თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს სხდომის შემდეგ, ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმზე გადადის. მიზეზად კი, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა დაასახელა, - ამის შესახებ Delfi წერს.
იქამდე, რამდენიმე საათის წინ, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა, რომ, „რეალურად, რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა“.
ვლადიმერ პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.