უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი და საქართველო (ნაწილი პირველი)

უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი და საქართველო (ნაწილი პირველი)

უკრაინელი და ზოგიერთ სხვა ეროვნების მაღალჩინოსანი პოლიტკოსების მხრიდან საქართველოს გამკილავი, გამომწვევი განცხადებები უსამართლობისა და უმადურობის გამოხატულებად მიიჩნია ქართული საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა და არა უსაფუძვლოდ. ცხადია, ამგვარი საქციელი საქართველოს ომში ჩათრევის წინასწარ შემუშავებული გეგმის არსებობაზე მეტყველებს, მაგრამ, ამასთანავე, შესაძლებელია არ მოვეკიდოთ უარყოფითად ამ გამოწვევებს, რადგან მათში იკითხება საქართველოსგან რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინი, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების განვითარებაზე ქართველი ერის გადამწყვეტი გავლენისუნარიანობის რწმენა თუ ინტუიციური წვდომა, რაც არ არის უსაფუძვლო: მსოფლიო საზოგადოების დღევანდელ მდგომარეობაზე ქართველ ერს მართლაც შეუძლია ფუნდამენტური კონსტრუქციული გავლენის მოხდენა.

საქმე ისაა, რომ, როგორც არაერთ ადრეულ პუბლიკაციაშიც აღმინიშნავს, მსოფლიო საზოგადოება 1990-იანი წლებიდან იმყოფება ისტორიულად უპრეცედენტო მდგომარეობაში, რაც ოთხივე ნოოტიპის ერის მუდმივად აქტულიზებულ მდგომარეობაში მყოფობის, ცივილიზაციური ფაზების ცვლის გავლენისგან მათი დაზღვეულობის უზრუნველყოფის მოთხოვნის, ანუ მართვის მანიის ეფექტის პირდაპირი ინსტიტუციური რეალიზაციის ამოცანის დამყენებელია. ამ ამოცანის გადაწყვეტა იქნება ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიცირება და ქართული საზოგადოება მართლაც არის გაკიცხვის ღირსი, რადგან აყოვნებს ამ ნაბიჯის გადადგმას.

ოთხივე ნოოტიპის ელემენტების ერთდროულად აქტუალობის შემთხვევაში კონფლიქტების აცილება შეუძლებელია ოთხი ნოოტიპის სიტემური ერთიანობის მომენტის აქტუალიზაციის გარეშე, რაც მართის მანიის ნოოტიპის ერების ფუნქციაა. ასე რომ, შესაძლებელია ბრალეულობა უფროც დავამძიმოთ: ქართველ ერს თავისი ცივილიზაციური ფუნქცია რომ სრულფასოვნად შეესრულებინა უკრაინაში მიმდინარე კონსფლიქტის და, ასევე, არაერთი წინანდელი კონფლიქტის აცილება არ იქნებოდა ძნელი საქმე.

მართალია, ქართულმა სამეცნიერო სკოლამ უკვე შეიმუშავა პროგრამა - ოპტიმალიზმის დოქტრინა - რომლის ინიცირებაც მსოფლიო საზოგადოების მიმდინარე მდგომარეობას და პრობლემებს პასუხობს, მაგრამ ამით ქართველი ერის ამოცანა შესრულებულია მხოლოდ სანახევროდ, რადგან ხსენებული პროგრამის ინიცირებისთვის ქართულ სახელმწიფოს არაფერი გაუკეთებია და არც ახლა აკეთებს რამეს, რაც სისტემის მხრიდან ჩვენი ერის მიმართ დესტრუქციული, მილევის რეჟიმში ჩამყენებელი დამოკიდებულების საფუძველია.

აქვე მინდა შევნიშნო, რომ არსებულ ვითარებას ახასიათებს მოჯადოებული წრის ეფექტად იდენტიფიცირებადი მომენტიც, ანუ გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ მსოფლიო საზოგადოება იმკის მის მიერ ქართველი ერის შესაძლებლობების იგნორირების, ქართულ საზოგადოებაზე, მისი განვთარების შემფერხებელი ზემოქმედებისა და მისი ნოოტიპური ტრანსფორმაციის მცდელობაზე გამიზნული ზეწოლის საფასურს, შესაბამისად რუსეთისა და დასავლური სამყაროს მხრიდან.

