ისრაელ-ირანის დაპირისპირება: რა არის ყველაზე უარესი სცენარები?

ისრაელ-ირანის დაპირისპირება: რა არის ყველაზე უარესი სცენარები?

ამ ეტაპზე, ისრაელსა და ირანს შორის ბრძოლა ორი ქვეყნით შემოიფარგლება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და სხვა ქვეყნების მხრიდან თავშეკავებისკენ მრავალი მოწოდება არსებობს. მაგრამ რა მოხდება, თუ ეს მოწოდებები იგნორირებული იქნება და კონფლიქტი ესკალაციასა და გავრცელებას დაიწყებს? სტატიაშ მოცემულია მხოლოდ რამდენიმე შესაძლო ყველაზე უარესი სცენარი.

აშშ-ის ჩართულობა კონფლიქტში

აშშ-ის ყველა უარყოფის მიუხედავად, ირანი აშკარად თვლის, რომ აშშ-ის სამხედროებმა ფარულად დაუჭირეს მხარი ისრაელის თავდასხმებს. ირანს შეუძლია ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამიზნეებს დარტყას, მაგალითად ერაყში სპეციალურ დანიშნულების ბანაკებ, სპარსეთის ყურეში მდებარე სამხედრო ბაზებსა და რეგიონში არსებულ დიპლომატიურ მისიებს. მიუხედავად იმისა, რომ ირანის მხარდამჭერები, ჰამასი და ჰეზბოლა, შესაძლოა სერიოზულად დასუსტდნენ, ერაყში მისი მოკავშირე მილიციები ხელუხლებელი რჩებიან და კვლავ საფრთხეს წარმოადგენენ. აშშ-ს ეშინოდა ასეთი თავდასხმების შესაძლებლობის და რეგიონიდან პერსონალის ნაწილი გაიყვანა. საჯარო განცხადებებში ვაშინგტონმა მკაცრად გააფრთხილა თეირანი აშშ-ს ობიექტებზე ნებისმიერი თავდასხმის შედეგების შესახებ. რა მოხდება, თუ ამერიკის მოქალაქეს, ვთქვათ, თელ-ავივში ან სხვაგან მოკლავენ? შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩარევა მოუწიოს. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დიდი ხანია ადანაშაულებენ აშშ-ის ირანთან ომში ჩათრევაში.

სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებს ჰყავს ბომბდამშენები და სპეციალური შეღწევადი საბრძოლო მასალა, რომელსაც შეუძლია ირანის ყველაზე ღრმა ბირთვული ობიექტების - განსაკუთრებით ფორდოუს ურანის გამდიდრების ქარხნის - განადგურება.

სპარსეთის ყურის ქვეყნები კონფლიქტში ერთვებიან

თუ ირანი ვერ შეძლებს ისრაელში კარგად დაცული სამხედრო და სხვა სამიზნეების დაზიანებას, მას ყოველთვის შეუძლია რაკეტები სპარსეთის ყურეში უფრო დაუცველი სამიზნეებისკენ გადამისამართოს - განსაკუთრებით იმ ქვეყნებისკენ, რომლებიც თეირანის აზრით, წლების განმავლობაში ეხმარებოდნენ მის მტრებს. რეგიონი მდიდარია ენერგეტიკითა და ინფრასტრუქტურით. 2019 წელს ირანს საუდის არაბეთში ნავთობის ობიექტებზე თავდასხმაში ადანაშაულებდნენ, ხოლო 2022 წელს მისმა ჰუსიტმა მოკავშირეებმა არაბთა გაერთიანებულ საემიროებში (UAE) სამიზნეები დაბომბეს. მას შემდეგ, ირანის ურთიერთობები რეგიონის რიგ ქვეყნებთან გარკვეულწილად გაუარესდა.

ისრაელი ვერ შეძლებს ირანის ბირთვული პოტენციალის განადგურებას

რა მოხდება, თუ ისრაელის თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდება? რა მოხდება, თუ ირანის ბირთვული ობიექტები ძალიან ღრმა და კარგად დაცულია? რა მოხდება, თუ 400 კილოგრამი ურანი, რომელიც 60 პროცენტამდეა გამდიდრებული - საწვავი, რომელიც იარაღის დონემდე (90 პროცენტი) გამდიდრების შემთხვევაში საკმარისი იქნება ათი ბირთვული ქობინის დასამზადებლად - ხელუხლებელი დარჩება?

ითვლება, რომ ეს ურანი შესაძლოა საიდუმლო სილოსებში ღრმად იყოს დამალული. ისრაელის თავდასხმების შედეგად რამდენიმე ბირთვული ფიზიკოსი დაიღუპა, თუმცა ვერც ერთი ბომბი ვერ გაანადგურებს ირანის მიერ დაგროვილ ცოდნასა და ექსპერტიზას. რა მოხდება, თუ ისრაელის თავდასხმები ირანის ხელმძღვანელობას დაარწმუნებს, რომ შემდგომი თავდასხმების თავიდან აცილების ერთადერთი გზა ბირთვული იარაღის რაც შეიძლება სწრაფად შეძენაა? რა მოხდება, თუ ახალი სამხედრო ლიდერები უფრო ჯიუტები და ნაკლებად თავშეკავებულები აღმოჩნდებიან, ვიდრე მათი დაცემული წინამორბედები?

სულ მცირე, ისრაელს შეუძლია ახალი თავდასხმები განახორციელოს, რაც მთელ რეგიონს თავდასხმების დაუსრულებელ ციკლში ჩაითრევს. ისრაელებს ამ სტრატეგიას მკაცრი გამოთქმა აქვთ: „გაზონის თიბვა“.

გლობალური ეკონომიკური შოკი - ნავთობის ფასები უკვე სწრაფად იზრდება

რა მოხდება, თუ ირანი ჰორმუზის სრუტის დაკეტვას შეეცდება, რაც ნავთობის მიწოდებას კიდევ უფრო შეზღუდავს?

რა მოხდება, თუ არაბეთის ნახევარკუნძულის მეორე მხარეს იემენის ჰუსიტები - ირანის უკანასკნელი მოკავშირეები, რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი არაპროგნოზირებადობითა და რისკიანობით - გააორმაგებენ ძალისხმევას წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმისთვის?

მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ისედაც განიცდის ცხოვრების ხარჯების კრიზისს. ნავთობის ფასების ზრდა ინფლაციას გაზრდის გლობალურ ეკონომიკურ სისტემაში, რომელიც ისედაც იტანჯება ტრამპის სატარიფო ომის სიმძიმის ქვეშ.

წყარო: https://www.bbc.com/news/articles/c74n23y1x48o