გაერო: ომი უკრაინაში დედამიწის მოსახლეობის მეხუთედს შიმშილისა და სიღარიბის საფრთხეს უქმნის

გაერო: ომი უკრაინაში დედამიწის მოსახლეობის მეხუთედს შიმშილისა და სიღარიბის საფრთხეს უქმნის

ანტონიო გუტერეშის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო 1,7 მილიარდი ადამიანი - დედამიწის მოსახლეობის მეხუთედზე მეტი, შიმშილისა და სიღარიბის საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. გაეროს გენერალური მდივნის განცხადება ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გაეროში აღნიშნავენ, რომ უკრაინა და რუსეთი აწარმოებენ მსოფლიოში ხორბლისა და ქერის 30%-ს , სიმინდის მეხუთედს და ზეთის ნახევარზე მეტს. გუტერშმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის ბუნებრივი აირის მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორი და მეორე ადგილს იკავებს ნავთობის ექსპორტის სფეროში. ომი კი საწვავსა და საკვებზე ფასებს ზრდის.

გუტერეშის თქმით, გაეროს საგანგებო ქმედებებისთვის საკმარისი დაფინანსება არ აქვს.