უკრაინელი მაღალჩინოსნები უკვე აღარ მალავენ, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ, ხოლო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ.
ამ პოლიტიკურ ეიფორიას for.ge-თან მმართველი გუნდის წევრი, გურამ მაჭარაშვილი აფასებს.
გურამ მაჭარაშვილი: ქვეყანაში, სადაც ამდენი გამოწვევაა, ასეთი აბსურდული საკითხების განხილვა არ უნდა მიმდინარეობდეს. დადასტურებულად ვიცით, რომ ომის პარტიისა და უკრაინაში მყოფ რამდენიმე მაღალჩინოსნის მიზანი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაა. „ნაციონალურ მოძრაობა“ კონფლიქტის დასაწყებად უკრაინის ზოგიერთი თანამდებობის პირის განცხადებას იყენებს. ბატონმა ბარამიძემ პრაქტიკულად, ეს დაადასტურა და შეურაცხყოფა მიაყენა იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, უკრაინაში დახმარებას აგზავნიან. ამიტომ, გამოგონილ და არაავთენტურ ჩანაწერებზე კომენტარის გაკეთება აბსურდულად მიმაჩნია.
მიუხდავად იმისა, რომ საქართველო ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის და ამ საქმეში მოწინავე პოზიციაზეა, დავით არახამიამ აღნიშნულს ყურადღება არ მიაქცია, ამასთან, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დასავლეთს სანქციების დაწესებას სთხოვს. რატომ ილაშქრებენ ომში მყოფი უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს წინააღმდეგ და რატომ უგულებეყოფენ იმ დახმარებას, რომელსაც საქართველო აკეთებს?
- სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიციისა და უკრაინაში მათი მხარდამჭერების მიზანი გაშიფრულია - საქართველოში ომი სურთ, ხოლო ხელისუფლების მიმართ ნეგატიურ ფონს ქმნიან და ამის დასტურია არახამიასი თუ არისტოვიჩის განცხადებები. თუკი აქამდე რაიმე კითხვები არსებობდა, თუ რატომ ფერხდებოდა უკრაინის ხელისუფლებასთან კომუნიკაცია, საპარალმენტო დელეგაციის ვიზიტის შემდეგ, ეს კითხვები მოიხსნა. ამ ვიზიტის გამო ძალიან გაბრაზდნენ როგორც რადიკალური ოპოიციაში, ასევე - უკრაინაში. ასე რომ, ქვეყნის წინააღმდეგ პირდაპირი ჰიბრიდული ომია გამოცხადებული.
არისტოვიჩის ცნობილი განცხადების შემდეგ, მოლდაველ კოლეგებთან კომუნიკაცია თუ გქონდათ?
- რა თქმა უნდა, კომუნიკაცია ყველა პარტნიორ ქვეყანასთან არის და მათ შორის მოლდოვასთანაც. სამწუხაროდ, უკრაინელი ზოგიერთი თანამდებობის პირის გეგმებში შედის, რომ საქართველოში და მოლდოვაში მეორე ფრონტი გაიხსნას. მეტსაც ვიტყვი, მოლდოვა ისეთი კრიტიკის ობიექტი არაა, როგორიც საქართველო. მოლდოვას დასახელება მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდა და ისიც ცნობილია, რომ იქიდან ელჩი არ გაუწვევიათ. რამდენიმე დღის წინ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოში ელჩს დააბრუნებს, თუკი ჩვენი ქვეყანა ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. ეს ქმედითი ნაბიჯები კი არისტოვიჩმა გააჟღერა. ზოგიერთი თანამდეობის პირის განზრახვა ომის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო კარგად გაიშიფრება.
საინტერესო ფრაზა ახსენეთ - მოლდოვას მიმართ უკრინის ხელისუფლება კრიტიკული არ არის. საქართველოს მიმართ ამდენი უსაფუძვლო და არაობიექტური კრიტიკა უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ქართველებით აიხსნება მხოლოდ?
- რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი არსებობს, ოფიციალურად აღიარებული კრიმინალები, უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, ისინი პოზიციებს იყენებენ საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ალოგიკურია, როდესაც ზოგიერთი ქვეყნის ნეიტრალური პოზიცია მათთვის მისაღებია, ხოლო საქართველო, რომელიც რუსეთის მხრიდან ოკუპირებულია, მაგრამ მაინც თამამ განცხადებებს აკეთებს, მათთვის მიუღებელია.
დასავლეთის პოზიცია რუს ოლიგარქებთან მიმართებაში ცნობილია. საინტერესოა, აღნიშნული ვიდეოს გავრცელების შემდეგ რა რეაქცია ჰქონდათ დასავლელ პარტნიორებს და ეს ხომ არ იმოქმედებს ევროკავშირთან ურთიერთობაზე, მით უფრო, რომ ქვეყანას ევროკავშირის კითხვარზე აქვს გასაცემი პასუხები?
- ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები უკვირდებიან საქართველოში პროცესები როგორ მიმდინარეობს. ბუნებრივია, შეიძლება იქაც იყვნენ ისეთი პირები, რომლებსაც არ სურთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ამის მიუხედავად, არიან ისეთებიც, რომლებიც ამ პროცესს რაციონალურად უყურებენ. საქართველო მთელს რეგიონში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არის თავსებადი იმ სტანდარტებთან, რაც ევროკავშირს აქვს დაწესებული. ის, რომ ჩვენ ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ, ვალდებულების 40% შევასრულეთ, დანარჩენი ვალდებულებების შესრულებაც, პრაქტიკულად, რეალურია და ევროკავშირის თანამდებობის პირბმა კარგად იციან. რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება, ასევე რეფორმებიც ჩასატარებელია, მაგრამ ასეთი უგემოვნო და არაავთენტური აუდიოჩანაწერებით გამოხდომები, იმ ისტორიულ პროცესზე ვერ იმოქმედებს, რასაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია.
ევროკავშირზე ვსაუბრობთ და კითხვარის შევსება რა ეტაპზეა?
- 30 კალენდარული დღეა მოცემული და ამ ვადებში ვეტევით. მეტსაც გეტყვით, ამ პასუხების დაახლოებით 80% რაც უნდა ჩაიწეროს, ეს უკვე ევროკავშირში ძალიან კარგად იციან.
როდესაც კითხვარი მივიღეთ, ოპოზიცია მის გასაჯაროვებას ითხოვდა და მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ახლა, ამ კითხვარის შევსება ერთობლივად თუ ხდება?
- ერთი ამბავი ატეხეს, თითქოს რამე სასწაული კითხვა იქნებოდა. როდესაც გასაჯაროვდა, ოპოზიციის მხრიდან ჩართულობა არ ყოფილა. ესეც ერთგვარი ლუსტრაციაა და ნებისმიერი თემით სპეკულირებენ. ალბათ, ელოდებოდნენ კითხვას, უნდა იყოს თუ არა საქართველოში მეორე ფრონტის ხაზი და პასუხად ჩაწერდნენ - კიო. ეს კითხვა რომ არ იყო, ამიტომ გაჩუმდნენ და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიანდეს კითხვარის შევსება.
მმართველი გუნდისთვის თუ იყო ისეთი კითხვა, რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა?
- ისეთი კითხვა არ იქნებოდა, რომელიც ჩვენთვის მულოდნელი აღმოჩნდებოდა. პრაქტიკულად, ევროკავშრისთვის ცნობილია ის პასუხები, რომელიც ჩვენი მხრიდან ჩაიწერება, რადგან ისინი პროცესს უყურებენ. ასევე, ჩვენც ვიცოდით, რა კითხვები იქნებოდა, იმიტომ რომ ეს კითხვები ხან ზეპირად და ხან წერილობით ბევრჯერ მიგვიღია.