ომის დაწყებიდან დღემდე 2500-3000 უკრაინელი სამხედროა მოკლული. ამის შესახებ CNN-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენი ინფორმაციით, 2500-დან 3000-მდე სამხედრო დავკარგეთ. კიდევ 10 000 სამხედრო დაჭრილია და რთულია იმის თქვა, რამდენი მათგანი გადარჩება. შედარებისთვის, რუსეთმა ომში უკვე 19-20 ათასი სამხედრო დაკარგა“, - აცხადებს ზელენსკი.
მან ასევე ისაუბრა მოკლულ სამოქალაქო პირებზე და განაცხადა, რომ მათი ზუსტი რიცხვის განსაზღვრა რთულია.
„ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქები - ხერსონი, ბერდიანსკი, მარიუპოლი, ვოლნოვახა ბლოკირებულია და ჩვენ უბრალოდ არ ვიცით, რამდენი ადამიანია იქ მოკლული“, - ამბობს ზელენსკი.