„ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა, დროშები კი არ უნდა ვაფრიალოთ, არამედ მათ უნდა გავაგებინოთ - ან მადლიერი იყავი და დაინახე, რასაც საქართველო გიკეთებს, ან შენ ხარ საქართველოს მტერი“

„ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა, დროშები კი არ უნდა ვაფრიალოთ, არამედ მათ უნდა გავაგებინოთ - ან მადლიერი იყავი და დაინახე, რასაც საქართველო გიკეთებს, ან შენ ხარ საქართველოს მტერი“

„ნაციონალურ მოძრაობას“ მძიმე დრო უდგას. მარტივ მამრავლებად დაშლილი პარტია რეიტინგს და მხარდამჭერებს სწრაფად კარგავს. დღეს უკვე ჩანს, რომ ნიკა მელიას გაბელადების იდეა მცდარი იყო და თავშივე მარცხისთვის იყო განწირული. ჩრდილში გადასული ლიდერი, ფაქტია, ვიღაც სხვამ უნდა ჩაანაცვლოს, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ გადარჩენისთვის ერთადერთი ხსნაა. პარტიაში რეიტინგული ფიგურა, რომელიც რაიმე ახალს იტყვის და პარტიას სხვა რელსებზე გადაიყვანს, ფაქტობრივად, არ არსებობს. ნარჩენები, ის, რაც ერთ დროს ძლევამოსილი პარტიისგან დარჩა, ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ქვეყნის პოლიტიკურ მოცემულობას და მის მომავალს განსაზღვრავს. არსებულ სიტუაციას ისიც ართულებს, რომ პარტიას რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად უწევს ბრძოლა: სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების იდეამ ჩაილურის წყალი დალია, უკრაინის ხელისუფლებასთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების გაშავების კამპანია დასასრულისკენ მიდის, იმედად, მხოლოდ ვადამდელი არჩევნებია დარჩენილი. მანამდე კი, პარტიას ლიდერი სჭირდება. მედიიათ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სათავეში შესაძლოა, ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ჩაუდგეს. მოგვიანებით გავრცელდა გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ის გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. რთულია მტკიცება, რამდენად რეალური იყო გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა გამოცდილებით იმის თქმაც შეიძლება, რომ მედიის მიერ გავრცელებული ამბები, რომელსაც პოლიტიკოსები ხშირ შემთხვევაში ჭორად ნათლავენ, უმეტეს შემთხვევაში მართლდება. ამ შემთხვევაშიც, არ არის გამორიცხული, რომ გავრცელებული ინფორმაცია იყო ტესტი, როგორ მიიღებდა ამას საზოგადოება. მომავალი ლიდერის მთავარი საზრუნავი ხომ ელექტორატის იმ ნაწილის მოზიდვაა, რომელიც ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა და არც რომელიმე ოპოზიციური პარტია ხიბლავს. მოკლედ, გავრცელებული ამბის ავთენტურობის დადგენა მხოლოდ დროის ფაქტორია და სხვა არაფერი. ჩრდილს შეფარებული ნიკა მელიას ლიდერობის დღეები რომ დათვლილია, ამაზეც აღარავინ დავობს.

არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკანაძე, for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაწყებული რებრენდინგის მცდელობა არაფრისმომცემია

ნანა კაკაბაძე: ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არაფერს შეცვლის. „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა მიმართულებით მუშაობს და უფრო მეტად ის ძალები, ვინც მათ უკან დგანან. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ომშია ჩართული, ეღუპებათ მშვიდობიანი მოსახლეობა, რომლის ევაკუირებაც კი არ გააკეთეს თავის დროზე და ასეთ უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება ზელენსკის მეთაურობით, იცლის იმისათვის, რომ მოხდინონ საქართველოს დისკრედიტაცია და ამით ცდილობს სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას და ხელი შეუწყოს რევანშისტულ ძალებს ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება. ეს არის ძალიან საშიში მომენტი და ამ ყველაფრის უკან მარტო უკრაინა არ დგას, ზელენსკი და უკრაინის ხელისუფლება ასრულებს გარკვეული ძალების დავალებას. ამ დროს, საქართველოს ხელისუფლება ჩაყენებულია იმ მდგომარეობაში, რომ პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში, მაშინვე მიაკერებენ რუსეთის მხარდამჭერის იარლიყს და იძულებულია ითმინოს ეს შეურაცხყოფები და თავხედობები, რასაც ადგილი აქვს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ეს არის ძალიან საშიში მდგომარეობა და ამაზე ძალიან სერიოზული რეაგირებაა საჭირო. მე არ ვიცი, რომელი თავისუფალი ქვეყანა შეძლებს იმას, რომ ასეთი პოლიტიკური ზეგავლენისგან გათავისუფლდეს და დადგეს საქართველოს მხარეს, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ასე აშკარად უცხადებს ღია ომს, ასეთი ცილისწამებებით, ასეთი სიბინძურეებით დაწყებული ამ კრიმინალების თანამდებობებზე დანიშვნით დამთავრებული და იმ ცილისმწამებლური კამპანიით, რასაც დღეს ზელენსკი და მისი გუნდი ახორციელებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან საფრთხილო მომენტი. საჭიროა, ჩვენი საზოგადოება მეტად იყოს ინფორმირებული, უფრო გონივრულად უყურებდეს ამ პროცესებს და აფასებდეს რა ხდება და უნდა ჰქონდეთ ადეკვატური რეაქციები. თუნდაც ეს უკრაინის დროშების გადაჭარბებული ფრიალი იყო ჩვენი ქვეყნისთვის დამამცირებელი იმ ფონზე, როგორც ექცევიან საქართველოს ხელისუფლებას, ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია.

