„საუბარი სააკაშვილის სავალალო ფისიქიკურ მდგომარეობაზე რა ხელს აძლევთ, ან რას იგებენ, ვერ გავიგე - კაცი, რომელიც არაადეკვატურია, ქვეყნის სათავეში როგორ უნდა დაბრუნდეს?“

„საუბარი სააკაშვილის სავალალო ფისიქიკურ მდგომარეობაზე რა ხელს აძლევთ, ან რას იგებენ, ვერ გავიგე - კაცი, რომელიც არაადეკვატურია, ქვეყნის სათავეში როგორ უნდა დაბრუნდეს?“

რა შედეგი შეიძლება ქვეყანაში დაწყებულმა აქციებმა გამოიწვიოს და რამ შეიძლება ხელისუფლება აიძულოს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაუშვას? სააკაშვილის ოჯახი და პარტიის წევრები კვლავ ირწმუნებიან, რომ მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა კონკრეტულად რა სჭირს სააკაშვილს, არავინ ამბობს. სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით ქუჩაში არც თუ ბევრი ხალხი გამოდის და მისი ბედი დიდად არც საერთაშორისო ასპარეზზე ანაღვლებთ.

ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ სააკაშვილმა ცილები და მედიკამენტები უნდა მიიღოს, რომელზეც უარს განზრახ ამბობს.

სააკაშვილის საზღვარგერეთ გაგზავნის მოთხოვნით მცირერიცხოვანი აქციები რუსთავის ციხესთან და ბათუმში 6 მაისს გიმართა. აქციას არ უერთდებიან, თუმცა ექს-პრეზიდენტის უცხოურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც.

„სტრატეგია აღმაშენებელმა“ ხელისუფლებას კონკრეტული გეგმაც შესთავაზა - შეიქმნას ქართველი და უცხოელი სპეციალისტებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობაზე დასკვნას დადებს, რომლის საფუძველზეც მას ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობის რეკომენდაცია მიეცემა ან კვლავ ციხეში დატოვებენ.

ხელისუფლების ოპონენტებიდან ერთადერთი, ვინც ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობას მხარს არ უჭერს, გიორგი გახარიას პარტიაა. მათი აზრით, მიხეილ სააკაშვილს ქართველმა ექიმებმა უნდა უმკურნალონ. მმართველი გუნდი არც სააკაშვილის პარტიის და არც დანარჩენი ოპოზიციის ინიციატივების გაზიარებას არ აპირებს.

„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ექს-პრეზიდენტი თვითდაზიანების რეჟიმშია და რომ არა მედიკამენტებზე და საკვებზე უარი, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნებოდა. სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას ევროპის რომელიმე კლინიკაში დღეს მხოლოდ თბილისში არ ითხოვდნენ, საქართველოს ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ „ევროპის სახალხო პარტიამაც“ მოუწოდა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტნიორი პარტიაა.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის თავიდან მოშორება ხელისუფლებასაც აწყობდეს, რადგან ქვეყნის გარეთ მყოფი ნაკლები თავის ტკივილია, მაგრამ რაც უფრო მეტი ხმაური იქნება და მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას ან შეწყალებას პოლიტიკური კონტექსტი ექნება, ხელისუფლება მით უფრო გაჯიუტდება. მას ამის მიზეზიც აქვს, რადგან საკუთარი ამომრჩევლის თვალში თვითდაზიანებას არ მიიყენებს და მოთხოვნის შესრულებით ხალხის თვალში უსუსური არ გამოჩნდება.

„ხელისუფლებაზე ახლა რაც უფრო მეტ ზეწოლას მიიტანენ, ქვეყნის შიგნიდან თუ მის გარედან, „ოცნება“ სააკაშვილის გადაყვანაზე თუ შეწყალებაზე უფორ გაჯიუტდება. ამ ყველაფერს უკვე პოლიტიკური კონტექსტი ეძლევა. გამოვა, რომ ხელისუფლება რაღაცის შიშით დათმობაზე წავიდა. ეს კი მას აზიანებს. თავიდან სააკაშვილი ხელისუფლებისთვის თავის ტკივილი ნამდვილად იყო. ახლაც მისი აქ ყოფნა არავის სიამოვნებს, მაგრამ რაც უფრო დიდი აჟიოტაჟი იქნება ამტყდარი, მიზანს მით უფრო ვერ მიაღწევენ. თანაც „ოცნება“ ხედავს, რომ სააკაშვილის თემა აქტუალური მის მომხრეებშიც აღარ არის. არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ „ნაციონალებს“ ზეწოლის ბერკეტი აღარ აქვთ და ხელისუფლებაც ზედმეტ პრობლემებს არ შეიქმნის. მის ამომრჩეველში მსგავსი გადაწყვეტილება დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ამიტომ რატომ უნდა გააკეთონ ის, რაც მათ დააზიანებს და ამომრჩეველს დააკარგვინებს გაუგებარია“, - აცხადებს საყვარელიძე.

