რატომ მაინცდამაინც ჩვენ?!

რატომ მაინცდამაინც ჩვენ?!

"ბუნებრივად  იბადება კითხვა - რატომ არის ომში ჩასაბმელად ეს აშკარა, უკვე ღია, სრულად დაუფარავად უტიფარი   პროვოკაციები მაინცადამაინც და განსაკუთრებულად აქტიურად საქართველოსკენ მომართული? რუსეთის აგრესიის მსხვერპლი გარდა ჩვენი ქვეყნისა, ასევე არის პრაქტიკულად ყველა მისი მეზობელი და ტერიტორიული პრეტენზიები, ასევე რუსეთთან ტრადიციული მტრობა, რისი "გაღვიძებაც"  იოლად შეიძლება,   წესით არანაკლებ უნდა ჰქონდეს ფინეთსაც, ბალტიის ქვეყნებსაც, იაპონიასაც, თვით  შუა აზიის სახელმწიფოებსაც კი.... 

რატომ მაინცადამაინც საქართველოა მთავარი სამიზნე? იქნებ იმიტომ, რომ აქ ყველაზე ნოყიერი ნიადაგია პროვოკაციისათვის, რადგან მტრული შიდა ძალა - ნაცები, როგორც კლასიკური მეხუთე კოლონა, ამ პროვოკაციულ მოწოდებებს უმალ "პროაქტიურად" ეხმაურებიან და ომში ჩაბმის მიზანიც აქ გაცილებით უფრო იოლად არის მისაღწევი, ვიდრე სხვაგან! 

რაღა თქმა უნდა, ეს არგუმენტი ნამდვილად სიმართლეს გავს,მაგრამ, ჩემი აზრით,  მხოლოდ ნაწილობრივ წარმოაჩენს საქმის ვითარებას. მიზნის მიღწევის შანსი აქ მეტია, მაგრამ ღირს კი რამედ ეს მიზანი?მართლაც, თუ ობიექტურად განვსჯით, საქართველოს არა აქვს რაიმე ანგარიშგასაწევი რესურსი, რომ რუსეთს მეტ-ნაკლებად სერიოზული პრობლემა შეუქმნას, თუკი დაუშვებთ, რომ  ცხინვალის რეგიონსა ან აფხაზეთს შეუტევს. სამხედრო თვალსაზრისით ეს თვითმკვლელობა იქნება და რუსეთს ძალიან მცირე დრო დასჭირდება ჩვენი არმიის და სამხედრო პოტენციალის მთლიანად მიწასთან გასასწორებლად. უარესადაა საქმე პოლიტიკური თვალსაზრისით - ეს, განსაკუთრებით აფხაზეთზე ნებისმიერი ძალისმიერი შეტევა, ქართული სახელმწიფოებრიობისათვის საბოლოოდ ძირის გამოთხრასა ნიშნავს. მაშ, ვინაიდან რუსეთს ამითი ვნება კი არ მიადგება, არამედ პირიქით - სამაგალითოდ დაისჯება და განადგურდება საქართველო, ხოლო რუსეთისთვის კიდევ ერთხელ "ნიღბის ჩამოგლეჯა" უკრაინაში ჩადენილის შემდეგ უკვე არასერიოზული, წყალლწყალა  არგუმენტია, რაღა მიზანი უნდა ჰქონდეს ასეთ პროვოკაციას, საქართველოს ომში ჩაბმას, როცა "ჩიტი ბრდღვნადაც აშკარად არა ღირს"?! 

მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში, საქართველოს ჩართვა ომში და შესაბამისად, რუსეთის სამხედრო გააქტიურება კავკასიის რეგიონში უზარმაზარი დესტაბილიზაციის ტრიგერი შეიძლება გახდეს! ასეთ შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ განახლდეს სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება (სომხეთში პარალელურად უკვე მზადდება ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით სამშვიდობო პროცესის სერიოზული ტორპედირება)  და საბოლოოდ, დაინგრეს რუსეთსა და თურქეთს შორის ყარაბაღის ბოლო ომისას მიღწეული ერთგვარი ძალთა ბალანსი. საქართველოს ჩართვა ომში შექმნის  ძალიან დიდ რისკს, რომ მთლიანად დენთის კასრივით აფეთქდეს მთელი კავკასია, მოხდეს ამ რეგიონის სრული დესტაბილიზაცია, რაც ავტომატურად გამოიწვევს რუსეთის სამხრეთის ფლანგის, ვიდრე ჩინეთამდე,  დესტაბილიზაციასაც.  საქართველოს ომში ჩართვის გზით შეიქმნება ომში ასევე თურქეთის პირდაპირი ან ირიბი ჩაბმის და შესაბამისად, შუა აზიის სახელმწიფოებისაც, სადაც პროთურქული გავლენები დომინანტურია, თანამონაწილეობის აშკარა  წინაპირობებიც. ამდენად, მსგავსი პოტენციალი და რეალური პერსპექტივა დიდი ომის გაჩაღებისა,  არც ჩრდილოეთით და არც რუსეთის აღმოსავლეთით, არც ერთ სხვა რეგიონს არ გააჩნია. მეტიც: სწორედ კავკასიის აფეთქების რეალური  პოტენციალის გამო, ხდება საქართველოში ამ მეხუთე კოლონის - ნაცების კარგად შენახვა და მათი ყოველმხრივ დაცვა სამართლისა და სამართლიანობისგან! რისი სიმბოლოცაა სააკაშვილის ჯანდაცვასთან დაკავშირებული ფარსი. 