დაბოლოს, იმის აღნიშვნაც ღირს, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი 2004 წელს გამოქვეყნებულ ჩემს მონოგრაფიაში წარმოდგენილი თეორიული პროგნოზით შესაძლო ხდომილებად გათვალისწინებული მორიგი მოვლენაა, როგორც გლობალიზებულ ეგეოსურ ცივილიზაციის მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის (2008 – 2027 წწ.) გამოხატულებათაგანი, 2008 წლის გლობალური ფინანსური სისტემის კრიზისის, ე. წ. არაბული გაზაფხულის, „ისლამური სახელმწიფოს“, თურქეთის „განდგომის“, ჩინეთის აღმავლობის, იდეოლოგიური პრინციპების იმპერატივიზაციის, ავტარკიზმისკენ მიდრეკილებების, განსხვავებულობათა მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ზრდის და სხვა მსგავსი ნოოტიპური მახასიათებლების გამოვლენების გვერდით.

***

უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის არსში გასარკვევად აუცილებელია რუსი და უკრაინელი ერების წარმოშობისა და მათი ურთიერთობის წინაისტორიის გათვალისწინება. უკრაინელებს რუსები რუსი ერის დეზორიენტირებულ ნაწილად, ანუ მაინც თავისიანებად მიიჩნევენ, რაც დიდი შეცდომაა, მაგრამ, თუ სამხედრო მოქმედებები სწრაფად დასრულდა, ეს ილუზია დარჩება, ხოლო თუ კონფლიქტი დიდხანს გაგრძელდა, მაშინ თანდათან ცხადი გახდება, რომ უკრაინელებსა (ცხადია, იგულისხმება არა რუსული დიასპორის წარმომადგენლები უკრაინაში) და რუსებს შორის გადაულახავი უფსკრულია. ამ აღმოჩენასთან დაკავშირებული იმედის გაცრუება კი შეიძლება უდიდეს სისასტიკეს დაედოს საფუძვლად.

რუსებსა და უკრაინელებს შორის ნოოტიპური სხვაობაა, რადგან რუსი ერი ძლევის მანიის ნოოტიპისაა, უკრაინელი ერი კი ფორმის მანიის ნოოტიპისა. კიევის რუსეთი რუსეთის სივრცეზე ეგეოსური ცივილიზაციის გაფართოების გამოხატულებად ჩამოყალიბებულ ძლევის მანიის ნოოტიპის ერს წარმოადგენდა. მისი ნოოტიპური მემკვიდრე თანამედროვე რუსი ერია. ისტორიული კიევის რუსეთის სივრცეზე ფორმის მანიის ეფექტის განვითარებას ბიძგი მისცა ჩინური ცივილიზაციის (1260-იანი წლებიდან) გავლენამ და მოგვიანებით გააძლიერა დასავლეთევროპული ცივილიზაციის გავლენამ, რისი გამტარებელიც თანამედროვე უკრაინის სივრცეზე იყო ფორმის მანიის ნოოტიპის პოლონელი ერი. ამ პროცესს ხელს უშლიდა უკრაინის სივრცეზე ჩამოყალიბებული კაზაკთა ეთნოსი - კიევის რუსეთის ნოოტიპურ მემკვიდრედ, ანუ რუსი ერის ნაწილად, იდენტიფიცირებადი ელემენტი.

