თანამედროვე მსოფლიოში მოვლენათა განვითარების ერთ-ერთი უმთავარესი განმსაზღვრელი ფაქტორია რუსეთ-ამერიკის ურთიერთობა. ამ ორი ძალის გავლენის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია მიმდინარე, თუნდაც რეგიონალური მასშტაბის მოვლენების სწორად იდენტიფიკაცია. უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტიც მათი ურთიერობის ღია კონფლიქტში გადაზრდის გამოხატულებაა.
ზედაპირული აღწერით რუსეთ ამერიკის ურთიერთობის დინამიკა შემდეგნაირად შეიძლება გადმოვცეთ: 1941 - 1948 წლებში ამერიკამ საბჭოეთთან თანამშრომლობა გამოიყენა დასავლეთის სამყაროს ლიდერად მის მიერ ბრიტანეთის ჩანაცვლების პროცესში; შემდეგ ისინი იქცნენ კონკურენტებად მესამე სამყაროს სივრცის ათვისებაში, რაც 1990-იან წლებში ამერიკის გლობალური ჰეგემონიის ზღვარამდე მიღწევით დასრულდა. შეიქმნა გლობალური მონოპოლარული რეჟიმის სტაბილიზაციის შესაძლებლობლობის ილუზია. ამ ილუზიის გაღრმავებას ხელი შეუწყო ეგეოსური ცივილიზაციის მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზის (1988 – 2007 წწ.) პოტენციურად მთავარ აქტორებს შორის, მართვის მანიის ნოოტიპის ქართველ ერისა და ძლევის მანიის ნოოტიპის რუსი ერის სახით, ურთიერთობის კონსტრუქტივიზაციის ვერ შედგომამ, რის გამოც ამერიკულმა სამხედრო მანქანამ არაკონსტრუქციულადვე შეავსო საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში რუსი ერის პასიურობით შექმნილი უკმარისობა - დიდი დარტყმა მიაყენა და თავის გავლენას დაუქვემდებარა იუგოსლავიის სივრცე, ერაყი, ავღანეთი. შემდეგ, ეგეოსური ცივილიზაციის მორიგ, მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში, რომელიც დაიწყო 2008 წელს, მანვე (ამერიკელმა ერმა), დასავლური სამყაროს მხარდაჭერით შესძლო ფორმის მანიის ნოოტიპის არაბი ერის რეკონსოლიდაციის პროცესის (ე. წ. არაბული გაზაფხულის) საწყის ეტაპზე ჩახშობა, გაანადგურა არაბული სამყაროს ლიდერად გამოკვეთილი ლიბიის ავთენტიკური რეჟიმი და შეუდგა სირიის, ვენესუელას და უკრაინის სივრცეთა ათვისებას. უკრაინის შემთხვევაში ამის გამოხატულებაა 2014 წელს მოწყობილი სამთავრობო გადატრიალება (ე. წ. მაიდანის აქტი), სირიაში კი ხელისუფლების წინააღმდეგ ფუნდამენტალისტი ისლამისტების სამხედრო დაჯგუფების ორგანზება და სამოქალაქო ომის გაჩაღება, რაც ე. წ. ისლამური სახელმწიფოს სახელით ცნობილი წარმონაქმნის ჩამოყალიბებაში გადაიზარდა და ამერიკის კონტროლს გაექცა. მაგრამ ამ დროისთვის რუსმა ერმა დასძლია პასიურობის ეტაპი და დაბრუნდა საერთაშორისო ასპარეზზე მისი ნოოტიპის შესაბამისი, ბუფერული ფაქტორის ფუნქციით. მისი უშუალო ჩარევით ჩაიშალა ვენესუელაში სამთავრობო გადატრიალებაზე გამიზნული, ამერიკის მიერ ინიცირებული კამპანიაც და სირიაში ხელისუფლების შეცვლის მცდელობაც, ხოლო უკრაინაში რუსი ერის კონტრრეაქციამ ყირიმის ანექსიისა და ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ნაწილის უკრაინისგან გამოცალკევების შემდეგ უკრაინაში დღეს მიმდინარე მოვლენებისთვის სამზადისის გაჩაღებაში ჰპოვა გამოხატულება. ერთდროულად რუსეთი შეუდგა ევროკავშირის ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერობის დაზღვევას, სამრეწველო ნედლეულის მთავარი მომწოდებლის სტატუსის შესანარჩუნებლად, მომავალი (დღეს უკვე უკრაინაში მიმდინარე) სამხედრო აქტივობების გეოგრაფიის გათვალისწინებით, რაც ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ახალი მარშრუტების (მათ შორის „ჩრდილოეთის ნაკადის“) პროექტის რეალიზაციაშიც გამოიხატა. ეს პროექტები მყარი არგუმენტია იმ აზრის სასარგებლოდ, რომ რუსეთი არ აპირებდა ევროპის ქვეყნებთან კონფრონტაციას და მათ მიმართ აგრესიული განზრახვები არ ამოძრავებდა - უაზრობაა მილიარდების დახარჯვა გაზსადენის გასამართად, თუ პოტენციური კლიენტის გადახდისუნარიანობის დამაქვეითებელი მოქმედება გაქვს განზრახული. მაგრამ, სწორედ, ფორმის მანიის ნოოტიპის გერმანელი ერსა და ძლევის მანიის ნოოტიპის რუს ერს შორის მათი ნოოტიპის შესატყვისი კონსტრუქციული თანამშრომლობის გაღრმავება, მიმდინარე ცივილიზაციური ფაზის რომელობისა და დანარჩენ ევროპაზე ამ ფაქტორის შესაძლო გავლენის გათვალსიწინებით, გამოიკვეთა გლობალური მონოპოლარული რეჟიმის სტაბილიზაციის შესძლებლობის გამომრიცხავ გარემოებად. სწორედ ეს გახდა ამერიკის მხრიდან უკრაინის ხელისუფლების მიმდინარე კონფლიქტისთვის წაქეზების საფუძველი.
სწორედ ეს გარემოება გვკარანხობს იმას, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი მივიჩნიოთ არა რუსეთ-უკრაინის, არამედ რუსეთ-ამერიკის კონფლიქტად. ამ კონფლიქტში მკაფიოდ სჩანს ერის მიერ მთავარი სამოქმედო ინსტრუმენტის არჩევანის მისი ნოოტიპით განსაზღვრულობა: ძლევის მანიის ნოოტიპის რუსი ერი მოქმედებს მთავარ სამოქმედო ინსტრუმენტად სამხედრო ინსტიტუტის გამოყენებით, რაც მის ნოოტიპთან სრულ შესაბამისობაშია; ცხრომის მანიის ნოოტიპის ამერიკელი ერი კი, ასევე მის ნოოტიპთან სრული შესაბამისობით, მთავარ სამოქმედო ინსტრუმენტად იყენებს საბაზრო-ფინანსურ ინსტიტუტებს, ფინანსურ მექნიზმებს, რაც რუსეთის წინააღმდეგ ინიცირებული სანქციებშია ასახული და არ ნიშნავს ძალების დაზოგვით მოქმედებას - როგორც ისტორიაც გვიჩვენებს, ამერიკელი ერი სამხედრო ინსტიტუტს მიმართავს ძლევის მანიის ეფექტის აქტუალიზაციის მოთხოვნის დამყენებელი ცივილიზაციური ფაზის მიმართ რეაქციის გამოხატულებად.
ამრიგად უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტიში ამერიკელი და რუსი ერები მოქმედებენ მხოლოდ საკუთარი ნოოტიპით ნაკარნახევი ინსტრუმენტებით და არც ერთი მათგანი მეორისთვის პრიორიტეტულ საშუალებებს არ მიმართავს, რასაც ხელს უწყობს ის გარემოება, რომ ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე, მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზა ძლევის მანიის და ცხრომის მანიის ეფექტების ფაქტორებს ერთიმეორის მიმართ უპირატესობას არ ანიჭებს. უკრაინელი ერიც, მისი ნოოტიპის შესაბამისად თავისი პოტენციური საარსებო სივრცის ექსკლუზიურად ფლობის მისაღწევად იბრძვის. ფორმის მანიის ეფექტის სიტუაციური უპირატესობა გამოხატულია, ასევე, მის ფონურ გავლენაში, რაც განხეთქილების სპონტანური პრეცედენტებისადმი ნოოტიპისგან დამოუკიდებლად ამაღლებულ რეზონანსულობაში იჩენს თავს.
