„თავის დროზე გერმანელებმაც სცადეს ჰიტლერის ლიკვიდაცია, მაგრამ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ეს ვერ განახორციელეს“

„თავის დროზე გერმანელებმაც სცადეს ჰიტლერის ლიკვიდაცია, მაგრამ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ეს ვერ განახორციელეს“

მსოფლიოს ანალიტიკოსები და პოლიტიკოსები უამრავ სცენარს განიხილავენ, თუ რა ელის პუტინს და როგორი იქნება მისი ფინალი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი აცხადებს, რომ უკრაინისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუკი პუტინი ცოტა ხანს კიდევ იცოცხლებს და უბრალოდ, სანქციებით განადგურდება.

პარალელურად, არ გამოირიცხება საკუთარი გარემოცვის მხრიდან შურისძიება პუტინზე, რასაც დასავლელი პოლიტიკოსები მოთმინებით მოელიან. ზოგიერთები მიიჩნევენ, რომ პუტინზე შურს იძიებს „გერეუ“, ვინაიდან უკრაინასთან ომმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სირცხვილი წარმოაჩინა.

პუტინის სიკვდილს ელიან რუსი გენერლებიც. ისინი იმედოვნებენ, რომ პუტინი მოკვდება და ამის შემდეგ უკრაინასთან ომი აღარ მოუწევთ.

არის სხვა ვარაუდიც, რომ პუტინი მილოშევიჩივით დაამთავრებს. მართალია, მილოშევიჩი სერბების ეროვნული გმირი იყო და მას ვერ იჭერდნენ სერბეთში, მაგრამ ჰააგის სასამართლო მასაც მისწვდა, თუმცა მილოშევიჩს ტრიბუნალის მიერ განაჩენის გამოტანა არ დასცალდა - „ბალკანეთის ჯალათი“ 64 წლის ასაკში ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა. სხვათა შორის, მილოშევიჩს რუსეთში მკურნალობის გაგრძელება სურდა, მაგრამ ჰააგის ტრიბუნალმა მას უარი უთხრა იმ მოტივით, რომ იგი რუსეთში ჩასვლით სასამართლოსგან თავის დაღწევას ცდილობდა.

ვისი ბედი ელის პუტინს და გაიზიარებს თუ არა კონკრეტულად მილოშევიჩის ბედს? ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის აზრით, ეს რთულად საპროგნოზოა. თუ პუტინი რუსეთის ფარგლებს დატოვებს, მიღებულ იქნება ჰააგის ტრიბუნალის მიერ გადაწყვეტილება და პროკურორის მიერ მის დაკავებაზე სანქცია იქნება გაცემული, რასაკვირველია, პუტინს დააკავებენ საზღვარგარეთ, მაგრამ ჯერ ეს გადაწყვეტილებაც არ არის მიღებული. თუმცა, დავით ზარდიაშვილის აზრით, ერთი რამ უნდა გაითვალისწინოს მსოფლიო მართლმსაჯულებამ, თუ ჰააგის სასამართლო ასეთ სანქციას გასცემს, ეს კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ კონფლიქტს ნიშნავს რუსეთთან. თანაც, ამ სამართლებრივი გადაწყვეტილების აღსრულება დამოკიდებული იქნება იმაზე, რუსეთში ხელისუფლება შეიცვლება თუ არა და პუტინსაც თავად გადასცემენ თუ არა ჰააგას, როგორც დამნაშავეს. ასეთი სცენარი კი ნაკლებად სავარაუდოა, რადგან რუსეთი ომშია და ომის დროს ხელისუფლების შეცვლა იშვიათი მოვლენაა, თუმცა რუსეთში მომხდარა ასეთი რამ.

მეორე ვარიანტია, რუსეთი ომში დამარცხდეს იმდენად, რომ უკრაინის ჯარმა მოსკოვი აიღოს, დააპატიმროს პუტინი, ასეთი სცენარიც არ არის მოსალოდნელი. ამიტომ, დავით ზარდიაშვილის აზრით, ჰააგის ტრიბუნალით აპელირება უფრო რიტორიკაა, თუმცა მომხდარის სამართლებრივ შეფასებას აზრი უდავოდ აქვს.

„მილოშევიჩთან პარალელის გავლება არა მგონია სწორი იყოს. მილოშევიჩი იყო აბსოლუტურად გადარეული, რომელიც ნატოს დაუპირისპირდა. მცირე იმედი ჰქონდა რუსეთის, მაგრამ რუსეთი არ იყო იმდენად მძლავრი, ნატოს წინააღმდეგ წასულიყო. მილოშევიჩი კომპრომისზე უნდა წასულიყო, რაც მას შესთავაზეს კიდეც და არ უნდა გაეწია წინააღმდეგობა, რასაც მოჰყვა ბელგრადის დაბომბვა, ეს იყო მისი დანაშაული და, შესაბამისად, მოხდა ის, რაც მოხდა. პუტინის მდგომარეობა აბსოლუტურად სხვა არის. შეიძლება მას არანაკლები სამხედრო დანაშაული აქვს უკრაინაშიც ჩადენილი, მაგრამ ეს უნდა დადასტურდეს. რა თქმა უნდა, უმძიმესი მონაცემები არსებობს, რაც ბუჩაში მოხდა, რაც მარიუპოლში მოხდა, მაგრამ რუსეთს შეუძლია თავი იმართლოს, რომ მხოლოდ ის არ ომობს ბარბაროსული მეთოდებით. ეს არის ომი და ომის დანაშაულები შეიძლება ორმხრივი იყოს. ეს უფრო პროპაგანდისტული, საინფორმაციო ომია. ინტერნეტში, ასევე, ვრცელდება კადრები, რომლებიც მიუთითებს უკრაინელების ვანდალიზმზეც, მაგრამ, ცხადია, რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინა აწარმოებს თავდაცვით სამართლიან ომს, იცავს საკუთარ ტერიტორიას და სუვერენიტეტს. რუსეთი აშკარად გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან, ის თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს და ეჭვქვეშ დააყენა ყველაფერი, რასაც საერთაშორისო სამართალი იცავს“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა ჩვენთან საუბრისას.