კიევის რუსეთის ყოფილი სივრცის დანარჩენ ნაწილზე ფორმის მანიის ეფექტის განვითარება გამოიხატა მოსკოვის რუსეთის ცენტრალიზებული სახელმწიფოს და, შემდეგ, რუსეთის იმპერიის ინსტიტუტის აღმავლობაში. ძლევის მანიის ნოოტიპის რუსი ერი კი დარჩა ეგეოსური ცივილიზაციის ელემენტად და შეეკედლა პერიფერიულ რეგიონებში ჩამოყალიბებულ კაზაკობის ინსტიტუტსა და რუსეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მომცველ, რუსული თემის („ობშჩინას“) ინსტიტუტს და იმპერიის ხანამდე ძირითადად მოლოდინის რეჟიმში იმყოფებოდა, იმპერიის ხანაში კი ეგეოსური და დასავლეთევროპული ცივილიზაციების თანადროული ფაზების თანხვედრილი ასპექტის ხელშეწყობით რუსეთის იმპერიასთან, რომელიც ეგეოსური ცივილიზაციის სივრცეზე დასავლეთევეროპული ცივილიზაციის გავლენის გავრცელების ამსახველ, ფორმის მანიის კასტური ეფექტის ფენომენს წარმოადგენდა, გარკვეული თანამშრომლობის რეჟიმში გადავიდა, რაც გაგრძელდა XX საუკუნის დასაწყისამდე. თანამედროვე უკრაინის სივრცეზე ფორმის მანიის ეფექტის დომინანტიზაცია, ანუ უკრაინელი ერის ჩამოყალიბება, შეიძლება ვერც მომხდარიყო რუსეთის იმპერიის ხელშეწყობის გარეშე, რაც ეკატერინე II-ის ხანაში უკრაინიდან კაზაკების მასობრივ დეპორტაციაში გამოიხატა. ასე რომ, შესაძლებელია ფორმის მანიის კლასის უკრაინელი ერის სტაბილიზაცია რუსეთის იმპერიის დამსახურებად, უკრაინელი ერი კი რუსეთის იმპერიის და სტალინური იმპერიის (ასევე, ფორმის მანიის კასტური ეფექტის ფენომენის, თუმცა უკვე ეგეოსური ცივილიზაციის შემადგენლის) მემკვიდრედ დასახელდეს. ანუ არაა შემთხვევითი ის, რომ რუსეთის იმპერიისა და საბჭოეთის შემადგენლობაში უკრაინის ტერიტორია მხოლოდ ფართოვდებოდა და არც ის, რომ 1950-იან წლებში საბჭოთა ელიტაში ქართველები (ქართველი ერის არაპირდაპირი თვითგამოხატვის აქტის ინიციატორთა ჯგუფი), სწორედ, უკრაინელებმა ჩაანაცვლეს, რაც, სხვათა შორის, მნიშვნელოვან შეფერხებად იქცა ქართველი ერისთვის.

ასეთი წინაისტორიის პირობებში, ბუნებრივია რუსი და უკრაინელი ერების იდენტიფიკაციის, მათ შორის გეოგრაფიული და ეთნიკური საზღვრების დადგენის პრობლემურობა. ველიკორუსი და მალორუსი ეთნოსების არსებობა ბევრს არაფერს გვეუბნება რუს და უკრაინელ ერებს შორის გამყოფი ხაზის შესახებ - ერი არ არის ეთნიკური ფაქტორით განსაზღვრული ფენომენი. ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემების უმტკივნეულოდ და კონსტრუქციულად გადაჭრა ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიცირების გარეშე შეუძლებელია, რასაც ადასტურებს მიმდინარე მოვლენებიც. თუმცა, კონფლქიტის გადავადება (იქნებ ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიცირებამდეც კი) მაინც შესალებელი იყო.

საქმე ისაა, რომ გლობალიზებული ეგეოსური ცვილზაციის მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დადგომით მიღებული უპირატესობა (ვერ დავასახელებთ უფრო ქმედუნარიან ელემენტს, ვიდრე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზაში ფორმის მანიის ერია) უკრაინელ ერს უკრაინაში რუსი ერის დიასპორის დასუსტების აგრესიის ფიზიკური სიმპტომების გამოვლენის გარეშე განხორციელების, რუსული დიასპორის ახალი თაობების სრულად უკრაინიზაციის შესაძლებლობას ანიჭებდა. საამისოდ საკმარისი იქნებოდა მათთვის სათანადოდ გააზრებული საგანმანათლებლო პროგრამის შედგენა, განათლების რუსულ ენაზე მიწოდების და უკრაინული ენის მხოლოდ სასწავლო საგნად დამტკიცების შემთხვევაშიც კი. დღეს კი სრულიად საპირისპირო ტენდენციის - უკრაინელთა ახალი თაობების რუსიფიკაციის - შესაძლებლობის დამყარებისკენ მიდის საქმე.

რუს ერთან უშუალო დაპირისპირების აცილება უკრაინელ ერს მისცემდა შესაძლებლობას ესარგებლა ამ, მსოფლიო ბაზარზე სამრეწველო ნედლეულის უმსხვილეს მიმწოდებელთან უშუალო მეზობლობით განპირობებული უპირატესობით: ნედლეულის იოლად ხელმისაწვდომობა, ტრანსპორტირების სიიაფე წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი რესურსია, რაც ფორმის მანიის ნოოტიპის ერის მთავარი ცივილიზაციური ფუნქციის - მწარმოებელი ერთეულის სტატუსის - რეალიზაციის უმთავრესი ასპექტია.