სადღეისოდ შექმნილი მდგომარეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამერიკამ მიაღწია თავის მიზანს: შესაძლებელია დროებით, მაგრამ ჩაშალა რუსეთისა და ევროპის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობა; შექმნა შესაძლებლობა თავად ჩაიგდოს ხელში ევროპის ენერგომომარაგება და გაუძვიროს ევროპას ენერგოუზრუნველყოფა; მიაღწია რუსეთის ჩაბმას კონფლიქტში, რომელიც განზრახული აქვს გამოფიტვაზე გამიზნულ პროცესად აქციოს; და, ამასთანავე, იარაღის მიწოდებით და ომის სხვა ხარჯების დაფინანსებით ვალებში ითრევს უკრაინას, რომლის აქტივები, თუ ამ ომს გადაურჩა, ფაქტობრივად, ამერიკის მიერ სრულად შესყიდული აღმოჩნდება. ამრიგად, ცხადია, რომ უკრაინაში მიმდინარეობს რუსეთ-ამერიკის ომი და არა ომი რუსეთ-უკრაინისა და ეს არის ფორმის მანიის ნოოტიპის ევროპელი ერების ინტერესების საწინაარმდეგოდ გამიზნული მოქმედება ამერიკისა და მთელი ლიბერალისტური მონომოდალისტური გლობალიზმის ფრონტის მხრიდან.
დასანანია, რომ ევროპელი ერები მოსალოდნელზე უფრო მალე აჰყვნენ ამერიკის ანტირუსულ ინციატივებს. ასეთი აჩქარება ნაკლებად მოსალოდნელი იყო, იმის გათვალისწინებით, რომ ფორმის მანიის კლასის ევროპელ ერებს - გერმანელები, იტალიელები, ესპანელები, პოლონელები, ჩეხები, რუმინელები, ბულგარელები, ხორვატები, შვედები, ნორვეგიელები, ფინელები, თურქები და ა. შ. - დამოუკიდებელი მოქმედებისთვის დიდი რესურსი გააჩნიათ გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის მიმდინარე, მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში. შესაბამისად, მათგან მეტი აქტიურობა იყო მოსალოდნელი რუსეთის მიერ მოთხოვილი გარანტიების უზრუნველსაყოფად და ომის არდასაშვებად. მით უმეტეს, რომ, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, რუსეთის პოლიტიკა ცალსახად მიმართული იყო ევროპის ქვეყნებისთვის ენერგო მატარებლებისა და სხვა სამრეწველო ნედლეულის ძირითად მიმწოდებლად თვითდამკვიდრებისკენ. ეს, ჩინეთის მზარდი ძალის და რუსეთის მიმართ მისი ტერიტორიული პრეტენზიების გათვალისწინებით, რუსეთის მიერ ფინანსური თვითუზრუნველყოფის უპირატეს გზად სჩანდა (და ასეც განიხილებოდა მის მიერ), რაც გამორიცხავდა ეკონომიკური პარტნიორების მიმართ მისი მხრიდან აგრესიული, ან სხვა რამ სახის დესტრუქციული მოქმედების შესაძლებლობას. ევროპელი ერების სოლიდარული მხარდაჭერის შემთხვევაში შესაძლებელია რუსეთი დასთანხმებოდა ფედერაციის ვეტოსუფლებიანი სუბიექტის სტატუსით უკრაინის შემადგენლობაში თვით ყირიმის დაბრუნებასაც კი იქ სამხედრო ბაზის შენარჩუნების პირობით. ის, რომ მოვლენების სხვა მიმართულებით განვითარდა, მეტყველებს იმის შესახებ, რომ ევროპელ ერების პოლიტიკური ცხოვრება ლიბერალისტური მონომოდალისტური გლობალიზმის აგენტებისა და ადებტების ხელშია.