გადაჭარბებულად ხომ არ გეჩვენებათ ასევე, ხელისუფლების ქმედებები, როდესაც ომის დაწყების პირველივე დღიდანვე, ამ პატარა ქვეყნიდან, რომელსაც თვითონ აქვს საკუთარ მოსახლეობაზე სერიოზული სოციალური პრობლებები, იგზავნება უკრაინის დასახმარებლად ტონობით ჰუმანიტარული ტვირთი. სამაგიეროდ, უკრაინის ხელისუფლებისგან ვიღებთ ლანძღვას, უკმაყოფილებას და ცილისწამებებს, ხოლო ხელისუფლება დგას თავის მართლების რეჟიმში, ეს ყველაფერი ნორმალურად გეჩვენებათ?

- ჩვენი ხელისუფლება, სამწუხაროდ, მარტივად ექვემდებარება ხოლმე ბულინგს. იმდენად დაბულინგებულია უკრაინის ხელისუფლების მხრიდან (აქ, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენებიცაა), რომ მართლაც ზომა-წონა დაკარგა ამ დახმარებაშიც. ჩვენც გვქონდა ომი, ჩვენც დაგვესხა თავს რუსეთი და არაერთხელ, მაგრამ არავინ გადაგვყოლია თან და მათ შორის უკრაინა, ყველაზე ნაკლებად შეწუხდა. ეს ყველაფერი ჩვენ თვითონ გადავიტანეთ. ამ ფონზე, მადლიერების მაგივრად იქიდან ვიღებთ საყვედურებს, ცილისწამებებს ვღებულობთ და, რა თქმა უნდა, ეს შეურაცხმყოფელია. აქ მარტო ხელისუფლების შეურაცხყოფაზე არ არის ლაპარაკი, ქვეყანა დგას ამ ყველაფრის უკან. ჯერ როგორ ბედავენ ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევას და მერე კიდევ გაბრალებენ ასეთ სიბინძურეებს. იმის შიში აქვს დღეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ პრორუსის იარლიყი არ მოგვეწებოს და კიდევ უფრო მეტად არ გაეხსნათ ხელ-ფეხი იმ ძალებს მოქმედებისთვის, ვინც დგას „ნაციონალური მოძრაობის“ უკან. მე მესმის ეს ნდგომარეობა და ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ხალხს მართებს ხმის ამოღება, ყველა ხედავს რის უფლებას აძლევს უკრაინის ხელისუფლება საკუთარ თავს, საქართველოს წინააღმდეგ რა გამონათქვამები და სისულელეების ლაპარაკია. ამ ყველაფერზე თავად საზოგადოებას უნდა ჰქონდეს რეაქცია და იქ დროშები კი არ უნდა ვაფრიალოთ, არამედ მათ უნდა გავაგებინოთ, რომ ან მადლიერი იყავი და დაინახე ის, რასაც საქართველო გიკეთებს, ან შენ არანაირი მეგობარი არ ყოფილხარ და შენ ხარ საქართველოს მტერი, ეს ხალხმა უნდა უთხრას.

„ნაციონალური მოძრაობა“ ფარული ჩანაწერებით ცდილობს ხელისუფლების დაშანტაჟებას და პასუხებს ითხოვს ბიძინა ივანიშვილისგან, თუმცა ჯერ ჩანაწერების ავთენტურობაც არ არის დადგენილი, ამ ყველაფერში ვისი ხელწერა იკითხება?

