„სააკაშვილის საქართველოში შემოპარვა შემთხვევითი არ ყოფილა - იგი პირველი კოზირი იყო, რომელმაც არ გაამართლა, ახლა კი ფიქრობენ, მიზანს ივანიშვილზე ზეწოლით მიაღწიონ“

„სააკაშვილის საქართველოში შემოპარვა შემთხვევითი არ ყოფილა - იგი პირველი კოზირი იყო, რომელმაც არ გაამართლა, ახლა კი ფიქრობენ, მიზანს ივანიშვილზე ზეწოლით მიაღწიონ“

არსებობს თუ არა რეალურად „დამკვეთი“, რომელსაც საქართველოს ომში ჩაბმა უნდა და არის თუ არა ყველა სხვა უშედეგო ნაცადი ხერხის შემდეგ ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა მათთვის ბოლო კოზირი?

ფაქტია, რომ საქართველოზე ორკესტრირებული შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთში შეიჭრა. ვიღაცა, ან ვიღაცები ფარულად თუ ღიად, საქართველოს ომში ჩაბმისკენ უბიძგებენ, რაც სხვადასხვა ტაქტიკისა და სხვადასხვა მოთამაშეების გამოყენებით მიმდინარეობს. ე.წ. სტრატეგიული მიზანი კი აქ არეულობის მოწყობა და ჩვენი ქვეყნის ომში რამენაირად ჩათრევაა. ჩნდება კითხვა - რა შუაშია აქ ივანიშვილი? - შუაშია კი არა, როგორც ჩანს, ამ დამკვეთისთვის თავშია, თანაც ყველაზე ბოლო კოზირი, რომელზეც ზეწოლის შედეგად, ფიქრობს ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართავს.

შეტევა ბიძინა ივანიშვილის მისამართით, რეალურად გვაფიქრებინებს, რომ ვიღაც დიდ მოთამაშეებს უფრო დიდი სურვილები აღეძრათ. ივანიშვილზე შეტევად შეფასდა ის ფაქტი, რომ მოგებული სასამართლოს შემდეგ, შვეიცარიული ბანკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილისთვის მოპარული ფულის დაბრუნება დაევალა, ამ ტრანზაქციას უკვე ერთი თვეა აყოვნებს. სავარაუდოდ, ვიღაცის მეშვეობით, ბანკს იმედი აქვს, რომ ივანიშვილი, როგორც ე.წ. რუსი „ოლიგარქი“, დასავლეთის მიერ სანქცირებულ მილიარდერებს შორის მოხვდება, ხოლო ამ ფულზე მომდავებელი არავინ იქნება.

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი: „სამწუხაროდ, არსებობს დამკვეთი ძალა, რომელსაც უნდა ჩვენ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა და ამ ძალაში, ბუნებრივია, არ ვგულისხმობ საქართველოსა და უკრაინაში მოქმედ ძალებს. ამ „დამკვეთი ძალისთვის“ მეორე ფრონტი არის აუცილებელი, რათა მოხდეს კონფლიქტის გლობალიზება, რადგან, როგორც ჩანს, ვერ მოხდა რუსეთის იმ დონეზე საერთაშორისო იზოლირება, როგორც ჩაფიქრებული იყო. ამიტომ ამ „დამკვეთ ძალას“ ჭირდება მიძინებული კონფლიქტების გაღვიძება და შესაბამისად, საქართველოს ჩართვა საომარ მოქმედებებში. ეს გარემოება აღნიშნულ „დამკვეთ ძალას“ მისცემს შესაძლებლობას, რუსეთი მაქსიმალურად წარმოაჩინოს გლობალურ საფრთხედ.

საქართველოს ომში ჩათრევის მსურველთა გარეგანმა ზეწოლამ შედეგი ვერ გამოიღო, შესაბამისად ამ ძალების მოქმედებები კიდევ უფრო მკაფიო და აგრესიული გახდა.

