რუსულმა ძალებმა გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს, განსაკუთრებით დონბასის ჩრდილოეთ ნაწილში, თუმცა როგორც პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, ეს პროგრესი არ არის ის, რასაც აშშ თვლის, რომ რუსული ძალები რეგიონში ამ ეტაპზე ელოდნენ. რუსეთმა უკრაინაში უმძმესი ბრძოლები განაახლა. ბლოკადაში მოქცეული ფოლადის ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ამ დრომდე რჩებიან მშვიდობიანი მოქალაქეები და დაჭრილი სამხედროები, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს.
რუსული ძალები ქარხნის პერიმეტრზე „აზოვსტალში“ ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა შეიყვანა, რომელმაც ოკუპანტებს საიდუმლო გვირაბების შესახებ ინფორმაცია გადასცა. თუმცა მოსკოვი უარყოფს, რომ რუსი სამხედროები იმ ქარხანას ბომბავენ, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები ამ დრომდე რჩებიან. ქალაქის ბოლო სიმაგრე ზღვიდან, ხმელეთიდან და ციდან სარაკეტო იერიშების სამიზნეა.
ამის მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლება მტრის პოზიციების შესუსტებაზე მიუთითებს. „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა უარყო უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადება, რომ რუსული ძალები „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან განდევნეს. „აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილე ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, რომ იზრუნოს სამოქალაქო პირებსა და დაჭრილ ჯარისკაცებზე, რომლებიც „აზოვსტალში“ ტანჯვით იღუპებიან.
„რუსი ოკუპანტები კვლავ იმყოფებიან „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, სადაც სასტიკი, სისხლიანი ბრძოლები მიმდინარეობს. მოვუწოდებთ მსოფლიო თანამეგობრობას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისკენ და პირადად მივმართავთ უმაღლეს მთავარსარდალს, იზრუნოს დაჭრილ ჯარისკაცებზე, რომლებიც საშინელი ტანჯვით იღუპებიან არასათანადო მკურნალობით.
მიეცით ჯარისკაცების ცხედრების გატანის საშუალება, რათა უკრაინელები დაემშვიდობონ თავიანთ გმირებს. სათანადოდ უპასუხეთ კრიტიკულ სიტუაციას, როდესაც მტერი არ იცავს არანაირ ეთიკურ ნორმებს, კონვენციებსა თუ კანონებს, ანადგურებს ადამიანებს მთელი მსოფლიოს თვალწინ, ხელმძღვანელობს ყველაფრის დასაშვებობით და დაუსჯელობით!“, - აცხადებს სვიატოსლავ პალამარი.
„აზოვის“ პოლკის მეთაურის მოადგილის მიმართვის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს დახმარება სთხოვა „აზოვსტალის“ ქარხანაში ჩარჩენილი ადამიანების ევაკუაციისთვის. თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინამ თავის მებრძოლებს, რომლებიც „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში რჩებიან, უნდა უბრძანოს, რომ დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ და რუსული ძალები მზად არიან, უსაფრთხო გასასვლელი შესთავაზონ სამოქალაქო პირებს, რომლებიც ქარხანაში რჩებიან.
ვითარება კი რთულია. ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ მტერი ბელოგოროვკას ტერიტორიაზე თავდაცვის ხაზის გარღვევას ცდილობს, რომელიც განცხადებით, ყველაფერი შეიძლება ყოველ საათშიც კი. „ამიტომ, ვინც მისმენს, ან ვისაც შეუძლია თავშესაფრებში მყოფ ადამიანებს გადასცეს: გთხოვთ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ - ნუ დააყოვნებთ ევაკუაციას“, - განაცხადა სერგეი გაიდაიმ.
პარალელურად, უკრაინის სადაზვერვო სამსახური რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ფარულ ჩანაწერს ავრცელებს. ჩანაწერის მიხედვით, ლავროვმა დსთ-ს ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან არაფორმალური კომუნიკაციის დროს განაცხადა, რომ უკრაინის ოკუპაცია რუსეთის გეოპოლიტიკური მიზანია.
„უკრაინა საყოველთაოდ ცნობილი იდეაა, თუნდაც ბჟეზინსკიმ თქვა, რომ რუსეთი უკრაინის გარეშეა, მაგრამ უკრაინასთან ერთად ის უფრო დიდი ძალაა. უკრაინის ოკუპაცია რუსეთის გეოპოლიტიკური მიზანია. რა თქმა უნდა, ჩვენ საომარი მოქმედებების თავიდან აცილებას არ დავუშვებთ“, - ამბობს სერგეი ლავროვი.
თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ პრეზიდენტი პუტინი ელოდა და აპირებდა, რომ მომავალ ორშაბათს, გამარჯვების მარშს კიევის ქუჩებში გამართავდა, რაც ჯენ ფსაკმას განცხადებით, ცხადია, არ მოხდება.