- რისი ავთენტურობა, გია ლორთქიფანიძე უზით იქ, რომელიც დღესაც იგივე საქმიანობას ეწევა, რასაც აქ აკეთებდა: თვალთვალი, მიყურადება და ათასი სიბინძურეები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკრაინიდან მოდის. რა მნიშვნელობა აქვს ელაპარაკა თუ არა, აქ რა კრიმინალს ხედავენ და ადამიანი რომელიც ხელისუფლებაშიც არ არის, ამათთან თავი უნდა იმართლოს? და, თურმე ამაზე პასუხი უნდა აგოს ქვეყანამ. დარწმუნებული ვარ, ეს ლაპარაკი არც იყო და ყველაფერი ლორთქიფანიძის და მისი გარემოცვის მოგონილია.

ხელისუფლების შეცვლა და სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უცვლელი მოთხოვნაა. ამის მისაღწევად ფაქტობრივად ყველა ბერკეტი გამოიყენეს, დღეს უკვე ისინი გამოსავალს ვადამდელი არჩევნების დანიშვნაში ხედავენ. მოთხოვნა ერთია, მაგრამ იურიდიული საფუძვლები და მისი ჩატარების აუცილებლობა კი უპირველესი, ხედავთ ამის საჭიროებას და შესაძლებლობას უმოკლეს პერიოდში?

- ბოლო პროცესები ნათლად ასახავს იმ რეალობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ შეიქმნა. მათ უკვე მერამდენედ დააანონსეს, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს იწყებენ, რამაც, ფაქტობრივად, ყველანაირი აზრი დაკარგა, ყავლი გაუვიდა. ნათლად ჩანს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკურ არენაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო სიმღერაა და ის პოლიტიკას ემშვიდობება. მათ ყველანაირი შესაძლებლობები ამოწურეს, ბრძოლა ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის, სახელმწიფოს ჩამოშლისთვის და როგორც ჩანს, ისინი პოლიტიკას ემშვიდობებიან. რატომ ვფიქრობ ასე: მათ ძალიან კარგად იციან, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას ლეგიტიმური საფუძველი არ აქვს, კონსტიტუციურად ეს აბსოლუტურად შეუძლებელია, ამაში არც ლოგიკაა. რას ნიშნავს, რომ ეს კონსტიტუციურად შეუძლებელია: კონსტიტუცია ძალიან ცალსახად განსაზღვრავს, რა შემთხვევაში შეიძლება, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს, ეს არის ის ვითარება, თუ ვერ დამტკიცდა მთავრობა და ბიუჯეტი. არც ერთი და არც მეორე რეალობა დღეს ჩვენს ქვეყანაში არაა. აქედან გამომდინარე, ვადამდელ არჩევნებს არანაირი ლეგიტიმური, კანონიერი საფუძველი არ გააჩნია. ამას არც ლოგიკა აქვს. კონსტიტუციით შემდეგი არჩევნები 2024 წელს უწევს. დღეს მთელმა ხელისუფლებამ, ოპოზიციასთან ერთადაც რომ მოინდომოს ვადამდელი არჩევნები, ის სადღაც 2023 წლის შუა პერიოდამდე ჩატარებული ვერ იქნება, რადგან პარტიებისთვის ვადების მიცემას, არჩევნების გამოცხადებას თავის ვადები აქვს. ეს მინიმუმ 6-7 თვეს გაიწელება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ 2024 წლის კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადით არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე თვე რჩება. ანუ ამას არც ლოგიკა გააჩნია, გარდა იმისა, რომ არანაირი იურიდიული საფუძველი არ აქვს. ვადამდელ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა რაღაცნაირად მომაკვდავი გედის სიმღერას ჰგავს. აცხადებენ, თითქოს, ისინი მარტო კი არ არიან, არამედ ოპოზიციის ზოგად მოთხოვნას აჟღერებენ. არც საზოგადოების მზაობაა იმაზე, რომ ვინმე ამ მოთხოვნით გამოვიდეს. ასე რომ, ფაქტობრივად, ეს განწირული მოთხოვნაა. საზოგადოებას, ალბათ, აინტერესებს, რაში მდგომარეობს „ნაციონალური მოძრაობის“ ეს მოთხოვნა, რატომ იყო საჭირო, რომ ეს დაეყენებინათ. უკრაინის მოვლენებმა აჩვენა, რომ ისინი არა მარტო ხელისუფლებას გაემიჯნენ, არამედ – ოპოზიციასაც. მათ არ, თუ ვერ მიიღეს მონაწილეობა იმაში, რომ საქართველოდან უკრაინაში წასულ დელეგაციას შეერთებოდნენ, დანარჩენ ოპოზიციას გამოეყვნენ. ნათლად გამოჩნდა ის, რომ დანარჩენ ოპოზიციასა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებული ბმა, რაღაცნაირად უკრაინის მოვლენებმა ჩაწყვიტა და ისინი ოპოზიციასაც ჩაეხსნენ, აბსოლუტურად მარტო დარჩნენ. აღსანიშნავია ის ფაქტორიც, რომ მოწვევა უკრაინიდან მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარეზე მოვიდა და იქ ოპოზიციის მიწვევა გათვალისწინებული არ იყო. დანარჩენი ოპოზიციის ძალისხმევით მოხდა ის, რომ ისინი მოხვდნენ და ჩაერთნენ იმ ჯგუფში, რომელიც უკრაინაში წავიდა. ნათლად გამოჩნდა, რომ უკრაინაში „ნაციონალური მოძრაობის“ მუშაობამ იმ მიმართულებით, რომ როგორმე საქართველოს ხელისუფლება იგნორირებული ყოფილიყო, ვერ იმუშავა. მართალია, გარკვეულ ეტაპზე იმუშავა, ჩვენს სახელმწიფოს ზიანი მიადგა იმ მხრივ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, დაუმსახურებელი კრიტიკა და მოთხოვნები იყო, მაგრამ ბოლოს მოხდა ის, რაც მოხდა. უკრაინის ხელისუფლება მიხვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაკრულზე ნაბიჯების გადადგმა როგორც უკრაინისთვის, ისე საქართველოსთვის წამგებიანი იყო. მოხერხდა ის, რომ უკრაინის ხელისუფლება იქაც გაემიჯნა „ნაციონალურ მოძრაობას“, საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. ასე რომ, „ნაციონალური მოძრაობის“ ეს მოთხოვნაც შეუსრულებელია.

