პუტინის უღიმღამო 9 მაისი

პუტინის უღიმღამო 9 მაისი

რატომ გადაიფიქრა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 9 მაისს უკრაინასთან ომის ოფიციალურად გამოცხადება და არის თუ არა ამის მიზეზი ფრონტზე წარუმატებელი ბრძოლები? ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პუტინს 9 მაისს მოსახლოებისთვის სათქმელი არაფერი ჰქონდა. ამიტომ, ჯერჯერობით, ომის ოფიციალურად გამოცხადება გაატარა. პუტინმა 9 მაისს მოსკოვში გამართულ აღლუმზე სიტყვით გამოსვლა ისე დაასრულა, რომ არაფერი უთქვამს უკრაინასთან ომის ოფიციალურად გამოცხადებაზე და საყოველთაო მობილიზაციაზე.

დასავლურ მედიაში ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, არსებობდა მოლოდინი, რომ პუტინი ამ დღეს სარეზერვო ძალების სრულ მობილიზაციას გამოაცხადებდა, თუმცა მას ამგვარი განცხადება არ გაუკეთებია.

საინტერესოა ასევე, რომ აღლუმს არ ესწრებოდა ყველაზე მთავარი რუსი სამხედრო პირი - გენშტაბის უფროსი გენერალი ვალერი გერასიმოვი.

მანამდე ვრცელდებოდა დაუდასტურებელი ინფორმაციები, რომ იგი მოკლეს ან დაჭრეს უკრაინელებმა იზიუმთან მიმდინარე ბრძოლებისას. ახლა ეს ეჭვები კიდევ უფრო გაძლიერდა. თუმცა არსებობს კიდევ ერთი ვარაუდი, რომ მას პუტინთან დაპირისპირება აქვს და მთავარი სარდალი ომის მეორე ფაზითაც უკმაყოფილოა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც რუსეთის სამხედრო ტექნიკის დეფიციტზე პირდაპირ მიგვითითებს, არის ის, რომ აღლუმის საჰაერო ნაწილი გაუქმდა, კრემლმა კი ამინდს დააბრალა. ასევე, ნათქვამი იყო, რომ ქალაქების ნაწილში აღლუმი სამხედრო ტექნიკის გარეშე გაიმართებოდა.

პუტინმა განაცხადა, რომ ახალი თაობების მოვალეობაა, შეინარჩუნონ ხსოვნა იმათი, ვინც ნაციზმი დაამარცხა და იყონ ფხიზლად იმისათვის, რომ მსგავსი ომის საშინელება აღარ განმეორდეს.

ამის პარალელურად, მისივე განცხადებით, რუსული არმია უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ახორციელებს დონბასში ხალხის დასაცავად და სამშობლოს უსაფრთხოებისთვის.

„ახლა, ამ დღეებში, თქვენ იბრძვით ჩვენი ხალხისთვის დონბასში, ჩვენი სამშობლოს - რუსეთის უსაფრთხოებისთვის“, - თქვა პუტინმა და დასძინა: „გასული წლის დეკემბერში ჩვენ შევთავაზეთ უსაფრთხოების გარანტიის შეთანხმების გაფორმება, რუსეთმა დასავლეთს მოუწოდა გულწრფელი დიალოგისკენ, გონივრული კომპრომისული გადაწყვეტილებების მოძებნის, ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებისკენ, მაგრამ - ამაოდ! ნატოს ქვეყნებს ჩვენი მოსმენა არ სურდათ...

კიევში ისინი ამბობდნენ, რომ შესაძლოა, ბირთვული იარაღი „მიეღოთ“ და ნატომ დაიწყო ჩვენთან ახლოს მდებარე მიწების შესწავლა და ეს გახდა აშკარა საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საზღვრებისთვის. ყველაფერი მიგვანიშნებდა, რომ საჭიროა ბრძოლა“.

პუტინმა საკუთარი გამოსვლა წითელ მოედანზე წუთიერი დუმილითა და ჰიმნით დაასრულა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ პუტინი ფრონტიდან 9 მაისისთვის გარკვეულ შედეგებს ელოდებოდა. თუმცა უკვე 5 და 6 მაისს ჩანდა, რომ შედეგი ვერ დადგებოდა. მან, პრაქტიკულად, აღდგომის დღესაც კი საბრძოლო მოქმედებები არ შეაჩერა იმისთვის, რომ 9 მაისისთვის რაღაცა ხელჩასაჭიდი ჰქონოდა. თუმცა უშედეგოდ - პუტინს აღლუმზე მოსახლეობისთვის სათქმელი არაფერი ჰქონდა.