რაც შეეხება სააკაშვილის მიამრთ მისსავე ამომრჩეველში ინტერესის დაკარგვას, საყვარელიძე ფიქრობს, რომ ამის მიზეზი რამდენიმე ფაქტორია. პირველი ის, რომ ექსპრეზიდენტი ქვეყანაში ისე შემოიპარა და, ფაქტობრივად, ჩაბარდა, რომ მის მომხრეებშიც კი გარკვეული კითხვები გააჩინა და იმედი გაუცრუა. სააკაშვილის უცნაურმა მოქმდებებმა ხალხში მის ქვეყანაში დაბრუნებაზე უფრო მეტი კითხვები გააჩინა. ვერსია, თითქოს ის ქვეყანაში ხალხის საშველად დაბრუნდა, ნაკლებად დამაჯერებელი გახდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. გაჩნდა ეჭვი, რომ მას ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა და უბრალოდ, თავს უშველა.

„სააკაშვილის მიმართ მოსახლეობის და მით უმეტეს მისი მხარდამჭერების ინფანტილურობა მის ჯამრთელობაზე საუბარმა გამოიწვია. ძალიან საინტერესოა რატომ დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ მისი ფისიქიკური მდგომარეობა სავალალოა. ამაზე აპელირება რა ხელს აძლევთ, ან რას იგებენ ამით, ვერ გავიგე. პირიქით, სააკაშვილის ამომრჩევლებშივე უარყოფითი დამოკიდებულება გააჩინა. კაცი, რომელიც არ არის ადეკვატური და რეალობას მოწყვეტილია, ის ქვეყნის სათავეში როგორ უნდა დაბრუნდეს? არ არიან თანმიმდევრულები და ხალხმაც ვეღარ გაიგო, ფსიქიკური პრობლემები აქვს თუ სხვა ჯამრთელობის პრობლემები აწუხებს. ხან ერთს ამბობენ და ხანაც მეორეს. ამ ყველაფერმა კი ჯამში ის შედეგი გამოიღო, რომ სააკაშვილმა პოლიტიკური ლიდერის სტატუსი დაკარგა“, - აცხადებს საყვარელიძე.

პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე კი ამბობს, რომ რასაც სააკაშვილი ახლა აკეთებს და მისი ოჯახიც ჰყვება, სიმულიანტობა ჰქვია. გვენეტაძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ამ სატყუარას არ უნდა წამოეგოს და დარწმუნებულია, რომ ვერანაირი ზეწოლა ვერ აიძულებს „ოცნებას“ რომ გადაწყვეტილება საკუთარი თავის წინააღმდეგ მიიღოს.

„სააკაშვილი ნაპრეზიდენტალი დამნაშავეა. ის სასჯელს ისევე იხდის, როგორც სხვა დანარჩენი პატიმრები. მაშინ ყველა გავათავისუფლოთ, რადგან ციხეში ყოფნა არავის უნდა. დედამისი რომ ლაპარაკობს ახლა, 4 კედლის ეშინიაო და ბადრაგს ვერ იტანსო, მაშინ გამოდის, რომ მას კანარის კუნძულებზე წასვლა უნდა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვართ სახელმწიფო? ეს თუ ასე მოხდა და მათი მოთხოვნები დაკამყოფილდა, გამოვა, რომ სახელმწიფო აღარ გვქონია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში სახელმწიფო ჩამოიშლება. ქართველი ხალხი მსგავს გადაწყვეტილებას ჩვენს ხელისუფლებას არ აპატიებს. სააკაშვილის მიმართ უზარმაზარი აგრესიაა და გამოვა, რომ „ოცნებამ“ ხელისუფლებიდან წასვლა გადაწყვიტა. აბა, სხვა ამას რა შეიძლება დაერქვას? მსგავსი პრეცედენტი არსად არ ყოფიალა, მით უმეტეს საქართველოში, რომ ადამიანი სამკურნალოდ ქვეყნიდან გაეყვანათ. მით უმეტეს სააკაშვილს მსგავსი სავალალო არაფერი არ სჭირს. ეუბნებიან, რომ ხაჭო, კვერცხი და სხვა ის პროდუქტები მიიღოს, რაც ცილისთვის არის საჭირო. ის არ ჭამს, ხელისუფლებამ სხვა რა ქნას?“, - ამბობს გვენეტაძე.

მისივე თქმით, სააკაშვილს და მის პარტიას ყველა კოზირი, რაც ქვეყნის ასარევად ჰქონდათ შემონახული, ჩაეშალათ, ახლა კი აღარ იციან რა ქნან და ათას სისულელეს იგონებენ. მისსავე ამომრჩეველს სააკაშვილის ბედი აღარ ანაღვლებს, რადგან მისი რეალური სახე უკვე ყველამ დაინახა. ამიტომ სააკაშვილის სიმულანტობით და ფსევდოავადმყოფობით ყველა დაღლილია. მის პარტიაშიც კი ხალხის გამოყვანაც ეზარებათ, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ეს ადამაინი დიდი სიმულანტია.

Maverick "ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ სააკაშვილმა ცილები და მედიკამენტები უნდა მიიღოს, რომელზეც უარს განზრახ ამბობს."

კოკაინი, ან ჰეროინი მიეცით, "კიშკა" და მერე უარს არ უტყვის👺...
2 წლის უკან
Maverick უკაცრავად წამეშალა... "ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ სააკაშვილმა ცილები და მედიკამენტები უნდა მიიღოს, რომელზეც უარს განზრახ ამბობს."

კოკაინი, ან ჰეროინი მიეცით, "კიშკა" გაეხსნება და მერე უარს არ უტყვის👺...
2 წლის უკან