ამგვარ შესაძლებლობას კარგად იყენებს ბელორუსი ერი, რომელმაც შეინარჩუნა და განავითარა ფორმის მანიის პარადიგმის საფუძველზე მოწყობილი წარმოების საბჭოური სისტემა. უკრაინის მსგავსად, ბელორუსის მოსახლეობის უმრავლესობა ფორმის მანიის ნოოტიპის ერს წარმოადგენს, მიუხედავად ამისა, რუსი ერისადმი დამოკიდებულების მიხედვით ის უკრაინელი ერისგან რადიკალურად განსხვავდება. ეს აიხსნება იმით, რომ ამავე ნოოტიპის პოლონელი ერის პირისპირ, რომელთანაც ორივე დასახელებულ ერს პრობლემური ტერიტორიული საკითხები აქვს, ბელორუს ერს, უკრაინელი ერისგან განსხვავებით, ძლევის მანიის ნოოტიპის ერისგან მხარდაჭერა სჭირდება.

ამ გარემოების ხელშეწყობით რუსეთსა და ბელორუსს შორის ურთიერთობა ოპტიმალურია სამხედრო ასპექტითაც. მაგ. ის ფაქტი, რომ რუსეთი დაეხმარა ბელორუსს უკანასკნელი არჩევნების შემდეგ გარეგანი (ლიბერალისტური მონომოდალისტური გლობალიზმის ფრონტის მხრიდან) ზეწოლის მოგერიებაში, ფორმის მანიის და ძლევის მანიის ნოოტიპის ერებს შორის ურთიერობის იმ მოდელის შესატყვისია, რომელსაც ოპტიმალიზმის დოქტრინა ითვალსწინებს. კერძოდ, ოპტიმალური წესრიგის მნიშვნელოვანი ელემენტია ფორმის მანიის ერების ძლევის მანიის ერთა სამხედრო ინფრასტრუქტურის ელემენტების ბუფერით ერთიმეორისგან დაზღვევა. ასე რომ, არც უკრაინელი ერისთვის იქნებოდა ზედმეტი რუს ერთან სამხედრო შეთანხმება. მაგ. რადგან სევასტოპოლის რუსული სამხედრო ბაზა ფორმის მანიის ნოოტიპის თურქი ერისგან და, საზოგადოდ, სამხრეთიდან შესაძლო აგრესიისგან უკრაინის დაზღვევის საშუალებაა, ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნებოდა სევასტოპოლის რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის ელემენტის მუდმივად განთავსებისთვის დათმობა. გარდა ამისა, ფორმის მანიის ნოოტიპის სხვა მეზობელი ერებისგან ურიერთდასაზღვევად ოპტიმალური იქნებოდა რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურის ელემენტების განლაგება დნესტრისპირთესა და ლვოვის ოლქში, რითაც რუსი ერი აინაზღაურებდა უკრაინის რუსული დიასპორის ნოოტიპური ტრანსფორმაციით ნაგულისხმევ პოზიციის შესუსტებას.

ოპტიმალური წესრიგის პირობებში ფორმის მანიის ნოოტიპის ერის სახელმწიფოს პერიფერიულ რეგიონში განთავსებული ძლევის მანიის ნოოტიპის ერების სამხედრო ინფრასტრუქტურული ერთეულები იმოქმედებენ მხლოდ ამ ერის მიმართ მოსაზღვრე სახელმწიფოს აგრესიის აღსაკვეთად და არ მიიღებენ მონაწილეობას თავად ამ ერის აგრესიულ ქმედებაში მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რა დროსაც ამოქმედდება აგრესიის ობიექტის სივრცეში ლოკალიზებული ამგვარივე ინფრასტრუქტურული ელემენტი.

ეს პრინციპი აუცილებელია ძლევის მანიის ნოოტიპის ერების კოლექტიური წარმომდგენლობითი სამხედრო ინფრასტრუქტურის ოპტიმალურად გავრცელებისთვის ერებს შორის სასაზღვრო ზონების გლობალურ ქსელში, რაც სამომავლოდ სამეზობლო სამხედრო კონფლიქტების სრულად აღკვეთის, ან სასაზღვრო ზონებში ლოკალიზაციის, სახელმწიფოთა სიღმეებში ვერ შეღწევის მაინც, უზრუნველყოფის პირობაა.

სხვათა შორის, ძლევის მანიის ნოოტიპის ერის უმთავარესი ცივილიზიაციური ინსტიტუციური ფუნქციის რაობა (ბუფერული ფაქტორი ეფექტის რეალიზაცია) გვკარნახობს აზრს, რომ უკრაინის მხრიდან მებძოლ უკრაინის ეთნიკურად უკრაინელ (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს) მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება ძლევის მანიის ნოოტიპის პიროვნება, ანუ რუს ერთან ასოცირებადი (რუსად იდენტიფიცირებადი) იყოს - ეროვნება არა ცნობიერი, არამედ განწყობისეული ფაქტორით განსაზღვრული თვისებრიობაა პიროვნებისა.