ამიტომ: ჩემი აზრით, მხოლოდ პასიური თავდაცვა ამ ღია პროვოკაციებისგან საკმარისი არ არის. მე მგონი, საქართველომ უნდა გაააქტიუროს თავისი რეგიონული პოლიტიკა და უწინარეს ყოვლია, თურქეთთან კოორდინაციით შეეცადოს გაატაროს გარკვეული პრევენციული ზომები, რათა კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნება უზრუნველყოფილი იქნას.  ასევე - აუცილებელია ნაცების მტრული პროპაგანდის წინააღმდეგ უფრო აქტიური მოქმედება და მეხუთე კოლონის ტრიბუნების დასამარება"!

Maverick კახელი, რატომ?!

იმიტომ, რომ წელში არ გავიმართოთ, ის მიღწევები, რაც რუსეთ-უკრაინის ომმა მოიტანა (საუბედუროა უკრაინისთვის), "სანქციებმა" რუსეთისთვის, ეკონომიკური "ბლოკადით"(!) მათთვის არასასურველია, აუმჯობესებს ეკონომიკურ პირობებს ქართული სახელმწიფოსთვის (და აქედან გამომდინარე მომავალში ხალხისთვის), ღმერთის მიერ ნაჩუქარი სამოთხის გამო ჩვენ სამშობლოს რეგიონში ერთადერთს აქვს საზღვაო და სახმელეთო საზღვარი ევრაზიის გასაყარზე, მტრები ვერ იტანენ ამ მდგომარეობას რადგან დიდ ლუკმას ართმევს მათ ცეროდენა საქართველო!

და ასე შემდეგ...
2 წლის უკან
dimpi "მხოლოდ პასიური თავდაცვა ამ ღია პროვოკაციებისგან"

ამ შემთხვევაში პრევეციად ჩაითვლება შიდა დესტრუქციული ძალების განეიტრალება, იმ ძალების რასაც ნაც-სეტა ქვია და ვინც სხვადასხვა მეიით და ინტერნეტით ხალხის დაზომბვაზეა ტოტალურად გადასული არესტოვოჩივით...
სირქლემას პოზიციაში ყოფნით თავს ვერ დაიცავთ რდგან დენთის კასრზე ზიხართ!
2 წლის უკან
dimpi ასე ძნელია ფორუმს ტექსტის გასწორების ფუნქცია დაემატოს?
2 წლის უკან
dimpi ან დანგრეული განათლების სისტემა აღედგინათ მაშინ ზედმეტი იქნებოდა ეს პრევენციაც და ბევრი სხვა რამეც...
2 წლის უკან
dimpi რადგან განათლების აღდგენით ნაცსექტას და სხვა დესტრუქიულ ძალებს აღარ ეყოლებოდა ახალგაზრდების ის რაოდენობა რომელთაც ეხლაც, ამ წუთასაც ზომბავენ ფეიკებით და ათასგვარი ყალბი ისტორიებით
2 წლის უკან
ილია დროა, ნელ-ნელა გამოვააშკარაოთ, თუ ვინ ვინ არის! დავასახელოთ ეს მტერი, ვისზედაც სტატიაშია საუბარი! სხვები თუ ერიდებიან, დავიწყებ მე - ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები!
2 წლის უკან
trampi ილია

