„ნაციონალური მოძრაობის“ უკრაინულმა ვოიაჟმა ერთ კვირას გასტანა და ამ პერიოდში მხოლოდ ორი ოფიციალური შეხვედრის გამართვა მოახერხეს.
საპარლამენტო დელეგაციას გამოყოფილ რადიკალურ ოპოზიციას შვიდი დღე დასჭირდა იმისთვის, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მათთვის ემასპინძლა. რა თქმა უნდა, მასპინძელი დავით არახამია იყო, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებთან დაახლოვებული პირია. შეხვედრას ესწრებოდა რუსეთის მოქალაქე და რუსული ბიზნესების მფლობელი კობა ნაყოფიაც. არადა უკრაინის პრეზიდენტმა გერმანელი კოლეგას სულ ახლახან სტუმრობაზე უარი იმიტომ უთხრა, რომ ის რუსეთთან კავშირში დაადანაშაულა.
ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ექს-პრეზიდენტის პარტიის წევრებსა და უკრაინის ხელისუფლების წარმოამდგენლებს შორის საუბარი მორიგ დაგეგმილ პროვოკაციებზე ყოფილიყო, რომლის განხორციელებასაც კვლავ როგორც უკრაინიდან, ასევე საქართველოდან შეეცდებიან.
ექსპერტი ნიკოლოზ მეტრეველი აზრით, საუბარი ასევე შეხებოდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც. მისივე თქმით, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში არიან ადამიანები, ვისაც ჩვენს ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურთ.
„სავარაუდოდ, საუბრის ერთ-ერთი თემა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მცდელობა იქნებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლებაში არის ადამიანების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ქართველ ხალხს ღიად უპირისპირდებიან. მინდა ყველას შევახსენო, ვინც ამას გააკეთებს, ის აუცილებლად სააკაშვილს გვერდით მიუჯდება“, - აღნიშნა მეტრეველმა.
თუმცა ანალიტიკოსი დასძენს, რომ ომში მყოფ უკრაინას ამავდროულად, სააკაშვილისთვის არ სცხელა. მისივე თქმით ექს-პრეზიდენტი ჩამოწერილი პოლიტიკოსია, რომლის საქმიანობაზეც ყველამ ყველაფერი იცის. მეტრეველის განცხადებით, ამის მიუხედავად, სააკაშვილს უკრაინაში მოკავშირედ რამდენიმე ადამიანი ჰყავს, ვისთანაც ფინანსური ურთიერთობა აკავშირებს.
ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და უკრაინის მაღალჩინოსნების შეხვედრის შემდეგ, ომის ქვეყნიდან საქართველომ მორიგი ბრალდებების კორიანტელი მიიღოს.
„დავით არახამიასგან და სხვა მაღალჩინოსნისგან გამორიცხული არაფერია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ მორიგი დაგეგმილი ბრალდებები მოვისმინოთ. მსგავსი განცხადებები თუ კიდევ გაკეთდება, ეს მორიგი ბინძური პროვოკაცია იქნება და მეტი არაფერი. უკრაინის მხრიდან ბრალდებები უკვე მოვისმინეთ, როდესაც უსინდისოდ მოხდა საქართველოს დადანაშაულება, თითქოს ჩვენი ქვეყნიდან კონტრაბანდული ტვირთები რუსეთში იგზავნებოდა. ამისთვის კი ბოდიში არავის მოუხდია. ამიტომ, ახლაც ვიტყვი - ენას ძვალი არ აქვს და გამორიცხულიც არაფერია, რომ მორიგი ტყუილი ბრალდებების კორიანტელი წამოვიდეს“, - განაცხადა for.ge-თან საუბრისას ნიკოლოზ მეტრეველმა.
კითხვაზე თუკი უკრაინის პრეზიდენტმა გერმანელი კოლეგა არ მიიღო იმიტომ, რომ რუსეთთან ურთიერთობაში დაადანაშაულა, რატომ შეუშვეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რუსეთის მოქალაქე კობა ნაყოფია და თან მასთან შეხვედრებც გამართეს? - ანალიტიკოსი გვპასუხობს:
„ძალიან კარგი კითხვაა. უკრაინის ხელისუფლებაში არის ადამიანების გარკვეული ნაწილი, რომელიც ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. აღნიშნული ფაქტი ყოვლად ამოუხსნელია, რომ რუსეთში გამდიდრებული კობა ნაყოფია უკრაინაში მაღალ დონეზეა მიღებული. კი ბატონო, ნება მათია, დაასაქმონ კიდევ ბევრი ადეიშვილისა და ლორთქიფანიძისნაირი, თუმცა ამით უკრაინის ხელისუფლება რასაც მოიმკის, ამასაც ვნახავთ“, - აღნიშნა ნიკოლოზ მეტრეველმა.
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკრაინაში თანამოაზრეების მონახულება მაინც მოახერხა. მისივე თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე განიხილებოდა საკითხი, ხელისუფლებაში თუ როგორ დაბრუნდენ. ანალიტიკოსი for.ge-თან საუბრისას ასევე ამბობს, მას აქვს უკრაინიდან უტყუარი ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოპოზიციური ტელევიზიები დახურა. სახელისუფლებო ტელევიზიებში კი ანტიქართული პროპაგანდა მიმდინარეობს.