სხვა სიტყვებით რომ ვქვათ, ევროპელი ერების მიერ ამ დღეებში გაკეთებული არჩევანი მათი საზოგადოებების ნოოტიპური ტრანსფორმაციის გაძლიერების საფუძველი შეიძლება გახდეს, რაც ნიშნავს ცხრომის მანიის ნოოტიპის ამერიკელ ერთან (ანგლო-ამერიკულ ალიანსთან) ასიმილაციის, ეთრგვარი ამერიკა-ევროპის შეერთებული შტატების ფორმირების პერსპექტივას. ამის შესაძლებლობას ხელს უწყობს ცხრომის მანიის ნოოტიპის ერებს შორის კონკურენციის ახალი ძალით გაჩაღების პერსპექტივას ახლო მომავალში, ინდოელი ერის ნოოფილოგენეზის მეოთხე საფეხურზე გადასვლის დასასრულის მოახლოების გამო, რაც ამერიკელ ერის მასშტაბის ზრდას კარნახობს.
ერთი შეხედვით, პარადოქსად სჩანს ის ფაქტი, რომ ფორმის მანიის ნოოტიპის უკრაინელი ერი ურიგდება ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობებზე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების, მხოლოდ არარუსების, დომინანტს. ეს გარემოება შეიძლებოდა დაგვესახელებინა ეროვნული იდენტობის ეთნიკური წარმომავლობაზე დაუყვანადობის სასარგებლოდ მეტყველ არგუმენტად და ზოგიერთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ უკრაინელ მაღალჩინოსანთაგანი, ალბათ, ერით უკრაინელია, მაგრამ საქართველოდან გადმოსული საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფის შესახებ, რომელიც მოკალათდა უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს მაღალ ეშელონებში, ამას ვერ ვიტყვით. ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია ამ მოვლენის სხვა ასპექტი, რასაც სიტუაციური თანამშრომლობა-კოლაბორაცია შეიძლება ვუწოდოთ:
- საქმე ისაა, რომ ეგეოსური ცივილიზაციის ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში, რომელიც 2008 წელს დაიწყო, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ფორმის მანიის ნოოტიპის უკრაინელ ერში შეუძლებელია არ გაჩენილიყო საკუთარ სახელმწიფოს უცხო ელემენტებისგან გაწმენდის მისწრაფება, რაც პირველ რიგში, სიდიდით და გავლენითაც უდიდესის, რუსული დიასპორის წინააღმდეგ მოქმედებას გულისხმობს, რისი სიძნელეც სხვა დიასპორების საკითხის სამომავლოდ გადატანის წინაპირობაა. მაგრამ რუსული დიასპორის წინააღმდეგ უკრაინელ ერის გამოსვლა რუსი ერის გამოწვევაა, ამდენად უკრაინელი ერისთვის სხვა დიასპორების მოკავშირეობა ვერ იქნებოდა საკმარისი და ის ვერც გადავიდოდა ღია კონფრონტაციის პოლიტიკაზე, როგორც იყო კიდეც 2013 წლამდე, ისეთი ძალის და მოტივაციის მქონე გარეგანი მოკავშირის გარეშე, როგორიცაა რუსეთისა და ევროპის დაახლოების ჩაშლით დაინტერესებული ამერიკელი ერი და ლიბერალისტური მონომოდალისტური გლობალიზმის ფრონტი. მაგრამ ამ ძალისგან მხარდაჭერის მისაღებად უკრაინელი ნაციონალისტები იძულებულნი არიან უკრაინის ლეგალურ ხელისუფლებაში თავად არ გამოჩნდნენ, ლეგალური პოზიციები დაუთმონ, პირველ რიგში ცხრომის მანიის ნოოტიპის პირებს, როგორებადაც