ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიზ ტრასი გამოვიდა მოწოდებით, რომ დასავლეთი უნდა დაეხმაროს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა ქვეყნებსაც, რომლებსაც რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესია ემუქრებათ, მათ შორის მოლდოვას და საქართველოს.
უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების დღიდან მსგავსი მოწოდება აქამდეც მოგვისმენია, თანაც ბრიტანეთის მთავარი დიპლომატის მხრიდან, თუმცა ანალიტიკურ წრეებში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ დღეს ამ ომში, რუსეთის წაგების შესაძლებლობა უფრო მეტია და „სახის შენარჩუნების მიზნით,“ არ არის გამორიცხული კრემლმა კუდი საქართველოში ან მოლდოვაში მოიქნიოს.
ისიც აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე, დასავლეთმა შეიარაღებით უზრუნველყო უკრაინის სამხედრო ძალები. თუმცა, ამ ფაქტს ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი იმით ხსნის, რომ რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად დიდი ხანი ემზადებოდა. ანალიტიკოსთა მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ დღეს რუსეთს იმის რესურსი და ძალა არ აქვს, რომ მეორე ფრონტი გახსნას. თანაც, მოსკოვს მთელი ყურადღება და კონცენტრაცია უკრაინაზე აქვს გადართული.
ანალიტიკოსი სოსო ცინცაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღეს რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში რაიმე საფრთხე არ არსებობს. რაც შეეხება მოლდოვას, მისი თქმით, აქ შეჭრის თეორიული შანსი არსებობს.
„ლიზ ტრასიმ ეს განცხადებები იმისთვის გააკეთა, რომ დღეს თეორიულად საფრთხე არის, მოლოდოვასთან უფრო, საქართველოს ამ მხრივ ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება. რუსეთის მხრიდან საქართველოს რაიმე საფრთხე რომ ემუქრებოდეს ახალი ფრონტის გახსნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან სამხედრო ნაწილებს არ გადაისროდა უკრაინაში, პირიქით, აქ გააძლიერებდა.
ბუნებრივია, რომ უკრაინის ხელისუფლებას სურვილი აქვს გამარჯვებისთვის, რაც შეიძლება მეტი სირთულე გაუჩინოს რუსეთს და მეტი სამხედრო ფრონტი გაუხსნას. ეს უკვე ომის შემადგენელი ნაწილია. მოლდოვაში სტრატეგიული სიტუაცია და სხვა რეალობაა. მოდლოვას და საქართველოს აკავშირებს ფაქტი, რომ ორივე ქვეყნის ნაწილები ოკუპირებული აქვს რუსეთს. დღეს რუსეთის მთავარი მიზანი უკრაინაა, მას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ის ჯარები, რაც ჰყავს, კიდევ დაქსაქსოს და მეორე ფრონტი გახსნას საქართველოს ან მოლდოვას წინააღმდეგ. რუსეთის მიზანი დღეს ძალიან კონკრეტულია“, - განაცხადა სოსო ცინცაძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე თვლის, რომ რუსეთიდან მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია საქართველოსა და მოლდოვას შეიარაღებით უზრუნველყოფა. მისი თქმით, თუკი ყველაზე ოპტიმისტურ სცენარს განვიხილავთ, რუსეთს მეორე ფრონტის გახსნის რესურსი არ გააჩნია.
„შეირაღება, ბუნებრივია, უნდა გაიზარდოს, როგორც მოლდოვის, ასევე საქართველოს მიმართ. რუსეთისგან ყოველ წუთას მოსალოდნელია საფრთხე. იმის ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინაში წარუმატებლობას განიცდის, მან შეიძლება გარკვეული ყურადღება გადაიტანოს საქართველოზე და მოლდოვაზე. უკრაინის დამარცხება გაცილებით უფრო რთულია, 45 მილიონიანი ქვეყანაა და უზარმაზარი ტერიტორია აქვს. არ არის გამორიცხული, პუტინმა, მისი პრეზიდენტობის ვადის გახანგრძლივების მიზნით, მოინდომოს კიდევ ერთი აგრესიული ქმედების განხორციელება. ეს არის ყველაზე უარესი სცენარი, რომელიც შეიძლება განვითარდეს.
მეორე მხრივ, თუკი შედარებით ოპტიმისტურად შევაფასებთ ვითარებას, პუტინს დღეს არ აწყობს ახალი ფრონტის გახსნა საქართველოში და მოლდოვაში. შეიძლება დღეს არა, მაგრამ პრობლემა შესაძლოა მომავალში შეიქმნას. შესაბამისად, საქართველოს და მოლდოვას შეიარაღება უნდა გაიზარდოს, მით უმეტეს, როდესაც ორივე ქვეყანამ ხელი მოაწერა ევროკავშირში ასოცირების შესახებ შეთანხმებას.
უკრაინა შეიარაღებით უზრუნველყვეს, რადგან არსებობდა რუსეთიდან აგრესიის საფრთხე, რაც ასევე არსებობს საქართველოსა და მოლდოვის მიმართაც. რუსეთისთვის მოლდოვის პოზიცია უფრო მიუღებელია, ვიდრე საქართველოსი, რადგან მოლდოვამ უფრო გაბედული ნაბიჯი გადადგა - მოითხოვა რუსეთის არმიის დნესტრისპირეთიდან გასვლა. სიფრთხილეს თავი არ სტკივა და საქართველომ და მოლდოვამ უნდა მიიღონ შეიარაღება. უკრაინაში სხვა ვითარება იყო, - რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად დიდი ხანი ემზადებოდა“, - განაცხადაა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადება რუსეთის პრეზიდენტის აპარატში შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ასეთი ნაბიჯი არასტაბილურობის პროვოცირებას გამოიწვევს.