დღეს უკვე საქართველოსა და უკრაინაში არსებული მეხუთე კოლონა მათი „დამკვეთის“ დავალებით ღიად და დაუფარავად აცხადებს, რომ ომი არის „ერთადერთი სწორი გზა“ ჩვენი ქვეყნისთვის.

ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ ამ „დამკვეთ ძალას“ სურს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება და კონფლიქტში შემოყვანა, უკვე მისი ხელით სასურველი შედეგის მიღწევა... „დამკვეთ ძალას“ მიაჩნია, რომ მთავარი ამ შემთხვევაში ფინანსური ზეწოლაა. ჩემთვის ამის დასტურია შვეიცარიული ბანკის მიერ, შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაციისთვის უმძიმესი ზიანის მიყენების ხარჯზე, ბიძინა ივანიშვილისთვის მისი კუთვნილი თანხების გადარიცხვის შეფერხება“.  

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ბანკთან ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნებთან დაკავშირებით მედიასთან შეკითხვის საპასუხოდ კომენტარი გააკეთა.

„თუ აქვთ იმის ილუზია, რომ ბიძინა ივანიშვილი თანხის სანაცვლოდ, როგორიც არ უნდა იყოს ეს თანხა, ვინმეს ქვეყანას განადგურებინებს, მათ არ სცნობიათ კარგად ბიძინა ივანიშვილი და მისი ხასიათი. რაც შეეხება ერთი თვის განმავლობაში გადარიცხვის შეფერხებას, როდესაც ასეთ გადარიცხვას, სტანდარტულს, სჭირდება რამდენიმე საათი, როდესაც ასეთი რამ ხდება და როდესაც შვეიცარიული ბანკი მთელი საბანკო სისტემის რეპუტაციას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, იქ, რა თქმა უნდა, უფრო ღრმა ეჭვებში შეიძლება შეხვიდე. ამაზეა საუბარი, ხომ არ არის ეს შანტაჟი? მით უმეტეს, რომ თავად ბანკის განცხადებაში პოლიტიკური მესიჯი იყო გამორეული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, ასევე ამ ამბის მიბმა საქართველოს ხვალინდელ დღეზეც შესაძლებელია. არეშიძე ამბობს, რომ მსოფლიოში ხდება ასეთი პრეცედენტები, როდესაც მსოფლიოში ძლიერი საფინანსო და ეკონომიკური სტრუქტურა წაგების შემთხვევაში პოლიტიკურ სარჩულს იღებ, რათა თავი დაიძვრინოს.

„არ არის გამორიცუხლი, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ამ ბანკზე გავიდნენ და მას გარანტია მისცეს, რომ თუ ეს ბანკი მათ პოლიტიკურ ბრძოლებს დააფინანსებს და მხარში დაუდგება, ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას მიაღწიონ. მიუხედავად ამისა, უახლოეს მომავალში ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას გამოვრიცხავ, მით უმეტეს უკრაინის ომის ფონზე. ახლა სიტუაცა იმდენად დაძაბულია, მგონია ის დამატებით წნეხის და დარტყმის ქვეშ მოხვდება. ჩემი აზრით, მისი პოლიტიკაში დაბრუნება არ ღირს. სჯობს ისევ იმდგომარეობაში იყოს რაშიც არის“, - აცხადებს არეშიძე.

ხდება თუ არა რეალურად ივანიშვილზე რაიმე სახის ზეწოლა, ან აქვს თუ არა გარკვეული ინფორმაცია, რომ მოხდება, არეშიძე თვლის, რომ ამაზე საჯაროდ საუბრის პრეროგატივა ივანიშვილს ეკუთვნის, თუმცა თუკი მსგავსი რამ არსებობს, ეს საზოგადოებისთვის მიწოდებული და ახსნილი უნდა იყოს.