უკრაინულ ეთნოსში ძლევის მანიის ნოოტიპის ელემენტი რუსი ერისგან დამოუკიდებელი წარმოშობისაც კი შეიძლება იყოს, როგორც, რუსეთის იმპერიის სახით, ფორმის მანიის კასტური ეფექტის ფენომენის დომინირების სივრცეზე ფორმის მანიის ნოოტიპის უკრაინელი ერის დამცავ ფაქტორზე მოთხოვნილების აქტუალობის შედეგი, ანუ წარმომავლობით დასავლეთევროპული ცივილიზაციის ელემენტი, რუსი ერის ნოოტიპური კონკურენტის ჩანასახის ნაშთი. უკრაინაში საგულვებელია, ასევე, ფორმის მანიის ნოოტიპის ებრაელი ერის დიასპორისგან ამავე მექანიზმით გამოყოფილი ძლევის მანიის ნოოტიპის ელემენტის არსებობა, რომლის ჩამოყალიბებას დამატებით ებრაული დიასპორისთვის თვით უკრაინელი ერის წინაშე თავდაცვითი რეაქციის აქტუალობაშიც ჰქონდა საფუძველი.

უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის უშუალოდ რუსულ-უკრაინული ასპექტის განხილვა შეიძლება დავამთავროთ იმ მოთხოვნის შეფასებით, რომლის დაუკმაყოფილებლობაც გამოცხადდა სამხედრო მოქმედებაზე გადასვლის განმაპირობებელ გარემოებად. იგულისხმება რუსეთის მიერ უკრაინის სამხედრო მიუმხრობლობის დაცვის გარანტიის მოხოვნა, უკრაინისა და ნატოს ბლოკის მხრიდან. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, ყოველივე ზემოთქმულის გაუთვალისწინებლადაც კი, თუ ავსტრიის მაგალითს გავიხსენებთ, რომლის მიუმხრობლობითი სტატუსი, სწორედ, რუსეთის სამართალწინამორბედად მიჩნეულ, საბჭოეთისთვის მისაღები პირობებით იქნა დამყარებული და საბჭოური ოკუპაციისგან დამხსნელი გახდა ავსტრიისა, ვერ ჩიათვლება ვერც შეურაცხმყოფლად და ვერც განვითარების შემფერხებლად.

ამრიგად ის, რომ უკრაინამ აირჩია რუსეთთან კონფრონტაციის გზა, ვერ ჩაითვლება უკრაინელი ერის ინტერსებით ნაკარნახევ აუცილებლობად. ეს მიგვანიშნებს, რომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებში რუსეთ-უკრაინის ურთიერობის ასპექტზე უფრო მნიშვნელოვანია სხვა ფაქტორი, გლობალური კონტექსტი.