საგულვებელია მაგ. ფორმის მანიის ნოოტიპის ებრაელი ერის დიასპორიდან, ამ დიასპორის ცხრომის მანიის მოდუსის თავდაცვითი რეაქციის აქტუალობის გავლენით, გამოსულ პირთა ჯგუფი, რომელსაც უკრაინის დასავლურ სამყაროსთან ურთიერობის გამტარებელი ელემენტის როლში უპირატესობა ეკუთვნის იმავე დიასპორიდან ძლევის მანიის მოდუსის თავდაცვითი რეაქციის რეალიზაციის აქტუალობის გავლენით გამოსულ პირთა ჯგუფის წინაშე (ძლევის მანიის ნოოტიპისა და უპირატესად ცხრომს მანიის ნოოტიპის პირთა ჯგუფის გამომყოფია ფორმის მანიის ნოოტიპის ნებისმიერი ერის ნებისმიერი დიასპორა სხვა ერის სივრცეში). საამისოდ განზრახულია ამერიკის მიერ შეთავაზებული კადრებიც ინტერნაციონალური რეზერვიდან, მაგ. ქართველების დასახელებული ჯგუფის სახით, რომელიც ძლევის მანიის კასტური ეფექტის რეალიზატორია და ამგვარადვე გამოყენებული. მეორე მხრივ, ამერიკას უკრაინაში რუსეთის საწინააღმდეგო განწყობის ზრდა და სტაბილიზაცია სჭირდებოდა, ამიტომ ხელს არ უშლიდა ნაციონალური შეუწყნარებლობის პოლიტიკას. სწორედ ამგვარია კოლაბორაციის მექანიზმი და მან მოიტანა ამერიკის მიერ განზრახული შედეგი, იმედია დროებით, რადგან ამერიკის ეს განზრახვა მოძველებული პარადიგმითაა ნაკარნახევი და, ამდენად, დესტრუქციისგან განუყოფელია.
მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა ფორმის მანიის ნოოტიპის ჩინელი ერი. მიმდინარე ომმა შეიძლება რუსეთის ეკონომიკურად მასზე დამოკიდებულების გაზრდა გამოიწვიოს და, თუ დასავლური სამყარო დროზე არ შეცვლის პოზიციას, მაშინ 2027 წლის შემდეგ, რუსეთი არა დასვლური სამყაროს ფარად, არამედ ჩინეთის მოკავშირედ შეიძლება მოგვევლინოს, ამ უკანასკნელის სამხედრო ექსპანსიის პროცესში, გლობალიზებული ეგეოსურ ცივილიზაციის მეშვიდე ორმაგი ეფექტის ფაზის (2028 - 2047 წწ.) რეალიზაციის გამოხატულებად.
***
ისმის კითხვა - რა არჩევანი ჰქონდა და რა ელის რუსეთს, მოვლენების დღევანდელი გეზით განვითარების გაგრძელების შემთხვევაში?
უკრაინაში ინტერვენციის წინა დღეებში რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლამ ცხადყო, რომ რუსეთის მესვეურებს კარგად ესმით, რომ ამერიკას არ სურს რუსეთის სახით ძლიერი პარტნიორი ჰყავდეს და, ამდენად, ამერიკა არასოდეს მოიშლის რუსეთის დასუსტების მცდელობას. ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიცირების გარეშე ამერიკის რუსეთისადმი დამოკიდებულების ცვლილების მოტივაცია შეუძლებელიცაა.
პირველად პრეზდენტმა ელცინმა შესთავაზა ამერიკელებს რუსეთის ნატოში გაწევრიანება, მას შემდეგ რაც ევროპის ქვეყნები ყოველგვარი მოთხოვნების გარეშე დატოვეს საბჭოთა ჯარებმა. როგორც გაირკვა პრეზიდენტ პუტინსაც მიუმართავს ამავე წინადადებით. დაბეჯითებული უარი და ნატოს ინფრასტრუქტურის, ოფიციალური დაპირების მიუხედავად, რუსეთის საზღვრებისკენ კვლავ და კვლავ გადმოტანა, მხოლოდ მტრულ განზრახვას შეიძლება ნიშნავდეს.