„ეს იქნება სატელევიზიო ეთერი, სახალხო შეკრება თუ წერილის სახით გავრცელება, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რაც შეეხება იმას ვისგან შესაძლოა ივანიშვილზე ზეწოლა ხდებოდეს, ამ კითხვას უნდა ვუპასუხო ან სრულად ამომწურავად, რაზეც ინფორმაცია არა მაქვს, ან უნდა ვუპასუხო ზოგადად, ანალიზის სახით. ბარიკადის ორივე მხარეს არსებობენ ადამიანები, იქნება ეს რუსეთი თუ დასავლეთი, რომელთაც სხვადასხვა მიზნით ფრონტის გაშლა სურთ. განსაკუთრებით ეს აპრილის მეორე ნახევარში იგრძნობოდა, მიუხედავად უკრაინული მხარის წარმომადგენლების განცხადებისა, რომ ეს წნეხი შედარებით შემცირდა. ამის მიზეზი ისაა, რომ განსაკუთრებული ზეწოლის ობიექტი მოლდოვა გახდა. მოლდოვა რიგი მიზეზების გამო ამ ვითარებაში უფრო მოხერხებული და საჭიროა - ერთი ფრონტი იქნებოდა ნატოს საზღვრებამდე. რუსეთში ძალიან სერიოზულად იყვნენ განწყობილი, რომ საქართველოში და მოლდოვაში სიტუაცია გაემწვავებინათ“, - ამბობს არეშიძე.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, რუსეთში პატრუშევის იდეამ, სიტუაციის გაამწვავება საქართველოშიც მომხდარიყო, ფეხი ვერ მოიკიდა. თუმცა არეშიძე ამბობს, რომ დასავლეთშიც არიან ადამიანები, რომლებსაც იგივეს გაკეთება უნდათ, მაგრამ მიზანი სხვაა. მათ რუსეთის, რაც შეიძლება ფართომასშტაბიან ომში ჩაბმა სურთ, რათა მისი დასუსტება დაჩქარდეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტოლოგს მიაჩნია, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით, უკვე დასუსტებულია. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში, დასავლეთში და რუსეთში მყოფი ძალები თავისას არ გააგრძელებენ.

„თავიდან ქართულ საზოგადოებაში ეგონათ, რომ ეს ამბავი უკრაინიდან მოდიოდა და მათ სურდათ აქ ახალი ფრონტის გახსნა მომხდარიყო. მერე გაჩნდა მოსაზრება, რომ ისინი ამას დასავლეთის ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებდნენ. პრინციპში, ამის დევნას აზრი არა აქვს. ამ საქმეში მე ვთვლი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო მეტი როლი მივანიჭეთ, ვიდრე ამის გამკეთებლები იყვნენ. საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციის საქმეში კონკრეტული წვლილი მიუძღვით, მაგრამ აქ ომის გაჩაღების მცდელობა, უფრო მაღალი დონის ნამუშევარს ჰგავს, უფრო სხვა ტიპის პოლიტიკური ძალებს ვხედავ“, - ამბობს არეშიძე.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი დიდია და არაა გამორიცხული, ვიღაცები ზეწოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბერკეტად ბიძინა ივანიშვილს განიხილავდნენ. მაისაია for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვა და პირდაპირ პოლიციისთვის ჩაბარება შემთხვევითი ფაქტი არ ყოფილა. მისი აზრით, არაა გამორიცხული, რომ ამ ძალებისთვის სააკაშვილი პირველი კოზირი იყო, რომელმაც არ გაამართლა. ახლა კი ფიქრობენ, რომ ივანიშვილზე ზეწოლით, შესაძლოა, მიზანს მიაღწიონ.

„საქართველოში გაკოტრებული პოლიტიკური სპეტრის ფონზე, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან გასულია, მთავარ მოთამაშედ რჩება. ამიტომაც, რიგი ძალების მიერ ის აღქმულია კვლავ, როგორც ბერკეტი, რომლის საშუალებითაც საზოგადოებაზე და ხელისუფლებაზე ზეგავლენას მოახდენენ. ამიტომ არაფერია გამორიცხული, რომ მისი ღიად პოლიტიკაში დაბრუნებაც სურდეთ. არც ის, რომ ამისთვის მასზე ზეწოლის სახით შვეიცარიის ბანკსაც იყენებდნენ. სააკაშვილი საქართველოში შემთხვევით არ შემოუპარებიათ. ეს ყველაფერი დროში ძალიან უცნაურად ემთხვევა. მისი „კოზირის“ გათამაშება უნდოდა, მაგრამ აქ ხალხის აზრის სწორად გათვლა ვერ შეძლეს. არ მოხდა ის, რისი იმედიც ჰქონდათ. ამიტომ ციხეში მოწუწუნე სააკაშვილი უკვე პოლიტიკურად დასუსტებულია და ახალ სამიზნეს ეძებენ“, - აცახდებს მაისაია.

