„უკრაინის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დამირეკა და მთხოვა, რამდენიმე ადამიანი უკრაინაში ჩასულიყო, მეორე დღეს, ეს პიროვნება გამოვიდა და მთელი ქვეყანა თავზე დაგვამხო“

„უკრაინის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დამირეკა და მთხოვა, რამდენიმე ადამიანი უკრაინაში ჩასულიყო, მეორე დღეს, ეს პიროვნება გამოვიდა და მთელი ქვეყანა თავზე დაგვამხო“

კიდევ ერთი სრულიად აბსურდი და დაუსაბუთებელი ბრალდება უკრაინის დაზვერვის სამსახურის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ - უკრაინა ჭორაობას და ცილისწამებას ჩვენი ქვეყნის წინაღმდეგ არ ეშვება. დაზვერვის მტკიცებით, თითქოს რუსეთი საქართველოსთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ როგორმე სანქცირებული რუსული პროდუქციის რეექსპროტი ევროპაში საქართველოდან მოხდეს. ამაზე ვრცელი განცახდებები საქართველოს ხელისუფლებამ უკვე გააკეთა და თქვეს, რომ მსგავსი რამ წარმოუდგენელია. ახლანდელ ბრალდებებსაც, უკრაინის დაზვერვამ წინას მსგავსად არანაირი არგუმენტი და ფაქტები არ მოაყოლა.

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ბელარუსში, სომხეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში და ტაჯიკეთში რუსეთი სამხედრო დანიშნულების პროდუქციისთვის დეტალების წარმოებას გეგმავს. საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ნაწილში კი საუბარია რუსული პროდუქციის რეექსპორტის გეგმაზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, წინა შემთხვევაში უკრაინის დაზვერვა ირწმუნებოდა, რომ საქართველოს გავლით, პირიქით, რუსეთს სანქცირებული პროდუქციის იმპორტი უნდა განეხორციელებინა, თუმცა ეს ფაქტებით არ დასაბუთებულა.

უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მიზეზი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა. ოფიციალური ცნობით, შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილემ, კიდევ ერთხელ დააფიქსირა ქართული მხარის უკმაყოფილება მსგავსი შინაარსის ბრალდებების გამო და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის გადაუმოწმებელ ფაქტებზე დაყრდნობით ინფორმაციის გავრცელება აზიანებს ორ ქვეყანას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობას.

ქართულმა მხარემ ფაქტობრივი განმარტებების და მტკიცებულებების დროულად წარდგენა მოითხოვა. საგარეო უწყების ცნობით უკრაინელმა დიპლომატმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას ამ ეტაპზე არ გააჩნია შესაბამისი პასუხი უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების დეტალებზე და შეტყობინებას კიევს გადასცემს.

უსაფუძვლოს და არასწორს უწოდებს უკრაინის დაზვერვის მორიგ განცხადებას მმართველი პარტიის წევრი გიორგი ვოლსკი.

„ერთი რამე შეგვიძლია ვუთხრათ დარწმუნებით უკრაინელ ხალხს, ვინც ამ დეზინფორმაციას უსმენს, საქართველოში არანაირი მოლაპარაკება სანქციების გვერდის ავლაზე არ მიმდინარეობს. ასეთი არ განხორციელდება და ვერ განხორციელდება, არც საქონელი და არც ბიზნესი, რომელსაც გარკვეული სანქციები ადევს, საქართველოს გავლით არ მოხვდება არც ერთ ბაზარზე. თუკი რაიმე დამატებითი ინფორმაცია გააჩნია დაზვერვას და ამაზე მეტი იცის, წარმოადგინოს ეს ინფორმაცია, კონკრეტული მასალები და არა ზოგადი საუბარი. რა ხდება სომხეთთან და აზერბაიჯანთან დაკავშირებით, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ შესაძლოა, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მხრიდან გაჟღერებული მორიგი ბრალდება ერთგვარი პრევენციის სახის იყო, რომლის მეშვეობითაც საქართველოს აფრთხილებდნენ. მისი აზრით, საქართველოს აზერბაიჯანსა და სომხეთთან ხსენება, ერთგვარი პიარსვლაა.

