ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს 27-28 ივნისს ეწვევა

ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს 27-28 ივნისს ეწვევა

ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ხელმძღვანელობით, საქართველოს 27-28 ივნისს ეწვევა.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები ადგილზე გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას. საინტერესო შეხვედრები გამართონ და ადგილზე იყოს განხილული ის ვალდებულებები, რომლებიც საქართველომ ნატო-ს წინაშე აიღო", - განაცხადა ბერუჩაშვილმა და დასძინა, რომ ეს ფორმატი გასულ წელს ნაყოფიერი აღმოჩნდა.