„ნატო“-მ დაკარგა კოლექტიური უსაფრთხოების ინსტიტუტის ფუნქცია ჯერ კიდევ 1980-იანი წლების მიწურულს, როცა საბჭოეთმა რადიკალურად შეცვალა იდეოლოგიური დოქტრინა (გააუქმა კაპიტალისტური სისტემის მოწინააღმდეგე ძალად თვითიდენტიფიკაციის პრინციპი). იმ მომენტიდან ნატო ქცეულია ამერიკის და, შემდეგ მალევე, ლიბერასლიტური მონომოდალისტური გლობალიზმის ფრონტის ექსპანსიის ინსტრუმენტად. ამ ინსტრუმენტის მეშვეობით ამერიკა 30 წელზე მეტია ეწევა მცოცავი ექსპანსიის პოლიტიკას და უკრაინა, როგორც მიმდინარე მოვლენებიც გვიჩვენებენ, არის არა მოკავშირე, არამედ ექსპანსიის მორიგი არე. ცხადია იყო მლოდინი რუსეთის მხრიდან მორიგი დათმობისა, უკანდახევისა, თავად ამერიკა კი ექსპანსიის განზრახვაზე ხელის აღებას არც აპირებს - კონფლიქტის შედეგად რუსეთისა და უკრაინის დასუსტებით სტრატეგიულ პერსპექტივაში ექსპანსიისთვის უკეთეს პირობების მოლოდინი უსაფუძვლო როდია.
ეკონომიკური სანქციები, რასაც რუსეთს უპირისპირებენ, უფრო სწორადაც რომ იყოს შემუშავებული, ძლევის მანიის კლასის ერის მიმართ არაადეკვატური განზრახვაა და ამ კერძო შემთხვევაში დესტრუქციულიც. საქმე ისაა, რომ სამრეწველო ნედლეულის უდიდესი ბუნებრივი მარაგი, რაც რუს ერს გააჩნია, საშუალებას აძლევს მას ძლევის მანიის ნოოტიპის ერად იარსებოს სამხედრო კონტრიბუციებზე საარსებოდ დამოკიდებულების გარეშე (რომაელი ერისგან განსხვავებით): რუსი ერი საერთაშორისო ბაზარზე ყიდის ნედლეულს, შემოსავლით ინახავს და ავითარებს საკმარისად ეფექტურ სამხედრო მანქანას საიმისოდ, რომ ხსენებული რესურსები დაცული ჰქონდეს. ამრიგად საერთაშორისო ბაზარზე სამრეწველო ნედლეულის გატანის შესაძლებლობა არის რუსი ერის მშვიდობიან რეჟიმში ყოფნის უზრუნველმყოფელი საშუალება, ხოლო ეკონომიკური სანქციებით ამ გზის ჩაკეტვა სამხედრო კონტრიბუციების ძიების გზაზე დააყენებს მას. არ ვიცი რატომ ჰგონია ვინმეს გამორიცხული ის, რომ, სანქციების ეფექტურობის შემთხვევაში, რუსეთმა მდგომარეობიდან გამოსავლის ძიება დაიწყოს გლობალური დესტაბილიზაციის ინიცირების მცდელობით, სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნოლოგიის, მათ შორის ატომური იარაღის მიყიდვით ტერორისტული ორგანიზაციებისთვის და სეპარატისებისთვის? ეს კარგს არაფერს მოუტანს მსოფლიო საზოგადოებას.