„სამწუხაროდ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს უკრაინის დაზვერვის ნამუშევარი არ არის. ეს არის ან პიარ პროექტის ნაწილი, რომელიც საქართველოს და მისი ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება, ან დაკვეთაა, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე გარედან. უკრაინის სამხედრო დაზვერვა იმდენად დაკავებულია, ეჭვი მეპარება, რომ საქართველოსთვის ეცალოთ. საერთოდ, უკრაინის სამხედრო დაზვერვა ბრიტანულ და ამერიკულ დაზვერვაზეა დამოკიდებული. ან ეს არის ჩვენი პარტნიორების მხრიდან პრევენციული ღონისძიება, რათა საქართველომ ეს ნაბიჯი არ გადადგას“, - ამბობს არეშიძე for.ge-სთან.

თუმცა ხომ არ უკავშირდება აღნიშნული ბრალდებები იმ ფაქტს, რომ საქართველოში რუსული ბიზნესის რეგისტრაცია 70%-მდეა გაზრდილი და შესაძლოა, სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც უკრაინა პრევენციის სახით საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს. არეშიძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში ისმება კითხვა - როგორ შეიძლება ეს საქართველოს ხელისუფლებამ გააკონტროლოს?

„რუსეთიდან მილიონამდე IT სპეციალისტია წამოსული. ნაწილმა მათგანმა საქართველოში ფეხი მოიკიდა. ეს ადამიანები საერთაშორისო ბიზნესპროქტებში არიან ჩართულები. ვერც ზარბაზანს გამოიგონებენ და ვერც სხვა იარაღს ააწყობენ, ეს ხალხი გლობალური ქსელის ნაწილი არიან. მსოფლიოს უამრავ ქვეყანასთან თანამშრომლობენ. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურის ამოცანაა, რომ ამ ყველაფერს ყურადღება მიაქციოს. ხელაღებით იმის თქმა, რომ ეს არის რუსული სანქციებისთვის გვერდის ავლა, უბრალოდ, ლაპარაკი ლაპარაკისთვის არის. ეს მხოლოდ ქვეყნის და ხელისუფლების დისკრედიტაციას ემსახურება“, - ამბობს არეშიძე for.ge-სთან.

იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლების და უკრაინის ხელისუფლების კომუნიკაცია კვლავ ვერ ხდება და მსგავსი ინფორმციის გაჟღერება ისევ საჯაროდ ხდება, არეშიძე ამას უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი გარკვეული ჯგუფის ინტერესად მიიჩნევს.

„რასაც ვუყურებ, ეს ყველაფერი სახელმწიფო ტერორის ნიშნებს ატარებს. ერთ შეხედვით ჩანს, რომ უკრაინას აწყობს, ფრონტის ხაზი გაიზარდოს და დარტყმის წერტილები სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიც გახდნენ, მათ შორის - საქართველო. ამაში გარკვეული ლოგიკაც არის - თუ ჩვენი შვილები იხოცებიან, თქვენიც დაიხოცონ, რადგანაც თქვენს გამოც ვომობთ. ეს არის ერთი შეხედვით, მაგრამ აქ სხვა ვერსიაც არსებობს, მე ვხედავ, რომ უკრაინელი ჩინოვნიკების ერთი ნაწილი, იმ ქართული ჯგუფის დავალებას ასრულებს, რომლებიც უკრაინაში კარგად არიან მოკალათებულები. იმ ადამაინების, რომლებიც ახლა უკრაინაში სხვადასხვა თანამდებობებზე იმყოფებიან, მთავარი სურვილია, რომ ხელისუფლებაში ისევ დაბრუნდნენ. მსგავსი საყვედურები, კი ბატონო, სხვა ქვეყნების მისამართითაც ისმის, მაგრამ საქართველო ამოჩემებული ჰყავთ. ჩვენზე ასეთი გადაკიდება, მიბიძგებს იქითკენ, ვიფიქრო, რომ ეს დაკვეთაა.