 

 

 

 

 

trampi საქართველოს მეგობარი არა ჰყავს ................................... საქართველოა ყველას მეგობარი(ანუ დებილი)
როგორ შეიძლება რასაც უკრაინა ჩვენს მისამართით აკეთებს, იმას მეგობარი ერქვას??? ....ეგენი არიან ამერიკისგან დაქოქილი
ფანდარასტები..................მიშაზე უარესები.............. ამერიკის გულის გასახარად საკუთარ ერსა წყვეტავენ
დიმიტრი თავდადებული მაგათ ენაზე გიჟი ყოფილა....ეგრე გამოდის
ირგვლივ უკვე ისეთი საგიჟეთია, წერა--კითხვამ მთლიანად აზრი დაკარგა
მთიდან მოწყვეტილი კლდის ლოდივით, კატასტროფული სიჩქარით მსოფლიო უფსკრულში მიექანება--მიაქანებენ
მე კი წამოვწვები კაკლის ქვეშ და ............ აი დარდიიიიც .................. იქაც ბანტიიიი............ (ღვინო კი მაქვს)
ამან ქნა..... იმან ქნა .............. მაგის გარჩევას აზრი არ აააქვს , ისედაც ნათელია ყველაფერი......

ისე ეს უკრაინა ზემდგომების დავალებით გერმანისა ქინძავს (ანუ ფაქტიურად ევროპას წელში წყვეტს) და ჩვენ რომ ომი დაგვაძალონ ის გიკვიირთ??
ეგ ზელენსკი პროსტო ზემდგომების დავალებას ასრულებს და იმათ დაწერილ ტექსტს კითხულობს მხოლოდ, თორე ვინ მისცა მააგას იმის ტრაკი რო გერმანიას დაურხიოს??ტყეში კურდღელი რო პარიადკას აყენებდა დათვს ყურებში უწკაპუნებდა..... ისეა მაგის საქმე
თქვენ ეხლა ტაივანი ჩინეთის ამბებს უყურეთ და ყველაფერს კარგად დაინახავთ, ვინც ვერ ხედავთ რაღაც-- რაღაცეებს
იქაც ეს ჩათლახი პუტინიაააა?? არა პუტინი ვინცააა კი ვიცი (,,ნიღაბი ჩამოუვარდა,,) მაგრამ ტაივანთან----------- პუტინიიიი??

მომაკვდავი ადამიანი რომ სულს ებრძვის, ბორგავს და აგონიაშია ..... აი იმ დღეშია ამერიკის იმპერია, ამერიკის ჰეგემონია
ა.ბაქრაძის წინასწარმეტყველებამ უწია უკვე ამერიკას უწია ......ჰაა----აჰააა....2-3 წელი
2 წლის უკან