პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ჩეხეთში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„როგორც კი ჩეხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამოიკვეთა ქვეყნის ექს-პრემიერის ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-ს მზარდი რეიტინგი, "დიფ სთეითის" ჩეხურმა ფილიალმა მიმართა ნაცად ხერხს“- წერს ექსპერტო და განმარტავს, რტომ ჩეხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიის მზარდი რეიტინგის გამოკვეთისთანავე, ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაუქმდა და საქმე სასამართლოში დაბრუნდა. მისი თქმით, ეს არის „დიფ სთეითის“ ღია შეტევა და ევროპული ღირებულებების გათელვა.
„ეს უკვე სირცხვილიც არაა, ეს არის "დიფ სთეითის" ღია შეტევაში გადასვლა და ევროპის დემოკრატიული "ფასეულობების" ფეხქვეშ დემონსტრაციული გათელვა, ანუ, ყველაფერი ის, რაც აქამდეც არაერთხელ მოგახსენეთ. ამჯერად სამიზნე პრაღაა. როგორც კი ჩეხეთის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამოიკვეთა ქვეყნის ექს-პრემიერის ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-ს მზარდი რეიტინგი და გამარჯვების უპირობო პერსპექტივები, "დიფ სთეითის" ჩეხურმა ფილიალმა მიმართა საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში, უკრაინასა და მოლდოვაში ნაცად ხერხს - ანდრეი ბაბიშის წინააღმდეგ კორუფციის ფიქტიური ბრალდებით გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გააუქმეს, ხოლო საქმე კვლავ სასამართლოში იქნა გადაგზავნილი.
საქმის დეტალებით არ მოგაწყენთ, მთავარს მოგახსენებთ - საქმის სასამართლოში დაბრუნების გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რაღაც რამდენიმე თვით ადრე იქნა მიღებული, როდესაც მემარჯვენე პოპულისტური ANO ფავორიტად იქნა მიჩნეული. პარტიის რეიტინგი ისედაც მუდმივად 30%-ს აჭარბებდა მაშინ, როცა ამჟამინდელი მმართველი კოალიცია „ერთად“ დაახლოებით 20%-ს თუ აღწევს. საქმის ხელახლა განხილვამდე ექსპერტები თანხმდებოდნენ, რომ ბაბიში 2021 წლის არჩევნებში დამარცხების შემდეგ, რეაბილიტაციას და პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაბრუნებას შეძლებდა - მაგრამ "დიფ სთეითი" სულ სხვანაირად ფიქრობდა...“- წერს დავით ქართველიშვილი.