დაახლოებით ორი კვირის წინ უკრაინის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ჩემთან რეკავს და მთხოვს, რომ რამდენიმე ადამიანი, რომელსაც საზოგადოებრივი წონა აქვს, უკრაიანში ჩავიდეს. ჩემს მეგობრებს შევუთანხმდი, ვისაუბრეთ და დავგეგმეთ, რომ ეს გადაწყვეტილება შესაბამის ორგანოებთან შეგვეთანხმებინა. ეს პიროვნება, რომლის გვარსაც არ დავასახელებ, მეორე დღეს, გამოდის და მთელი ქვეყანა თავზე დაგვამხო. ტელეფონში სრულიად სხვა რაღაც ილაპრაკა და მერე ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. შემდგე უკრაინის ვიცე-პრემირთან ზუმით ვისაუბრე. მან კერძო საუბარში ბოდიში მოიხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით იარაღის რუსეთისთვის მიყიდვაზე არასწორი ინფორმაცია მქონდაო“,-ამბობს არეშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, უკრაინის დაზვერვის უფროსის საძმაკაცო არახამია- გოგილაშვილი და სხვები არიან. ამიტომ, არ ვიცით კერძო საუბრებში ისინი საქართველოზე რა ინფორმაციას აწვდიან. მეორე საგარეო დაზვერვის მოადგილე კი გია ლორთქიფანიძეა, რომელიც საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ამიტომაც მოვლენების განვითარების ლოგიკა დასკვნების საშუალებას თავად იძლევა.

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი ამბობს, რომ სამწუხაროდ, ორ ქვეყანას შორის არსებული ცუდი პოლიტიკური სიტუაცია მოქმდებს, ამიტომაც უკრაინიდანაც და საქართველოდანაც ყველაფერზე გამძაფრებული რეაქცია მოდის. მაისაია for.ge-სთან ფიქრობს, რომ უკრაინის ახალი ბრალდება, რომელიც მხოლოდ საქართველოს არ ეხება, პრევენციული ხასიათისაა და ეს რაიმე მტკიცებულებებს არ უნდა ეყრდნობოდეს. ეს კი, სავარაუდოდ, საქართველოში რუსული ბიზნესის გაზრდილი რეგისტრაციის და რუსი ტურისტების მასობრივი შემოსვლით არის განპირობებული. ამიტომ მას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ და უსაფრთხოების სამსახურმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ მსგავსი ბრალდებები თავიდან ავიცილოთ.

„უკრაინული მხარის მიდგომაც გასაგებია, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ თქვა, რომ გასაგები მიზეზების გამო, რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას ვერ შეწყვეტს. ამან კი ის გამოიწვია, რომ როცა პირველად სანქციების ამუშავება დაიწყო. საქართველოში მართლაც, რუსეთის მოქლაქეები ჩამოვიდნენ, რათა, ბუნებრივია, თავიდან სანქციების უარყოფითი შედეგი აეცილებინათ. ამიტომ უკრაინას აქვს გარკვეული მიზეზი იმისთვის, რომ საქართველოზე ეჭვი ჰქონდეს. მეორეა ეს რეალობას შეესაბამება თუ არა. კი ბატონო, თუკი ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ამ ხალხს და ბიზნესს აკონტროლებს და დაკვირვების ქვეშ ჰყავს, ეს სხვა ამბავია.

მაშინ ეს ინფორმაცია უკრაინასთან უნდა იცვლებოდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ რიგი პოლიტიკური დაპირისპირების გამო ეს არ ხდება. სამწუხაროდ, ჩვენს უსაფრთხოების სამსახურში ძალიან ბევრი დოქსოპულოა მოკალათებული, რომელიც სააკაშვილის დროინდელია და ისევ ის ინტერესები აქვთ, რაც ადრე ჰქონდათ. ამიტომ ქვეყანა რომ მუდმივი ბრალდებების ქვეშ არ იყოს, ამ ხალხს, რომლებიც რუსეთიდან არიან შემოსულები, მეტი კონტროლი და დაკვირვება სჭირდება. სხვაგვარად მუდმივად ბრალდების ადრესატები ვიქნებით და ისევ თავის მართლება მოგვიწევს“, - აცხადებს მაისაია for.ge-სთან.