„აშშ უკრაინის მხარდაჭერას არ შეწყვეტს. პრეზიდენტ პუტინის ჩანაფიქრი - ხელში ჩაეგდო უკრაინა, მოექცია ის რუსეთის შემადგენლობაში, წაერთმია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, არ აღმოჩნდა წარმატებული. მოგეხსენებათ, ის ელოდა და აპირებდა, მომავალ ორშაბათს, გამარჯვების მარში კიევის ქუჩებში გაემართა. ცხადია, ეს არ არის ის, რაც მოხდება. მას სურდა, რომ ეს ყოფილიყო ნატოსა და დასავლეთის გაყოფის მომენტი. რა თქმა უნდა, ასე არ ხდება. ჩვენ ვთქვით, რომ გვსურს უკრაინის გამარჯვება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას“, - აღნიშნა ჯენ ფსაკმა.
ომიდან სამი თვის თავზე, უკრაინაში ყველაზე მძიმე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით, ევროპას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს და ვერ მოიგებს.
„რუსეთის უკრაინაში შეჭრის, რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი ყოველი სისასტიკის შემდეგ, ყოველი დღე, რაც გადის, ჩვენი გადაწყვეტილება და ჩვენი ერთიანობა მხოლოდ ძლიერდება. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი: პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს და ის ვერ მოიგებს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
2 ვიდეოს თუ მოუსმენ აგიხსნიან საერთოდ რა ხდება და მერე შეგეძლება შენ თვითონვე უპასუხო შენ კითხვასაც და მრავალ სხვა კითხვასაც რომლებიც სავარაუდოდ კიდევ გაგიჩნდება
ეს აზაროვისაა(ყოფილი პრემიერის უკრაინის)
ბმული />
ეს ვასერამანის (მისი სტატუსი არ ვიცი, სავარაუდოდ პოლიტმიმომხილველი)
ბმული
"გერმანიის ასეთ დაჩოქებას, მერკელს ვინმე გაუბედავდა?"
გაუბედავდა კი არა, არ გადააწუწეს თავზე, როდესავპც მერკელს და მთლიანად მთავრობას ცეერუ უსმენდა?
მერე, რაო მერკელმა?
გერმანია დღემდე ოკუპირებულია და ამ ოკუპაციას ბოლო არ უჩანს.
ეს არაა შეურაცხმყოფელი?
მენტალობა და ღირებულებები აქვთ მაგათ სადღაც ჯურღმულური, ჰოდა სხვასაც თუ წაუშალეს და გადაუგვარეს ეგ უხარიათ, ამიტომ იყო პირველი რაც ჩაიდინეს განათლების და ჟურნალისტიკის ნგრევა იყო...
ttps://www.youtube.com/watch?v=
ბმული
ამიტომ უბიძგეს ალოიზოვიჩს სსრკ-სკენ.
გდებულიყო ის რეგვენიც თავისთან წყნარად.
ესეც საინტერესო საუბარია: ბმული
რუსეთშიც იქაც შეწუხებულები არიან მოძალადე არასამთავრობოებით, ენჯეოშნიკებით, გრანტავშიკებით და სხვა შნიკებით რომლებიც იგივენაირ ზომბირების მეთოდებს აწვებიან...
ვინ ქნა, რა ქნა, რატო, ამას უკვე არავინ აღარ კითხულობს ---ასე მინდა, ..... ვსიო..... მორჩა და გათავდა!!!!
ეხლა მთავარია ჩვენც არ ჩაგვითრიოს ამერიკამ , ეგააა სადარდებელი
ქაჯი ჩიტაძე -- მწყერიაშვილისა ხო გვაგულიანებს კიდეც -- რუსეთს ეხლა იმდენი ტრაკი არა ააქვს, ორ ფრონტზე იომოს--- დავაი დავცხოთ ეხლაო
(ჟანგიანი ტანკებისა არ იყოს)
მოკლედ ეშმაკს რქებიც უჩანს უკვე და ყურებიც.................ესენი კიდევ მეგობარს ეძახიან....დათვსა ხედავედნენ და ... კვალს ეძებდნენო -------ესეა ჩვენი ,,შენიღბული დებილების,, საქმე
აი ტაივანიც თუ გაააგიჟეს.. მერე ნახეთ ....მერეც პუტინს დააბრალებეეენ??
რუსეთს ნიღაბი ჩამოუვარდაო................................ეკეთააა როოოოო???
ნიღაბი რუსეთს კი არა, ნიღაბი ვისაც ჩამოუვარდა კარგად ვხედავთ---მტერი მოყვრულად მოსული მტერზედაც ბევრჯერ მტერიაო....უძახეთ მეგობარი...
არ უნდა გაგიკვირდეს ეგ თუ მოახერხეს, ვინაიდან წინასწარ დააბევეს(დაიზომბეს) არც თუ მცირე რაოდენობის ხალხის კონტინგენტი, რასაც შენივე თვალით შეგიძლია შეხედო ე.წ.""თბილისის ფორუმზე"" და ""არასამთავრობოების, ენჯეოშნიკების, გრანტავშიკების და სხვა შნიკების კონტინგენტში""..... და ვინაიდან ქოცებმა არაფერი იღონეს მინიმუმ პრევენციისათვის
ხოლო აცრა არ ვტარდება ქოცების მიერ, რადგან მათ აქვთ ლეგალური ბერკეტები და სხვა ვერ ჩაატარებს რადგან ჩაეთვლება კანონ დარევად