„პუტინი ჩქარობდა ომის მეორე ფაზის დროს 9 მაისისთვის მაინც მოესწრო. მან მარიუპოლის აღებაც კი ბოლომდე ვერ შეძლო. დონეცკის და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებში აღებას ფიქრობდა, მაგრამ ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ გააკეთა. 9 მაისი მისთვის იდეალური კი არა ძალიან უხერხული დღე იყო. ამიტომ ომის გამოცხადება ოფიციალურად გაატარა.

ეს იყო საკმაოდ უღიმღამო აღლუმი და მას სახეზეც ეტყობოდა. სიტყვით გამოსვლა თავის მართლებას უფრო ჰგავდა, ვიდრე გამარჯვებული ადამიანის სიტყვას, რომელმაც საკუთარ მიზნებს მიაღწია. ცოტა უცნაური იქნებოდა, მას ომი 9 მაისს გამოეცხადებინა. რუსებისთვის მეორე მსოფლიო ომი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა, სადაც თავს პირიქით, მათ დაესხნენ. ახლა კი პუტინი რას იტყოდა, მე დავესხი თავს და ომს ვაცხადებო?! ანუ ცოტა ლოგიკას მოკლებულია, რომელიც პუტინისთვის ახალი თავის ტკივილი აღმოჩნდებოდა“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ის თავს იკავებს და ომს ოფიციალურად არ აცხადებს. ეს არის ქვეყნის შიგნით საპროტესტო მუხტის შექმნა, რომელიც ომში მოსახლეობის მასობრივად გაწვევის შემთხვევაში შესაძლოა შეიქმნას. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ახლა პუტინი მოსახლეობის გაწვევას ომში ძირითადად პროვინციებიდან ახდენს. ამაში მათ ფულს უხდის და საკონტრაქტო წესით იწვევს. ომის ოფიციალურად გამოცხადების შემთხვევაში კი, გაწვევა დიდი ქალაქებიდანაც მოუწევს, ამ შემთხვევაში კი, ქვეყნის შიგნით საპროტესტო განწყობა გაჩნდება.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ პუტინმა ოფიციალურად ომის გამოცხადება გადაიფიქრა. ამას, ალბათ, უკიდურეს შემთხვევაში გააკეთებს, თუკი ძალიან გაუჭირდება და სხვა გზა აღარ ექნება. დღეს ომში მაინც თავისი ნებით მიდიან, ხოლო მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაში, მოსკოვიდან და სხვა დიდი ქალაქებიდან ბიჭების მასობრივი გაწვევა მოუწევს. ეს კი მოსახლეობაში უკმაყოფილებას გაზრდის, დამატებით საფრთხე და პრობლემები გაჩნდება. რუსეთის მოსახლეობის საშუალო ფენა იტყვის, რომ მათ ომი არ უნდათ. ამდენი ხანი აბა, რა ხდებოდა, ესე იგი ტყუილი იყო და ეს სპეცოპერაცია კი არა ომია, რომელშიც რატომ მონაწილეობენ არ იციან. ამიტომ, ომის გამოცხადებაზე ჯერ თავს იკავებს და თუ ძალიან გაუჭირდა, ამ ნაბიჯს მერე გადადგამს“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მიიჩნევს, რომ პუტინს 9 მაისს საზეიმო ნამდვილად არაფერი ჰქონდა, ამიტომ წარუმატებელი ფრონტის ფონზე, ეს ერთი რიგითი უღიმღამო დღე აღმოჩნდა. ბენდიანიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ომის ოფიციალური გამოცხადება მას ახლა მოსახლეობაში დამატებით თავის ტკივილს გაუჩენს, ამიტომაც, როგორც ჩანს, გადაიფიქრა. უფრო მეტიც, აღლუმზე „Z“ ნიშნებიც არ ჰქონიათ გამოტანილი.

