდა იყოს, რადგან ამისთვის ყველაფერი გააჩნდა. ახლა კი, განადგურების წინაშე დგას. ასე რომ, არავინ არავის არ ეწირება. დააკვირდით ზელენსკისა და არესტოვიჩის 5 წლის წინანდელ განცხადებებს, ისინი რუსეთთან ომისთვის ემზადებოდნენ. მათ ეს ომი სჭირდებოდათ - რაც განადგურდება განადგურდება, შემდეგ შევალთ ნატოშიო. ეს იყო მათი მიზანი, მაგრამ შედეგი მცდარი აღმოჩნდა. გაცილებით რთული პერიოდი დგება, უკრაინის საკითხი მალე დასრულდება და შემდეგ იწყება ის, რაც ძალიან მძიმე იქნება.

შეიძლება დაძაბულობა მესამე მსოფლიო ომად მივიჩნიოთ, არის ამის წინაპირობა?

- მთელი მსოფლიო არაა დაპირისპირებული?! რუსეთთან დაპირისპირებულია მხოლო ე.წ. კოლექტიური დასავლეთი, რომლის სათავეშიც ამერიკის შეერთებული შტატები დგას. მსოფლიოს არც ერთი სხვა ნაწილი დაპირსპირებული რუსეთთან არ არის.

რატომ სურს აშშ-ს ბირთული იარაღი პოლონეთში გადაიტანოს და რა მოხდება, თუკი ამ ბრძოლაში პოლონეთი ჩაერთვება?

- პოლონეთი არარაობა ქვეყანაა. ისინი „რეჩ პოსპოლიტას“ აღდგენაზე ოცნებობენ და ამის აღდგენა აშშ-ს ზურგით უნდათ. ასევე სურვილი აქვთ, რომ დასავლეთ უკრაინაში შეიჭრან და 1939 წლის საზღვრები აღადგინონ, მაგრამ ამის პრესპექტივას ვერ ვხედავთ. უბრალოდ, პოლონელების ხასიათიდან გამომდინარე, მათ იყენებენ იმისთვის, რომ რუსეთთან ნატოს ომი შედგეს და თუ შედგა ევროპასაც და ნატოსაც გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნია.

ომში მყოფ რუსეთს რამდენად შესწევს ძალა, რომ კიდევ ნატოს დაუპირსპირდეს?

- ეს რუსების პრობლემაა. ქართველებმა ისიც არ იციან, რუსებს რა შესაძლებლობა აქვთ. ჩვენს მედიაში რეალური შეფასება არ ვრცელდება. საუბედუროდ, ჩვენს მედიაში ტოტალური ტყუილი სკდება. მალე ნახავთ ამ თვეების განმავლობაში წარმოებულ პროპაგანდას, რომელიც, ფაქტობრივად, არესტოვიჩის პროპაგანდის გაგრძელებაა.

თქვენ ახსენეთ, რომ ზელენსკისა და არესტოვიჩი 5 წლის წინ ემზადებოდნენ ომისთვის. ანუ მათი გათვლა იყო, რომ უკრაინა ნატოში ისე ვერ შევიდოდა და ამიტომ დაიწყო ომი?

- რუსეთთან ომის დაწყება მათი პოლიტიკაა და ისინი ამითვის ემზადებოდნენ, რისთვისაც მილიონები დაიხარჯა. ეს არავის არჩევანი არ ყოფილა, უკრაინელების არჩევანია.

უკრაინა-რუსეთის ომის პარალელულად ვხედავთ, რომ ფინეთი ნატოში გასაწევრიანებლად ემზადება. ნატო ძალებს აძლიერებს, ხოლო ფინეთი თავს იცავს?

- ნატო რუსეთის საპირწონე არაა. მათი საპირწონე ერთადერთი ამერიკაა. ნატო და ევროკავშირი არ წარმოადგენენ იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც გლობალურ პოლიტიკაში რაიმე როლს თამაშობენ. სამი გლობალური მოთამაშეა: აშშ, რუსეთი და ჩინეთი. ასევე არის რამდენიმე მძალვრი მოთამაშე - ირანი, პაკისტანი, ინდოეთი, თურქეთი, ხოლო ევროკავშირი არ წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მსოფლიო პოლიტიკაში რაიმე გადაწყვეტილებაში იღებდეს მონაწილეობას.

თუმცა ახლა ჩინეთი გვერდით არის გაწეული, რატომ?

