"ეხლა მათთვის, ვისაც ქიზიყური პირდაპირობა "სიხისტეში", ხოლო დასავლეთის მიმართ სიმართლის თქმა, მის "კრიტიკაში" ეშლება - დავამსხვრიოთ საზოგადოების ტოტალურ იდიოტებად წარმოჩენის კიდევ ერთი მზაკვრული მცდელობა.
როდესაც აშშ-ს მთავრობა, სასტიკ უარს უცხადებს უკრაინის ხელისუფლების სასოწარკვეთილ თხოვნას - დახუროს მის თავზე საჰაერო სივრცე, ამას არა იმიტომ აკეთებს, რომ უკრაინა და მისი მოსახლეობის ბედი "ფეხებზე ჰკიდია", არამედ იმიტომ, რომ პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და ასევე, სურს მსოფლიოს უფრო გლობალური ომი აარიდოს თავიდან.
როდესაც ევროკავშირი მხარს უჭერს რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული ეკონომიკური სანქციების პაკეტიდან, მათი ებერგეტიკული მდგენელი ამოიღოს, უარი თქვას რუსეთში საიუველირო ნაწარმის, რძის პროდუქციისა და ძეხვეულის შეტანაზე, მაგრამ გაასამმაგოს რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიღება, რაშიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერების ყულაბაში ყოველდღიურად დამატებით 600 მილიონ ევროს ურიცხავს - ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ევროპელებს დახოცილი უკრაინელი ბავშვების და დაბომბილი სამშობიაროების ბედი არ აღელვებთ, არა! მხოლოდ იმიტომ, რომ პირველ რიგში ისინი საკუთარი ქვეყნის, მისი უსაფრთხოებისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამოდიან!!!
როდესაც ერთი ლიეტუველი ნაძირალა მოხელე, საქართველოს ხელისუფლებას ადანაშაულებს უკრაინის ომზე და უკრაინელი ხალხის ტრაგედიაზე ეკონომიკური სარგებელის მოხვეჭაში და ამავდროულად, მისი ქვეყანა რუსეთის უახლოეს მოკავშირეს, და დიქტატორად შერაცხულ ლუკაშენკოს ფქვილის, წიწიბურასა და მარილის მოწოდების გაზრდას ითხოვს - იმიტომ კი არა, რომ ამ ფულით მშვიდობიანი უკრაინელების მსხვერპლის გაწევის მიზნით, რუსეთის მხრიდან იარაღის დამატებით შესყიდვებზე არ ფიქრობდნენ, უბრალოდ ლიეტუველების შიმშილის გრძნობა აქვთ პირველ რიგში გასათვალისწინებელი!
როდესაც ე.წ. ქართველი "მეღვინეები", რომლებსაც რუსეთში პროდუქციის შეტანის ლიცენზია არც გააჩნიათ და არც ჰქონიათ როდესმე - პეტიციას აწერენ ხელს, ჩვენს ღვინოს რუსებს არ დავალევინებთო, იმდენსაც კი ვერ ტვინავენ, რომ ამ წუთას უკრაინულ სარდაფებში ბომბებისაგან დამალულ ბავშვებს და დღეს უკვე დაღუპულ, ქართველ მოხალისეებს - უბრალოდ ცინიკურად დასცინიან!!!
მაშინ, როდესაც ის შეზღუდვები, რაც ახლა შემოაქვს სხვადასხვა ქვეყანას რუსეთთან მიმართებაში, იქნება ეს მიმოსვლის შეზღუდვა, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა თუ ა.შ. - ეს ისედაც გაკეთებული აქვს საქართველოს ხელისუფლებას დიდი ხნის წინ და შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყნები შეზღუდვებში ახლა აქეთ გვიერთდებიან, თორემ: „სვიფტთან“ დაკავშირებით არანაირი ბერკეტიც კი არ გაგვაჩნია, სამხედრო მრეწველობასთან დაკავშირებული არანაირი ვაჭრობა რუსეთთან ისედაც არ გვაქვს, საჰაერო სივრცის დახურვა კი პირველ რიგში ჩვენს მეზობელ სომხეთს დააზიანებდა და გაუგებარია, ეს არამეგობრული ნაბიჯი რატომ უნდა გადავდგათ?
დღეს საქართველოს პრაგმატული, გონივრული და რუსეთის მხრიდან, ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყნის პოზიციებიდან განხორციელებული პოლიტიკა, მთლიანად ჯდება საერთაშორისო თანამეგობრობის ძირითად კონცეფციაში - მაქსიმალური დახმარება გაუწიონ უკრაინას, პირველ რიგში საკუთარი ქვეყნებისა და მოსახლეობის ინტერესებისა და რეალური შესაძლებლობის გათვალისწინებით. ქართული შიდაპოლიტიკური "შიზოფრენიული" მცდელობა, საკუთარ სიგიჟეს და "კამიკაძეობას", ან და ქვეყნის წინააღმდეგ უფრო შორს მიმართულ ძირგამომთხრელ ჩანაფიქრებს დაუქვემდებარონ ხელისუფლების ქვეყნის ინტერესებზე მორგებული ძალისხმევა - გამოაშკარავებულია და განხორციელებას არ ექვემდებარება"!!!