„სამწუხარო რეალობაა, რომ მარიუპოლი უკვე რუსების მიერ არის დაკავებული“, - განაცხადა სამხედრო ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან ინტერვიუში.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსი არესტოვიჩმა რუსეთის პრეზიდენტის, ვალდიმერ პუტინის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „აზოვსტალის“ კატაკომბებში ჩასვლა საჭირო არ არის“, ასე განმარტა: „პუტინმა გამოიჩინა „მზრუნველობა“ რუს ჯარისკაცებზე, რომ ისინი „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე არ დაიხოცონ. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს - მათ ფიზიკურად არ შეუძლიათ „აზოვსტალის“ აღება, მათ ეს ესმით, იქ დიდი დანაკარგი განიცადეს“. როგორ ფიქრობთ, რუსეთმა ამ ტერიტოტორიიდან ნამდვილად უკან დაიხია? ზოგადად, რას ნიშნავს რუსეთის მხრიდან ეს მანევრი?
- ეს არის კლასიკური, ფსიქოლოგიური ომის მაგალითი. არისტოვიჩი ამბობს ერთს და პუტინი მეორეს, რომ მარიუპოლი აღებულია. პუტინის ლოგიკა არის ძალიან საშიში. ზელენსკიმ თქვა, რომ ისინი ვერ დაეხმარებიან მარიუპოლის დამცველებს, თუმცა არისტოვიჩი რას ლაპარაკობს, ეს უკვე მეორე საკითხია. არისტოვიჩი ხოლმე ისეთ რამეებს ლაპარაკობს, შემდეგ ამაზე უკრაინის მხარეს დამატებით განმარტების გაკეთება უწევს.
როგორც არესტოვიჩმა განაცხადა, უკრაინელი სამხედროები ინარჩუნებენ მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიას. ამასთან, მისი განმარტებით, „აზოვსტალის“ აღებაზე უარის თქმა იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ რუსეთმა თავისი ჯარების ნაწილი უფრო ჩრდილოეთით გადაისროლა, რათა გაზარდოს თავისი ძალები, რომლებიც ცდილობენ მთავარი პოლიტიკური ამოცანის გადაწყვეტას - გავიდნენ ლუგანსკისა და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებზე. ვისმენთ ასევე რუსეთის მხრიდან საპირისპირო განცხადებას. რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მარიუპოლს დღეს და სცენარის როგორ განვითარებას ელოდებით, თქვენ პირადად?
- მარიუპოლის დაკავება რუსი ოკუპანტებისთვის, ეს არის ომის პირველი ფაზის დასრულება და გადასვლა მეორე ფაზაზე, რომელიც უკვე გამოცხადებულია. მარიუპოლი არის დონეცკის რეგიონის ყველაზე მძლავრი ქალაქი, ეს არის დონბასის შემადგენლობაში მყოფი ქალაქი და ეს დონბასელი სეპარატისტებისთვის არის გამარჯვების სიმბოლო უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე.
თქვენი აზრით, რუსეთი შეძლებს კიდევ სხვა, რომელიმე დიდი ქალაქის დაკავებას?
- ახლა სერიოზული ბრძოლები მიდის სევეროდონეცკში, სლავიანსკაში და კრემენაიაში - ეს სამი ქალაქი არის ყველაზე მთავარი, გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამკუთხედი, აქ არის თავმოყრილი უკრაინის პოლიტიკური ადმინისტრაცია და ოპერატიული ჯგუფის თავისუფლების სარდლობის შტაბი. თუ ეს სამი ქალაქი აიღეს რუსმა ოკუპანტებმა, გამოდის, რომ რუსების მიერ იქნება ალყაშემორტყმული, ბლოკირებული და, შესაბამისად, ამით დასრულდება დონბასის ოკუპაცია.
მნიშვნელოვანია ეს სამი ქალაქი არ ჩაუვრდეს რუს ოკუპანტებს, რომელთაც მიენიჭებათ სულ სხვა განზომილება. თუ ეს ქალაქები რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს ომის მეორე ფაზის საწყის ეტაპზე და მოხდა ეს ცუდი სცენარი, პუტინი 9 მაისს თავის სისხლიან აღლუმზე გამოაცხადებს, რომ დონბასის მიმართულებით ოპერაცია დასრულდა. შემდეგ დაიწყება უკვე უკრაინის დანარჩენი ტერიტორიის ოკუპაცია, - ალბათ, ასეთ ვარიანტზე ფიქრობს პუტინი და, როგორც ჩანს, ეს ბრძანება მან გასცა კიდეც. დონბასის შენარჩუნება ნიშნავს, რომ უკრაინის სხვა ტერიტორიებიც უნდა იყოს ოკუპირებული რუსეთის მიერ.
თუკი სცენარი ამ მიმართულებით წავიდა, რაც ძალიან სამწუხარო იქნება, საქართველოს რა ბედი ელის? არის თუ არა ავტომატურად რუსეთის შემდეგი სამიზნე?
- ამ შემთხვევაში ჩვენ და მოლდოვა რიგში ვართ. ომის მეორე ფაზის მიხედვით, პუტინს აქვს გეგმა, რომ დაიკავოს არა მარტო დონბასის ტერიტორიები, რომლებსაც ამ ეტაპზე უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ, დაიკავოს ოდესა, ნიკოლაევი, რომლებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქები, რადგან ამით რუსები პირდაპირ გადიან მოლდოვას მიმართულებით. დამოკლეს მახვილი უკვე მიებჯინება მოლდოვას. მოლდოვაზე ზეწოლის ბერკეტი, ისე როგორც ჩვენზე, მას გააჩნია.
შესაძლოა თუ არა, ამ შემთხვევაში ვიხილოთ დასავლეთის უფრო ქმედითი და ხისტი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ?
- დასავლეთის ნაბიჯების პროგნოზირება რთულია, რადგან ის ახლა დაკავებულია იმით, რომ უკრაინას გადასცეს ის შეიარაღება, რომელიც მათ, სამწუხაროდ, ვერ გადასცეს თუ არ გადასცეს პირველი ფაზის პერიოდში. საჭიროა ახლა რეალური შეიარაღების მიწოდება. თუ მძლავრი შემტევი შეიარაღება არ გადასცა დასავლეთმა უკრაინას და არ მოამარაგა, უკრაინისათვის დადგება საკმაოდ რთული პერიოდი. რა თქმა უნდა, შეიარაღება დროულად უნდა იყოს მიწოდებული.
ყველაზე ეფექტურად ამ იარაღის მიწოდებას ახორციელებს რამდენიმე ქვეყანა. უკრაინის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ ახლა მათთვის მთავარია შეიარაღების მიწოდება, ასევე ფინანსური სახსრების მიწოდება, რომ მათ გააგრძელონ ღირსეული წინააღმდეგობა და მეორე ფაზაშიც მიაღწიონ იმ წარმატებებს, როგორიც მათ პირველ პერიოდში ჰქონდათ. იმედი დავიტოვოთ, რომ დონბასს და ყირიმსაც დაიბრუნებენ.
ვისთვის სამწუხაროა და ვისთვის სასიხარულო - გააჩნია რომელი საიდან შეხედავ
ადრე ბიბლიოთეკაში უნდა გევლოთ. ახლა ყველაფერი სახლში 20-30 წუთის განმავლობაში შეგიძლიათ გაიგოთ! რა გჭირთ, რამ დაგბრმავათ და დაგაყრუათ?