კოლუმბი გაგიგიააა, კოლუმბი??
ჰოოოდა 13 წელია აქ ქუნემ კოლუმბი მეთქი, კოლექტიურად სუ მაგას გავიძახით... ძალიან, ძალიან ბევრჯერ მაგათი გოთვერნობები აქ სუ კაკალ--კაკალ გაგვიშიფრია კიდეც .
ისე ეგ ძველ დროში იყო რო ვშიფრავდით , როცა რო ზოგს ეგ მართლა ,მეგობარი,, ეგონა, თორე ეხლაააა...... მაგათ ჩათლახობებს რაღა გაშიფვრა სჭირდება??.....ჩათლახი ჩათლახია!!
ორ--სამჯერ მინიმუმ მაგათ ლანძღვის გამო, ეს საიტი მიგვიხურეს კიდეც ....შენ კიდევ დროა გამოვაააშკარაოთო .
..მაგათ რაღა გამოაშკარავება უნდათ ??---დათვსა ხედავდნენ და მაინც კვალს ეძებდნენო......დღევანდელი ჭირის და თავიც ბოლოც ეგენი არიან, ეგენი (საკუთარიი ჭირის თამადობით)
რაც აქ მაგ ,,შენი აღმოჩენისთვის,, აქ დედის პჭჭჭ-- ები გვიგინებია, აქამდე იმ ჩათლახებს ან კი პირში სული როგორღა უდგათ, ის მიკვირს მე
თუმცა კი რაღა პირში სული უდგათ--მაგათ იმპერიას უკვე ჟამი მოუვიდა, ჟამი ....სიქტიმი მოსდის მაგათ იმპერიას, სიქტიმი...ჰააა, ჰაა მაქს 2-3 წელი
ისე კი გემჩნევა რო აქ ახალი ხარ, თორე მაგას არ იკითხავდი
,,ჭირს მოგცემ----- ჭირს დაგავიწყებო,, აი ეგააა ამერიკა, აი ეგ ... მონელებული რუსი ისევ გაგვიახლეს....
2 წლის უკან
ილია მკითხველი დიდი ხანია ვარ, ჯერ კიდევ presa.ge იყო მგონი, წერამ ახლახან ამიტანა :) წამიკითხავს კოლუმბებზე და მაგელანებზე სიყვარულები :) მაგრამ მე პირდაპირი, ღია ტექსტით დასახელება ვიგულისხმე და არა ირონიით ან ორაზროვნად, განსაკუთრებით მთავრობის დონეზე, თანდათან, შეძლებისდაგვარად, მოზომილი, ოღონდ - სიმართლე!
2 წლის უკან
trampi ზემლიაკ

ეს აბზაცი ძაან მაგარია ........მალადეც!!!


მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში, საქართველოს ჩართვა ომში და შესაბამისად, რუსეთის სამხედრო გააქტიურება კავკასიის რეგიონში უზარმაზარი დესტაბილიზაციის ტრიგერი შეიძლება გახდეს! ასეთ შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ განახლდეს სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება (სომხეთში პარალელურად უკვე მზადდება ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით სამშვიდობო პროცესის სერიოზული ტორპედირება) და საბოლოოდ, დაინგრეს რუსეთსა და თურქეთს შორის ყარაბაღის ბოლო ომისას მიღწეული ერთგვარი ძალთა ბალანსი. საქართველოს ჩართვა ომში შექმნის ძალიან დიდ რისკს, რომ მთლიანად დენთის კასრივით აფეთქდეს მთელი კავკასია, მოხდეს ამ რეგიონის სრული დესტაბილიზაცია, რაც ავტომატურად გამოიწვევს რუსეთის სამხრეთის ფლანგის, ვიდრე ჩინეთამდე, დესტაბილიზაციასაც. საქართველოს ომში ჩართვის გზით შეიქმნება ომში ასევე თურქეთის პირდაპირი ან ირიბი ჩაბმის და შესაბამისად, შუა აზიის სახელმწიფოებისაც, სადაც პროთურქული გავლენები დომინანტურია, თანამონაწილეობის აშკარა წინაპირობებიც. ამდენად, მსგავსი პოტენციალი და რეალური პერსპექტივა დიდი ომის გაჩაღებისა, არც ჩრდილოეთით და არც რუსეთის აღმოსავლეთით, არც ერთ სხვა რეგიონს არ გააჩნია. მეტიც: სწორედ კავკასიის აფეთქების რეალური პოტენციალის გამო, ხდება საქართველოში ამ მეხუთე კოლონის - ნაცების კარგად შენახვა და მათი ყოველმხრივ დაცვა სამართლისა და სამართლიანობისგან! რისი სიმბოლოცაა სააკაშვილის ჯანდაცვასთან დაკავშირებული ფარსი.
2 წლის უკან
dimpi ჩართავენ ომში, რატო ვერ ჩართავენ როცა ამათზე უფრო ხნგრძლკივი ვადით ზომბავდნენ და ზომბავენ აქაურებს, სხვათაშორის რასაც ანატოლი შარიი აკომენტარებს ესპანეთში გაქცეულ უკრაინელ დაზომბილს იგივე ტერმინოლოგიით არიან აქაური ზომბებიც გატუტუცებულები
ბმული
2 წლის უკან