„ცილის მიღება რატომ არის შეუძლებელი საქართველოში და რატომ არის აუცილებელი უცხოეთში გადაყვანა?!“

„ცილის მიღება რატომ არის შეუძლებელი საქართველოში და რატომ არის აუცილებელი უცხოეთში გადაყვანა?!“

დეპრესიის შედეგად მივიღეთ ანორექსია - ანუ, მიხეილ სააკაშვილს უნდა თუ არა ჭამა, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ექიმ გიორგი გრიგოლიას განცხადებით, ბრალდებული ვერ იღებს საკვებს. იმ შემთხვევაში, თუ არ მოიხსნა სტრესი, მისი მკურნალობა შეუძლებელი იქნება. გიორგი გრიგოლიას შეშფოთება რომ უსაფუძვლოა, ამის შესახებ საუბრობს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მსჯავრებული ექს-პრეზიდენტს შესახლების დღიდან არაერთხელ ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევა და მიეწოდა სათანადო მკურნალობა, როგორც N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე N18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში, გორის სამხედრო ჰოსპიტალსა და სხვა მულტიპროფილურ კლინიკაში. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, თითქოს, მიხეილ სააკაშვილს არ მიეწოდება ადეკვატური მკურნალობა, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა.

პენიტენციური სამსახური სრულად უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი მედიკამენტებით. თუმცა, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის მიუხედავად, საკუთარი გადაწყვეტილებით, არ იღებს მისთვის გათვალისწინებული პრეპარატების გარკვეულ ნაწილს. პატიმარი უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით.

დამატებით, მას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში არსებული ფართო ჩამონათვალიდან კვების ნებისმიერი პროდუქტი. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი რეგულარულად იღებს ამანათებსაც. შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის სრულად ხელმისაწვდომია საკვების მრავალფეროვანი რაციონი.

„შესახლების დღიდან მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა 788 ვიზიტორი და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირს აქვს მისი მონახულების შესაძლებლობა. მას აქვს ყოველდღიურად სუფთა ჰაერზე ყოფნისა და გასეირნების უფლება, რასაც არ იყენებს, საკუთარი გადაწყვეტილებით. ასევე, სრულად დაცულია მისი ყველა სხვა უფლება. შესაბამისად, აპელირება მისი უფლებების შესაძლო დარღვევაზე არის მანიპულაციური მეთოდით არსებული ვითარების მკვეთრად დამახინჯების მცდელობა“, - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოფო ჯაფარიძე და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საერთაშორისო კონსილიუმის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, სააკაშვილის რუსთავის ციხიდან სამკურნალოდ გადასაყვანად უცხოეთის კლინიკებთან და ექიმებთან მოლაპარაკებები გრძელდება.

„მიხეილ სააკაშვილი რომ ადეკვატურ დახმარებას ვერ იღებს, ამას მისი დღევანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცხადყოფს. ჩვენ ვხედავთ, რომ პრეზიდენტის მდგომარეობა უკან-უკან მიდის და ის დღეს ფაქტობრივად, სრულად დაუძლურებულია. აქედან გამომდინარე, უკვე გარდაუვალია ის, რომ მისი უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა უნდა მოხდეს“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი, რომ სააკაშვილის ციხიდან ამ გზით დახსნაა, ეს ცხადია და ამასვე ადასტურებს პარტიის ფორმალური თავმჯდომარე ნიკა მელია, რომლის განცხადებით, სააკაშვილი ვერ იქნება ტყვეობაში და ის აუცილებლად იქნება გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

„ბატონი კობახიძე და სხვები რაც არ უნდა საუბრობდნენ და იხტიბარს არ იტეხდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა იქ ექვსწლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს, ეს არის გამორიცხული, ეს ჩემზე კარგად იციან. ისინი ელაპარაკებიან საკუთარ ამომრჩევლებს, საკუთარი პარტიის მხარდამჭერებს და არ უნდათ რეალობას თვალი გაუსწორონ. რეალობა კი სრულიად საპირისპიროა - მათ აუცილებლად მოუწევთ სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა“, - აცხადებს ნიკა მელია.

პრობლემა, რასაც ექიმები ასახელებენ, ის არის, რომ სააკაშვილი ცილას არ იღებს. ცილის მიღება რატომ არის შეუძლებელი საქართველოში და რატომაა აუცილებელი უცხოეთში გადაყვანა, ამაზე პასუხი არ აქვს უმრავლესობის წევრს მიხეილ სარჯველაძეს. პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე არ ელოდება, რომ ამ მიზეზით ორგანიზებულ აქციას საზოგადოების მხარდაჭერა ექნება.

