ავსტრალიამ, რომელმაც 2020 წლის მარტში, მსოფლიოში ყველაზე მკაცრი სამოგზაურო შეზღუდვები აამოქმედა, საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საზღვრები გახსნა, - ამის შესახებ BBC წერს.
კორონავირუსის ორი დოზით აცრილ ვიზიტორებს არ მოუწევთ კარანტინის გავლა, თუმცა, აუცრელები, საკუთარი ხარჯებით, 14 დღით, სასტუმროში უნდა გადავიდნენ იზოლაციაში.
მოგზაურებს შეუძლიათ, ესტუმრონ ქვეყნის ყველა შტატს, გარდა დასავლეთ ავსტრალიისა (ეს შტატი ავსტრალიის 33%-ს იკავებს), რომელიც 3 მარტამდე ჩაკეტილი დარჩება, 3 მარტის შემდეგ კი, მის მოსანახულებლად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 3 დოზის მიღება იქნება საჭირო.
ამ დრომდე, ავსტრალიაში კორონავირუსს 4 900-მდე ადამიანი ემსხვერპლა.