ზელენსკი სთავაზობს რუსეთს, პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაცვალოს

ზელენსკი სთავაზობს რუსეთს, პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაცვალოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სთავაზობს რუსეთს, ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსი, ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაცვალონ. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ძალიან სიმბოლურია, რომ კოსმონავტიკის დღეს დავაკავეთ ბატონი მედვედჩუკი. ის 48 დღე იმალებოდა და ახლა გადაწყვიტა, გაიქცეს უკრაინიდან. ამ „კოსმონავტისთვის“ ცნობილმა გამონათქვამმა „წავედით” არ იმუშავა. განსაკუთრებულად ცინიკურად მიმაჩნია ის, რომ მედვედჩუკი სამხედრო კამუფლაჟს იყენებდა. თუ ასეა, მან თვითონ აირჩია სამხედრო ფორმა, ამიტომ საომარი დროის კანონებს ექვემდებარება. ვთავაზობ რუსეთს, გავცვალოთ მედვედჩუკი ჩვენს ტყვეებზე“, - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინაში, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსი, ვიქტორ მედვედჩუკი დააკავეს. ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული და შინაპატიმრობაში იმყოფებოდა. თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ვიქტორ მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან გაიქცა.