მისივე შეფასებით, ყველა წინასწარი მონაცემი ადასტურებს, რომ რუსეთმა ომის მძიმე დანაშაულები ჩაიდინა, მათ შორის, შესაძლოა, გენოციდიც, რაც მასობრივ მკვლელობას ნიშნავს. გენოციდი არაფრით არ არის მოტივირებული, გარდა იმისა, რომ მკვლელობა ხდება მკვლელობისთვის, მას არც სამხედრო მიზანი აქვს, არც პოლიტიკური, არც რაციონალური საფუძველი. ომი არის ლეგიტიმური კაცის კვლა, მაგრამ ომსაც თავისი წესები და კანონები გააჩნია და ლეგიტიმურობის იქით არ უნდა გავიდეს. როცა უმოტივაციოდ, ყოველგვარი სამხედრო მიზნის გარეშე ხდება მკვლელობა მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი უკრაინელია, ეს უკვე გენოციდია, მაგრამ ეს უნდა დადასტურდეს. ამას გამოძიება, მოწმეების ჩვენება და სასამართლო პროცესი სჭირდება.

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს პუტინის ფინალი თეორიულად ორგვარად წარმოუდგენია - მილოშევიჩის ბედი, ან გენერალიტეტის მხრიდან ლიკვიდაცია. თუმცა რუსეთში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაშიც კი მაინც საეჭვოა, რუსეთმა გადასცეს პუტინი ჰააგის ტრიბუნალს, განსხვავებით, სერბეთისგან, რომელმაც გადასცა მილოშევიჩი ჰააგის ტრიბუნალს. ამის მიზეზი ის იყო, რომ სერბეთში მაშინ ახალი ხელისუფლება მოვიდა - ვოისლავ კოსტუნიცა, შედარებით დემოკრატი ლიდერი, და მას სჭირდებოდა დასავლური ინვესტიციები, დასავლეთთან ურთიერთობის აღდგენა. გარკვეულწილად, სერბეთის ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და მილოშევიჩი დათმეს. რუსეთში მაინც საეჭვოა, ასეთი სცენარი განხორციელდეს.

„სამაგიეროდ, ჰააგაში გასამართლება ელით რუს გენერლებს, თუკი ისინი უკრაინელებს ტყვედ ჩაუვარდებიან. მით უმეტეს, ბევრი რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი, გენერალი, პოლკოვნიკი დაიღუპა უკრაინაში, ეს ნიშნავს, რომ ბევრი მათგანი შეიძლება ტყვედაც ჩავარდა. რაც შეეხება პუტინის ლიკვიდაციას, ეს უფრო რეალურად მეჩვენება. ამით შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ რუსი გენერლები, რადგან პუტინის გამო რუსი გენერლების ავტორიტეტი ილახება, რუსი ოლიგარქებიც უზარმაზარ თანხას კარგავენ. ცხადია, რუსეთის ამ წრეებში პუტინის მიმართ უკმაყოფილება იზრდება, ოღონდ შესაბამისი დაჯგუფება უნდა შეიქმნას, რომ მოახდინონ პუტინის ლიკვიდაცია. თავის დროზე გერმანელებმაც სცადეს ჰიტლერის ლიკვიდაცია, მაგრამ რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ეს ვერ განახორციელეს“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ for.ge- სთან საუბრისას.

leviko მოკლედ თქვენ გგონიათ პუტინის ლიკვიდაციით ხველაფერი დამთავრდება ძალიავ ცდებით
2 წლის უკან
Maverick leviko, ვინც რუსეთს არ იცნობს პუტინს აღიარებენ რუსეთის განტევების ვაცად, რაშიდაც ცდებიან!

პუტინი კი არ არის რუსეთი, არამედ რუსეთი, რუსი ერი არის თავად პუტინი1

ერთი პუტინი თუ გაიწირება, უფრო "ლმობიერი" პუტინები მოვლენ ხელისუფლების სათავეში, ხოლო თავად პუტინს ძეგლს დაუდგამენ!
2 წლის უკან
trampi დიმპი

პუტინი კი არ არის რუსეთი, არამედ რუსეთი, რუსი ერი არის თავად პუტინი1

ვააა....მალადეც დიმპი, მალადეც .................................... ეგეთი ზუსტი შედარება იშვიათია
სწორედ მაგიტომ ვიძახი ------ გაწყდებიან რუსები და ამ ომს მაინც არ წააგებენ ...
რუსები პუტინის გარეშეც შეუცვიუდებიან ტანკებს.
..ასე რომ
2 წლის უკან