„ბოლო ორი თვის განმავლობაში, უკრაინაში საზღვარგარეთიდან 300 000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა“, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის აპარატის მრჩეველის, დარია ზარივნას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მარტის პირველი დღეებიდან მაისამდე, უკრაინამ 304,000 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება მიიღო. გასულ კვირას დაახლოებით 24,000 ტონა ჩამოვიდა", - აცხადებს ზარივნა.
მისივე თქმით, უცხოური სახელმწიფო ინსტიტუტებისგან და კერძო პირებისგან, ფულადი დახმარება გაეროს სტრუქტურებისა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდების მეშვეობით იგზავნება და, ძირითადად, სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად გამოიყენება.
29 აპრილის მონაცემებით, უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის ფოსტით მიწოდებით საქართველო პირველ ადგილზეა.