***

მსოფლიოს მიმდინარე მდგომარეობის გლობალური კონტექსტის მთავარი ასპექტი მონომოდალისტური გლობალიზმის ნოოტიპურ მოდუსებს შორის ბრძოლაა, როგორც აქამდე გამოქვეყნებულ ტექსტებში აღმინიშნავს. მონომოდალისტური გლობალიზმის სამი მოდუსი არსებობს - ფორმის მანიის, ძლევის მანიისა და ცხრომის მანიის სათანადონი. თითოეული მათგანი დაწინაურებული იყო ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, დასავლეთევროპული და ეგეოსური ცივილიზაციების კონკრეტული ფაზების ხელშეწყობით, მას შემდეგ, როცა ეს ცივილიზაციები გლობალიზაციის ზღვარზე დადგნენ. 1928 წლამდე ბატონობდა კომუნისტური (ბოლშევიკური) მონომოდალისტური გლობალიზმი, რაც მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის იდეის პოპულარობაში გამოიხატა (მარქსიზმი, ტროცკიზმი). ეს მონომოდალისტური გლობალიზმის ძლევის მანიის ნოოტიპური მოდუსია; შემდეგ გაბატონდა ფორმის მანიის სათანადო მოდუსი - სოციალისტური მონომოდალისტური გლობალიზმი, ვარიაციული სახესხვაობებით - სტალინიზმი, ნაციონალ-სოციალიზმი, ფაშიზმი. მისი დომინანტის შერყევის პირობები შეიქმნა 1948 წლიდან, გლობალიზებულ ეგეოსურ ცივილიზაციაში მეხუთე ორმაგი ეფექტის ფაზის დადგომით, რის შემდეგაც ამ მიმდინარეობამ დასავლურ სამყაროში, ფაქტობრივად, სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის სახით განაგრძო არსებობა, თუმცა სტალინური მოდელი სახელმწიფოს და საზოგადოების მოწყობისა, დასახელებული ცივილიზაციური ფაზის გავლენით, მონომოდალისტური გლობალიზმის ძლევის მანიის ნოოტიპური მოდუსის რეაქტუალიზაციის რესურსად იქნა გამოყენებული - მესამე სამყაროში რევოლუციის ექსპორტმა სტალინიზმის გავრცელებაში ჰპოვა გამოხატულება, რადგან მესამე სამყაროს ერების უდიდესი ნაწილი ფორმის მანიის ნოოტიპის მიეკუთვნებოდა. ამიტომ მონომოდალისტური გლობალიზმის მოდუსებს შორის შეჯიბრში მდგომარეობის ცვლა თვალსაჩინო გახდა მხოლოდ გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის მესამე, ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დადგომით, რაც 1968 წლით თარიღდება. ამ ფაზის ხელშეწყობით, 1980-იანი წლების ბოლოს, მსოფლიოში გაბატონდა ლიბერალისტური მონომოდალისტური გლობალიზმი, ანუ ცხრომის მანიის ნოოტიპური მოდსი მონომოდალისტური გლობალიზმისა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართულმა ელემენტმა - ედუარდ შევარდნაძის ინციატივით საბჭოეთის საგარეო პოლიტიკის უპირობო უკანდახევის კურსზე სტაბილიზაციამ, რისიც სისტემური მნიშვნელობა საბჭოეთში უკრაინელი ერისგან (და ფორმის მანიის ნოოტიპის სხვა წარმომადგენლებისგან) ინიციატივის მიტაცების მცდელობაში მდგომარეობდა და საქართველოს საკითხის საერთაშორისო პოლიტიკის პრობლემად გადაქცევა მოჰყვა შედეგად. ქართული ელემენტი დღემდე მნიშვნელოვან როლს თამაშობს გლობალიზმის ამ მოდუსის აქტივობებში, მნიშვნელოვან საკადრო რესურსად გამოდის, როგოც უკრაინის მაგალითზეც გამოჩნდა.

ლიბერალისტური მონომოდალისტური გლობალიზმი არის მონომოდალისტური გლობალიზმის ყველაზე ადვილგავრცელებადი მოდუსი. ამის ერთ-ერთი საფუძველია ის, რომ, ცხრომის მანიის პარადიგმის მიხედვით, ურთიერთობა და გაერთიანება სინთეზის პროცესად, სინთეზისკენ მიმართულ აქტად წამოიდგინება, სინთეზის პროცესის ობიექტს კი ადვილად შეიძლება გაუჩნდეს ილუზორული მოლოდინი სინთეზის შედეგში არსებობის სრულფასოვნად და განვითარებით გაგრძელებისა, მაშინ როცა, ძლევის მანიის პარადიგმის მიხედვით ურთიერთობისა და გაერთიანების არსი ურთიერთდამსგავსებაში, განმასხვავებელი მახასიათებლების გალევაში მდგომარეობს, ფორმის მანიის პარადიგმის მიხედვით კი ურთიერთობა ფაქტობრივად თანაკვეთის აცილებაა, რის გამოც ფორმის მანიის სათანადო მოდუსის მონომოდალისტური გლობალიზმის უპირატეს რეალიზაციად იქცა სტალინიზმი, ანუ არა ფორმის მანიის ნოოტიპის რომელიმე ერის აქტიურობის პროდუქტი, არამედ ეგეოსური ცივილიზაციის ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის რეალიზაციის გამოხატულება ძლევის მანიის ნოოტიპის რუს ერის დომინირების სივრცეზე და მართვის მანიის ნოოტიპის ქართველი ერის ინიციატივით.

