„საზოგადოების რეაქციასაც კარგად ვხედავთ - სააკაშვილის პარტია იმდენ ადამიანს ვეღარ აგროვებს, რომ „free მიშას“ პლაკატი მთლიანად გაშალონ“

„საზოგადოების რეაქციასაც კარგად ვხედავთ - სააკაშვილის პარტია იმდენ ადამიანს ვეღარ აგროვებს, რომ „free მიშას“ პლაკატი მთლიანად გაშალონ“

რუსეთ-უკრაინის ომის პარალელულად, მივიწყებულმა ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას თავი კვლავ შეახსენა. შეახსენა ისე, რომ ფეხზე დააყენა სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები.

ომბუდსმენის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არათუ დასტაბილურდა, არამედ გაუარესდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩატარებული მკურნალობა ეფექტიანი არაა. ნინო ლომჯარიას მოსაზრებას არასამთავრობოებიც იზიარებენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც წერია, რომ სააკაშვილს სამედიცინო დახმარება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ესაჭიროება.

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია for.ge-თან საუბრისას აცხადებს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მხრივ არაფერი აწუხებს და ის მხოლოდ და მხოლოდ დეპრესიაშია. დეპრესია კი გამოწვეულია იმით, რომ მას ციხის გისოსები და ბადრაგები არ მოსწონს.

„სააკაშვილს არაფერი სჭირს. მან როდესაც გაიაზრა, რომ ციხეში დიდი ხანი მუწევს ყოფნა, უბრალოდ დეპრესია დაეწყო. თურმე ციხის გისოსები და ბადრაგები არ მოსწონს და მითხარით ერთი პატიმარი, ვინც ამბობს, რომ ციხეში მომწონსო.

მისი მიზანი იყო, რომ საქართველოში შემოპარულიყო და აქ მეორე ფრონტი გაეხსნა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. ეს ყველაფერი არ გამოუვი და დარჩა ერდაერთი რამ - დეპრესია. სასამართლოში ხან ისეთ ჯანზეა, ლამის ფანჯრებიდან გადმოხტეს და როგორც კი ადოკატები ეტყვიან, თავი მოიმკვდარუნოს, ეგრევე ჯანმრთელობის პრობლემა ექმნება. ტიპი 21- საუკუნის აფერისტია. მის მიერ შექმნილ ციხეში რომ ყოფილიყო, მარტო დეპრესია კი არ დაეწყებოდა, ყველაფერი დაემართებოდა“, - განაცხადა ლატარიამ.

მისივე თქმით, სააკაშვილს ომის ფონზე ყურადღება მოაკლდა და კვლავ საკუთარ ჯანმრთელობას იყენებს, რათა ისე მიიქციოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცეს. ანალიტიკოსის თქმით, სააკაშვილმა რამდენიც არ უნდა აბაკუნოს ფეხები, მის დასახსნელად ქუჩაში ხალხი აღარ გავა.

„დაეწყო დეპრესია, იმიტომ რომ მას თითის დაქნევა არ შეუძლია, ყველაზე კონტროლის დამყარება აღარ შეუძლია და ეს აგიჟებს. ხელისუფლებამ სააკაშვილის ყველა თანამოაზრეს მისცა უფლება ციხეში შესულიყო და უთხრა, რაც გინდათ ის ქენითო. ამის მუხედავად, სააკაშვილზე მიბმული ადამიანებიც კი ვერ ამბობენ, რომ მას რაიმე დაავადება სჭირს. თამარ ჩერგოლეიშვილმა ძალიან კარგი რამ თქვა, ვციტირებ მის სიტყვებს „24 საათი, ჩვენ ვხედავთ, რომ სააკაშვილი ავად არის. ამან ხალხი ქუჩაში არ გამოიყვანა, აქედან გამომდინარე სააკაშვილი უნდა შეეგუოს იმას, რომ ის პატიმარია“. ფეხებს ტყუილად აბაკუუნებს, ამ ბაკუნით არაფერი შეიცვლება და ტყუილად ფეხები დაეღლება.

თქვენს კითხვას რომ დავუბრუნდე, ის ფსიქიკურად შეშლილი ადამიანია. არ არის გამორიცხული, მალე ვნახოთ დაჩოქილი სააკაშვილი, რომელიც ტირილს დაიწყებს. ადამიანი შემოიპარა ქვეყანაში, რომელსაც განაცხადი აქვს გაკეთებული ევროკავშირის წევრობაზე. სულ რომ პატიოსანი ადამიანი იყოს, არაჟნებში დამალული შემოიპარა და ამისთვის სასჯელი ხომ უნდა მოიხადოს?! მას მასაჟისტს და მკერდით მხატვარს ვერავინ შეუყვანს, ამას უნდა შეეგუოს. ისეთი ლაჩარია, რომ პატიმარიც კი ლაჩრობს, ეს ადამიანი ჩემი ქვეყნის მთავარსარდალი როგორ იყო“, - აღნიშნა ირაკლი ლატარიამ .