„პუტინს ამ აღლუმზე სათქმელი არაფერი ჰქონდა და ვნახეთ მისი გამოსვლაც როგორი უღიმღამო იყო. პუტინს ახლა ფრონტის ხაზზე ყველა სახის ტექნიკა გამოყვანილი ჰყავს. მან საბჭოთა კავშირის დროინდელი მარაგიც კი გახსნა და იმასაც იყენებს. ბალისტიკური რაკეტების რაოდენობაც ნელ-ნელა, როგორც ჩანს, მცირდება. სხვა სახის ბომბების სროლაზე გადავიდა. ამიტომ მისი რესურსიც ილევა და მგონია, პუტინი სიტუაციას სამშვიდობო მოლაპარაკებისკენ წაიყვანს, თუმცა ხელჩასაჭიდი რაღაცა აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ამ ეტაპზე, რაიმე განსაკუთრებული წინსვლა არ აქვს. ბევრი რამე ასევე უკრაინის კონტრშეტევაზეც იქნება დამოკიდებული. რუსები ჯერ კიდევ სამხრეთ უკრაინაში გარკვეულ წარმატებას აღწევენ. თუკი უკრაინა შეძლებს და დონეცკსა და ლუგანსკს გააკონტროლებს, რუსეთის რეაქცია და ქმედება შეიცვლება. უკრაინას, უბრალოდ, დეკლარირებული აქვს, რომ შეთანხმება რუსების სრულად უკრაინიდან გასვლას გულისხმობს. ეს კი ყირიმის გათავისუფლებასაც ნიშნავს. ამაზე პუტინი ნამდვილად არ წავა და ეს სრულად გამორიცხულია. ამიტომ რთულია წინასწარ იმის თქმა, პუტინი ბოლომდე რაზე წავა. ომის დასრულებას ჯერ რომ არ აპირებს ფაქტია“, - ამბობს ბენდიანიშვილი.

მისივე თქმით, ომის წაგება პუტინისთვის უფრო კატასტროფა იქნება, ამიტომაც სპეცოპერაციის წაგების გასაღება კიდევ ადვილია. რაც შეეხება გერასიმოვის აღლუმზე არგამოჩენას, კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ მისი დაჭრის ინფორმაცია არ დასტურდება. ის უკრაინაში იმყოფებოდა, თუმცა არა ცხელ წერტილში. ამიტომ არსებობს დიდი ალბათობა, რომ მასსა და პუტინს შორის დიდი დაპირისპირება და ფრონტზე წარმოებული წარუმატებელი ბრძოლების გამო სერიოზული კონფლიქტია.

 

 

Aburjga Tasmanieli რუსეთი, სახელმწიფო რომლის პრეზიდენტი პუტინია ამჟამად არის უმძიმეს ომში მთელი ფაშისტურ - იმპერიალისტური დასავლეთის (აშშ, ბრიტანეთი, ევროკავშირი) წინააღმდეგ. ეს ომი მიმდინარეობს სლავი ხალხების სხეულზე, კერძოდ ახლა უკრაინა რომ ჰქვია იქ. უნამუსო დასავლეთი რუსებთან მათ ისტორიულ და გენეტიკურ ღვიძლ ძმებს აომებს, ქვეყანა ინგრვა, რუსეთის წინააღმდეგ სასტიკი სანქციები მოქმედებს! ასე რომ გარემოსთან შედარებით ძალიანაც ლამაზი და კარგი საზეიმო დღე გადაიხადა! განსაკუთრებით მომეწონა გმირ ქალაქ ბრესტში პრეზიდენტ ლუკაშენკოს მიერ გამართული საერთო-სახალხო ზეიმი! ნეტავ საქართველოშიც მოგვესწროს ერთილუკაშენკოს მსგავსი ადამიანის პრეზიდენტობა - პრემიერობა! დიდება სსრკ-ს! დიდება სტალინს, მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს მხედართმთავარს! დიდება ლავრენტი პავლეს ძე ბერიას!
2 წლის უკან
DDDzia 1. Риттер Скотт о Байдене, Путине и народе России
ბმული />
2. Скотт Риттер (2ая фаза спец.операции) Русские Офицеры. Тактика охвата вражеских войск.
ბმული />
3. Буча 🇺🇦 Американский🇺🇲 аналитик Скотт Риттер Почти нет сомнения, что это украинская Нацгвардия!
ბმული
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბმული
2 წლის უკან