გარდა ამისა, ვინც ძლევის მანიის ნოოტიპის ერის შესახებ არაფერი იცის, ვერ იფიქრებს, რომ რუს ერს მისი ცხროვრების დამამძიმებელი სანქციებით განვითარების სტიმულს ანიჭებს: ომი და ომის მდგომარეობასთან მიახლოებული პირობები ძლევის მანიის ნოოტიპის პიროვნებისთვის ფსიქოლოგიური კომფორტის პირობაა; საერთო საფრთხის ფაქტით გენერირებული ურთიერთიგივეობის მომენტის განცდა კი ძლევის მანიის ნოოტიპის შესაბამის, იგივეობის საფუძველზე ერთობის პრინციპის ეფექტის ინტენსიფიკაციის პირობაა, ანუ რუსული საზოგადოების კონსოლიდაციის ხელშემწყობი ფატორია.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა საფუძვლების პარადიგმული განახლების გარეშე, ანუ ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიცირების გარეშე, მსოფლიო საზოგადოება რჩება ჩიხში, ამდენად მსოფლიო საზოგადოების მდგომარეობის ცვლაში გარდაუვალია გარკვეული მომენტების კვლავ და კვლავ განმეორებადობა (სანამ ნოოსფეროს არსებობის რესურსები არ ამოიწურება დედამიწაზე. რა თქმა უნდა, თუ მანამდე არ გავიხლართეთ კატასტროფულ კონფლიქტში). ამდენად, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ რუსი ერის კონტროლის არე ერთხელ უკვე დაუბრუნდა თავის ისტორიულ მაქსიმუმს (ვარშავის ბლოკის საზღვრები ევროპაში ზოგიერთი მიმართულებით გასცდა კიდეც რუსეთის იმპერიის მაქსიმალურ საზღვრებს), ამრიგად, ახლო მომავალში ეს შეიძლება კიდევ ერთხელ განმეორდეს, და ვერაფერი ნუგეშია იმის შეგნება, რომ რუსი ერის ამგვარი მიღწევაც ვერ იქნება შეუქცევადი.
რუსი ერის პოზიცია დღეს უფრო ძლიერია ვიდრე როდესმე XX საუკუნის შუაწლებამდე - მონღოლებთან, ტევტონებთან, პოლონელებთან, ოსმალებთან და შვედებთან ომების, ნაპოლეონის თუ მესამე რაიხის შემოტევების დროს - როცა დედამიწაზე რეგიონალური ცივილიზაციების თანაარსებობა არ იყო დასრულებული და რუსი ერი, როგორც ერთ-ერთი რეგიონალური ცივილიზაციის ელემენტი, ამ ცივილიზაციის დამარცხების შედეგად შეიძლებოდა საერთოდ გამქრალიყო, ან ნოოტიპური ტრანსფორმაციის გზას დასდგომოდა. დღეს კი რუსი ერი, როგორც ძლევის მანიის ნოოტიპის ერებს შორის გამოკვეთილი ლიდერი, გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის სისტემური თვითრეგულირების მექანიზმებითაცაა დაცული. და, თუმცა რუსი ერი, საზოგადოდ, შეუცვლელი არაა, მაგრამ დღეს ის გლობალური პარიტეტის უმთავრეს ფაქტორთაგანია და სამომავლო ოპტიმალური წესრიგის ერთადერთი ელემენტი, რომელსაც ტოლფასი ნოოტიპური კონკურენტი არ გააჩნია, რის გამოც მისი დაქვეითება თავად გლობალური ცივილიზაციისთვის მძიმე დანაკლისის აცილებით შეუძლებელია მოხერხდეს, ეს დედამიწის ნოოსფეროს მდგრადობის რესურსის ამოწურვის მომტანიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიციირების გარეშე საკმარისი სისრულით ვერ გამოჩნდება რუსი ერის კონსტრუქციული პოტენციალი.
ასე რომ, თუ ჩიხში დგომის დასრულება, მხოლოდ ნგრევის მომტანი მიმოქცევების შეჩერება და შესაძლო კატასტროფის აცილება გვსურს, ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიციირების დაჩქარებას უნდა ვცდილობდეთ.
"თარგმნაც სცადეს, არ გამოვიდა" - ნიშნავს იმას, რომ ენა ზედმიწევნილობით შეესაბამება გადმოსაცემ შინარსს. გაგების გაიოლებას კი სჭირდება თეორიის გაცნობა. სასწავლოდ გამოსადეგი ტექსტი ინტერნეტშ უკვე ხელმისაწვდომია: ბმული