ლიბერალისტური მონომოდალისტური გლობალიზმის მთავარი გამწევი ძალა, ცხადია ცხრომის მანიის ნოოტიპის ერებს შორის გამოკვეთილი ლიდერი, ამერიკელი ერია. ამერიკაში აქვთ სათავე და ამერიკის მიერ ფინანსდება არასამთავრობო სექტორის სახელით ცნობილი იდეოლოგიზირებული ქსელიც და სამიზნე საზოგადოებაში ლიბერალიზმის გავლენის გავრცელების თანაგზაგამკვლევი და ლიბერალიზაციის ხარისხის შესაფასებელი უნვერსალური ტესტფაქტორი - ლგბტ და ქვიარ პროპაგანდა.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად ნოოტიპური მონომოდალიზმი არ არის ახალი ფენომენი - ეს არის ნეოლითური რევოლუციის ხანიდან მთელს დედამიწის ნოოსფეროში გაბატონებული, ლოკალური მეორეული ცივილიზაციების (მეორეულ ნოოცენოზების) ფორმირებისა და მათი ურთიერთასიმილაციის გზით ცივილიზაციური წარმონაქმნების მასშტაბის ზრდის კონსტრუქციული პროცესის მამოძრავებელი პარადიგმის - საარსებო რესურსების დატაცების სტრატეგიის - გამოვლინება ახალ მასშტაბში. მაგრამ, სწორედ, მასშტაბი - გლობალურობა - განაპირობებს ნოოტიპური მონომოდალიზმის დესტრუქციულობას სადღეისოდ: ლოკალური ცივილიზაციების თანაარსებობის პირობებში ერთი ცივილიზაციის სივრცის ნოოტიპური გაერთგვაროვნება-მონომოდალიზაცია ახალ ცივილიზაციურ ფაზაში საჭირო ნოოტიპური ელემენტის მეზობელი ცივილიზაციიდან შემოსვლის, ანუ ცივილიზაციათა ურთიერთშერწყმით ცივილიზაციური წარმონაქმნების მასშტაბის ზრდის ხელშემწყობი პირობა იყო, მანამ სანამ გაფართოების გასაქანი არსებობდა.

მონომოდალისტური გლობალიზმი წმინდად დესტრუქციული მოვლენად იქცა ეგეოსური ცივილიზაციის გლობალიზაციის შედეგად დედამიწის ნოოსფეროს ფენომენური გამთლიანების დასრულებით, რაც მოხდა XX საუკუნის შუაწლებში, მაგრამ 1990-იან წლებამდე მაინც რჩებოდა გარკვეული რესურსი ახალ პარადიგმაზე გადასვლის, ანუ ოპტიმალიზმის დოქტრინის ინიციირების, გადავადების გასამართლებლად - „მეოხე წინაპირობის“ შესრულების მოლოდინი. პარადიგმის განახლების ეს რესურსი ამოიწურა გლობალური ელექტრონული საინფორმაციო ქსელის შექმნით - ინფორმაციის მატერიალური მატარებლის გარეშე, შეუზღუდველი ოდენობით და მასობრივი ხელმისაწვდომობით გავრცელების შესაძლებლობის უზრუნვლყოფით: გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის ფაზების ცვლასთან დაკავშირებით, ინფორმაციის მაწარმოებელ მთავარი ცენტრების რომელობის ცვლაზე ადამიანთა დიდი მასების გადაადგილებით რეაგირების სისტემური აუცილებლობის მოხსნა მსოფლიო საზოგადოების ცივილიზაციური სტრუქტურის, ანუ მსოფლიო საზოგადოების ნოოტიპური დიფერენციაციის სიმპტომატიკის გაღრმავება-სტაბილიზაციის აუცილებელი პირობაა.