- ჩინეთი განზე არაა გამდგარი, უბრალოდ, საკუთარი სახელმწიფოსა და საკუთარი ხალხის ინტერესების ფარგლებში მოქმედებს. ისინი მოქმედებენ ჭკუით და არა ისე, როგორც საქართველო იქცევა.

თქვენი ნათქვამიდან გამოდის, რომ აშშ ნატოს ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს?

- საუბარია იმაზე, რომ რუსეთს ლეგიტიმაციის უფლებასაც კი ართმევენ. თურმე დედამიწის ზურგე რუსი ხალხი უნდა გაქრეს. როდესაც რამდენიმე დღის წინ მაკრონმა თქვა, რომ პუტინისა და რუსი ხალხის ერთმანეთთან გაიგევება დიდი შეცდომაოო და ამის გამო რუსოფობიურ განწყობაში 143 მილიონი ადამიანის გაჟლეტვას რომ ისახავ მიზნად, შეიძლება კარგი რამ გამოვიდეს? - არ გამოვა.

 

romani რეალობის აღქმის და მისთვის თვალის გასწორების უნარი მხოლოდ ძლიერებს შესწევთ. ხომ გახსოვთ გამარჯვებას რომ ვზეიმობდით 888-ში. დაახლოებით იგივე ხდება უკრაინაში.
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli უკრაინა სახელმწიფო არც არასდროს ყოფილა და არც ახლა არის! უკრაინის როგორც სახელმწიფოს მომავალზე ლაპარაკიც კი ზედმეტია! ეს ხალხი ვინც თავს უკრაინელებს უწოდებს ისეთივე და უფრო მეტად რუსებია, ვიდრე ყაზანში, ბარნაულში ელისტაში მცხოვრები რუსები! ეს იგივეა კახელებმა რომ დაიწყონ ლაპარაკი ჩვენ ქართველები არ ვართ, ჩვენ კახელები ვართო! ამას უფრო მეტი საფუძველი ექნება ვიდრე უკრაინელების არარუსობას! რუსები არიან, მაგრამ ფულზე გაყიდული, მოღალატე რუსები! სალო! Вот что писал Семен Петлюра, тот самый сейчас национальный герой Украины, 1914 году - Противники России при переходе границы будут конечно стараться привлечь украинское население на свою сторону и всякими обещаниями политическими и национальными посулами посеять смуту среди украинского населения. Украинцы не поддадутся провокационным воздействиям и выполнят свои долг граждан России ... будем верно сражаться, будем верно служит России! აი რას წერდა 1914 წელს სემიონ პეტლიურა, რომელიც ახლა უკრაინის ეროვნული გმირია - რუსეთის ოპონენტები, საზღვრის გადაკვეთისას, აუცილებლად შეეცდებიან უკრაინელი მოსახლეობის მიზიდვას და უკრაინის მოსახლეობაში დაბნეულობის დათესვას ყველანაირი პოლიტიკური და ეროვნული დაპირებებით. უკრაინელები არ დაემორჩილებიან პროვოკაციულ გავლენებს და შეასრულებენ თავიანთ მოვალეობას, როგორც რუსეთის მოქალაქეებს შეეფერებათ... ჩვენ ვიბრძოლებთ ერთგულად, ჩვენ ერთგულად ვემსახურებით რუსეთს!
Дуракам закон не писан,
Если писан, то не читан,
Если читан, то не понят,
Если понят, то не так!!!
ომის შეწყვეტა და მშვიდობის დამყარება მხოლოდ იმას ძალუძს, ვისაც ომის დაწყება ძალუძს.
2 წლის უკან
9gramm დაბერდა გიორხელიძე, ხუთი წლის წინ ზელებსკი 3 წლის წინ პუტინის თვალებში მშვიდობას ხედავდა და მოძმე ხალხი ვართო გაიძახოდა,ხუთი წლის წინ საერთოდ კონცერტებს ატარებდა ( ეჭვია რომ მათ შორის რუსი ოლიგარქების სუფრებთან )
2 წლის უკან
9gramm Aburjga Tasmanieli - ს პასუხად : ИДИ В СЛЕД ЗА РУССКИМ ВОЕННЫМ КОРАБЛЕМ !!!!
2 წლის უკან
leviko 9 gramm ს და მერე რა ენაზე საუბრობდა ისიც მიაყოლე ზელენსკი მაშინ რუსკი კორაბლის წევრი იყო მე მგონი და საქაეთველოს საერთოდ დასცინოდა
2 წლის უკან
Gami რა აქვს თავში ამ ტიპაჟს? რას ბოდავს?
2 წლის უკან