„ნაცების“ დელეგაციამ თავისიანების მონახულება მაინც მოახერხა. თავისიანებში ვგულისხმობ იმ საერთაშორისო კორპორაციის უკრაინელ წარმოამდგენლებს, რომლებსაც მსოფლიოში არ გააჩნიათ მკვეთრად გამოხატული არც სამშობლო, არც რაიმე ვალდებულებები თავისი ქეყნის წარსულთან თუ მომავალთან. ისინი დღევანდელი დღით საზღვრავენ საკუთარ გეგმებს და ეს გეგმები არის ერთადერთი - საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება. ამიტომ ჩართული ჰყავთ უკრაინის მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხვა პროვოკაციებით ცდილობენ საქართველოს ხელისუფლებას შეცდომა დააშვებინონ და ქვეყანა საომარ მოქმედებაში ჩაითრიონ, მაგრამ ხელისუფლება მაგრად დგას და მათ პროვოკაციებს იგიერიებს.
ის, რომ არახამიასთან შეხვედრა მომავალ პროვოკაციების დაგეგმაზე იყო აგებული, ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის უტყუარი ინფორმაცია, რომელსაც უკრაინიდან ბოლო სამი დღის განმავლობაში ვიღებ. დღეს უკრაინაში ოპოზიციური ტელევიზია აღარ არსებობს, რადგან პრეზიდენტმა ზელენსკიმ ყველა ასეთი ტელევიზია დახურა. არსებობს მხოლოდ პროსახელისუფლებო ტელევიზიები, სადაც ბოლო სამი დღეა ჟურნალისტური გამოკითხვა მხოლოდ ერთი საკითხის ირგვლივ ტრიალებს - როგორ გგონიათ, საქართველოსა და მოლდოვას ძალისხმევა შეიძლება ჩაითვალოს უკრაინისთვის საკმარისად, როდესაც საერთაშორისო სანქციების გევრდის ავლით საქართველო რუსეთთან კონტრაბანდულად თანამშრომლობს? ასეთი არამეგობრული და მტრული გამოკითხვები ტარდება.
მეორე - საქართველოს საელჩო კიევში იყო უკანასკნელი, რომელმაც კიევი იძულებით დატოვა, ლვოვში გადაინაცვლა და ასევე, კიევში პირველი დაბრუნდა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ საქართველოსა და მოლდოვის საელჩოების გარდა, უკრაინაში აკრედიტირებულ ყველა დიპლომატიურ მისიას მადლობა გადაუხადა. მათ შორის მადლობა გადაუხადა სომხეთის საელჩოს, იმ სომხეთის საელჩოს, რომელის პრემიერ- მინისტრმა წარმატებული ვიზიტი განახორციელა პუტინთან და მნიშვნელოვან ხელშეკრულებს მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად უკრაინა არა თუ ერევნიდან საკუთარ ელჩის გამოწვევას არ აპირებს, ელემენტარულად კონსულტაციებისთვის კიევში არ ეპატიჟება და ელჩს არ ეკითხება რატომ არ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ომის ფონზე ეს ვიზიტი არ შემდგარიყო? საინტერესო ის არის, რომ ერევანში უკრაინის ელჩი არის, უკრაინის მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრო კულებას მამა“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
ანალიტიკოს ადრე ეჭვი ჰქონდა, რომ არახამია და მისი თანამოაზრეები, პრეზიდენტ ზელენსკის „აბრმავებდნენ“ და საქართველოზე არასწორ ინფორმაცას აწვდიდნენ. ახლა კი დარწმუნებულია, რომ ყველა ერთ გუნდს წარმოადგენს.
„ადრე მსგავსი ეჭვები მქონდა, რომ საწყალი ზელენსკი „ნაცების“ ტყვეობაში“ იმყოფებოდა. დღეს უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ერთ გუნდს წარმოადგენენ, რომლებსაც ეროვნება არ აქვთ. ისინი საერთაშორისო კორპორაციის შვილები არიან. იმ კორპორაციის, რომელმაც მსოფლიოს შესთავაზა სახელმწიფოებრივი მოწყობის ახალი ფორმა - ფერადი რევოლუციების გზით უკანონოდ ჩამოაშორონ ამა თუ იმ ქვეყანაში კანონიერი ხელისუფლება, რათა ქვეყნის სათავეში მოვიდნენ“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
დავით ქართველიშვილი კობა ნაყოფიას უკრაინაში ყოფნასაც შეეხო. მისი თქმით ნაყოფიას უკრაინაში ვიზიტი დასტურია იმისა, უკრაინელებს ბიპოლარული პოლიტიკური აშლილობა აქვთ.
„ფულს სუნი არ აქვს, ეს არის ნაცების საყვარელი გამონათქვამი. გერმანიის პრეზიდენტს რომ უარს ეუბნები და რუსული პასპორტით, რუს ბიზნესმენს ნაყოფიას იღებ უმაღლეს სახელსიფლებლო დონეზე, ეს უკვე ბიპოლარული პოლიტიკური აშლილობის სერიოზული მაგალითია“, - განუცხადა ანალიტიკოსმა For.ge-ს