„თავისთავად უკრაინისა და სხვა ქვეყნების შეიარაღებით გაბერვა – არის ქმედებები, რომლებიც კონტინენტის უსაფრთხოებას უთხრის ძირს და არასტაბილურობის პროვოცირებას ახდენს“, – აღნიშნა პესკოვმა.
მისივე თქმით, ტრასის განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა შეაფასოს.
ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა ლონდონის მერის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსოფლიოს რუსეთის შეჭრის შესაჩერებლად უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა.
„ჩვენ უნდა ვისწავლოთ უკრაინის გაკვეთილები. დიდმა ბრიტანეთმა ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე გაგზავნა იარაღი და გაწვრთნა უკრაინელი ჯარისკაცები, მაგრამ მსოფლიოს უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა შეჭრის შესაჩერებლად. ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ იმავე შეცდომას. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ჩვენ არ უნდა მივაწოდოთ მძიმე შეიარაღება იმის შიშით, რომ რაიმე უარესის პროვოცირება არ მოხდეს. ჩემი აზრით, უმოქმედობა იქნება ყველაზე დიდი პროვოკაცია. ახლა არის გამბედაობის დრო და არა სიფრთხილის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინასთან ერთად, დასავლეთ ბალკანეთს და ქვეყნებს, როგორებიცაა მოლდოვა, საქართველო, ჰქონდეთ გამძლეობა, შესაძლებლობები, შეინარჩუნონ თავიანთი სუვერენიტეტი და თავისუფლება. ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა წმინდაა. თუ ფინეთი და შვედეთი აირჩევენ გაწევრიანებას რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, ჩვენ რაც შეიძლება მალე უნდა გავაწევრიანოთ ისინი“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.
"Хотите назову самых лучших учеников военной науки на сегодня? Это русские офицеры! А мы к ним как к детям относимся – «это же русские». А они самые образованные и обученные офицеры из всех, кого можно встретить. Они все понимают лучше нас. Они не тратили 20 лет на то, чтобы выламывать двери и вырезать семьи в Ираке, или ползать по холмам в Афганистане, чтобы убить пастуха. Этим мы занимались, а русские масштабно мыслят.
Мы мыслим маленькими стрелками. Смотрим видео, как уничтожают русскую колонну или три танка подбиты. Война - это ад, там люди погибают, и если вы будете смотреть на маленькие стрелки, то решите, что русские разбиты. Но посмотрите на большие стрелки! Русские удержали 100-тысячную группировку Украины в Киеве. Если им не угрожать, они выдвинутся на подкрепление. Поэтому вы отправляете 40 тысяч солдат из Белоруссии и удерживаете врага на месте. У вас 80 тысяч вражеских сил в Одессе, вы отправляете 30 тысяч солдат из Крыма – их группировка застряла. У вас 100 тысяч врагов на Донбассе, и вам нельзя их отпустить к Киеву. Вы отправляете ополчение Донецка и Луганска на линию фронта. Самая тяжелая ситуация! Но вы вцепились во врага и держите его, не даете двинуться!
Вы ведете сквозную атаку, чтобы пробить коридор до Крыма. И Мариуполь – ключевой город на пути, его пришлось брать.
Единственный город, за который русские сражались. Почему? Потому что только он имел значение. Остальные не играли никакой роли.
Вы не возьмете 3-миллионный Киев силой в 40 тысяч. Так не бывает! Вы не возьмете 1,6-миллионный Харьков силой в 50 тысяч. Но вы возьмете Мариуполь. Им пришлось его брать. Этого требовала стратегическая необходимость.
Вся эта фаза была подготовкой поля боя. Русские уничтожили топливные хранилища на Украине. Что такое танк без горючего? Гроб! А грузовик? Еще один гроб. Склады боеприпасов и продовольствия взорваны. Солдат, которые хочет есть и пить, будет убит.
Русские перекроили все под себя, чтобы подготовиться к масштабному захвату в клещи, в которые попадут силы украинцев, у которых не будет ни еды, ни воды, ни горючего, ни боеприпасов. Вот какой будет вторая фаза.
Русские отошли от Киева, им больше не нужно удерживать ту группировку, она и так не сможет сдвинуться без горючего. Они застряли! Если они выйдут из города, русская авиация их уничтожит. Никакого подкрепления не будет, враг на Донбассе не может сдвинуться. Они в ловушке.
Русские замкнут кольцо и всех уничтожат. Или возьмут в плен огромную часть украинской армии. И когда это произойдет, ничего не останется. И русские смогут требовать все, что захотят. Вот почему я говорю, что русские победят. Потому что я вижу ситуацию. Я не тешу себя иллюзиями «вот русские не смогли взять Киев и Одессу». Да они и не пытались!"
უპასუხა პუტინმა ჟურნალისტს, შეიძლება დავაჩქარო სპეცოპერაცია მაგრამ მეტი მსხვერპლი იქნებაო..
ალბათ კოლომოისკიმ რომ მეტი მაყუთი გაჭრას იმიტომ უნდათ რომ ჩვენი ქვეყანაც ჩაერთოს ომში, სხვამხრივ თავისუფლებაც დაკარგონ და დამოუკიდებლობაც იმისთვის რომ ეროკავშირში შევიდნენ სადაც მათ არაფერი არ ელოდება კვოტების გარდა უღირთ კი?