გამორიცხულია, რომ ჩვენთან მოხდეს „მირ“-ის ბარათით გადახდა, იმიტომ რომ საქართველოს ბანკები არ იღებენ ამ გადახდის სისტემას, ამ ბარათს, - ამის შესახებ კომპანია „აირზენას“ დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„არცერთი ბილეთი არ გაყიდულა, ვერცერთ ადამიანს ვერ მაჩვენებენ, რომელმაც შეიძინა ბილეთი ბარათი „მირით“. ასეთი მგზავრი არ არსებობს „Georgian Airways-ში“, - განაცხადა გაიაშვილმა.
მან განმარტა, რომ ავიაკომპანია ბილეთების ყიდვით დაკავებული არ არის და რეალიზაციას ევროპაში რეგისტრირებული უკრაინული კომპანია მართავს.