სამწუხაროდ, მსოფლიო საზოგადოება თავისი მდგომარეობის ამ ცვლილებას მისი იდენტიფიკაციისთვის საჭირო თეორიული ცოდნის გარეშე და, მაინცდამაინც, ლიბერალისტური მონომოდალისტური გლობალიზმის აღმავლობის ეტაპზე შეხვდა. ამან დიდი გასაქანი მისცა მოძველებული პარადიგმის ინერციას და, შედეგად, დესტრუქციის განვითარებას. არაა გასაკვირი, რომ დღეს ამ ინერციის შეჩერება, შესაბამისი ცოდნის უკვე არსებობის მიუხედავად, შეუძლებელად თუ არა ძალიან ძნელად გადასაწყვეტ ამოცანად ესახებათ საქმეში მეტნაკლებად ჩახედულ პირებსაც კი. მდგომარეობას ამძიმებს ის გარემოება, რომ ლიბერალისტურ მონომოდალისტურ გლობალიზმს გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის ფაზების ცვლის გავლენით სხვა ნოოტიპური მოდუსის მახასიათებლებიც შეემატა, როგორც სინთეზის ახალი ფაქტორები: მეექვსე ორმაგი ეფექტის ფაზაში (1988 -2007 წწ.), ძლევის მანიის ეფექტის სიმპტომი - ძალის გამოყენების ლეგიტიმაცია, რასაც ლიბერალისტური მონომოდალისტური გლობალიზმის ინტერესების გასატარებლად იყენებს (რაც ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავზე გამოსცადა. იგულისხმება ამერიკის მიერ, რუსეთთან შეთანხმებით, საქართველოში ე. წ. ვარდების რევოლუციის აქტით ძალადობრივი რეჟიმის დამყარება და მისი დამნაშავეობრივი პოლიტიკის სრული და ყოველმხრივი მხარდაჭერა); ხოლო მეოთხე ფორმის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის შენაძენია ფორმის მანიის ეფექტის სიმპტომი - იდეური პრინციპების იმპერატივიზაცია, რასაც, ასევე, ლიბერალისტური მონომოდალისტური გლობალიზმის ინტერესების გასატარებლად იყენებს (რაც, პრეზიდენტ ობამას მიერ, ლგბტ პრინციპების მთელს მსოფლიოში დომინანტურ საკანონმდებლო პრინციპებად დაკანონების ამერიკის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ ამოცანად გამოცხადებაშიც აისახა). ასე რომ, ლიბერალიზმის პრინციპები იქცა სამომავლო ორიენტირად, რომელთა რეალიზაცისკენ მისწრაფების სახელით, მიმდინარე სიტუაციით ნაკარნახევ ქმედებებში ნებისმიერი იდეური გადახრების დროებით ზომად დასახვა და გამართლებაა შესაძლებელი. 2048 წლამდე, ანუ გლობალიზებული ეგეოსური ცივილიზაციის მეოთხე ცხრომის მანიის ცალფა ეფექტის ფაზის დადგომამდე ამგვარი გადახრების პრაქტიკა უფრო და უფრო ფართოდ გავრცელდება.

დღეს ლიბერალისტური მონომოდალისტური გლობალიზმი, მისი დომინირების გათვალისწინებით, საზოგადოდ, გაიგივებულია გლობალიზმთან, მიჩნეულია გლობალიზმის ერთადერთ მოდუსად და ეროვნული სახელმწიფოებრიობის ფენომენის მოწინააღმდეგე ძალად, თუმცა სინამდვილეში ის მსოფლიო საზოგადოების ცხრომის მანიის ერთ ერად ჩამოყალბების, მსოფლიოს პოლიტიკური ინსტიტუციის ცხრომის მანიის ერის სახელმწიფოებრიობის მნიშვნელობამდე დაყვანის მცდელობის გამოხატულებაა (ანუ მაინც ეროვნული სახელმწიფოებრიობის ჩარჩოებს ვერ სცილდება), ხოლო ფორმის მანიის და ძლევის მანიის ნოოტიპების ერები თავდაცვითი რეაქციის რეჟიმში არიან ჩაყენებული, რაც უნებლიედ ეროვნული სახელმწიფოებრობის ფენომენის დამცველების როლში აყენებს მათ.

ყოველივე ზემოთქმული ნიშნავს იმას, რომ დღეს ცხრომის მანიის ნოოტიპის ლიდერი, ამერიკელი ერი და, საზოგადოდ, დასავლური სამყარო - ცხრომის მანიის ეფექტის დომინანტს დაქვემდებარებული ნაწილის კაცობრიობისა - გლობალური მონოპოლარული რჟიმის დამყარება-სტაბილიზაციის მცდელობის პოლიტიკის გამტარებელი ძალის როლში ევლინება მსოფლიო საზოგადოებას, ხოლო რუსი ერი, ძლევის მანიის ნოოტიპის ბუფერული ფუნქციის გათვალისწინებით, ისახება გლობალური მონოპოლარული რეჟიმის დამყარების მთავარ შემფერხებლად, როგორც ნოოტიპური ასპექტით (რაც გაუცნობიერებელია საზოგადოების მიერ), ასევე, სამხედრო-პოლიტიკური თუ სხვა ასპექტებით (რაც გაცნობიებულია). გამოდის რომ, რუსი ერი, მისდა უნებურად, მეტად კონსტრუქციულ პოზიციაშია ჩავარდნილი: ოპტიმალურია ნოოტიპური კვადრომოდალიზმი, ერის ოთხი ნოოტიპის არსებობის გათვალსწინებით, რაც სამხედრო პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა ასპექტებით მრავალპოლუსიანობას (მულტიპოლარიზმს) ნიშნავს, რადგან ყოველი ნოოტიპის არაერთი ერი შეიძლება არსებობდეს. (გაგრძელება იქნება)