რუსეთის პრეზიდენტმა 9 მაისს შესაძლოა უკრაინას ომი ოფიციალურად გამოუცხადოს. ამის შესახებ CNN-ი დასავლეთ მაღალჩისონებზე დაყრდნობით წერს.
როგორც წყაროები აცხადებენ, ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა გამარჯვების დღის სიმბოლური მნიშვნელობით ისარგებლოს, რათა უკრაინაში სამხედრო მიღწევის შესახებ ან საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია გამოაცხადოს.
ამ დროისთვის რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ ატარებს.