უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ქვეყანაში ომს უკვე 200-მდე ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ქვეყანაში ომს უკვე 200-მდე ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ქვეყანაში 198 ბავშვი დაიღუპა, 355-ზე მეტი კი დაიჭრა. BBC-ის ცნობით, ამ მონაცემებს უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, კიევისა და ხარკოვის ოლქებში დაშავდა. როგორც უწყება განმარტავს, დაღუპულებისა და დაჭრილების რიცხვი ჯერ კიდევ ზუსტდება.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე 24 თებერვალს შეიჭრა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.