 

 

2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მაგ ბუჩას ამბავზე თავიდნვე ვთქვი და აქაც დავდე, რომ უკრაინის ინსცენირება იყო. მერე მთელმა "პროგრესულმა მსოფლიომ" რომ დაიწყო ბუჩაში სიარული და ქვითინი მორთეს და ამას თან დაერთო ზელენსკის მიერ გაჟღერებული უარი სატამბიოლის მოლაპარაკებების შედეგების რეალობაში განხორციელებაზე იმ მოტივით, რომ ბუჩას მოვლენების შემდეგ რუსებს როგორღა უნდა ველაპარაკო მშვიდობაზეო, კიდევ უფრო განმიმტკიცდა რწმენა, რომ ეს ყველაფერი უკრაინელების ინსცენირება იყო! ასეთ რამეებს მხოლოდ ისინი იჯერებენ ვისაც ტვინის ნატამალი არ გააჩნიათ, რომ მოცემულობა გაანალიზონ! კარგია, რომ შენ ჩემი თანამოაზრე ხარ!
2 წლის უკან
trampi ერთი წლის ბავშვი გააუპატიურესო ................. ის დაიჯერეეე??
და რამდენია მაგისთანა იციიიი??
2 წლის უკან
trampi ამერიკელების ზურგით, ნებისმიერი უკრაინელი ჩინოსანი, გერმანიის პრეზიდენტს და დაჟე კანცლერს, სუ ტუალეტის ქაღალდივით ისვამენ ტრაკში და მათგან საქართველოზე დაჯმა გიკვიირთ?
ადრეც ვთქვი -----------ტყეში კურდღელი ვეფხვის ტრაკით, პარიადკას რო აყენებდა და დათვს ყურებში უწკაპუნებდა, ზუსტად ისე იქცევიან უკრაინელი ბაცნები .....
დაჟე კურდღელი დათვს უკვე კი აღარ ურტყამდა------------ უწკაპუნებდა ყურებში , უწკაპუნებდა, ანუ გერმანიას კაი დაჩჩმორებული ბავშვივით ექცევა
..და როგორ გგონიათ, ეგენი ,,ევროპის წელს,, ეგრე თავის ტრაკით ექცევიააან??...
მერე ჩვენ რო დაგვაჯვ--- დაგვაფსააან რატო გიკვირთ?? მანდ მარტო იქაური ნაცები არა არიან შუაში, არა, მანდ აუცილებლად მათი მფარველების ხელიც ურევია. მთავარია რომ ზემოდან ,,ძიებმა,, მაგათ ,,შემოქმედებითი თავისუფლება,, ( ანუ ნაგლობის უფლება) მისცეს, დანარჩენი კი --- ,,დძელო ტეხნიკი,,--მოახერხებენ
წარმოიდგინეთ ეხლა საქართველოც რომ ამ ომში იყოს გახვეული, ამერიკა კიდე დამატებით რამდენ კოზირებს დაიჭერდა?? ................. აუუუუჰ....აი აგრესორი რუსეთი საწყალ საქართველოსაც დაესხა, აი ეგ აგრესორი და ა.შ. ..............დემოკრატიის დაცვაზე კიდე უფრო დიდ ქულებს დაიწერდა
მერე იმათ ქულების დასაწერად საქართველო უნდა გადავაშენოოთ?? ჩათლახი ქაჯები
აგრესორია რუსეთი, თუ აქ ხიზილალით მოდის ხოლმე ჩვენ ეგ ისედაც გადასარევად ვიცით და თვითონ წაიკითხონ ორიოდ წიგნი, იქნება კარგად გაიგინ ვინაცაა რუსეთი
ისე კი თვითონ მსოფლიოში სუ ჩურჩხელა--გოზინაყებით დადიან რაააა ....... დედიმათისა...(მაგის კაი კაცობების ჩამოთვლა დაჟე არცააა საჭირო, იმდენად ბევრია)
და ვინც ამ უკრაინის ამბებს ვერ ხედავს და ვერ იგებს, ის უბრალოდ .......... ჩლუნგია
აი ამერიკელებმა ეხლა ტაივანიც თუ აყიირავეს, ,,ბიჭებიც,, მაშინ იქნებიან !!
2 წლის უკან