„პროტესტის მიზეზი როცა დაუსაბუთებელია, არ მგონია, რომ მაინც და მაინც დიდი იმედი უნდა ჰქონდეთ მის ავტორებს და ორგანიზატორებს, რომ ამას დიდი მხარდაჭერა ექნება საზოგადოებიდან. რეალურად, სტანდარტი იმისა, რომ სერვისი უნდა იყოს მიწოდებული, ეს არსებობს, მაგრამ კონკრეტული პრობლემა, რაც არის შექმნილი ჯანმრთელობასთან მიმართებით, რასაც ასახელებენ თავად ექიმები სახალხო დამცველის კონსოლიუმიდან, არის ის, რომ ცილას არ იღებს და აქედან გამომდინარე, განვითარდა რაღაც დიაგნოზები, ცილის მიღება რატომ არის შეუძლებელი საქართველოში და რატომ არის აუცილებელი უცხოეთში გადაყვანა?! ამაზე გაქვთ ვინმეს პასუხი?!“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

იაგო ხვიჩიას ეეჭვება, რომ ოჯახს გამოუვიდეს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა იმ მეთოდით, რაც პარტიას არ გამოუვიდა. საჭიროა ისეთი რამის მოთხოვნა, რომლის ახსნაც იქნება შესაძლებელი, ლოგიკური და რომლის არშესრულებაც იქნება უსამართლო.

„როგორც ყოფილი ადვოკატი, ამ რჩევას რაციონალურად გავცემ და არა ემოციურად და „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკით - თუ მართლა სააკაშვილის გარეთ ყოფნა გვინდა, ამის ყველაზე მოკლე გზაა „ნაცმოძრაობის“ დაშლა, რაც აწყობს ყველას - „ნაცმოძრაობას“, მის ლიდერებს, მიხეილ სააკაშვილს, ქართველ ხალხს და ყველას „ქართული ოცნების“ გარდა, რადგან მან უნდა მოუფიქროს ახალი თამაში და ვერ გააგრძელებს ზიზღსა და დაპირისპირებაზე აგებულ კამპანიას.

„ნაცმოძრაობის“ ლიდერებმა რა უნდა ქნან? ახალი ცხოვრების დაწყება სცადონ. ხომ წარმოგიდგენიათ, ახლა როგორ დღეში არიან, მათ ნებას განსაზღვარვს მიხეილ სააკაშვილის ნება, რომელიც პატიმარია და როცა პატიმარი მართავს პარლამენტის წევრებს, ეს არ არის ჯანსაღი პროცესი და საქართველოს პარლამენტს ეტყობა, რომ არ ვართ ჯანსაღ პროცესში. რა თქმა უნდა, ეს მარტო „ნაცმოძრაობის“ დამსახურება არ არის, მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორია“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.

 

dimpi და თვითონ რა აზრისაა იმაზე რომ ინკრიმინებული ""დანაშაულით"" 50კვადრატულ მეტრა ციხის საკნებში ყრიდა ხალხს ასტრონომიული ხანგრძლივობით, იმ 59კვ,მეტრაში სადაც ერთდოულად 80-100 ""მსჯავრდებული"" იჯდა, სადაც დასაჯდომი ადგილიც არ იყო და სადაც ხალხს ფეხზე ეძინა და დაღლილობისგან პარტყა-პურტყით ცვიოდნენ
2 წლის უკან
dimpi ცეროზიან კაცს, რომელსაც ექიმების ვარაუდით სამიოდე თვის სიცოცხლე დარჩენია, ის როგორ უნდა დაიჭირო?
მაინც დაიჭირეს ამ ცივილიზებულმა ნაცებმა 7 თუ 8 წელი მიუსაჯეს, მარა ვერ გაძლო და 10 დღეში გარდაიცვალა
2 წლის უკან
dimpi ქოცებო, ეს ანტიქართული და არაადამიანური სექტა, ნაც-სექტა რომ ასაკრძალია ვეღარ უნდა მიხვდეთ?
2 წლის უკან
არაგველი641 dimpiქოცებო, ეს ანტიქართული და არაადამიანური სექტა, ნაც-სექტა რომ ასაკრძალია ვეღარ უნდა მიხვდეთ? - ნამდვილად განსახილველია ეს საკითხი, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ნაცბოზბანდის აკრძალვა?
2 წლის უკან
dimpi არაგველი641
დამოკიდებულია იმაზე თუ მხოლოდ ერთი დანაშაულით გინდა აკრძალო თუ ყველა იმითი რაც ჩაუდენიათ იმ ვადაში რაც მთავრობაში იყვნენ ...
2 წლის უკან
dimpi ხოლო დანაშაულები იმდენი აქვთ რომ პროკურორების და გამომძიებლების მთელი კოჰორტა დაჭირდება
2 წლის უკან
dimpi თუმცა არც არაფერია გამოსაძიებელი რადგან ყველაფერი ზედაპირზეა, უბრალოდ სახელმწიფო რომ არსებობდეს მაგას ავტომატურად გააკეთებდა
2 წლის უკან