ანალიტიკოს ლადო ბოჟაძის თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი არასამთავრობო ორგანიზაციების გადასაწყვეტი არაა და ამას სპეციალისტები უნდა წყვეტდნენ. მისივე განცხადებით, არც ერთ ექიმს არ უთქვია, რომ ექსპრეზიდენტი უცხოეთშია გადასაყვანი.

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა სამოქალაქო სექტორის გადასაწყვეტი არაა. ეს არის ექიმებისა და პროფესიონალების გადასაწყვეტი. არაერთი ექიმის შეფასება მოვისმინეთ, რომ პატიმარს საზღვარგარეთ გადაყვანა არ ესაჭიროება. მას აქვს ყველა პირობა იმისთვის, რომ მიიღოს საკვები, მედიკამენტები და იმკურნალოს. მკურნალობას შედეგი როგორ ექნება, როდესაც ადამიანი ჭამაზე უარს ამბობს. თუ ვინმე არის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებული, უპირველესად ეს არის ხელისუფლება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება ისევ და ისევ ხელისუფლებისთვის არის საზიანო. მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, დღეს საზოგადოების რეაქციასაც კარგად ვხედავთ. მისი პარტია იმდენ ადამიანს ვეღარ აგროვებს, რომ „free მიშას“ პლაკატი მთლიანად გაშალონ. რატომ? - მისი ქმედებებიდან გამომდინარე. საოცარია, ნეტა რა დაავადებაზეა საუბარი, რომელიც საქართველოში არ ინკურნება? ასეთი რამ არ არსებობს. გასაგებია, სააკაშვილი რომელიც 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტი იყო და სულთანივით ცხოვრობდა, მისთვის ახლა ციხეში ჯდომა რთულად გადასატანია. არც ერთი პატიმარი არაა ბედნიერი, მათაც აქვთ ჯანმრთელობის პრობლემა, მაგრამ იხდიან სასჯელს და მათზე არავინ საუბრობს, რომ სადმე გადაიყვანონ. მესმის, ვიღაცისთვის შეიძლება ის განსაკუთრებული პატიმარია, მაგრამ კანონისთვის ის ისეთივე პატმარია, როგორც სხვა დანარჩენი“,- აღნიშნა for.ge-თან ლადო ბოჟაძემ.

ომის ფონზე საკუთარი ჯანმრთელობით საზოგადოების წინაშე თამაშობს თუ არა, ამ კითხვაზე ანალიტიკოსს ასეთი პასუხი აქვს:

„მისი მიზანი თავისუფლებაა. ახლა უფრო კარგად ვხედავთ რა იყო მისი უკრაინიდან გამოპარვის მიზეზი. საბოლოო ჯამში, მას ჰქონდა მიზანი, რომ ამ პერიოდში სიტუაცია აერია, ყოფილიყო რევოლუცია და ხელისუფლება ისე გადაეყენებინა. მისი სურვილი იყო, რუსეთ-უკრაინის ომს საქართველო სააკაშვილის ხელისუფლებით შეხვედროდა. პირველი რასაც გააკეთებდა, რუსეთთან ღია ომში ჩაერთვებოდა. მთელი მსოფლიო არა მარტო ბუჩაზე და მარიუპოლზე, არამედ თბილისსა და ქუთაისზე ილაპარაკებდა. მისდა საუბედუროდ და ჩვენდა სასიხარულოდ, მას არც რევოლუცია გამოუვიდა, არც მისი გამოყვანა მოხდა, პირიქით კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე დაიმატა. არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაცია მის ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ეხმიანება. მხოლოდ მისი თანაპარტიელები ინტერესდებიან. პატიმრების უფლებები რომ ირღვეოდეს, ევროკავშირი კითხვარს გამოგვიგზავნიდა? - არა, რა თქმა უნდა. მას საკუთარი პარტიის გარდა, პოლიტპატიმრად არავინ თვლის, არც ერთი ოპოზიციური პარტიაც კი“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.

დემეტრე - უკვე ვხედავ, 1- 2 წელიწადში, როგორ უკავიათ ნინო ლომჯარიას, ბადრი შუბლაძეს და კაპიტან გიგაურს ეს პლაკატი :)
2 წლის უკან
dimpi „საზოგადოების რეაქციასაც კარგად ვხედავთ - სააკაშვილის პარტია იმდენ ადამიანს ვეღარ აგროვებს, რომ „free მიშას“ პლაკატი მთლიანად გაშალონ“

გეგონოთ, ხალხის გამალებულ და პერმანენტულ ზომბირებაში არიან, შედით ე.წ ""თბილისის ფორუმზე"" და ნახავთ თუ რა დიდი მასაა მოქოქილი და დაზომბილიდა რასაც მოდერებიც ხელს უწყობენ, რომელთა აფეთქებასაც ერთი პატარა ნაპერწკალიც ეყოფა...
2 წლის უკან
dimpi ხოლო თუ რას მოიმოქმედებს დაზომბილი მასა მაგი შეგიძლიათ მაიდანის მაგალითზე განსაზღვროთ
2 წლის უკან