მისივე თქმით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს აქვს გარკვეული შლეიფი, რომლითაც საზოგადოება მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლას ახრეხებს. ასევე მაისაია მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის ფაქტორმაც დიდად არ იმუშავა. რაღაცა სვლები გააკეთა, მაგრამ დიდი ვერაფერი. ამიტომაც ქვეყანაში ავტორიტეტული პოლიტიკოსის პრობლემა ისევ ღიად დგას და ვინ თუ არა ისევ ბიძინა ივანიშვილი.

„მაგალითისთვის, შესაძლოა, დასავლეთმა თურქეთის სიჯიუტე და დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური თამაში გაატაროს, მაგრამ ამის საშუალებას საქართველოს არ მისცემენ. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ვიღაცებს ჩვენს მიერ ნათამაშები საგარეო პოლიტიკა არ მოსწონთ. მე მგონი ბიძინა ივანიშვილი თვითონაც ვერ გარკვეულა რა ხდება და სიტუაცია როგორ მიდის. ამიტომ მას დამატებითი ინფორმაცია სჭირდება, რათა ვითარება უკეთესად გააანალიზოს. სურათი სრულად ჩამოყალიბებული არ არის. მას აქვს, სავარაუდოდ, რაღაცა ინფორმაციები, მაგრამ არა დადასტურებული. მასთან, ფაქტია, მიდის სიგნალები, რომლის გაშიფვრაც არასწორად ხდება. ამიტომ თუკი ივანიშვილი რაღაცა ზუსტ ინფორმაციას მიიღებს და საბოლოო სურათს დაინახავს, არაა გამორიცხული, რომ ამაზე ღიად ისაუბროს კიდეც“,-აცხადებს მაისაია.

 

Aburjga Tasmanieli დღეს დილით იუთუბ-ზე სისტემამ ამომიგდო ქართული ვიდეო- რას მოიმოქმედებდა დავით აღმაშენებელი, რომლის ტიტულატურაში რუსთა მეფის სტატუსიცაა დაფიქსირებული, დღევანდელ სიტუაციაში!
პასუხი გავეცი -
დარწმუნებული ვარ, დავით აღმაშენებელი პირველ ყოვლისა საქართველოდან გუდა-ნაბადს აუკრავდა, ფეხს ამოუკვეთავდა საქართველოს დამპყრობელ ანტიქრისტე ანგლო-საქსებს და მათ ვასალ ევროკავშირს, ასევე გაანადგურებდა ზემოდ ჩამოთვლილი მტარვალების მიერ შექმნილ მე-5 კოლონას! არ დაუშვებდა მრუშობის და ნარკოტიკებით მემთვრალეობის ლეგალიზაციას! დაშლიდა პარლამენტს დადასჯიდა "ხალხის" მიერ "არჩეულ" პარლამენტარებს. აკრძალავდა პოლიტიკურ პარტიებს. აჭარიდან გარეკავდა თურქ "ძმებს"! შემოიერთებდა ტაო-კლარჯეთს. აფხაზეთზე და "სამხრეთ ოვსებზე" ლაპარაკიც ზედმეტია, თავისთავად საქართველოში იქნებოდა მოქცეული. რუსეთთან დადებდა სამოკავშირეო ხელშეკრულებას სამხედროს და ეკონომიკურს. აბა რუსთა მეფე ყოფილა და საკუთარ ქვეყანას ომს ხომ არ გაუმართავდა?!
2 წლის უკან